განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა-------------–-,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ----------------------------–---, დაბადებული 1-----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--------------–----------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------------------–--
ადვოკატი - ა---------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:
2----–-–------------------, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, გ-------------------------------–--------------------–-, ნ------------------- არასრუწლოვანი შვილის, ს----------------------- თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი საკუთარი მეუღლის, თ------------------ მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმა, რამდენჯერმე მიარტყმევინა თავი კედელზე, შემდეგ კი მუშტი ჩაარტყა ნიკაპის არეში. ნ------------------- აღნიშნული ქმედებებით თ------------------ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა თ------------------ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
მოწმე ფ--------------------- ჩვენებით, მუშაობს შ----------–---------–-–--------------------------------------–----------------–--- მ--------------–---–- უბნის ინსპექტირ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2----–-–------------------ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, თ------------------ ცემის ჩამდენი პირი, ნ------------------, დაბადებული 1----–-–---------------ს, იმყოფებოდა ქ--–--------–-- ა-------–----------------–-. აღნიშნულის შესახებ წერილობითი ფორმით, პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე მ--------------- ჩვენებით, რაც გამოქვეყნებული იქნა სასამართლო სხდომაზე, ცხოვრობს შვილებთან, დასთან, თ------------------თან, სიძესთან, ნ--------------------- და დისშვილთან ერთად. 2018 წლის 14 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში შვილებთან, ნ------------------სთან და დის შვილთან ერთად, ხოლო მისი და იმყოფებოდა ღამის კლუბში. ნ.---------–--ემ დაუტოვა ბავშვი, თავად კი საქმეზე გავიდა. დაახლოებით 03:00 საათზე მისი სიძე სახლში დაბრუნდა, ეტყობოდა, რომ იყო ნასვამი, თუმცა მისი და ჯერ კიდევ არ იყო სახლში დაბრუნებული. აღნიშნულზე ნ------------------ გაღიზიანდა, მისი დის მისამართით დაიწყო გინება და გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ თ.------ვა გვიანობამდე არ ბრუნდებოდა სახლში. ვინაიდან მისი და არ პასუხობდა ნ.---------–--ის ზარებს, დაურეკა მისი ტელეფონიდან, რა დროსაც თ------------------ უპასუხა, ხოლო ნ------------------- დაუწყო ყვირილი და გინება. როდესაც თ.------ვა სახლში დაბრუნდა, ნ------------------- მას კვლავ უყვირა, რამდენჯერმე სახეში შეაფურთხა, მარჯვენა ხელით წვდა თმაში და რამდენჯერმე კედელზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მისმა დამ დაიყვირა, რომ ეტკინა და მომენტალურად წაბორძიკდა. მისმა დამ მოახერხა გათავისუფლება და გავიდა სხვა ოთახში, ხოლო ნ.---------–--ე მას დაეწია და მუშტი ძლიერად ჩაარტყა ნიკაპის არეში, რა დროსაც თ----------------- წაიქცა. ამ დროს ხელში ეჭირა მისი მცირეწლოვანი დის შვილი ს--------- რომელიც ისტერიულად ტიროდა. ხმაურზე საძინებლიდან გამოვიდა მისი ხუთი წლის შვილი დ-----------------–, რომელმაც ასევე დაიწყო ტირილი. ნ------------------ მის დას თავს არ ანებებდა, თმაში ჰქონდა ხელი მოკიდებული და აჯანჯღარებდა, ხოლო მისი და ტიროდა და ითხოვდა შველას.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებები: ბრალდებულის დაკავების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
2. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ------------------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ნ------------------- თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, არ ჩაუდენია. თავის მხრივ, დაზარალებულმა, თ------------------, ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და მეუღლის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცა. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მ--------------- ჩვენებით, 2----–-–------------------, ღამის საათებში, ნ------------------- ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის დას, კერძოდ, რამდენჯერმე სახეში შეაფურთხა, მარჯვენა ხელით წვდა თმაში და რამდენჯერმე კედელზე მიარტყმევინა თავი, ასევე მუშტი ძლიერად ჩაარტყა ნიკაპის არეში, რა დროსაც თ----------------- წაიქცა. ნ.---------–--ის ქმედებებზე მისი და ამბობდა, რომ ტკიოდა, ხოლო მისი მცირეწლოვანი დის შვილი, რომელიც უყურებდა მისი მშობლების ჩხუბს, ისტერიულად ტიროდა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რაც მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებად, თ------------------ პირადი გასინჯვით, 20---–-–------------------ აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა მხრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს. დაზიანებებთან დაკავშირებით აღსანიშნავია თ.------ვას განმარტება, რომლის თანახმად, მას დაზიანებები 2----–-–------------------, დაახლოებით 05:00 საათზე მიაყენა მისმა მეუღლემ, კერძოდ, ურტყა ხელები სხეულის სხვადასხვა მიდამოში და თავი არტყმევინა კედელზე.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, რაც მხარეთა მიერ მიჩნეული იქნა ასევე უდაო მტკიცებულებად, ნ----------------- ვიზუალური დათვალიერებით მარცხენა თვალის ქვედა მიდამოში აღენიშნებოდა ნაკაწრები, რაც მისი განმარტებით მიიღო მეუღლესთან კონფლიქტის დროს. აღნიშნული ადასტურებს გარემოებას, რომ ნ------------------ს და თ------------------ კონფლიქტის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ კონტაქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული უდაო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ------------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულებზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ნ------------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნ------------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-258-ე, 268-270-ე, 271-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, ნ------------------- პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2----–-–-----------------------------–-–---------------------–---) დანიშნული სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400 (ოთხასი) საათის ვადით, დღეის მდგომარეობით მოხდილია.
მსჯავრდებულ ნ------------------- მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი