გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/19642-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ა
წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი, მ--------------–---–ი
მოპასუხე - შპს „ფ-----ი“
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ფ-----ი“-ს ქ. თ---–----------–----–---------------------–--------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 35 176.26 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 01 მარტს ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ასა და შპს „ფ-----ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე სკვერების რეაბილი-ტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა გაფორმებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მიწოდების საბოლოო ვადა. კერძოდ, ნაცვლად 10 ნოემბრისა, შპს „ფ-----თან“ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 09 დეკემბერს - 29 დღის დაგვიანებით. მხარეების მიერ გაფორმებული ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად ობიექტი მიწოდებულად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
შესაბამისად, მიწოდების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით დარღვევისათვის ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ს ოდენობით.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებლის დავალიანების თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 35 176,26 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სარჩელის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. სასამართლოსთვის მხარის პოზიცია უცნობია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. კერძოდ, მოპასუხე შპს „ფ-----ი“-ს ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 2040 ლარის გადახდა;
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. პირგასამტეხლოს 33 136.26 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპა-სუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;
მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირგასამტეხლოს დარჩენილ ნაწილში სასამართლო მოთხოვნას არ თვლის იურიდიულად გამართლებულად და მსჯელობს არსებითად.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის რომ ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ის სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთან-ხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებუ-ლების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსაზღვრა 2040 ლარი და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, დარჩენილ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მეირ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ა ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამასთან, ვინაიდან დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ის სარჩელი პირგასამტეხლოს 33 136.26 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე