გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2856-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
11 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი - ფატმანი მინდიაშვილი
განმცხადებელი - ნ---- კ---------
მხარდაჭერის მიმღები - ა-- კ---------
წარმომადგენელი (ადვოკატი) - ხ---- თ-----
დაინტერესებული მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ნ----- ბ----------
მოთხოვნა: პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა და მისთვის მხარდამჭერის დანიშვნა
მთავარ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სამოქალაქო საქმე ნ---- კ---------- განცხადების გამო შვილის - ნ---- კ---------- მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 36721 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ---- კ---------- განცხადება დაკმაყოფილდეს;
1.1. ა-- კ--------- (პ/ნ 6----------, დაბ. 0--------- წ.) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად;
1.2. დაინიშნოს ნ---- კ--------- (პ/ნ 1----------, დაბ. 1--------- წ.) ახლო ნათესავის (შვილის) - ა-- კ---------- (პ/ნ 6----------, დაბ. 0--------- წ.) მხარდამჭერად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება, მხარდაჭერის მიმღები პირის ა-- კ---------- სახელით და მის ნაცვლად, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს შემდეგი სამოქალაქო უფლება-მოვალეობანი:
- მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის (მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების/გაყვანის/გადაყვანის, მედიკამენტების შეძენის, ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენის, სამედიცინო მომსახურების მიღების, ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებით სარგებლობის), მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულების (გარიგების) დადების, პირადი და ქონებრივი უფლებების ინტერესების დასაცავად მიმართვა, როგორც სახელმწიფო (ადმინისტრაციული ორგანო, მათ შორის სააღსრულებო ბიურო) ასევე არასახელმწიფო (არასამთავრობო) დაწესებულებულებებში და ორგანიზაციებში, პირადი და ქონებრივი ინტერესების დაცვა სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში. საერთო სასამართლოებისადმი მიმართვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის. საზღვარგარეთ გაყვანის-შემოყვანის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფულადი და არაფულადი დახმარების პროგრამით/ქვეპროგრამით სარგებლობის, (მათ შორის განცხადებით მიმართვის, გადაწყვეტილების მიღების/გასაჩივრების, თანხის აღების), სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის გავლის (მათ შორის შშმ პირის სტატუსის დადგენის მიზნით ყველა სამართლებრივ და სამედიცინო პროცედურაზე თანხმობის), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაციის პროგრამით სარგებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამით სარგებლობა, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფარში/პანსიონში განთავსების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შინ/ბინაზე მოვლის პროგრამით სარგებლობის, ნებისმიერ სპეციალიზებულ დაწესებულებაში ჩარიცხვის. სოციალური პაკეტის, სახელმწიფო პენსიის, ფულადი დანამატის, ფულადი დახმარების, დანიშვნის/ცვლილების/აღდგენის/აღების (მათ შორის განცხადებით მიმართვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს/მის ტერიტორიულ სამსახურისადმი, გადაწყვეტილების მიღება/გასაჩივრება) საპენსიო ანგარიშიდან თანხის აღების, პერსონალური მონაცემებით სარგებლობის, საბანკო ოპერაციების მართვის (ყველა საჭირო დოკუმენტაცია/ხელშეკრულებაზე თანხმობის), პირადობის ელექტრონული მოწმობის, საპენსიო პლასტიკური/ელექტრონული ბარათის მათ შორის დამატებითი ბარათის დამზადება/აღება/გაუქმების და ა-- კ---------- საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის განკარგვის ყველა საბანკო ოპერაციების განხორციელების, თანხის გამოტანა/გადარიცხვის მიზნით. შეჩერებული/შეწყვეტილი/ დაკავებული პენსიის/სოციალური პაკეტის გაცემის/მიღების მოთხოვნა, გაუცემელი/განაცდური საპენსიო თანხის და სოციალური პაკეტის მოთხოვნა/ გაცემა/მიღება.
2. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით;
3. მხარდამჭერი ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 06 (ექვსი) თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;
4. მხარდამჭერი ვალდებულია, სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;
5. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან გათავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
6. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით;
7. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღები და დაეხმაროს მხარდამჭერს თავისი მოვალეობების შესრულებაში, რათა ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება;
8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით - 6 თვეში ერთხელ, ასევე, თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით;
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა;
10. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
11. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე
შენიშვნა:
განმცხადებლისა და დაინტერესებული პირების თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.
მოსამართლე ციცინო მოსიძე