გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330210018002502228 (2/18173-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.03.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
მოსარჩელე ზ--------------------ე,მოპასუხე სსიპ ვ---------------------------–-–----------------ი,წარმომადგენლები ნ-----–-----–--------–ი და ეგ-----------–--ა,დავის საგანი: შრომის ანაზღაურების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ ვ---------------------------–-–----------------ისათვის ზ--------------------ის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების - 13333.33 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით მოპასუხე სსიპ ვ---------------------------–-–----------------ი არის ა---------------–----–------------- დამფუძნებელი, თუმცა ააიპ ს----------–----–----------ა, რომლის პრეზიდენტიც იყო ზ--------------------ე, არის დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, დაფინასების წყარო და ის დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი ვალდებულებაზე ზ--------------------ის მიმართ, ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ სახელმწიფო ს---------- სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დ--–---ს" გენერალური დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის #2---კ ბრძანებით ზ--------------------ე დაინიშნა ააიპ ს----------–----–----------ას პრეზიდენტის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბრძანება #2---კ (ს.ფ. 18);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 16);
3.1.2.სსიპ - დ-----------–----ლის სახელობის საქართველოს ეროვნული თ-----–-----------იის რექტორის ბრძანებით დამტკიცდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "ს----------–----–----------ას" საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი.
ააიპ ს----------–----–----------ას პრეზიდენტის ხელფასი განისაზღვრა 2500 ლარის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ - დ-----------–----ლის სახელობის საქართველოს ეროვნული თ-----–-----------იის რექტორის ბრძანება (ს.ფ. 20);
- საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთები (ს.ფ. 21);
3.1.3. სსიპ დ-----------–----ლის სახელობის საქართველოს ეროვნული თ-----–-----------იის რექტორის 2018 წლის 14 თებერვლის ბრძანებით განისაზღვრა ააიპ "ს----------–----–----------ას" სადამფუძნებლო უფლებამოსილება და ააიპ "ს----------–----–----------ას" დამფუძნებლის უფლებამოსილება გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ვ---------------------------–-–----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ დ-----------–----ლის სახელობის საქართველოს ეროვნული თ-----–-----------იის რექტორის ბრძანება (ს.ფ. 22);
3.1.4. სსიპ ვ---------------------------–-–----------------ის დირექტორის 2018 წლის 21 მაისის ბრძანებით დამტკიცდა ააიპ "ს----------–----–----------ას წესდება, რომლის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კლუბი თავისი დამფუძნებლების (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. კლუბის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. კლუბის ვალდებულებებისათვის მისი დამფუძნებლები, აგრეთვე ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. მე-9-ე პუნქტის თანახმად კლუბს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი. მე-5-ე მუხლის თანახმად კლუბს აქვს თავისი დაფინანსების დამოუკიდებელი წყაროები, კლუბის ქონებას წარმოადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები და სხვა ფასეულობები, რომლებიც ასახულია მის დამოუკიდებელ ბალანსში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ვ---------------------------–-–----------------ის დირექტორის 2018 წლის 21 მაისის ბრძანება (ს.ფ. 27);
- წესდება (ს.ფ. 50-53);
3.1.5. სსიპ ვ---------------------------–-–----------------ის დირექტორის 2018 წლის 21 მაისის ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან ააიპ "ს----------–----–----------ას" პრეზიდენტი ზ--------------------ე და შეუწყდა მას ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ვ---------------------------–-–----------------ის დირექტორის 2018 წლის 21 მაისის ბრძანება (ს.ფ. 28);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ზ--------------------ეს, ააიპ "ს----------–----–----------ის" პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას არ მიუღია კუთვნილი შრომის ანაზრაურება 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 21 მაისის ჩათვლით, რაც შეადგენს 13333.33 ლარის ოდენობით და ეს თანხა უნდა დაეკისროს ააიპ ს----------–----–----------ის დამფუძნებელს სსიპ ვ---------------------------–-–----------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე ზ--------------------ის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------------ის სარჩელი სსიპ ვ---------------------------–-–----------------ის მიმართ, არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 85-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განსაზღვრული მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრონციპი ასევე გულისხმობს მოსარჩელის უფლებასაც, დავის საგანთან ერთად თავად აირჩიოს მოპასუხე. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის დანაწესი ავალებს სასამართლოს გამოარკვიოს, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია. სასამართლო განუმარტავს მოსარჩელეს, რომ მოპასუხე არის პირი, რომელმაც დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება. მართალია, მოპასუხის მითითება მოსარჩელის დისპოზიციური უფლებაა და მოპასუხის ჩაბმა პროცესში ხდება მოსარჩელის ინიციატივით, მაგრამ, ამასთან, მოსარჩელემ დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს პირს, რომელიც სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ვალდებულია პასუხი აგოს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაზე. იმგვარ ვითარებაში, როდესაც მოპასუხედ დასახელებულია პირი რომლის მიმართ მოთხოვნა საერთოდ არ არსებობს შესაძლოა სასამართლო შევიდეს ჩიხში. თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო წარმოებაში მოპასუხის საპროცესოსამართლებრივი დაინტერესება, ანუ მხარის შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები, გამომდინარეობს სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან. ამდენად, მოპასუხე არის პირი, რომელსაც გააჩნია საქმის მატერიალურ-სამართლებრივი და ქედან გამომდინარე, საპროცესოსამართლებრივი დაინტერესება. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, თანასწორ შესაძლებლობას ანიჭებს პროცესის ორივე მხარეს, თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დასაცავად. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპი პროცესში იმითაა უზრუნველყოფილი, რომ მოპასუხეს კანონი აძლევს უფლებას დაიცვას თავი სარჩელისაგან. შესაბამისად, მხარის უფლება გამოვიდეს მოპასუხედ საქმის განხილვაში, ვინაიდან გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებებსა და ინტერესებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მოსარჩელის მიერ დასახელებული მოპასუხე არ არის ის პირი, რომელმაც დაარღვია მოსარჩელის უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დასახელებულია არა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი - ააიპ "ს----------–----–----------ა", რომლის პრეზიდენტიც იყო იგი, რისთვისაც ის იღებდა ხელფასს, არამედ ამ არასამეწარმეო იურიდიული პირის დამფუძნებელი სსიპ ვ---------------------------–-–----------------ი. შესაბამისად, მოსარჩელე მიუღებელ ხელფასს თხოვს არა დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, არამედ მის დამფუძნებელს და ამას იმით ხსნის, რომ დამფუძნებელმა დანიშნა ის და დაამტკიცა საშტატო განრიგი და სახელფასო ნუსხა.
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ სსიპ დ-----------–----ლის სახელობის საქართველოს ეროვნული თ-----–-----------იის რექტორის 2018 წლის 14 თებერვლის ბრძანებით განისაზღვრა ააიპ "ს----------–----–----------ას" სადამფუძნებლო უფლებამოსილება და ააიპ "ს----------–----–----------ას" დამფუძნებლის უფლებამოსილება გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ვ---------------------------–-–----------------ს. სსიპ ვ---------------------------–-–----------------ის დირექტორის 2018 წლის 21 მაისის ბრძანებით დამტკიცდა ააიპ "ს----------–----–----------ას წესდება, რომლის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კლუბი თავისი დამფუძნებლების (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. კლუბის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. კლუბის ვალდებულებებისათვის მისი დამფუძნებლები, აგრეთვე ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. მე-9-ე პუნქტის თანახმად კლუბს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი. მე-5-ე მუხლის თანახმად კლუბს აქვს თავისი დაფინანსების დამოუკიდებელი წყაროები, კლუბის ქონებას წარმოადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები და სხვა ფასეულობები, რომლებიც ასახულია მის დამოუკიდებელ ბალანსში. სსიპ - დ-----------–----ლის სახელობის საქართველოს ეროვნული თ-----–-----------იის რექტორის ბრძანებით დამტკიცდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "ს----------–----–----------ას" საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი. აღნიშნული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლომ დაადგინა, რომ ააიპ "ს----------–----–----------ა" არის დამოუკიდებელი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ასეთად არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში, რომელსაც აქვს თავისი ქონება და შემოსავალი. ამდენად, სასამართლოს აზრით სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. მოსარჩელის დარღვეულ უფლებაზე, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, რის განხილვაშიც სასამართლო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად შევიდეს, პასუხი უნდა აგოს არა სსიპ ვ---------------------------–-–----------------მა, არამედ ააიპ "ს----------–----–----------ამ".
სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული წესები, რომლის საფუძველზე სასამართლომ შესთავაზა მოსარჩელეს საქმეში მოპასუხის სტატუსით ააიპ "ს----------–----–----------ას" ჩაბმა, თუმცა მოსარჩელე არ დაეთანხმა სასამართლოს თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე. ასეთ შემთხვევაში, ამავე მუხლის თანახმად სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის "ა" პუნქტის თანახმად
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ზ--------------------ის სარჩელი სსიპ ვ---------------------------–-–----------------ის მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე