განაჩენი

სისხლის სამართლის 14.03.2019
საქმის ნომერი
210100118002735124
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002735124

saqme #1/217-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მარტი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

ს--------- რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გ------- ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ შ---- გ-------–---–--,ბრალდებულ _ თ----- ნ----–---–--,ადვოკატ - დ----- ბ----------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034081018001

 

ბრალდებული თ----- ნ----–---–-- მიმართ

დაბადებული: 09.07.1984წ.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 40001007380

განათლება: არასრული საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------- რაიონი, სოფელი ს-------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსია 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ თ----- ნ----–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2018 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ს--------- რაიონის, სოფელ ს-------ში მდებარე ნ----–---–---- საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, თ----- ნ----–---–--, სახისა და ყელის არეში ხელის მოჭერით, ძალადობა განახორციელა მეუღლის - ნ----–--- ბ---–---–---–-- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ესე იგი, თ----- ნ----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

- 2018 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 17:05 საათზე, ს--------- რაიონის, სოფელ ს-------ში მდებარე კ---–---–---- საცხოვრებელი სახლის ეზოში, ოჯახური კონფლიქტის დროს, თ----- ნ----–---–--, არასრულწლოვანი გერის-ზ------ ბ-----–---–-- თანდასწრებით, სახისა და ყელის არეში ხელის მოჭერით, ძალადობა განახორციელა მეუღლის - ნ----–--- ბ---–---–---–-- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო, ზ------ ბერიაშვილს მიადგა მორალური ზიანი.

ესე იგი, თ----- ნ----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:

 

დაზარალებულ ნ----–--- ბ---–---–---–-- ჩვენებით დგინდება, რომ თ----- ნ----–---–- არის მისი ყოფილი მეუღლე. წარსულში დაქორწინებული იყო გ------- ბ-----–---–----, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი - 12 წლის ზ------ ბ-----–---–- და 6 წლის ლ------ ბ-----–---–-. გ------- ბ-----–---–---- დაშორების შემდეგ, დაახლოებით ხუთი წლის წინ ცოლად გაყვა თ----- ნ----–---–-, რომელთანაც ჰყავს ერთი შვილი - ნ-----–---- ნ----–---–-. დაოჯახების შემდეგ თ----- ნ----–---–- ხშირად ეჩხუბებოდა უმიზეზოდ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბოლო სამი თვის განმავლობაში თ----- ნ----–---–- იმყოფებოდა გერმანიაში, საიდანაც დაბრუნდა 2018 წლის სექტემბრის თვეში. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, გააგრძელა მასთან ჩხუბი და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. 2018 წლის 8 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ----- ნ----–---–- სთხოვდა სოციალური ქსელის პაროლს, ასევე, სთხოვდა მობილურ ტელეფონს, რაზედაც განუცხადა უარი. აღნიშნულის გამო, მასაა და თ----- ნ----–---–- შორის მოხდა კონფლიქტი. თ----- ნ----–---–-- ხელი წაავლო ყბაზე და ყელის არეში, ხელს უჭერდა ძლიერად, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო თ----- ნ----–---–-- დედა – მ------ ნ----–---–-, რომელიც ჩადგა მათ შორის. აღნიშნულის შემდეგ, თ----- ნ----–---–-- წაიღო მისი შვილის - ზ------ ბ-----–---–-- ტელეფონი, ვინაიდან, ეგონა, რომ აღნიშნული ტელეფონიდან შევიდოდა მის სოციალურ გვერდზე. დღის განმავლობაში თ----- ნ----–---–- ხშირად გადიოდა სახლიდან ცოტა ხნით, ისევ უკან ბრუნდებოდა და აგრძელებდა მასთან ჩხუბსა და შეურაცხყოფის მიყენებას. დაახლოებით 17:00 საათზე კვლავ დაბრუნდა სახლში და აგრესიული ფორმით დაუწყო ჩხუბი და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. კონფლიქტის ასაცილებლად, სკოლიდან დაბრუნებულ უფროს შვილთან - ზ------ ბ-----–---–---- ერთად წავიდა მეზობელთან - ი---- კ---–---–----. დაახლოებით 5 წუთში მათთან მივიდა თ----- ნ----–---–-, ამ დროს იმყოფებოდნენ ი---- კ---–---–-- საცხოვრებელი სახლის ეზოში. თ----- ნ----–---–- მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სწორედ ამ დროს, თ----- ნ----–---–- მოულოდნელად გაიქცა მისი მიმართულებით და ხელი გაუქანა. ამ დროს, მათ შორის იდგა მისი 12 წლის შვილი -ზ------ ბ-----–---–-, რომელსაც თ----- ნ----–---–-- მოქნეული ხელი მოხვდა კეფაზე, რის გამოც, ბავშვს შეეშინდა და დაიწყო ტირილი. ამის შემდეგ, თ----- ნ----–---–-- კისრისა და ყელის მიდამოში საკმაოდ ძლიერ მოუჭირა ხელი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. თ----- ნ----–---–- გააშვებინა ხელი, მაგრამ ის კვლავ აგრძელებდა მისთვის სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებას. ამის შემდეგ, თ----- ნ----–---–- მალევე გავიდა ი---- კ---–---–-- ეზოდან.

 

2019 წლის 7 მარტს, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია წინასასამართლო სხდომაზე ეტაპზე სადავოდ გამხდარ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით, კერძოდ, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოსაკვლეველ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ აღარ ხდიდნენ. შესაბამისად, დაცვის მხარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გამოსაკვლევ მტკიცებულებათაგან არც ერთი და არც ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - თ----- ნ----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა, თ----- ნ----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს რა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებულ იქნა დაზარალებულ ნ----–--- ბ---–---–---–-- ჩვენება, უშუალოდ ბრალდებულის მიერ დაფიქსირებული პოზიცია წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. ასევე, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ----- ნ----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსია 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ----- ნ----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ: უშუალოდ სასამართლო განხილვის ეტაპზე დაზარალებულ ნ----–--- ბ---–---–---–-- მიერ მიცემული ჩვენება. ასევე, შეტყობინება №2460837 დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №1, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით, მოწმეების - მ------ ნ----–---–--, ი---- კ---–---–--, მ-----–- კ---–---–--, ზ------ ბ-----–---–-- და ლ-–- თ------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2018 წლის 10 ოქტომბრის №007072018 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; თ----- ნ----–---–-- დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად, ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ თ----- ნ----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ თ----- ნ----–---–-- მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსია 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზი იძლევა საფუძველს უტყუარად და დასაბუთებულად იქნას მიჩნეული დასკვნა იმის თაობაზე, რომ თ----- ნ----–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ თ----- ნ----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ----- ნ----–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არ მქონეა, მისი მხრიდან არ გამოვლენილა აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის ფაქტი და დროულად ცხადდებოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოში, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მიუხედავად აღნიშნულისა, შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, თ----- ნ----–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ----- ნ----–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსია 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- ნ----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 130 (ას ოცდაათი) საათის ოდენობით.

 

2. თ----- ნ----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის დანიშნული სასჯელი, და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ----- ნ----–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.

 

4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თ----- ნ----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.

 

5. გაუქმდეს თ----- ნ----–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და სს ”საქართველოს ბანკში” გადახდილი გირაოს თანხა - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - თ------ მ----–---–- (პირადი №-----------).

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

7. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა თ----- ნ----–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

8. საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ,- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტო-სურათები, დაფიქსირებული 1 (ერთი) ცალ კომპაქტ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტო-სურათები, დაფიქსირებული 1 (ერთი) ცალ კომპაქტ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი