განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
№1/11-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის
ბრალდებულ - გი------ მა----–--ლის
ადვოკატ - მა-ა უტ--–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: გი------ მა----–--ლი;
მამის სახელი: ზა------;
დაბადებული: 1----–-–----------------
პირადი ნომერი:------------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი გ----------;
ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი გ----------;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 15--ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: გი------ მა----–--ლს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა:
1. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო და არამყარი დაკარგვა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 06 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, გი------ მა----–--ლმა, სხეულზე ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ალ---------- მჭ----–-ძეს.
2. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 06 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------ში, გი------ მა----–--ლი, უროს გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ალ---------- მჭ----–-ძეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გი------ მა----–--ლს 2018 წლის 27 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 15--ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 06 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, გი------ მა----–--ლმა, სხეულზე ხელებისა და ფეხების მრავალჯერადი დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ალ---------- მჭ----–-ძეს.
2. 2018 წლის 06 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------ში, გი------ მა----–--ლი, უროს გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ალ---------- მჭ----–-ძეს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია
1. მოწმს სახით დაკითხულმა ნა--- სონღუ-–-–--ლმა განმარტა, რომ ცხოვრობს გუ-------ში გი------ მა----–--ლისა და ალ--- მჭ----–-ძის მეზობლად, დილით ბავშვი გააცლია სკო-–-ში და უკან რომ ბრუნდებოდა დაახლოვებით 09:30 საათისკენ დაინახა რომ ალ--- მჭ----–-ძე მორბოდა, სახეზე სისხლი ჰქონდა, გადაირა მის ეზოზე და საერთო კარებით შევიდა საკუთარ სახლში, დაინახა რომ უკან გი------ მა----–--ლი მოსდევდა, ხელში ურო ეჭირა და ასე ამბობდა, რომ დამინახავს დაიმალოს თორემ მოვკლავო, შემდეგ შემოვიდა და-------ი და თქვა რომ მიწის ნაკვეთის გამო ჩხუბობდნენ, ალ----------ს დედის იყო ეს ნაკვეთი, გაყიდა შვილის გამო. გი------ს მამისთვის მიუყიდია, ციხიდან, რომ გამოვიდა ახლა ედავება უკან უნდა რომ დაიბრუნოს, ელ--- სუ-–-–--ლიც იქ იყო როდესაც ალ----------ს დედამ თქვა, რომ ნაკვეთი გი------ს მამას მივყიდეო. გი------ს ჰყავს სამი შვილი ფერმა აქვს და რძის პროდუქტებს აწარმოებს.
2. მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - ალ---------- მჭ----–-ძის, ნა--- სონღუ-–-–--ლის, და------- ლო-–-ძის, ზუ---- მ-----------, ხვ------ ხუ--–--ლის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულ ალ---------- მჭ----–-ძის გამოკითხვის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცება ურო და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ მა----–--ლმა, დაზარალებულ ალ---------- მჭ----–-ძის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა, ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო და არამყარი დაკარგვა გამოიწვია და სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება შეიძლება იყოს მაშინ როდესაც ერთი, იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, ხანმოკლედ და მეორე, რომელიც არ იწვევს ჯანმრთელობის მოშლას, მაგრამ მოჰყვება შრომისუნარიანობის უმნიშვნელო არამყარი დაკარგვა.
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაა დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები, მხედველობის და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
მუქარის შემთხვევაში პირი იდეას ან აზრს კი არ გამოთქვამს, არამედ პირი ემუქრება სხვას კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით. მუქარას გარეგნულად ისეთი ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ მუქარის შინაარსი კონკრეტული უნდა იყოს და უნდა გამოიხატოს სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარაში.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ მა----–--ლმა ჩაიდინა:
1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
2. მუქარა, რამაც დაზარალებულს გაუჩინა საფუძვლიანი შიში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15--ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გი------ მა----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გი------ მა----–--ლის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო, ამავე კოდექსის 15--ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გი------ მა----–--ლი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ მა----–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებში.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. გი------ მა----–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბერს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 1-00 (ათასი) ლარი.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 იანვარს განჩინებით გი------ მა----–--ლის (პირადი N1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მისსავე სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს მისამართზე -გურჯაანის რაიონი, სოფელ გ----------, „შვ-------- პი---“, საკადასტრო კოდი 5-.1-.--.0--- დაზუსტებული ფართობი 1- 000 კვ. მეტრი, გირაოს ფულადი თანხის 1-00 (ათასი) ლარის ექვივალენტურ წილს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი------ მა----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. გი------ მა----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ გი------ მა----–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 26 იანვრის N-----19 განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას გი------ მა----–--ლის (პირადი N1----------) სახელზე რიცხულ უძრავი ქონებას - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------ში „შვ-------- პი---“, საკადასტრო კოდი 5-.1-.--.0--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 1-000 კვ. მეტრი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 1 000 (ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
5. ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი N7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე