განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2019
საქმის ნომერი
140100118002550959
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002550959

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1/273-18 10 იანვარი,2019 წელი

ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ნ--- გ--------–---–ის,ადვოკატ - ნ---- შ--–-–---–ის,ბრალდებულ - მ--–---- ბ-----–-–---–ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011160618001 საქმე მ--–---- ვ----–-- ძე ბ-----–-–---–ის (დაბადებული 1979 წლის 0------------, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: გორის რაიონის სოფელ ვ------–-- მცხოვრები: ქ.გორი, ს----–----------------------ში) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, მ--–---- ბ-----–-–---–ის ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია, საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 03:30 საათზე, მ--–---- ბ-----–-–---–მა ქ.გორში, ს----–----------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ ბინაში განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ს------- ქ----ის მიმართ, კერძოდ სახის და სხეულის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ს------- ქ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მ--–---- ბ-----–-–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

მოწმემ ს------- ქ----ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ----- პ---–--–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ დაზარალებულს იცნობს, იგი მისი შვილის ნათლიაა. 2018 წლის 15 ივნისს, საღამოს სამსახურიდან, რომ დაბრუნდა, სტუმრად წავიდა ბრალდებულის დასთან. ადგილზე მისულს ყველა ნასვამ მდგომარეობაში დახვდა, მათ შორის ს------- ქ----ეც. სუფრასთან ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ს------- ქ----ეს შეამჩნია დაზიანებები, რომლებიც ს------- ქ----ისვე განმარტებით, მიიღო ბლის ხეზე ასვლისას.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ-----–-- ბ-----–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ბრალდებული არის მისი ძმა. იგი ცხოვრობს სოფელ რ---–-. 2018 წლის 15 ივნისს მასთან სტუმრად იყვნენ მ--–---- ბ-----–-–---–ი ოჯახთან ერთად. სუფრის გაშლამდე სტუმრები ეზოში ბურთით თამაშობდნენ. სუფრაზე მან რძალს შეამჩნია ნაკაწრები, რაზეც ს.ქ----ემ უთხრა, რომ ბლის ხეზე იყო ასული, რა დროსაც მიიღო დაზიანებები. მის ძმას და რძალს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და არანაირი კონფლიქტი მათ შრის არ ყოფილა. მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ძმას და რძალს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ და ვინაიდან ს.ქ----ე იყო ნასვამი, დარეკა პოლიციაში.

სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ--–---- ბ-----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა და იგი წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც გამოძიების ეტაპზე ადასტურებდა მ--–---- ბ-----–-–---–ის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტს, იყო დაზარალებულ ს------- ქ----ის მიერ მიცემული ჩვენება. თუმცა დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილი „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით დასჯადია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. კონკრეტულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მ--–---- ბ-----–-–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი და დანაშაულის - ოჯახში ძალადობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები. ასევე ვერ იქნა დადგენილი, რომ სწორედ მ--–---- ბ-----–-–---–ის მიერ განვითარებული ქმედების შედეგად მიიღო დაზიანებები და საერთოდ განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის დროს. აღნიშნულ კითხვაზე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით პასუხის გაცემა შეუძლებელია, ხოლო დაზარალებულმა, რომელსაც შეეძლო სასამართლოსთვის მიეწოდებინა ინფორმაცია კონფლიქტთან და ტკივილის განცდასთან დაკავშირებით, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ასევე უარი განაცხადა გამოძიების ეტაპზე სასამართლო-სამედიცინო ქესპერტიზის ჩატარებაზე.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში მ--–---- ბ-----–-–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობად ვერ იქნება მიჩნეული 2018 წლის 16 ივნისის შეტყობინება და ექსპერიმენტის ოქმი, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდებაზე და ასეთ ვითარებაში მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია ვერ იქნება გამოყენებული სასამართლოს მიერ, როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა არათუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა მ--–---- ბ-----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-271, 275-276-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--–---- ბ-----–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. მ--–---- ბ-----–-–---–ი მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

3.გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: 01 ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმეს.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შალვა კაკაურიძე