განაჩენი

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
820100118002737428
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 (1) 1 , 126 (1) 1 , 151
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002737428

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

საქმის # 1/314-2018 წ

 

13 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი რ----------–----ე,დაცვის მხარე - ადვოკატი ჯ--–------------–--ე

 

ბრალდებული - რ--------------------ე (დაბადებული 1----–-–-----------ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დ-------------–ი, ს-–----–----------–---თ, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი, ს------–-----–--------ი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ჩათვლით პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი რ--------------------ე, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა თავის ოჯახის წევრს ძმას ე----------------------ეს, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ--------------------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ--------------------ემ 2018 წლის აგვისტოს თვეში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კომფლიქტისას, მისივე ოჯახის წევრს, ძმას ემ--------------------ეს, ყელის არეში ხელების მოჭერითა და იატაკზე წაქცევით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ--------------------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ--------------------ემ 2018 წლის სექტემბრის თვეში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნისას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კომფლიქტისას, მისივე ოჯახის წევრს, ძმას ემ--------------------ეს, ყელის არეში ხელების მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ--------------------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რ--------------------ემ 2018 წლის სექტემბრის თვეში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში ყოფნისას, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კომფლიქტისას, ცულის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს ძმას ემ--------------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ--------------------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით,2018 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ--–--------–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, მემკვიდრეობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კომფლიქტისას, ფიწალის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მისივე ოჯახის წევრს ძმას ემ--------------------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ--------------------ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ისინი არ ქმნიან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარის და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარობაში, რომლის მიხედვით რ--------------------ემ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში რეგლამენტირებული საქმის სამართლიანი განხილვის ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #1/1/548, სამოტივაციო ნაწილი პუნქტი პირველი, მე-2), რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად”.

 

საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და რაიმე გამონაკლისს, ამ გარანტიის შეზღუდვის თვალსაზრისით, არ ითვალისწინებს. მოცემული პრინციპი იცავს პირს გამამტყუნებელი განაჩენისგან, თუ ეს უკანასკნელი კანონიერ საფუძვლებს არ ემყარება, რაც შესაბამისად გულისხმობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების დაცვით მოპოვებულ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც ასევე იმპერატიულად მოითხოვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი (იგივე ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არ დასტურდება უტყუარად პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები, რის გამოც ბრალდებული რ--------------------ე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში და ცნობილი იქნას უდანაშაულოდ.

 

სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე ბრალდების მხარის მიერ გამოქვეყნებული იქნა გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის ემ--------------------ის 2018 წლის 18 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი, რაც დაადასტურა ემ--------------------ემ, რომლის მიხედვითაც მის ძმას რ--------------------ეს 20 წელია მასთან აქვს კონფლიქტი სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. მთელი ამ წლების განმავლობაში არის ძალადობის მსხვერპლი, კერძოდ მისი ძმა რ--------------------ე სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის აგვისტოს თვეში რ--------------------ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მიეპარა უკნიდან, ხელები მოხვია ტანზე, დააგდო დაბლა, წვდა ყელში და დაუწყო გაგუდვა, ფეხების კვრით მოიცილა თავიდან და გაითავისუფლა თავი, აღნიშნული ფიზიკური ძალადობით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ორი თვის განმავლობაში რ-----მა რამოდენიმეჯერ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ყოველი ასეთი ფიზიკური შეურაცხყოფის დროს ცდილობს მის გაგუდვას. 2018 წლის სექტემბერის შუა რიცხვებში ეზოში მივარდა რ-----ი, ეცა ხელებით ყელის არეში და მოუჭირა ხელები, ხოლო, როდესაც თავი გაითავისუფლა წამოავლო ხელი ნაჯახს და გამოეკიდა, რა დროსაც ოთახში შევარდა და კარები ჩაკეტა. ამ დროს განიცადა ფიზიკური ტკივილი და სიცოცხლის მოსპობის შიში. შემდეგ რ-----მა ჩაამტვრია ოთახის ფანჯრები, თვითონ კი დრო იხელთა, გადახტა ფანჯრიდან და გაიქცა. 2018 წლის 17 ოქტომბერს დილით მისი ძმა ყვირილით შევარდა სახლში, თან მას ლანძღავდა და აგინებდა უწმაწური სიტყვებით მიწის ნაკვეთის გამო. მისი ხმის გაგონებაზე გაიქცა და ჩაიკეტა ოთახში, რა დროსაც რ-----მა ჩაამტვრია მინები, შეშინებული ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა. 2018 წლის 18 ოქტომბერს, ბაღჩაში მიუვარდა რ-----ი თივის ასაღები მერულით და გამოეკიდა, თან ეძახოდა ,,შენ კიდევ სახლში ხარ, წადი ჩემი სახლიდან, თორემ მოგკლავო", რაზეც ძალიან შეეშინდა და გაიქცა. დაახლოებით ოთხი წლის წინ სახლში ყოფნისას რ-----მა უცებ დაარტყა მუშტი სახის არეში რამოდენიმეჯერ, რის გამოც ჩამოუვარდა სამი ცალი ქვედა კბილი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. რ-----ი ხშირად ემუქრება სიცოცხლის მოსპობით და მისი პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე ექმნება რეალური შიში იმისა, რომ ის ნამდვილად მოკლავს. მისი მეზობლები და ახლობლები არიან მისი გაჭირვების შემსწრე, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებას ვერ დაასახელებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე.

 

ბრალდებულმა რ--------------------ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლოსათვის ჩვენება არ მიუცია. საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, რომ მის ძმას აქვს გარკვეული ფსიქიური პრობლემები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა თენგიზ ჯინჭარაძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი არაა სადაო და ორივე მხარე სრულად ეთანხმება ამ მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა არცერთი წერილობითი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 15 ნოემბრის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით რ--------------------ის ქმედებებიდან გამომდინარე ემ--------------------ე არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული 2018 წლის 26 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ემ--------------------ეს ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის როინ ლასურიძის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მის მეზობლები არიან ე------ და რ--------------------ეები, რომელთანაც აქვს ახლო მეზობლური ურთიერთობა, მათი კონფლიქტის შემსწრე არასოდეს ყოფილა და არაფერი იცის.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის ლეილა ღოღობერიძის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მისთვის ე------ და რ--------------------ეების კონფლიქტის შესახებ არაფერია ცნობილი და არც არასოდეს შესწრებია მათ კონფლიქტს.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული მოწმის გ---------------------ის გამოკითხვის ოქმით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები ვერ დგინდება, ვინაიდან მასში მითითებულია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაახლოებით 12:18 საათზე ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა, ფაქტზე გააკეთა შეტყობინება და მოახსენა ხელმძღვანელს და დაიწყო გამოძიება.

 

მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები ვერ დადგინდა.

 

ასევე ვერ იქნა დადგენილი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეთა შორის პრეიუდიციულად მიჩნეული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ვინაიდან ცუდად შესრულებული ხელნაწერის გამო შეუძლებელია მისი წაკითხვა.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭიროა საკმარის, უტყუარ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის ემ--------------------ის გამოკითხვის ოქმი, რომელიც არ დასტურდება არცერთი სხვა არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებითაც კი. უფრო მეტიც დაზარალებულის ემ--------------------ის განმარტებები წინააღმდეგობაშია მოწმეების როინ ლასურიძის და ლეილა ღოღობერიძის ჩვენებებთან, რომ ე------ და რ--------------------ეების კონფლიქტის შემსწრე არასოდეს ყოფილან და მათი კონფლიქტის შესახებ არაფერია მათთვის ცნობილი.

 

დაზარალებულის ემ--------------------ის ჩვენება ასევე ეწინააღმდეგება სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, კერძოდ მას რაიმე დაზიანება არ აღენიშნება და არ განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს ან დამცირებას, რომელიც გამოიწვევდა მის ტანჯვას.

 

ამრიგად, არ არსებობს პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ--------------------ის დამნაშავედ ცნობის საკმარისობის თვალსაზრისით, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული უტყუარ და საკმარის მტკიცებულებად, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა შესაძლებელი იქნება რ--------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების მითითებული ეპიზოდის დადასტურება, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, რის გამოც რ--------------------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის და სხვა საკითხები:

 

ნივთმტკიცება წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით რ--------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 5000 ლარის ოდენობით, თუმცა იმის გამო, რომ სასამართლოში არააწარმოდგენილი ინფორმაცია უზრუნველყოფილია თუ არა გირაო ფულადი თანხით ან უძრავი ქონებით სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აღკვეთის ღონისძიების გაუქმების დროს იმსჯელოს ამ საკითხზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3-ე მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ--------------------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2014 წლიდან 2018 წლის 18 ოქტომბრამდე ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ--------------------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ--------------------ე საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ--------------------ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის სექტემბრის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

რ--------------------ე საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გაუქმდეს რ--------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

გამართლებულს - რ--------------------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი