გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.09.2018
საქმის ნომერი
030310018002573581
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310018002573581

№ 3/73-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.09.2018 წ. ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე ბაბილუა

მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული

განყოფილება

წარმომადგენელი ი---- ჭ----

მოპასუხე ნ----- ც-----

დავის საგანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი,ზედმეტად მიღებული, სახელმწიფო ფულადი დახმარების

ანაზღაურების დავალდებულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დაეკისროს მოპასუხე - ნ----- ც-----ს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების 10 ლარის დაბრუნება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ნ----- ც-----ს ოჯახი დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 93.840-ს, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი საარსებო შემწეობის მიღებას. სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმის შევსებისას, ოჯახი გაეცნო საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლება/მოვალეობებს და მათი დარღვევის შემთხვევაში გამოწვეულ შედეგებს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება სოციალური დახმარების დანიშვნის განცხადებაზე ნ----- ც-----ს ხელმოწერით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 11 დეკემბრის N04/76172 კორესპონდენციით და მასზე თანდართული სიით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა იმ მოქალაქეთა შესახებ, რომლებსაც დანიშნული აქვთ საარსებო შემწეობა და ამავე დროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. ამ პირთა სიაში დაფიქსირებულია ნ----- ც-----ს ოჯახის წევრები - ვ----– კ-------- და ზ---- კ--------, რომლებიც დასაქმდნენ შპს ,,ბ------–- ჯ-----ში“. 2017 წლის დეკემბრის თვიდან აღნიშნულ ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, რაც ნ----- ც-----ს ოჯახის მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნული ოჯახი არ წარმოადგენს საარსებო შემწეობის მიმღებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეუძლებელია ზედმეტად გაცემული თანხის უკან დაბრუნება სააგენტოს გადაწყვეტილებით. ამავე დადგენილების მე-91 მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ნ----- ც----- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ნ----- ც----- (პ/ნ 5----------) იღებდა სოციალურ პაკეტს თვეში 10 ლარს.

 

3.1.2. სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, ნ----- ც-----ს ოჯახის შემადგენლობაში შედიან: ჭ------ კ--------, ლ------ კ--------, ვ----–ი კ--------, ნ----- ც-----, ზ---- კ--------, ზ------ კ--------, გ------- კ--------.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ნ----- ც-----ს ოჯახის წევრები - ვ----– კ-------- და ზ---- კ--------, დასაქმდნენ შპს ,,ბ------–- ჯ-----ში“. 2017 წლის დეკემბრის თვიდან აღნიშნულ ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

3.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 03 აპრილის N04-09-05/401 და 2018 წლის 07 მაისის N04-09-05/495 გაფრთხილებებით ნ----- ც-----ს მოეთხოვა 10 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ, რაც მოპასუხის მხრიდან დღემდე არ შესრულებულა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, მხარის ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155 დადგენილებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო საარსებო შემწეობის თანხა 10 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოებების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება; ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ საარსებო შემწეობის მიმღები ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს, იმ გარემოებების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება, რაც ნ----- ც-----ს არ განუხორციელებია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით დადგენილია, რომ თანხა 10 ლარი, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა სოციალურ დახმარებად (საარსებო შემწეობად).

 

შესაბამისად, ცალსახაა, რომ ნ----- ც-----ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რადგან აღარ არსებობდა უფლებამოსილი ორგანოს იმ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, რომლის ძალითაც იგი ახდენდა მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელ ნორმებზე დაყრდნობით მოითხოვოს მოპასუხისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება.

 

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისას, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნას მოთხოვილი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არა აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან კანონდარღვევით მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა 10 ლარი, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირის არსებობა სახეზეა. განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145” და ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის №155’’ დადგენილებების შესაბამისად, მოეხდინა სოციალური დახმარების ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მოპასუხის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებამ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა.

 

მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 10 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ის უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.

 

შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონული განყოფილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ნ----- ც-----ს (პ/ნ 5----------) დაევალოს ზედმეტად მიღებული ფულადი სოციალური დახმარების - 10 (ათი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე