განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/11–2019) 090100119002865683
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–---------ს
ბრალდებულის - რ-------------–---ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე
ბრალდებულ რ-------------–---ს მიმართ
მამის სახელი: ა----;
დაბადებული: 2--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართველო, ლ---–-–--
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: ს-–----–---
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–--
პირადი ნომერი: 4-----------
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ც-----ი, სოფელი- ლ---–-–--
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი– ც-----ი, სოფელი- ლ---–-–--
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1----------–----------–----–--–--------------–--------–--–--------------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.რ-------------–---მ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---–-–ში მდებარე მ---------–-------ს საცხოვრებელ სახლში ჩაიდინა ძალადობა მ---------–-------ს და მისი მეუღლის ნ-----–------------ს მიმართ. კერძოდ, მათზე უსაფუძვლოდ განაწყენებულმა, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში, ჯერ ნ-----–-----------ს დაარტყა სახის არეში მუშტი ერთხელ, ხოლო შემდეგ მ---------–------ს ასევე ერთხელ დაარტყა მუშტი სახის არეში. რ-------------–---ს ქმედების შედეგად ნ-----–-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მ---------–------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.რ-------------–---მ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---–-–ში მდებარე მ---------–-------ს საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა ჯ--–--- ე-–------ს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც მიაყენა მას დაზიანებები ჰემატომებისა და ნახეთქი ჭრილობის სახით და მარცხენა ყვრიმალის რკალის მოტეხილობა. რ-------------–---ს ქმედების შედეგად ჯ--–--- ე-–------მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 19 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.190–193).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5.რ-------------–---მ სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
6.დაზარალებულ ნ-----–-----------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, დედამთილ–მამამთილთან და ვაჟთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მეორე სართულზე ისვენებდა მისი მეუღლე მ---------–-------. მოულოდნელად, კარებზე ფეხის კვრით სახლში შევარდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ-------------–---. მის მიერ ძლიერად შემოღებული კარი მოხვდა ელექტროღუმელს, რაზედაც დედამთილს ედგა რძიანი ქვაბი და იყვანდა ყველს. რძიანი ქვაბი გადავარდა და რძე დაიღვარა იატაკზე. რ------ ხმამაღლა იგინებოდა. მივარდა მას და მუშტი დაარტყა მარცხენა ლოყაზე, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. მისი შვილი – ჯ--–------–-------, რომელიც წამოწოლილი იყო წამოხტა. რ------ წავიდა მისკენ და ჯ--–---ის დაუწყო ცემა. გამეტებით ურტყამდა სახეში მუშტებს. ყელში წვდა და მოუჭირა ხელი. ჯ--–---მა სცადა მოგერიება, მაგრამ უშედეგოდ. კიოდა ხმამაღლა, რა დროსაც მეორე სართულიდან ჩამოვიდა მეუღლე– მ---------–-------, რომელიც შეეცადა რ------ს ჯ--–---ისაგან მოცილებას. ამ დროს რ------ შემოტრიალდა და მ------- სახეში დაარტყა მუშტი.. მისი კივილის ხმაზე შეცვივდნენ მეზობლები: ა--------–-----–---–ი და ბ---------–-----ვი, რომელთაც რ------ მოაშორეს ჯ--–---ის. ის გინებით წავიდა სახლში. (დაზარალებულის დაკითხვის ოქმები, ს.ფ.6–8;).
7.დაზარალებულ მ---------–-------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით 21:05 საათზე წავიდა დასაძინებლად. რამდენილმე წუთში გააღვიძა მეუღლის კივილის ხმამ. ჩავიდა პირველ სართულზე. მისაღებ ოთახში დაინახა, რომ მისი შვილი – ჯ--–------–------- და მეზობელი – რ-------------–--- ჩხუბობდნენ ერთმანეთში. რ-------------–---ს ჯ--–---------ის ერთი ხელი მოჭერილი ჰქონდა კისერში, ხოლო მეორე ხელით მუშტს ურტყამდა სახის არეში. რ------ს წელში სწვდა გაშველების მიზნით, რა დროსაც რ------ შემობრუნდა და სახის არეში ერთჯერ დაარტყა მუშტი, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. მეუღლის კივილის ხმაზე შეცვივდნენ მეზობლები: ა--------–-----–---–ი და ბ---------–-----ვი, რომელთაც რ------ მოაშორეს ჯ--–---ის. ის გინებით წავიდა სახლში. რ-------------–--- ხშირად სვამს, რა დროსაც არის აგრესიული. ეჭვიანი, მას სოფელში ყველა ერიდება. მისი ცემის შედეგად ჯ--–--- ქ------–---- დასჭირდა სამედიცინო ჩარევა (დაზარალებულის დაკითხვის ოქმი, ს.ფ.9–11;).
7.დაზარალებულ ჯ--–------–-------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 17 ოქტომბერს ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, პირველ სართულზე, წამოწოლილ მდგომარეობაში. დაახლოებით 21:30 საათზე. კარებზე ფეხის კვრით სახლში შევარდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეზობელი რ-------------–---. მივარდა დედას, ნ-----–-----------ს და სახის არეში ერთჯერ დაარტყა მუშტი. ამის დანახვაზე წამოხტა. რ------ წავიდა მისკენ, მივარდა გინებით და რამოდენიმეჯერ დაარტყა მუშტი სახის არეში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. იყო აგრესიული და დაუნდობელი, სცადა აერიდებინა დარტყმა და ფინჯანი ჩაარტყა თავში. ის მაინც არ მოეშვა. სწვდა მარცხენა ხელით კისერში, ხოლო მარჯვენა ხელს ურტყამდა სახეში. დედის კივილზე ჩამოსულმა მამამ სცადა მისი მოშორება, რა დროსაც მამას ერთჯერ დაარტყა მუშტი სახის მიდამოში. გააშველეს ხმაურზე შემოსულმა მეზობლებმა, რის შემდეგ გინებით წავიდა სახლში. (დაზარალებულის დაკითხვის ოქმები, ს.ფ.12–14;).
8. მოწმეების ჯ--–------–-------ს (დაზარალებული ჯ--–------–-------ს ბაბუა) და მ------------–------ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, მათი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მოულოდნელად, კარებზე ფეხის კვრით სახლში შევარდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ-------------–---. მის მიერ ძლიერად შემოღებული კარი მოხვდა ელექტროღუმელს, საიდანაც რძიანი ქვაბი გადავარდა და რძე დაიღვარა იატაკზე. რ------ ხმამაღლა იგინებოდა. რძალს, ნ-----–-----------ს დაარტყა მუშტი სახის არეში, ხოლო მის დასახმარებლად წამომდგარ შვილიშვილს, ჯ--–--- ე-–------ს დაუწყო ცემა. გამეტებით ურტყამდა სახეში მუშტებს. ყელში წვდა და მოუჭირა ხელი. ჯ--–---მა სცადა მოგერიება, მაგრამ უშედეგოდ. რძალი კიოდა ხმამაღლა, რა დროსაც მეორე სართულიდან ჩამოვიდა მათი შვილი – მ---------–-------, რომელიც შეეცადა რ------ს ჯ--–---ისაგან მოცილებას. რა დროსაც რ------მ მ------- სახეში დაარტყა მუშტი. მეზობლებისაგან გაშველების შემდგომ რ-------------–--- გინებით წავიდა სახლში. ( მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ს.ფ.68–70; 75–77;).
9.2018 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ რ-------------–---მ, 2018 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ც-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ---–-–ში მდებარე მ---------–-------ს საცხოვრებელ სახლში ჩაიდინა ძალადობა მ---------–-------ს და მისი მეუღლის ნ-----–------------ს მიმართ და ჯ--–------–-------ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რის გამოც წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 118–ე მუხლის პირველი ნაწილით.(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.162–165);
10.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 ნოემბრის N---------- დასკვნით, თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ც-----ის საავადმყოფოს“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N1----ს ასლი) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ჯ--–---ი ე-–------მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 18.10.2018 წ. 00:30 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 02:30 საათზე დიაგნოზით: მარცხენა წარბის კანის ნახეთქი ჭრილობა შუბლის ძვლის თვალბუდის ნაწილის არასრული მოტეხილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა მარცხენა წარბის ლატერალურ მესამედში.
