გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.01.2019
საქმის ნომერი
330310018002680161
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/6503-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

მოსარჩელე - შპს „ლ--------------ი“

წარმომადგენელი - ი---------ე

მოპასუხე - შპს ,,თ---–----------------“;

წარმომადგენლები - გ---------------ი;

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,თ---–---------------ს“ დაევალოს №5------ აბონენტისათვის გადასახდელად დარიცხული მოსაკრებელის - 4---.80 ლარის დავალიანების ჩამოწერა;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,თ---–----------------ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 5 დეკემბრის №A---------------- განკარგულებით შპს „ე----------“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, სა----–----------------–---------------------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0--------------- - შემძენი 2016 წლის 24 ნოემბერს გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა შპს ლ------------ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 5 დეკემბრის №A---------------- განკარგულება (ს.ფ. 20).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-22);

 

3.2. დასუფთავების სამსახურის აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით, აბონენტის №5------ მიმდინარე ვალი არის 4---.80 ლარი. 18.07.2014 წლიდან №5------ აბონენტად რეგისტრირებული იყო შპს „ე----------“, ხოლო 201- წლის 3 თებერვლიდან მითითებულია - შპს ლ------------ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 80-82).

 

3.3. შპს თ---–----------------ს 201- წლის 22 აგვისტოს N6------------- წერილით შპს ლ------------ის ეცნობა, რომ შპს „ე----------“-ს 10.11.2014 წ. N7----14 განცხადების საფუძველზე შპს თ---–----------------ს მიერ 11.11.2014 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად აბ N5-------ზე ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხა მე-2 პოზიციით, ოფისები 1-.0-მ2-ზე, მე-20 პოზიციით მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით 740.0- მ2-ზე და მე-14 პოზიციით ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე 65.0- მ2-ზე 11.07.2014 წლიდან.

 

შპს „ე----------“-ს 03.06.2015 წ. N5----15 განცხადების საფუძველზე შპს თ---–----------------ს მიერ 08.05.2015 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად აბ N5-------ზე ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდა 03.06.2015 წლიდან, ხოლო შეწყვეტამდე წარმოქმნილმა დავალიანებამ შეადგინა 3---.9- ლარი.

 

შპს ლ------------ის 12.07.201- წ. N1--------------- განცხადების საფუძველზე შპს თ---–----------------ს მიერ 13.07.201- წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად აბN5-------ზე ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხა მე-14 პოზიციით - ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე 8--.0- მ2-ზე 05.12.2016 წლიდან. საერთო ჯამში დარიცხულმა მოსაკრებელმა შეადგინა 4---.80 ლარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შპს თ---–----------------ს 201- წლის 22 აგვისტოს N6------------- წერილი (ს.ფ. 24-26).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №1--46 დადგენილებით დამტკიცებული ,,დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ლ--------------ი ითხოვს, შპს ,,თ---–----------------ს“ მიერ აბონენტ N5-------ზე გადასახდელად დარიცხული 4---.80 ლარის ჩამოწერას.

 

6.2. ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

 

ამავე კანონის მე-121 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

ქ--–--------–----------–----–-------- საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N1--46 დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.

 

ქ--–--------–----------–----–-------- საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N1--46 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქ--–--------–----------–----–-------- საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

 

ამავე წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

 

დადგენილია, რომ შპს „ე----------“-ს 03.06.2015 წ. N5----15 განცხადების საფუძველზე შპს თ---–----------------ს მიერ 08.05.2015 წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად აბ N5-------ზე ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდა 03.06.2015 წლიდან, ხოლო შეწყვეტამდე წარმოქმნილმა დავალიანებამ შეადგინა 3---.9- ლარი. ასევე, შპს ლ------------ის 12.07.201- წ. N1--------------- განცხადების საფუძველზე შპს თ---–----------------ს მიერ 13.07.201- წელს განხორციელებული შემოწმების შედეგად აბN5-------ზე ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით და წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხა მე-14 პოზიციით - ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე 8--.0- მ2-ზე 05.12.2016 წლიდან.

 

დადგენილია ის გარემოება, რომ 18.07.2014 წლიდან №5------ აბონენტად რეგისტრირებული იყო შპს „ე----------“, ხოლო 201- წლის 3 თებერვლიდან მითითებულია - შპს ლ------------ი. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ შპს ლ------------ი უძრავი ქონების შემძენი გახდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 5 დეკემბრის №A---------------- განკარგულების საფუძველზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის თანახმად, შპს ლ--------------იმ უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე შეძენით ჩაანაცვლა შპს „ე----------“ და გახდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი დავალიანება შედგება ორი ნაწილისაგან - შპს „ე----------“-ს საკუთრების პერიოდში 3---.9- ლარსა და შპს ლ--------------ის მიერ უძრავი ქონების შეძენის შემდეგ დარიცხული 5--.9- ლარისაგან, თუმცა დავალიანების ორივე ნაწილის დარიცხვა განხორციელებულია აბონენტის შეცვლამდე - 201- წლის 3 თებერვლამდე. სასამართლო 3---.9- ლარის დარიცხვის ნაწილში მიუთითებს ქ--–--------–----------–----–-------- საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N1--46 დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის დანაწესისა, იძულებით აუქციონზე ქონების შემძენი ვერ ჩაანაცვლებს ყოფილ მესაკუთრეს ისეთ სამართალურთიერთობაში, რომელშიც მონაცვლეობა უშუალოდ სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტით არ არის გათვალისწინებული. როგორც მოსაკრებლის დარიცხვის ინსტრუქცია ადგენს, ძველი მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება. შესაბამისად, სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს მესაკუთრის/მოსარგებლის ცვლილების პირობებში მიმდინარე დასუფთავების მოსაკრებლის ახალი მესაკუთრის/მოსარგებლისათვის გადაკისრების შესაძლებლობას. აღნიშნულ დასკვნას ვერ შეცვლის ის ფატობრივი გარემოება, რომ შპს „ე----------“-ს მოსაკრებლის ამოღების უზრუნველსაყოფად გათიშული ჰქონდა ელექტროენერგია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსაკრებლის ამოღება უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, მიმდინარე დარიცხვის შესაბამისად. იმ პირობებში, თუ არაეფექტური აღსრულების საშუალებების გამოყენებით მიმდინარე მოსაკრებლის თანხა არ იქნა გადახდილი უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ, ამ დავალიანების ამოღება უძრავი ქონების ახალი შემძენისაგან ეწინააღმედეგება დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციით დადგენილ წესს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დავის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც 05.12.2016 წლიდან დაგვა/დასუფთავების საფასურის დარიცხვის საფუძვლიანობას დაადასტურებდა, კერძოდ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შპს „ე----------“-ს განაცხადის საფუძველზე დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყვეტილი იყო 03.06.2015 წლიდან. ამდენად, შპს ლ--------------ისათვის 5--.9- ლარის დარიცხვის განხორციელებისას სათანადოდ გამოკვლეული არ ყოფილა ის გარემოება, თუ რა თარიღიდან წარმოადგენდა შპს ლ--------------ი ქალაქი თბილისში, ს-----–----------------–-------–---------------------- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 0---------------) მომსახურების მიმღებ პირს, რაც აუცილებელი პირობაა დასუფთავების საფასურის დარიცხვისათვის (ქ--–--------–----------–----–-------- საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N1--46 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქ--–--------–----------–----–-------- საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი).

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

აღნიშნული ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,თ---–----------------ს“ მიერ №5------ აბონენტზე - შპს „ე----------“-ს სახელზე დარიცხული დასუფთავების მოსაკრებლის აბონენტის ცვლილების განხორციელების შემდეგ შპს ლ--------------ისიისათვის სააბონენტო ბარათზე ასახვას არ გააჩნია ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს თ---–---------------ს უნდა დაევალოს მიერ №5------ აბონენტზე დარიცხული დასუფთავების მოსაკრებლის - 4---,80 ლარის ჩამოწერა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ?? ???????? 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 10- ლარისა, გარდა ?? ??? ???????? 187?3 ?????? გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია – 50 ლარს;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 09.10.201- წ. N1 საგადადახდო დავალებაით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი, ასევე 1-.10.201- წ. N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 78 ლარი. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ლ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს თ---–---------------ს დაევალოს №5------ აბონენტზე დარიცხული დასუფთავების მოსაკრებლის - 4---,80 ლარის ჩამოწერა;

 

3. მოპასუხეს - შპს თ---–---------------ს დაეკისროს სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

4. მოსარჩელეს - შპს ლ--------------ის დაუბრუნდეს სს ვითიბი ბანკი ჯორჯიაში 09.10.201- წელს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 (ორმოცდაათი) ლარი. საგადახდო დავალება №1, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: სახაზინო კოდი: 3---------

 

5. მოსარჩელეს - შპს ლ--------------ის დაუბრუნდეს სს თიბისი ბანკში 1-.10.201- წელს თ-------–---–-- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 78 (სამოცდათვრამეტი) ლარი. საგადახდო დავალება №0, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: სახაზინო კოდი: 3---------

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე