გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-29-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.03.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–-
სხდომის მდივანი ე-–--- ო------
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო,წარმომადგენელი: ლ----------–-–---–ი,მოპასუხე - გ--- გ----------–---–ი,წარმომადგენელი- ი--- გ-------–---ი,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე გ--- გ----------–---–ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 3 000 ლარის დაკისრებას.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 08 იანვრის №4- ბრძანებით გ--- გ----------–---–ი დაინიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო-რეაქტიული ბატალიონის მეორე საარტილერიო რეაქტიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე გათვლის ნომრად. 2018 წლის 08 იანვარს გ--- გ----------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1---- კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე" იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა ,,სამინისტროს" სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.3 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 06 დეკემბრის №7--- ბრძანებით, გ--- გ----------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ" ქვეპუნქტით. გ--- გ----------–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
მოსარჩელე მიუთითებს, კონტრაქტის 7.3 პუნქტის შინაარსზე და განმარტავს, რომ კონტრაქტი, მისი ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს სამინისტროს ჯარიმის სახით 3 000 ლარი. აღნიშნული თანხა გ--- გ----------–---–ის მიერ გადახდილი არაა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გ--- გ----------–---–ზე არ ვრცელდება კონტრაქტის 3.3 პუნქტის მოქმედება. შესაბამისად, მას აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული სანქცია არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან გაფორმებულია პირველადი კონტრაქტი საწყის ეტაპზე და რომლის დარღვევის შემთხვევაში მხარეს ფინანსური პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 08 იანვრის №4- ბრძანებით, გ--- გ----------–---–ი დაინიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო-რეაქტიული ბატალიონის მეორე საარტილერიო რეაქტიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე გათვლის ნომრად.
2018 წლის 08 იანვარს გ--- გ----------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თვდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1---- კონტრაქტი ,,საკონტრქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-15);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 08 იანვრის №4- ბრძანება (ს. ფ. 16)
-2018 წლის 08 იანვრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1---- კონტრაქტი ,,საკონტრქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" (ს. ფ. 17-24)
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი 14:10:46; 14:15:24)
-მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი 14:13:55; 14:18:32; 14:19:07)
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 28 ივნისის №3--- ბრძანებით, რიგითი გ--- ბ-–---- ძე გ----------–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონის მეორე საარტილერიო რეაქტიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე გათვლის ნომრად, 2018 წლის 02 ივლისიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის მეორე საარტილერიო რეაქტიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე გათვლის ნომრის თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 2-15);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 28 ივნისის №3--- ბრძანება (ს. ფ. 26)
3.1.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 06 დეკემბრის №7--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონის მეორე საარტილერიო რეაქტიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე მართვის ცენტრის გამომთვლელი ვერტიკალური კუთხის ოპერატორი პირველი კლასის რიგითი გ--- გ----------–---–ი გათავისულფდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში. გ--- გ----------–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 3-15);
-საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 06 დეკემბრის №7--- ბრძანება (ს. ფ. 27);
-2018 წლის 21 ნოემბრის პირადი პატაკი (ს. ფ. 28)
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი 14:10:46; 14:15:24)
-მოპასუხის წარმოჯმადგენლის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი 14:13:55; 14:18:32; 14:19:07)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2018 წლის 08 იანვრის ხელშეკრულება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1---- კონტრაქტის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 7.3. პუნქტის მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის პირობები და იგი პირადი პატაკის საფუძველზე განთავისუფლდა სამხედრო სამსახურიდან, ხოლო მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გაფორმებულია პირველადი კონტრაქტი საწყის ეტაპზე, რაც გამორიცხავს მხარის ფინანსურ პასუხისმგებლობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარის ახსნა-განმარტების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება";
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების" მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობა; ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; გ) შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრა; დ) საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სამხედრო უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესაბამისად სამხედრო თანამშრომლობის განხორციელება, ხოლო მის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. მოცემული ხელშეკრულება სასამართლოს მოსაზრებით დადებულია საჯარო უფლებამოსილების განხორცილების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ--- გ----------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 08 იანვრის №4- ბრძანებით, გ--- გ----------–---–ი დაინიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო-რეაქტიული ბატალიონის მეორე საარტილერიო რეაქტიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე გათვლის ნომრად.
2018 წლის 08 იანვარს გ--- გ----------–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1---- კონტრაქტი ,,საკონტრქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 28 ივნისის №3--- ბრძანებით, რიგითი გ--- ბ-–---- ძე გ----------–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონის მეორე საარტილერიო რექატიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე გათვლის ნომრად, 2018 წლის 02 ივლისიდან, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო რეაქტიული ბატალიონის მეორე საარტილერიო რეაქტიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე გათვლის ნომრის თანამდებობიდან.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 06 დეკემბრის №7--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მეხუთე საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონის მეორე საარტილერიო რეაქტიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე მართვის ცენტრის გამომთვლელი ვერტიკალური კუთხის ოპერატორი პირველი კლასის რიგითი გ--- გ----------–---–ი გათავისულფდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში. გ--- გ----------–---–ის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.
2018 წლის 08 იანვრის ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" №1---- კონტრაქტის 7.3. პუნქტის თანახმად, თუ ,,სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ,,სამხედრო მოსამსახურე" მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.
მოცემულ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის შინაარსიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურე გ--- გ----------–---–ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 0 წელი 10 თვე და 20 დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
რაც შეეხება, მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ გაფორმებულია პირველადი კონტრაქტი საწყის ეტაპზე, რაც გამორიცხავს მხარის ფინანსურ პასუხიმგებლობას, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 08 იანვრის №4- ბრძანებით, დგინდება, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერთა მესამე კურსის იუნკერი, რიგითი გ--- გ----------–---–ი დაინიშნა კონტრაქტით დათვალისწინებული პირობების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I საარტილერიო ბრიგადის საარტილერიო-რეაქტიული ბატალიონის მეორე საარტილერიო რეაქტიული ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი საცეცხლე გათვლის ნომრად. ამდენად, გ--- გ----------–---–ი არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 04 ნოემბრის №683 ბრძანებით დამტკიცებული №1---- კონტრაქტის 3.1. და 3.2. გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეები ხელშეკრულების ყველა პირობაზე შეთანხმებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულება ემსახურა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში არ შესრულდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის პატაკი რომლითაც იგი მოითხოვს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნულის შედეგად მისი მხრიდან ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის ფაქტი, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის №3-29-19 განჩინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო გ--- გ----------–---–ის (პირადი №0----------- სახელზე რიცხულ ავტომანქანებს, რომლის რეკვიზიტებია: F---------, სახელმწიფო ნომერი V------ და O---------, სახელმწიფო ნომერი D------ 3 000 ლარის ფარგლებში;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის №3-29-19 განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ დებულებებს არ შეიცავს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე გ--- გ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე გ--- გ----------–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა;
2. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–-