თანახმად წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ,,ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა“–ს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N8------–ს ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N0------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაცემის თარიღი 18010.2018) მონაცემებისა, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ჯ--–---ი ე-–------მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 18.10.2018 წ. 16:40 საათზე, საიდანაც გაეწერა 19.10.2018 წ–ს 18:00 საათზე დიაგნოზით: მარცხენა ყვრიმალის ძვლის რკალის მოტეხილობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა სახის მარცხენა ნახევარში.
თსსუ რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ი. ავაზაშვილის მიერ , 2018 წლის 13 ნოემბერს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით შესწავლილი იქნა მოქალაქე ჯ--–------–-------ს CD დისკზე ჩაწერილი თავის ქალის პირდაპირი და გვერდითი რენტგენოგრამა გადაღებული 18.10.18 წ. ც-----ის საავადმყოფოში. სახის ძვლების რენტგენოგრამა გადაღებული 18.10.18 წ. და 19.10. 18 წ. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში. ც-----ის საავადმყოფოში გადაღებულ რენტგენოგრამაზე ძვლებში ტრავმული დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები გამოხატული არ არის ყვრიმალის ძვლის დაზიანებაზე სრულყოფილი მსჯელობა წარმოდგენილ პროექციებში შეუძლებელია. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაღებულ რენტგენოგრამაზე აღინიშნება მარცხენა ყვრიმალის რკალის მოტეხილობა. ხანდაზმულობის დადგენა ვერ ხერხდება რენტგენოლოგიურად, რადგან ფიქსირდება მხოლოდ ტრავმული დეფორმაცია, მოტეხილი ფრაგმენტების კიდეების ვიზუალიზაციის გარეშე.
დაზიანებები განვითერებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად.
დაზიანებები ჰემატომებისა და ნახეთქი ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანება მარცხენა ყვრიმალის რკალის მოტეხილობის სახით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით (ს.ფ.111–115).
11.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ოქტომბრის N0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, ნ-----–-----------ს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიოექტური ნიშნები არ აღინიშნება(ს.ფ.122–130).
12.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 ოქტომბრის N0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მ---------–-------ს სხეულზე, გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ.134–137).
13. რ-------------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 18 ოქტომბრის მოწმე ი--------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 18 ოქტომბრის მოწმე ბ---------–-----ს გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 20 დეკემბრის მოწმე ა---------–---–-----–---–-- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 18 ოქტომბრის ბრალდებულ რ-------------–---ს გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 18 ოქტომბრის დადგენილებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ, რ-------------–---ს ტანსაცმლის ამოღების ოქმით, შუამდგომლობითა და მოსამართლის განჩინებით, 2018 წლის 18 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით, დადგენილებით სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ნ-----–-----------ს მიმართ, დადგენილებით სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მ---------–-------ს მიმართ, დადგენილებით სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ჯ--–------–-------ს მიმართ, დადგენილებით სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ რ-------------–---ს მიმართ და ექსპერტიზის N--------- დასკვნით, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებით, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“ რ-------------–---ს მიმართ; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რ-------------–---ს ნასამართლობის ცნობით, რ-------------–---ს ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, რ-------------–---ს განცხადებით, მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი, მიმართვით ც-----ის რაიონული სამმართველოსადმი, დადგენილებით ნ-----–-----------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით, დადგენილებით მ---------–-------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით, დადგენილებით ჯ--–------–-------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით, რ-------------–---ს ხელწერილით, ჯ--–------–-------ს სამედიცინო ისტორიის ასლებით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
14.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა რ-------------–---მ ჩაიდინა ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
სამართლებრივი შეფასება:
15.სასამართლოს მიაჩნია, რომ – რ-------------–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ–– დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
15. რ-------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში.
16. რ-------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი)
სასჯელის დასაბუთება:
17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ-------------–---ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ-------------–---ს მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: აქვს შეუბღალავი წარსული, არის სოციალურად დაუცველი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით რ-------------–---ს მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული რ-------------–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3(სამი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2(ორი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რ-------------–---ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ რ-------------–---ს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3.გაუქმდეს ბრალდებულ რ-------------–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.
4.განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი:
*რ-------------–---ს ორი ცალი მაისური, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც-----ის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს რ----- ქ------–----;
*შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნიმუშები, ფაიფურის ჭურჭლის ნამსხვრევები, დამტვრეული სკამის ფრაგმენტები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც-----ის რაიონულ სამმართველოში განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
6.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი