განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2019
საქმის ნომერი
120100119002821979
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/021-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

12 მარტი, 2019 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ავ--------–--------–---ი, დაბადებული 0---------წ., პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ვა-–---------–-–---–-ს ქ. N7-

 

კვ--–იფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

ავ--------–--------–---ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და უცენზურო სიტყვებით აგინებდა მის 2002 წლის 12 ოქტომბერს დაბადებულ არასრულწლოვან შვილს ტა-----–--------–---ს, 2018 წლის 21 აგვისტოს საღამოს საათებში ქ. ვ--–-–--------–-–---–ის ქუჩა №7--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ავ--------–--------–---მა საწოლზე წამოწოლილი შვილი ტა-----–--------–---ი ძალის გამოყენებით დაითრია ფეხიდან და გადმოაგდო იატაკზე, რა დროსაც ტა-----–--------–---მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მამის ძალადობრივი ქმედებების შედეგად ტა-----–--------–---მა განიცადა როგორც ფსიქოლოგიური ტანჯვა ასევე ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ავ--------–--------–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვ--–ისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

3.წარდგენილი ბრალდება.

 

ავ--------–--------–---ს 2018 წლის 27 დეკემბერს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ.

 

4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით ავ--------–--------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.

 

5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

დაზარალებულ ტა-----–--------–---ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 21 აგვისტოს ავ--------–--------–---ი სახლში დაბრუბუნდა ნასვამი და შვილს, რომელიც ჭამდა ვაფლს მოსთხოვა მისი მიცემა, რაზეც ტა-----–--------–---მა მამას მისცა რამოდენიმე ვაფლი, ავ--------–--------–---მა კი მოსთხოვა რაც ჰქონდა მიეცა, რაზეც უარის მიღებისთანავე ფეხიდან დაითრია ტა-----–--------–---ი და საწოლიდან გადმოაგდო ძირს, დაარტყა ზურგი და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ავ--------–--------–---ი კი აგრძელებდა გინებას მისი მისამართით.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 6-8;

 

მზ------------–--ის ჩვენება, რომლის თანახმად 2018 წლის 21 აგვისტოს მისი მეუღლე ავ--------–--------–---ი სახლში ნასვამი დაბრუნდა, სახლში იმყოფებოდა ასევე მათი არასრულწლოვანი შვილი ტა-----–--------–---ი, რომელიც ვაფლს ჭამდა, მამამ მას მოსთხოვა ვაფლის მიცემა, ბავშვა მას მისცა ვაფლი და დაიტოვა ერთი თავისთვის, რისი მიცემაც ასევე მოსთოვა ავ--------–--------–---მა, ხოლო შვილმა უარი უთხრა. ამაზე გაბრაზდა ავ--------–--------–--ვი და დაიწყო ყვირილი და ლანძრვა, რომ იგი ოჯახის წევრებს არ უყვარდათ, გარეთ გავარდა აიღო ჯოხი რაც ხელიდან დააგდებინა მზ------------–--ემ. ამის შემდეგ კი მივარდა წამოწოლილ ტა-----–--------–---ს და დაითრია ფეხიდან და ჩამოაგდო ძირს.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 11-13;

 

2018 წლის 13 ნოემბრის N0-------- სასამართლო ფსიქიატრიულ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტა-----–--------–---მა მამის ავ--------–--------–--ვის მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 44-51;

 

2018 წლის 25 აგვისტოს შსს ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გი----------------ის მიერ შედგენილი შემაკავებელი ორდერის თანახმად, ტა-----–--------–---ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო ავ--------–--------–---ის მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N0-----.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 3;

 

2018 წლის 27 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ტა-----–--------–---ი ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 61;

 

ბრალდებულმა ავ--------–--------–---მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

7.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დასკვნა ავ--------–--------–---ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვ--–ისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ავ--------–--------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

9. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვ--–ისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვ--–ეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვ--–ისწინებით, ავ--------–--------–--ვს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვ--–ისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა ჩაეთვ--–ოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავ--–ში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ავ--------–--------–---ი (პ/N4----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ გათვ--–ისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვ--–ოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი.

 

2. ავ--------–--------–---ის (პ/N4----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს.

 

3.არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევ--–ოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე