განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2019
საქმის ნომერი
330100117002141601
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 მარტი 201- წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ირ---–------–----–--ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-----– გ-------ს ძე ჩ------------ე - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–------–-------–ი.

 

ადვოკატები - ს--–------------–---–-----------------------------–------------------------–------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია (ბრალდებულის დაუსწრებლად)

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

შპს „ჩ----“ (ს/ბ 4--------) რეგისტრირებულია 2--- წლის 24 მარტს. შპს „ჩ----“ 2--- წლის 24 მარტიდან რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად. საზოგადოების იურიდიული მისამართია გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი. შპს-ს დამფუძნებელი და პატრნიორი 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით და დირექტორი არის ა-----– ჩ------------ე. შპს „ჩ----“-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობა.

 

ა-----– ჩ------------ეს ევალებოდა შპს „ჩ----“-ს (ს/ბ 4--------) საქმეების კეთილსინდისიერად გაძღოლა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების გადახდა. მიუხედავად აღნიშნულისა, შპს „ჩ----“-ს დირექტორმა ა-----– ჩ------------ემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით, სრულად არ ასახა საზოგადოების მიერ მიღებული შემოსავალი და სრულყოფილად არ წარადგინა საგადასახადო ორგანოში დეკლარაციები.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების მთავარი სამმართველოს მერვე სამმართველოს თანამშრომელების მიერ ჩატარდა შპს „ჩ----“-ს (ს/ბ 4--------) ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სრული კამერალური შემოწმება, რომლის შედეგადაც საზოგადოებას ზემოხსენებული დარღვევების გამო 2--- წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით, 2--- წლის 24 მარტიდან - 2--- წლის 16 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში, დამატებით დაერიცხა სულ 417 476 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 277 805 ლარი, ჯარიმა 139 671 ლარი, ხსენებული აქტის საფუძველზე 2--- წლის 8 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის N----- ბრძანება, ზემოაღნიშნული თანხების დარიცხვის შესახებ, ხოლო ამავე ბრძანების საფუძველზე 2--- წლის 8 დეკემბერს გამოიცა N0----3 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე შპს „ჩ----“-ს (ს/ბ 4--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ: 441 387,99 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 277 805 ლარი, ჯარიმა 139, 671 ლარი და საურავი 2- 911,99 ლარი.

 

ა-----– ჩ------------ის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრება არ მომხდარა.

 

ა-----– ჩ------------ემ კანონით გათვალისწინებულ 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი გადასახადი, ასევე არ მომხდარა მისი გადავადება, კორექტირება ან გადახდის ვალდებულების შეჩერება და განზრახ თავი აარიდა გასაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის - 277 805 ლარის გადახდას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; 2--- წლის 5 დეკემბრის შემოწმების აქტი, 2--- წლის 8 დეკემბრის N0----3 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის პასუხი, დათვალიერების ოქმები და სხვ.) ერთობლიობა ა-----– ჩ------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდებაში (საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის მიხედვით, ამ მუხლში განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასორმოცდაათი ათას ლარს). დადგენილია, რომ შპს ,,ჩ----ს“ ხელმძღვანელმა და დირექტორმა ა-----– ჩ------------ემ სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაიხადა ძირითადი გადასახადი 277 805 ლარი, ჯარიმა 139 671 ლარი და საურავი 2- 911,99 ლარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაული განზრახია, რაც ნიშნავს იმას, რომ დამნაშავე შეგნებულად თავს არიდებს გადასახადის გადახდას, რითაც ზიანს აყენებს საქართველოს საფინანსო სისტემას. დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია - გადასახადის გადამხდელი. ამ სუბიექტში მოიაზრება საზოგადოების ხელმძღვანელი-დირექტორი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ შპს ,,ჩ----ს“ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე, სახელმწიფოს ბიუჯეტის სასარგებლოდ კანონიერად დაერიცხა გადასახადები. ა-----– ჩ------------ეს, როგორც შპს ,,ჩ----ს” დირექტორს, რომელსაც ევალებოდა შპს-ს საქმეების გაძღოლა კეთილსინდისიერად ასევე, როგორც გადასახადის გადამხდელს - ანუ სპეციალურ სუბიექტს ევალებოდა გადაეხადა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, ამის საპირისპიროდ, განზრახ თავი აარიდა გადასახადების გადახდას, რის გამოც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, რითაც ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 218-ე მუხლის შენიშვნაში კანონმდებლის მიერ დაწესებულ სამართლებრივ შეღავათს, რომელიც შესაბამის სუბიექტს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში გადავადებული ან კორექტირებული არ ყოფილა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა და ბრალდებულმა 45 სამუშაო დღის ვადაში არ გადაიხადა და განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებს.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-----– ჩ------------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. ა-----– ჩ------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

3.2. ა-----– ჩ------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----– ჩ------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 58-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას.

სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-----– ჩ------------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენი, კერძოდ:

ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, ა-----– ჩ------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-.177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, რაც ქ----- ქ------–ის სააღსრულებო ბიუროს 2--- წლის 29 სექტემბრის წერილის თანახმად, არ არის აღსრულებული.

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----– ჩ------------ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-----– ჩ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ქ-------ის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----– ჩ------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-----– ჩ------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 20 ოქტომბრის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე - ყადაღა მოეხსნას თ-------------–--ის საკუთრებაში არსებულ ქონებას, მდებარე: თ---–--–----------------------ში, საკადასტრო კოდი №0--------------- და ა-----– ჩ------------ის მიმართ შეფარდებული - 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს თანხის ამოღების მიზნით მიექცეს აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

განაჩენი მსჯავრდებულ ა-----– ჩ------------ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით, 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: ნ.ნაჭყებია