გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/12895-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: შ--------------, ს/ნ 4--------
წარმომადგენლები: საწარმოს დირექტორი ლ------------–---–ი, ა---------–------------ე
მოპასუხე: გ---------------–---ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: ნ-------------ა
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება, საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე საწარმოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით,გ---------------–---ს შ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 50.000 ლარის ანაზღაურება.
1.2. გ---------------–---ს დაევალოს შ-------------ისთვის“ საწარმოს სრული ფინანსური დოკუმენტაქციისა და საქმიანი წერილების გადაცემა.
მოსარჩელე საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, შ-------------ის“ დირექტორობის პერიოდში, 2--- წლის 18 მარტიდან 2--- წლის 5 აპრილამდე, გ---------------–---მა არამიზნობრივად დახარჯა საწარმოს კუთვნილი 50.000 ლარი. ამასთან, გ---------------–---ს მოსარჩელე საწარმოს ამჟამინდელი დირექტორისთვის არ გადაუცია საწარმოსთან დაკავშირებული ფინანსური და საქმიანი დოკუმენტაცია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე საწარმოს წარმომადგენელი ითხოვს მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურებისა და საწარმოს დოკუმენტაციის გადაცემის ვალდებულების დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხემ განმარტა, რომ მისი დირექტორობის დროს, საწარმოს კუთვნილი თანხა მიზნობრივად და მხოლოდ საწარმოს ინერესებისთვის იხარჯებოდა. კერძოდ, სადავო თანხის ნაწილი საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაეცა დ-----------–---ს, საწარმოს ყოფილ პარტნიორს, რომელთანაც საწარმო საქმიან ურთიერთობაში იყო, ნაწილი კი განკარგულია საწარმოს მიერ ვალის აღიარების საფუძველზე და საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საიჯარო ქირისა და მოპასუხის ხელფასის სახით. დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ მზად არის მოიძიოს და გადასცეს მოსარჩელეს ყველა საბუთი, რაც მის ხელთ აღმოჩნდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2--- წლის 10 აპრილის ამონაწერით დადგენილია, რომ შ-------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2--- წლის 16 ივლისიდან, საიდენტიფიკაციო ნომრით 4--------. საწარმოს პარტნიორები არიან საწარმოს საწესდებო კაპიტალის 33%-ის მესაკუთრე გ---------------–---ი და საწარმოს საწესდებო კაპიტალის 67%-ის მესაკუთრე მ------------–---–ი. საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია მ------------–---–ის შვილი, დირექტორი ლ------------–---–ი (ტ. II, ს.ფ. 51-52, მხარეთა ახსნა-განმარტება).
3.1.2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2--- წლის 21 მარტის ამონაწერით დადგენილია, რომ შ-------------ის“ პარტნიორები იყვნენ საწარმოს საწესდებო კაპიტალის 34%-ის მესაკუთრე დ-----------–---ი, 33%-ის მესაკუთრე გ---------------–---ი და 34%-ის მესაკუთრე ა---------------–---–ი. საწარმოს დირექტორი იყო გ---------------–---ი (ტ. II, ს.ფ. 46-47).
3.1.3. შ-------------ის“ 2--- წლის 18 მარტის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, საწარმოს დირექტორობიდან გათავისუფლდა ა---------------–---–ი და მის ნაცვლად, დირექტორად დაინიშნა გ---------------–---ი (ტ. II, ს.ფ. 43).
3.1.4. შ-------------ის“ 2--- წლის 5 აპრილის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, საწარმოს დირექტორობიდან გათავისუფლდა გ---------------–---ი და საწარმოს დირექტორად დაინიშნა ლ------------–---–ი (ტ. II, ს.ფ. 48).
3.1.5. დადგენილია და მოპასუხე სადავოდ არ ხდის გარემოებას, რომ, 2--- წლის 18 მარტიდან 2--- წლის 5 აპრილამდე, მოპასუხემ შ-------------ის“ საბანკო ანგარიშიდან სამეურნეო ხარჯისთვის გაიტანა სადავო თანხა და შემდგომი განკარგვის მიზნით, საწარმოს სალაროში შეიტანა (მოპასუხის ახსნა-განმარტება, ტ. II, ს.ფ. 71).
3.1.6. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას, რომ შ-------------ის“ ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენდა ინდოეთიდან ქ----- ჩამოტანა ე--–-------–-----–---ისთვის, რისთვისაც საწარმო ს------------------ იღებდა ქ----- ღირებულების ასანაზღაურებელ თანხებს, შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე. დადგენილია ასევე, რომ აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობას ღებულობდა დ-----------–-ნი (მხარეთა-ახსნა-განმარტება).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლეზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გარემოებას, რომ სადავო თანხიდან 41.980 ლარი მოპასუხის მიერ დახარჯულია მიზნობრივად, საწარმოს ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. აღნიშნულის მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნეს სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი „შესრულებული სამუშაოს ანგარიში“ არ ადასტურებს მოსარჩელე საწარმოს საბანკო ანგარიშიდან მოპასუხეზე გაცემული თანხების განკარგვის მიზნობრიობას (ტ. III, ს.ფ. 4-16). აღნიშნული ანგარიში მხოლოდ ფულადი სახსრების მოძრაობის დამადასტურებელი მტკიცებულებაა.
განსახილველ შემთხვევაში, შ-------------ის“ საწესდებო კაპიტალის 67%-ის მფლობელი პარტნიორების 2--- წლის 21 მარტის შეთანხმების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე საწარმომ აღიარა გ---------------–---ის ვალი 8000 აშშ დოლარის ოდენობით და დაადგინდა, რომ აღნიშნული ვალი გ---------------–---ს უნდა დაბრუნებოდა სარგებლით, 8400 დოლარის ოდენობით, არაუგვიანეს 2--- წლის 30 აპრილისა (ტ. II, ს.ფ. 32, 33).
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმე გვაქვს დირექტორის მიერ საწარმოს საქმიანობის ფარგლებში მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილებების შედეგად განკარგული თანხების განკარგვის მართლზომიერების საკითხის შემოწმებასთან და, ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხის მხრიდან დირექტორის უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტი, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო თანხიდან 23.300 ლარი მოპასუხის მიერ განკარგულია საწარმოს ინტერესების შესაბამისად, საწარმოს დირექტორის (გ---------------–---ის) საზოგადოების 34% წილის მფლობელ პარტნიორზე, დ-----------–---ზე, მომწოდებელ კომპანიასთან ანგარიშსწორებაზე ვალდებულების დაკისრების შესახებ 2--- წლის 23 მარტის N- ბრძანების საფუძველზე (1140+11250+6000+4000+910 ლარი, ტ. III, ს.ფ. 47, 50-54, 133-137). სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ სადავო თანხის ნაწილი მოპასუხემ განკარგა მოპასუხის მიმართ საწარმოს ვალის შ-------------ის“ პარტნიორების 2--- წლის 21 მარტის შეთანხმების საფუძველზე და ამ შეთანხმების შესაბამისად (1800+380+2000+4800+9700 ლარი, ტ. III, ს.ფ. 55, 56, 57, 58, 97. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტგვერდის მონაცემებით, სადავო პერიოდისთვის ლარსა და აშშ დოლარს შორის არსებული გაცვლითი კურსის - 2.31 - შესაბამისად, 18.680 ლარი = 8087 აშშ დოლარს).
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას სადავო თანხიდან დანარჩენი 8020 ლარის იჯარისა და მოპასუხის ხელფასის სახით განკარგვის თაობაზე, რადგან მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელე მხარის პოზიციას იჯარისა და ხელფასის თანხების მოპასუხის მიერ ერთპიროვნულად, პარტნიორთა ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე განკარგვის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„მეწარმოეთა შესახებ“ საქართველოს კანონი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი საქმეებს უდა გაუძღვეს კეთილსინდისირეად; კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ დირექტორი არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
„მეწარმოეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი. დირექტორები პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი საქმეს უძღვებოდნენ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სადავო თანხიდან 8020 ლარის განკარგვის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქმეზე დადგენილი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოგანმარტებული დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8020 ლარის ანაზღაურება.
6.2. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა კანონისმიერი (სამართლის) პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც, საწარმოს ფინანსური დოკუმენტაცია და საქმიანი წერილები საზოგადოების დირექტორის მფლობელობაში იმყოფება, რომელმაც პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე უნდა უზრუნველყოს პარტნიორისათვის საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობა. საქმეზე კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ პრეზუმფციის არსებობა ზემოქმედებას ახდენს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის პროცესზე და მნიშვნელოვნად ცვლის მტკიცებისათვის დადგენილ ზოგად წესს, რომლის თანახმადაც, ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. კერძოდ, პრეზუმფცია გამოიყენება მტკიცების პროცესში და მტკიცების ტვირთს ცვლის იმგვარად, რომ ხდება არა პრეზუმირებული ფაქტების ნამდვილობის შემოწმება, არამედ მისი საწინააღმდეგო მტკიცებულებების წარმოდგენის დაკისრება იმ მხარეზე, რომლის წინააღმდეგაც მოქმედებს აღნიშნული პრეზუმფცია.
როგორც ზემოთ განიმარტა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში, იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ შ-------------ის“ კუთვნილი ფინანსური და საქმიანი ურთიერთოებების ამსახველი დოკუმენტაცია მოპასუხის მფლობელობაში არ არის, ეკისრებოდა მოპასუხე გ---------------–---ს, რაც მის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე მოსარჩელე საწარმოს დოკუმენტაციის მოსარჩელისთვის გადაცემის დავალების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ფასია 50000 ლარი.
მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობებზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ჯამში 100 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1500 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 19, ტ. II, ს.ფ. 20, 63).
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელეს ადვოკატის დახმარებისთვის საქმეზე გაღებული აქვს ხარჯი 2990 ლარის ოდენობით (ტ. II, ს.ფ. 162).
ვინაიდან დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნის 16.04%-ი (8020:50000x100=16.04), მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 240.6 ლარის ოდენობით (1500:100x16.04=240.6), ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1259.4 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ჯამში 100 ლარის ოდენობით. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის ნაწილობღივ დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე მოსარჩელის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 4 მაისის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებად საჯარო რეესტრში N------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისება და იპითეკით დატვირთვა (ტ. I, ს.ფ. 20-22). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 10 მაისის განჩნებით, მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გ---------------–---ს აეკრძალა მის საკუთრებად საჯარო რეესტრში N0--------------- საკადსტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (ტ. II, ს.ფ. 22-25).
ვინაიდან სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 41-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გ---------------–---ს შ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8020 (რვა ათას ოცი) ლარის გადახდა.
3. გ----------------–--ს დაევალოს შ-------------ისთვის“ შ-------------ის“ ფინანსური დოკუმენტაციისა და საქმიანი წერილების გადაცემა.
4. გ---------------–---ს შ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 240 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით.
5. გ---------------–---ს შ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება ჯამში 100 ლარის ოდენობით.
6. გ---------------–---ს შ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.
7. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 1259 ლარი და 40 თეთრი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე