განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
210100119002845005
დავის ტიპი
151
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119002845005

saqme #1/30-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა

მარი მირიანაშვილის მდივნობით,პროკურორ _ ბა------–---–---–-ს

ბრალდებულ _ პ--------–-----–--ლის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N040040119001

 

ბრალდებული პ--------–-----–--ლის მიმართ

 

დაბადებული: 03.08.1---წ.

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 1----------

განათლება: ს-–----–-- განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. დ--------–--–--------------–--------ეს ქ. N32

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. დ--------–--–--------------–--------ეს ქ. N32

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ პ--------–-----–--ლმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 04 იანვარს, ღამის საათებში, ქ. დ--------–--–------–---------–ე მეორეს ქუჩაზე მდებარე პ-------------ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ--------–-----–--ლმა, კონფლიქტის დროს ხელთნაქონი დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა თავისი ყოფილი სიმამრის - გ---------------------ის მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ესე იგი, პ--------–-----–--ლმა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - პ--------–-----–--ლმა თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა პ--------–-----–--ლის მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო ბრალდებულმა ითხოვა ლმობიერი სასჯელის გამოყენება.

 

2019 წლის 06 მარტს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და ბრალდებული შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, ბრალდებულს და ბრალდების მხარეს ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ პ--------–-----–--ლის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება პ--------–-----–--ლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება პ--------–-----–--ლის ბრალეულობა, კერძოდ:

 

მოწმეების ე---------------–--ლის, ნ-------–-----–---–ის, ნ-----------------ას, გ--------------–---–ის, ი----------–-–---–ის, გ------------–---–ის, ვ----–----–-----–---–ის, გ------------------–ის, დაზარალებულ გ---------------------ის გამოკითხვის ოქმები, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, პ--------–-----–--ლის დაკავების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ პ--------–-----–--ლის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, პ--------–-----–--ლმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ პ--------–-----–--ლს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს პ--------–-----–--ლის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ პ--------–-----–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, პ--------–-----–--ლის შემამსუბუქებელი გარემოებას წარმოადგენს ის რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

პ--------–-----–--ლის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებას, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის ჩადენილ დანაშაულს, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამასთან სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის შემდგომ ადგილი არ ჰქონია დაზარალებულის მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ადგილი, იგი შერიგებულია დაზარალებულთან (იხ. დაზარალებულ გ---------------------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება 22.01.2019წ) აღნიშნული გარემოება კი გარკვეულწილად მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებამ ამ ეტაპზე უკვე გამოიღო შედეგი, პ--------–-----–--ლმა გარკვეულწილად გაიაზრა და შეიგნო მისი ქმედების არსი, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, პ--------–-----–--ლის სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება. ამდენად, ამ შემთხვევაშიც შესატყვისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობა ვერ იქნება სასჯელის მიზნის მიღწევის წინაპირობა, რადგან, ასეთ შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამასთან, მხედველობაშია მისაღები პ--------–-----–--ლის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, რომელიც მიმართული იყო იმდაგვარი სიკეთის ხელყოფისაკენ - ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რომლის განცდილი ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად, მიყენებული ზიანის სრულყოფილი აღმოფხვრა, დაკავშირებულია ხანგრძლივ პერიოდთან. შესაბამისად, მის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული სანქციის ფარგლებში, ამასთან, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მას დანიშნული სასჯელის უნდა ჩაეთვალოს პირობით და დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. პ--------–-----–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს - 01 (ერთი) წელი.

 

2. პ--------–-----–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 08 იანვრიდან 2019 წლის 06 მარტის ჩათვლით.

3. გაუქმდეს პ--------–-----–--ლის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულ პ--------–-----–--ლის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რომლის ნებართვის გარეშე, მსჯავრდებულს აეკრძალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

 

5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა პ--------–-----–--ლმა დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.

 

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ედეგად ამიღებული ხის ჯოხი, რომლებიც ინახება შსს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი