განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/329-18 25 თებერვალი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - თ----- ოღაძე,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ---- მი------–--ლი;
დაცვის მხარე - ნ-------- ჭი---------–ი
ბრალდებული - ა---------– ვა–-- ძე ლა–----ე (დაბადებული 1--- წლის 6 ოქტომბერს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები რეგისტრირებულ მისამართზე: მცხეთის რაიონის სოფელი წ------ანი, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, კე-–-------–--ლის შესახვევი, მე-7 ბინა, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ წ------ანში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------– ლა–----ე მივიდა მისი ძმის - გ------ლ ლა–----ის და რძლის - ნ----- მა----–-–ვილის საცხოვრებელ სახლში, რომლებთან ერთად წარსულში ცხოვრობდა აღნიშნულ სახლში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ა---------– ლა–----ეს ეზოში შესასვლელი კარები დახვდა დეკეტილი, რის გამოც გაღიზიანდა, კარებზე დაიწყო ბრახუნი და ყვირილი. როდესაც გ------ლ ლა–----ემ გაუღო კარები და შევიდა ეზოში, ა---------– ლა–----ემ ძმას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო როდესაც შევიდნენ სახლში ა---------– ლა–----ემ გ------ლ ლა–----ეს მისი არასრულწოვანი შვილების 8 წლის მ---- ლა–----ის და 4 წლის ნ-----–--ზ ლა–----ის თანდასწრებით სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა, ასევე მოქაჩა მაისურით რომელიც დაზიანდა. ნ----- მა----–-–ვილი ჩაუდგა შუაში და აშველებდა, რა დროსაც მასაც მოხვდა ა---------– ლა–----ის მიერ მოქნეული ხელი. გ------ლ ლა–----ე გაერიდა და წავიდა სახლიდან, რის შემდეგაც ა---------– ლა–----ემ აიღო დანა და იმუქრებოდა ძმის მისამართით, მაგრამ ვინაიდან გ------ლ ლა–----ე უკვე წასული იყო სახლიდან, დანა დადო მაგიდაზე და განაგრძო რძლის ნ----- მა----–-–ვილის ცემა მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, კერძოდ სახეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რომელიც დაწვა საწოლზე და ა---------– ლა–----ემ მწოლიარეს კიდევ დაარტყა ორჯერ მუშტი მუცელში და კუჭთან. ა---------– ლა–----ის მიერ განხორციელებული ძალადობის დროს როგორც გ------ლ ლა–----ემ, ასევე ნ----- მა----–-–ვილმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ წ------ანში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------– ლა–----ე მივიდა მისი ძმის - გ------ლ ლა–----ის და რძლის - ნ----- მა----–-–ვილის საცხოვრებელ სახლში, რომელსაც ეზოში შესასვლელი კარები დახვდა დეკეტილი, რის გამოც გაღიზიანდა, კარებზე დაიწყო ბრახუნი და ყვირილი. როდესაც გ------ლ ლა–----ემ გაუღო კარები და შევიდა ეზოში, ა---------– ლა–----ემ ძმას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო როდესაც შევიდნენ სახლში, მან გ------ლ ლა–----ეს მისი არასრულწოვანი შვილების 8 წლის მ---- ლა–----ის და 4 წლის ნ-----–--ზ ლა–----ის თანდასწრებით სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა, ასევე მოქაჩა მაისურით რომელიც დაზიანდა. ნ----- მა----–-–ვილი ჩაუდგა შუაში და აშველებდა, რა დროსაც მასაც მოხვდა ა---------– ლა–----ის მიერ მოქნეული ხელი. გ------ლ ლა–----ე გაერიდა და წავიდა სახლიდან, რის შემდეგაც ა---------– ლა–----ემ აიღო დანა და იმუქრებოდა ძმის მისამართით, მაგრამ ვინაიდან გ------ლ ლა–----ე უკვე წასული იყო სახლიდან, დანა დადო მაგიდაზე და განაგრძო რძლის ნ----- მა----–-–ვილის ცემა მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, კერძოდ სახეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რომელიც დაწვა საწოლზე და ა---------– ლა–----ემ მწოლიარეს კიდევ დაარტყა ორჯერ მუშტი მუცელში და კუჭთან. ა---------– ლა–----ის მიერ განხორციელებული ძალადობის დროს, როგორც გ------ლ ლა–----ემ, ასევე ნ----- მა----–-–ვილმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ა---------– ლა–----ემ აღიარა ბრალდების ფორმულირების მიხედვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გარდა იმ გარემოებისა, რომ ბრალდებული მისი ძმის - გ------ლ ლა–----ის და რძლის - ნ----- მა----–-–ვილის საცხოვრებელ სახლში მათთან ერთად წარსულში ცხოვრობდა და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ასევე, მან სადავოდ გახდა მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მოითხოვა მისი ქმედების გადაკვალიფიცირება ამავე კოდექსის სსკ-ის 126 მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე, რაც ითვალისწინებს - ცემას ორი ან მეტის პირის მიმართ. ბრალდებულმა განმარტა, რომ იგი მცხეთის რაიონის სოფელ წ------ანში 4 წლამდე ცხოვრობდა ბებო-პაპას ოჯახში, 4 წლის შემდეგ მისი მშობლები და უმცროსი ძმა ზ-----ი გადავიდნენ სხვა სახლში საცხოვრებლად, ხოლო გ------ლ ლა–----ე დარჩა ბებია-პაპასთან საცხოვრებლად. სკოლის დამთვრებამდე ცხოვრობდა ა---------–ი მშობლებთან, ხოლო ჯარში მსახურობის შემდეგ, 2007 წელს დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. როდესაც მისმა ბებიამ ანდერძით დაუტოვა სახლი ზემო წ------ანში 1 ჰა მიწის ნაკვეთით, შემდეგ ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად აღნიშნულ სახლში. შემდეგ გაყიდა ის სახლი და გირაოთი გადავიდა თბილისში, კერძოდ ნახალოვკაში და ერთად ცხოვრობდა მის მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად. 2018 წლის 21 ნოემბერს, ა---------– ლა–----ე მივიდა გ------ლ ლა–----ის ოჯახში ბებიის თ----- ალ-----–---–ის წასაყვანად ნახალოვკაში, რათა ეჩვენებინა სახლი. აღნიშნულის გამო მოხდა კონფლიქტი ძმასთან გ------ლ ლა–----ესთან და რძალთან, ნ----- მა----–-–ვილთან, რასაც ესწრებოდნენ გ------ლის არასრულწლოვანი შვილები. ბრალდებულის განმარტებით, იგი არასდროს ცხოვრობდა გ------ლ ლა–----ის და მისი მეუღლის ოჯახში და არც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ.
3.2. დაზარალებულ გ------ლ ლა–----ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ წ------ანში მეუღლესთან ნ----- მა----–-–ვილთან, შვილებთან 8 წლის მ---- ლა–----ესთან და 4 წლის ნ-----–--ზ ლა–----ესთან, ასევე ბებიასთან თ-----ა ალ-----–---–თან ერთად. დაახლოებით 3 წლის წინ მასთან სახლში 3 თვით ცხოვრობდა მისი ძმა ა---------– ლა–----ე, რომლთან ერთადაც ეწეოდა ერთიან ოჯახურ სამეურნეო საქმიანობას. 2018 წლის 21 ნოემბერს, საღამოს საათებში მათთან სახლში მივიდა გ------ლ ლა–----ის ძმა ა---------– ლა–----ე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და გაბრუნდა უკან სიგარეტის საყიდლად. გ------ლ ლა–----ემ დაკეტა ეზოს კარები, რა დროსაც ა---------– ლა–----ე დაბრუნდა და ყვიროდა, რომ კარი გაეღოთ, როდესაც გ------ლ ლა–----ემ კარი გაუღო მის ძმას, დაუწყო ჩხუბი და უცენზურო სიტყვებით ყვირილი. გ------ლ ლა–----ემ შესთავაზა, რომ მათთან დარჩენილიყო, რაზეც ა---------– ლა–----ე გაბრაზდა და დაარტყა სახეში, შემდეგ წაუჭირა ყელში და ახრჩობდა, რა დროსაც გ------ლ ლა–----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ბრალდებულმა მაისურით, რომელიც ეცვა გ------ლ ლა–----ეს საყელოთი მოქაჩა და გაიხა, მათ შორის ჩადგა გასაშველებლად გ------ლის მეუღლე ნ----- მა----–-–ვილი, რა დროსაც მასაც მოხვდა ა---------– ლა–----ის მიერ მოქნეული ხელი. ნ-----მ გ------ლ ლა–----ე გაიყვანა გარეთ და გ------ლი წავიდა დედამისთან სახლში. აღნიშნულ ინციდენტს შეესწრნენ გ------ლ ლა–----ის არასრულწლოვანი შვილები, რომლებმაც დაიწყეს ტირილი.
3.3. დაზარალებულ ნ----- მა----–-–ვილის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ წ------ანში მეუღლესთან გ------ლ ლა–----ესთან, შვილებთან 8 წლის მ---- ლა–----ესთან და 4 წლის ნ-----–--ზ ლა–----ესთან, ასევე ქმრის ბებიასთან თ-----ა ალ-----–---–თან ერთად. დაახლოებით 3 წლის წინ მათთან სახლში 3 თვით ცხოვრობდა მისი მაზლი ა---------– ლა–----ე, რომლთან ერთადაც ეწეოდნენ ერთიან ოჯახურ სამეურნეო საქმიანობას, ერთ ჭერქვეშ ჭამდნენ და სვამდნენ. 2018 წლის 21 ნოემბერს, საღამოს საათებში მათთან სახლში მივიდა გ------ლ ლა–----ის ძმა ა---------– ლა–----ე, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და გაბრუნდა უკან სიგარეტის საყიდლად. გ------ლ ლა–----ემ დაკეტა ეზოს კარები, რა დროსაც ა---------– ლა–----ე დაბრუნდა და ყვიროდა, რომ კარი გაეღოთ, როდესაც გ------ლ ლა–----ემ კარი გაუღო მის ძმას, დაუწყო ჩხუბი და გინება. გ------ლ ლა–----ემ შესთავაზა, რომ მათთან დარჩენილიყო, რაზეც ა---------– ლა–----ე გაბრაზდა და გ------ლს დაარტყა ხელი სახეში, შემდეგ წაუჭირა ყელში და ახრჩობდა, შემდეგ მაისურის საყელოთი მოქაჩა და გაიხა, მათ შორის ჩადგა გასაშველებლად ნ----- მა----–-–ვილი, რომელმაც გ------ლ ლა–----ე გაიყვანა გარეთ, ხოლო ნ----- დაბრუნდა სახლში, ვინაიდან აღნიშნულ ინციდენტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ტიროდნენ. ა---------– ლა–----ემ აიღო დანა და იმუქრებოდა გ------ლ ლა–----ის მოკვლით, ხოლო გ------ლი უკვე წასული იყო სახლიდან, შემდეგ დააგდო დანა და ნ----- მა----–-–ვილთან მივიდა ახლოს და მუშტი დაარტყა სახის არეში ორჯერ, შემდეგ მუცელში და კუჭში, რა დროსაც ნ----- მა----–-–ვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს კვლავ შეესწრნენ ნ----- მა----–-–ვილის არასრულწლოვანი შვილები და მეუღლის ბებია. ა---------– ლა–----ე გავიდა გარეთ და მიდიოდა, ხოლო ნ----- მა----–-–ვილმა აიღო ტელეფონი და დარეკა 112-ში, ხოლო გარედან ქვებს მაინც ესროდა ა---------– ლა–----ე ნ----- მა----–-–ვილს, აღნიშნულს შეესწრო მათი მეზობელი გიორგი ჟიჟიაშვილი.
3.4. მოწმე მ---- ალ-----–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ მას ჰყავს სამი ვაჟი ა---------–, გ------ლ და ზ----- ლა–----ეები, მათი ოჯახი 1991 წლამდე ცხოვრობდა ერთად, ხოლო 1991 წლიდან მ---- ალ-----–---–ი ორ შვილთან ა---------– და ზ----- ლა–----ესთან ერთად მამის ოჯახში გადავიდნენ საცხოვრებლად მცხეთის რაიონის სოფელ წ------ანში, ხოლო გ------ლ ლა–----ე დარჩა ბებია-პაპასთან სახლში და ცხოვრობდა ცალკე. ა---------– ლა–----ე დაოჯახების შემდეგ ასევე ცხოვრობდა მისი მეუღლის ოჯახში ნინო აბულაძესთან. მოწმის ჩვენებით ა---------– ლა–----ეს არასდროს უცხოვრია გ------ლ ლა–----ის და მისი მეუღლის ნ----- მა----–-–ვილის ოჯახში და არც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. ა---------– ლა–----ე მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ეხმარებოდა ძმას. ა---------–ი გ------ლთან არასდროს დარჩენილა სახლში. იგი ბებიის ანდერძით დატოვებულ სახლში ცხოვრობდა ზემო წ------ანში.
3.5. მოწმე ტ------– სო--–---–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ წ------ანში, გ------ლ ლა–----ის მეზობლად. მოწმე როგორც გ------ლის, ასევე ა---------–ის ოჯახს კარგად იცნობს. დაახლოებით 15 წლის წინ მ---- ალ-----–---–ი მის მეუღლესთან და ორ ვაჟთან ა---------– და ზ----- ლა–----ესთან ერთად გადავიდა სხვა სახლში საცხოვრებლად, ხოლო გ------ლი დარჩა პაპა ესტატეს ოჯახში. მოწმის განმარტებით, ა---------– ლა–----ეს არასდროს უცხოვრია ძმასთან გ------ლთან და მის მეუღლესთან ნ----- მა----–-–ვილთან, არც საერთო მეურნეობა ჰქონიათ, მათ თავიანთი ნაკვეთები ჰქონდათ, ვინაიდან ლა–----ეების ბებია ცხოვრობდა გ------ლის სახლში ა---------–ი მიდიოდა ხოლმე მის სანახავად, დარჩენით ა---------–ი ძმის ოჯახში არ რჩებოდა.
3.6. მოწმე მ----ა მუ-------------–ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ლა–----ეების ოჯახის ნათესავი, მეზობლად ცხოვრობს ა---------– ლა–----ის სახლთან, მცხეთის რაიონის სოფელ წ------ანში. ა---------– ლა–----ე 2007 წლიდან მის მეუღლესთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ე-–--ე მუ-------------–ის სახლში, ა---------–ს ჰქონდა საკუთარი მიწის ნაკვეთი და ამუშავებდა მას. შემდეგ ა---------– ლა–----ემ გაყიდა აღნიშნული ბინა და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, ხოლო გ------ლ ლა–----ე ცხოვრობდა მისი სახლიდან 3 კმ.-ში, მისი განმარტებით ა---------– ლა–----ეს არ უცხოვრია გ------ლ ლა–----ესთან და არც ასეთი ფაქტის შესახებ გაუგია.
3.7. მოწმე ე-–--- კა-----–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ლა–----ეების ოჯახს იცნობს 1989 წლიდან, აქვს კარგი დამოკიდებულება მათი ოჯახის მიმართ. მოწმის განმარტებით ა---------–ი, გ------ლი და ზ----- ლა–----ეები გაიზარდნენ მის თვალწინ, შემდეგ ოჯახი გაიყო ორად, გ------ლ ლა–----ე დარჩა ბებია-პაპის სახლში ესტატე და თ----- ალ-----–---–ის სახლში, ხოლო ა---------–ი გაჰყვა მშობლებს და ცხოვრობდა მათთან. შემდეგ ა---------–ს ბებიამ დაუტოვა სახლი ზემო წ------ანში და ცოლის მოყვანის შემდეგ იქ ცხოვრობდა. მოწმის განმარტებით ა---------– ლა–----ე გ------ლ ლა–----ეს ოჯახში არასდროს უცხოვრია და არც რაიმე შეკამათების ამბავია გაუგია ძმებს შორის. ე-–--- კა-----–--ის ჩვენებით ისინი როგორც დედ-მამიშვილი სტუმრად მიდიოდნენ ერთმანეთთან.
3.8. 2018 წლის 21 ნოემბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ გ------ლ ლა–----ისგან ამოღებული იქნა მისი კუთვნილი მაისური.
3.9. ტრასოლოგიური N1---/ტრ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------ლ ლა–----ის სვიტერზე არსებული დაზიანებები გახევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
3.10. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გ------ლ ლა–----ის პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანება მარცხენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე სისხლნაჟღენთის სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ნ----- მა----–-–ვილის პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება.
3.11. საქმის მასალებითა და გამოკითხვების ოქმებით დადგენილია, რომ გ------ლ ლა–----ე არის ბრალდებულ ა---------– ლა–----ის ძმა, ხოლო ნ----- მა----–-–ვილი არის ბრალდებულ ა---------– ლა–----ის ძმის მეუღლე.
3.12. დაბადების მოწმობებით დადგენილია, რომ მ---- ლა–----ე დაბადებულია 2010 წლის 22 ოქტომბერს და ნ-----–--ზ ლა–----ე დაბადებულია 2014 წლის 12 ივნისს, შესაბამისად ისინი არ არიან 18 წელს მიღწეული პირები და არიან არასრულწლოვნები.
3.13. ანდერძით და საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გ------ლ ლა–----ეს და ა---------– ლა–----ეს აქვთ ცალ-ცალკე სახლები.
3.14. ქ. თბილისის N- საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანება N2-155 და N2-156-ით დასტურდება, რომ თ-----ა ლა–----ე და ე-–--ე ლა–----ე ჩაირიცხნენ ქ. თბილისის N- საჯარო სკოლაში.
3.15. დაბადების მოწმობით დადგენილია, რომ თ-----ა ლა–----ე და ე-–--ე ლა–----ე არიან ა---------– ლა–----ის შვილები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ბრალდების მხარის მტკიცებულებების (შეტყობინება; დაზარალებულების - გ------ლ ლა–----ის და ნ----- მა----–-–ვილის გამოკითხვის ოქმები; არასრულწლოვანი მ---- ლა–----ის გამოკითხვის ოქმი; მოწმეების: თ----- ალ-----–---–ის, ბ-----ს შე-–--ს, თ-----ი ოს----–---–ის გამოკითხვის ოქმები; ნ----- მა----–-–ვილთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; გ------ლ ლა–----ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, დათვალიერების დროს ამოღებული დანა; სამედიცინო ბარათების ამოღების ოქმი და ბარათები; მაისურის ამოღების ოქმი და დახეული მაისური; შემაკავებელი ორდერი; ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ქვითარი; დაბადების მოწმობის ასლები და საქმის სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 21 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე, ა---------– ლა–----ემ ძმას გ------ლ ლა–----ეს მისი არასრულწოვანი შვილების 8 წლის მ---- ლა–----ის და 4 წლის ნ-----–--ზ ლა–----ის თანდასწრებით სახეში დაარტყა ხელი, შემდეგ ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა, ასევე მოქაჩა მაისურით, რომელიც დაზიანდა. ნ----- მა----–-–ვილი ჩაუდგა შუაში და აშველებდა, რა დროსაც მასაც მოხვდა ა---------– ლა–----ის მიერ მოქნეული ხელი. გ------ლ ლა–----ე გაერიდა და წავიდა სახლიდან, რის შემდეგაც ა---------– ლა–----ემ აიღო დანა და იმუქრებოდა ძმის მისამართით, მაგრამ ვინაიდან გ------ლ ლა–----ე უკვე წასული იყო სახლიდან, დანა დადო მაგიდაზე და განაგრძო რძლის ნ----- მა----–-–ვილის ცემა მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, კერძოდ სახეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რომელიც დაწვა საწოლზე და ა---------– ლა–----ემ მწოლიარეს კიდევ დაარტყა ორჯერ მუშტი მუცელში და კუჭთან. ა---------– ლა–----ის მიერ განხორციელებული ძალადობის დროს როგორც გ------ლ ლა–----ემ, ასევე ნ----- მა----–-–ვილმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
4.2. ამასთან, სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს და მთლიანად იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ბრალდებული ა---------– ლა–----ე, გ------ლ ლა–----ესთან და მის მეუღლესთან - ნ----- მა----–-–ვილთან ერთად წარსულში ერთად ცხოვრობდა და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოწმეების მ---- ალ-----–-ლის, ტ------– სო--–---–ის, ე-–--- კა-----–--ის, მ----ა მუ-------------–ის და თავად ბრალდებულის ჩვენებებით დადასტურდა, რომ ა---------– ლა–----ე 4 წლიდან აღარ ცხოვრობს ძმასთან გ------ლ ლა–----ესთან ერთად, რომ ოჯახი გაიყო ორად და გ------ლ ლა–----ე დარჩა ბებია-პაპასთან საცხოვრებლად, ხოლო ა---------– ლა–----ე ძმასთან ზ----- ლა–----ესთან და მშობლებთან ერთად გადავიდა სხვა სახლში საცხოვრებლად. 2007 წელს ა---------– ლა–----ე დაქორწინდა, რის შემდეგაც ჯერ მშობლებთან, ხოლო შემდეგ ბებიის ნაჩუქარ სახლში, მცხეთის რაიონის სოფელ ზემო წ------ანში ცხოვრობდა, სადაც ჰქონდა მიწის ნაკვეთი და ამუშავებდა. მოგვიანებით ა---------– ლა–----ემ გაყიდა აღნიშული სახლი და საცხოვრებლად გადავიდა თბილისში მეუღლესთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად. აღნიშნული ფაქტს ამყარებს ქ. თბილისის N- საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანება N2-155 და N2-156, რომ თ-----ა ლა–----ე და ე-–--ე ლა–----ე ჩაირიცხნენ ქ. თბილისის N- საჯარო სკოლაში.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების სახით დაკითხული პირების მ---- ალ-----–---–ის, ტ------– სო--–---–ის, მ----ა მუ-------------–ის, ე-–--- კა-----–--ის, ბრალდებულ ა---------– ლა–----ის ჩვენებები აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობაში მოვიდა ბრალდების მიერ ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილ გ------ლ ლა–----ის და ნ----- მა----–-–ვილის ჩვენებებთან. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს აღნიშნული გარემოება არა აქვს დეტალურად გამოკვლეული მოწმეების გ------ლ ლა–----ის და ნ----- მა----–-–ვილის ჩვენებებითაც, ის თუ როდის და რატომ ცხოვრობდა მათთან ერთად მათ სახლში ა---------– ლა–----ე, მაშინ, როდესაც მას ჰქონდა საკუთარი სახლი და ჰყავდა ოჯახი.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.5. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---------– ლა–----ეს არ უცხოვრია წარსულში ერთ ოჯახად ძმასთან გ------ლ ლა–----ესთან და რძალთან - ნ----- მა----–-–ვილთან ერთად მათ საცხოვრებელ სახლში და არ ეწეოდა მუდმივად მათთან ერთად ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4.6. სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის მუხლი, (111, 1261) აერთიანებს ორ ქმედებას, რომელთაგან თითოეული ცალ ცალკე ან ერთად, კუმულაციურად იძლევა დანაშაულის შემადგენლობას: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფიზიკური ძალადობა ; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი ნიშანია, რომ ფიზიკურმა ძალადობამ უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი, რაც არის ფიზიკური ხასიათის ძალადობრივი ქმედება, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე, ან მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამ დანაშაულის შემადგენლობას იძლევა ფიზიკური ძალადობის ერთჯერადი ფაქტიც.
4.7. საქართველოს სსკ-ის 111 და 1261 მუხლების მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან: 1. პირველ კატეგორიაში პირები, როგორიცაა დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რა დროსაც როგორც ნათესაური კავშირის მქონე პირები, ასევე მითითებული სხვა პირები სავალდებულო არ არის ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას; 2. მეორე კატეგორიაში პირები, რომლებიც არ შედიან დასახელებულ პირთა წრეში, მაგრამ თუ ისინი მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, როგორც ერთი ოჯახი, ინაწილებდნენ სახლის/მეურნეობის მოვლასთან დაკავშირებულ შრომას ან/და იყოფდნენ ხარჯებს საერთო მეურნეობის საწარმოებლად.
4.8. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ძმა, გ------ლ ლა–----ე არ შეიძლება ჩაითვალოს ა---------– ლა–----ის ოჯახის წევრად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მიზნებისათვის, რადგან ა---------– ლა–----ეს არ უცხოვრია, არც ცხოვრობს და არც მუდმივად ეწეოდა ან ეწევა ერთიან საოჯახო მეურენობას ძმასთან გ------ლ ლა–----ესთან ერთად მის ოჯახში.
4.9. სასამართლომ როგორც აღნიშნა, კანონმდებელმა ცალსახად და მკაფიოდ გამოხატა იმ პირთა წრე, რომლების ერთად ცხოვრება და ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოება არ არის სავალდებულო მათი ოჯახის წევრად მიჩნევისათვის ოჯახური დანაშაულის მიზნებიდან გამომდინარე და ამ პირთა წრეში ერთ-ერთი ასეთი პირია ძმა.
4.10. ამასთან, სასამართლო ეთანხმება დაცვის მხარეს იმასთან დაკავშირებით, რომ ა---------– ლა–----ის ძმის ცოლი, ნ----- მა----–-–ვილი არ შეიძლება ჩაითვალოს ა---------– ლა–----ის ოჯახის წევრად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მიზნებისათვის, რადგან ა---------– ლა–----ეს არ უცხოვრია, არც ცხოვრობს და არც მუდმივად ეწეოდა ან ეწავა ერთიან საოჯახო მეურნეობას ძმის გ------ლ ლა–----ის და რძლის - ნ----- მა----–-–ვილის საცხოვრებელ სახლში, რაც არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ მაზლის, ა---------– ლა–----ის ოჯახის წევრად ჩაითვალოს მისი ძმის ცოლი, ნ----- მა----–-–ვილი.
4.11. ამდენად, მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– ლა–----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ძმის გ------ლ ლა–----ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ასევე, ა---------– ლა–----ემ ჩაიდინა ძმის ცოლის ნ----- მა----–-–ვილის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით.
4.12. შესაბამისად, ა---------– ლა–----ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბრალდებულ ა---------– ლა–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, დაზარალებულები ითხოვენ, რომ მის მიმართ სასამართლომ გამოიყენოს შეღავათები, ხასიათდება დადებითად წ------ნის ადმინისტრაციული ერთეულის მიერ, ჰყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
6. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
6.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
6.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
6.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------– ლა–----ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.
სარეზოლუციო ნაწილი
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---------– ლა–----ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. ა---------– ლა–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.
3. ა---------– ლა–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და საბოლოოდ, ა---------– ლა–----ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
5. ა---------– ლა–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
6. ა---------– ლა–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 22 ნოემბრიდან.
7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: გ------ლ ლა–----ის მაისური დაუბრუნდეს გ------ლ ლა–----ეს, ხოლო დანის მაგვარი ნივთი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი