განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2019
საქმის ნომერი
330100118002723383
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ----------------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ------------------------ - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-–---–----------–------------------------------------–--

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი) - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

2----–-–------------------ გაცემული შემაკავებელი ორდერით N------ ბ----------------- როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლთან, მეუღლესთან, თ--------------------, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ გადაწყვეტილებით დამტკიცდა აღნიშნული შემაკავებელი ორდერი, ამავე პირობით, 01 თვემდე ვადით. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ---------------, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, 2----–-–-------------------, შუადღით, იმყოფებოდა თ---------------- სამსახურთან, თ---–----------------------, მეტროსადგური „----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2----–-–---------------- გაცემული შემაკავებელი ორდერით N------ ბ----------------- როგორც მოძალადეს, აეკრძალა მსხვერპლთან, მეუღლესთან, თ--------------------, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- გადაწყვეტილებით დამტკიცდა აღნიშნული შემაკავებელი ორდერი, ამავე პირობით, 01 თვის ვადით. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ---------------, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, 2----–-–-------------- ღამის საათებში, იმყოფებოდა თ---------------- საცხოვრებელ მისამართზე, თბილისი, ა----------------------–-------------------------––- და აღნიშნული სახლის ეზოში იძალადა მის მიმართ, რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ---------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ბ---------------- მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ (ორი ეპიზოდი), დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ თ---------------- გამოკითხვის ოქმით, მოწმე მ----------------, ბ---------------- გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით N------ და N------, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ და 2----–-–----------------- გადაწყვეტილებებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------ დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------------------- და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებული.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ---------------მ ჩაიდინა:

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

ბ---------------- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს.

სასამართლო სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს ბრალდებულის აღიარებას, ასევე იმას, რომ იგი შერიგებულია დაზარალებულთან და ისინი დღეის მდგომარეობით კვლავ ერთად ცხოვრობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით ბ--------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლი მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქ---------------–----------------–---------–-–----------- განაჩენით დანიშნული და ქ--------------–----------------–---------–-–-------------- განაჩენით შემცირებული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ქ---------------–----------------–---------–-–------------ განაჩენით დანიშნული და ქ---------------–----------------–---------–-–-------------- განაჩენით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 01 (ერთი) წლით და 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით. მსჯავრდებულ ბ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2----–-–-----------------.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------------------- ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენში და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბ---------------- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–------------------- ეპიზოდი) ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (-----–-–-------------- ეპიზოდი) ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელები შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------------------- დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ, ბ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 (ორი) წლის ვადით, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილია.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი