განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
090100119002865703
დავის ტიპი
126 2 გ
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/12–2019) 090100119002865703

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–--------ის

ბრალდებულის - ლ---------------

ადვოკატის – ნ--------------–---ს

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ლ--------------- მიმართ

მამის სახელი: ნ-----–-----;

დაბადებული: 2--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ც-------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: ს-–----–---

ოჯახური მდგომარეობა:---------------–--

პირადი ნომერი:-------------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ც------- სოფელი- დ--------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი - ც------- სოფელი - დ--------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ლ-------------მა, 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში, თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლებმა, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის, შ------------------–--ის მიმართ. კერძოდ, მასზე უსაფუძვლოდ განაწყენებულმა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. ლ--------------- ქმედების შედეგადაც შ------------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირში, თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლებმა, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ-------------მა ჩაიდინა ძალადობა შვილის, რუსუდან ასამბიანის მიმართ. კერძოდ, მასზე უსაფუძვლოდ განაწყენებულმა ძლიერად მოქაჩა თმებში და ყურში, შემდეგ კი ხელი გაარტყა კისრის მარცხენა მხარეში, რის შედეგადაც რ------------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ლ-------------ი, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივლისის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.163 – 167).

 

4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5.ლ-------------მა სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე– გამომძიებლის, ს--–--------–-----ს მიერ, 2018 წლის 28 დეკემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ლ-------------მა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა შვილზე, რ--------------------ე, მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც აეკრძალა მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე იარაღით სარგებლობა.(ს.ფ. 13–19).

 

7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცაგერის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებლის, ს--–--------–-----ს მიერ, 2018 წლის 28 დეკემბერს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს შ------------------–--ემ განაცხადა მასზე, მეუღლის, ლ--------------- მხრივ განხორციელებული, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, რის გამოც აეკრძალა მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება. ასევე იარაღით სარგებლობა.(ს.ფ. 20–26).

 

8.დაზარალებულ შ------------------–--ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ მეუღლესთან აქვს არაჯანსაღი დამოკიდებულება. პირობითი მსჯავრის მიუხედავად აგრესიულადაა განწყობილი მის მიმართ, რადგანაც ძალადობის გამო დაკავებული იყო, რაშიც ადანაშაულებს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი აუშარდა და გაშლილი ხელი ერთჯერ დაარტყა სახეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. მეტი არ დაურტყამს. რადგანაც მომხდარის დროს მარტო იმყოფებოდნენ სახლში, შეეშინდა კვლავ არ დაერტყა და ღამის გასათევად გადავიდა მეზობელთან, მზია ა-----------, სადაც მისი მეუღლე არ გადაჰყოლია. ხოლო მეორე დღეს, დილის 9 საათზე, მიკროავტობუსით წავიდა ამბროლაურის რაიონის სოფელ ღვიარაში, მის სახლში, სადაც ბოლო დროის განმავლობაში ცხოვრობს მისი შვილი, 21 წლის რ------------------ი. მის შვილს, რ------------------ს უთხრა მომხდარის შესახებ, თან დანარტყამიც ეტყობოდა სახეზე, თუმც მაშინ პოლიციისათვის არაფერი უთქვამს ბავშვების გამო. 2018 წლის 24 დეკემბერს, შუადღის საათებში, რუსუდანი წავიდა მიკროავტობუსით სოფელ დეხვირში და უნდოდა საახალწლოდ სოფელში ჩამოსული მისი დის, ნ-----–------------ს ღვიარაში ჩამოყვანა. ნატალია არ წამოყვა. რუსუდანსა და მამამის შორის მომხხდარა ინციდენტი, იმის გამო, რომ რუსუდანი დაუპირისპირდა მამას, რომელიც დედას ულანძღავდა და აგინებდა. რის გამოც თმებში მოუქაჩავს, რაც მისივე გადმოცემით ეტკინა. (ს.ფ.4–6 );

 

9.დაზარალებულ რ------------------ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დგინდება, რომ დედის, შ------------------–--ის სოფელ ღვიარაში გადაცემული ინფორმაციით, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ-------------მა, სახლში მარტო ყოფნის დროს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც განრიდების მიზნით ჩავიდა სოფელ ღვიარაში. 2018 წლის 27 დეკემბერს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ-------------მა დაიწყო დედის მისამართით ცუდი სიტყვების ხმარება, მისი ლანძღვა, რის გამოც შენიშნა მისცა, რომ დედა იქ არ იყო და ახლა მაინც ნუ შეურაცხყოფდა. ამის შემდეგ გადავიდა მასზე, აგინებდა, სწვდა თმებში და ძლიერად მოქაჩა, რა დროსაც მოჰყვა ყური და განიცადა ძლიერი ტკივილი, შემდეგ მოუქნია მეორე ხელი და დაარტყა მარჯვნივ, კისრის არეში, რაც ასევე ეტკინა. განერიდა და წავიდა ამბროლაურის რიაინის სოფელ ღვიარაში დედასთან. (ს.ფ.7–9);

 

10.2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ლ-------------მა, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, 2018 წლის დეკემბერში იძალადა მეუღლეზე, შ------------------–--ეზე, ხოლო 2018 წლის 27 დეკემბერს შვილზე, რ--------------------ე, რის გამოც წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.105–107);

 

11.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 იანვრის N000142019 დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე რ------------------ს, სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით.

 

დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს(ს.ფ. 30–33);

 

12.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 იანვრის N000141319 დასკვნით, ჩატარებული პირადი გასინჯვით, მოქალაქე შ------------------–--ის სხეულზე, გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება(ს.ფ. 37–40);

 

13. ლ--------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 28 დეკემბრის მოწმე ნ-----–------------ს გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 28 დეკემბრის მოწმე თ-------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 28 დეკემბრის ბრალდებულ ლ--------------- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 28 დეკემბრის ბრალდებულ ლ--------------- დაკავების ოქმით, დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შ------------------–--ის მიმართ; დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ რ------------------ის მიმართ; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“, ლ--------------- ნასამართლობის ცნობით, ლ--------------- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, 2018 წლის 3 დეკემბრის ამბროლაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, მიმართვებით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, ოქმით სიმთვრალე–სიფხიზლეზე შემოწმების შესახებ, ოქმით დაკავების თაობაზე შეტყობინების შესახებ, ოქმით ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ, ოქმით უფასო სამედიცინო შემოწმების უფლებაზე უარის თქმის შესახებ, მიმართვით ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლიატორისადმი, დადგენილებით შ------------------–--ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით, დადგენილებით რ------------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით, მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი“, მიმართვით სოციალური მომ,სახურების სააგენტოსადმი, შუამდგომლობით ლ--------------- მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით, მიმართვით ამბროლაურის რაიონული სამმართველოსადმი, მიმართვით საქმის ქვემდებარეობით გადაგზავნის შესახებ, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

 

14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ლ-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

16.სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არაერთგზის – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

17. ლ--------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ დანაშაულის ნასვამ მდგომარეობაში ჩადენა.

 

18.ლ--------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. არის დაოჯახებული, შერიგებულია დაზარალულებთან.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

19.ლ--------------- მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრის დროს დაზარალებულ რ------------------ისა დას შ------------------–--ის პოზიცია ლ-------------თან მიმართებაში შეფასდა როგორც ორაზროვანი. ერთის მხრივ დაზარალებულები ხედავენ მის საჭიროებას ოჯახში როგორც მუშა ძალის და მეურნეობის წარმმართველის, ხოლო მეორეს მხრივ მიუთითებენ რომ მხოლოდ სიფხიზლის დროს აქვს ოჯახთან ნორმალური დამოკიდებულება, დაზარალებული რ------------------ი მის მიერ საქმეზე მტკიცებულების სახით წარდგენილი განცხადებით მოითხოვს : ,,თუ სასამართლო დაადებინებს პირობას და ის არ დალევს, არანაირი პრეტენზია მის მიმართ არ გვაქვს, ის მოსაზრებას გამოთქვამს ოჯახის სახელით, ხედავს მის საჭიროებას სტუდენტი დედმამიშვილების პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ არც ერთი ეს ფაქტორი ოჯახის წევრებს არ გაუთვალისწინებიათ როცა უკვე საფრთხეებს განრიდებული ინფორმაციას აწვდიდნენ 112–ს ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, შესაბამისად სასამართლო მათ პოზიცისას ვერ გაიზიარებს და აქვე განმარტავს, რომ უპირატესია პირის უფლების კანონით დაცული სფერო, პირადი ხელშეუხებლობა და თავისუფლება მატერიალურ უზრუნველყოფასთან შედარებით. სასამართლო პირობას არ ართმევს ბრალდებულს და არც პასუხისმგებელია მის სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით, არამედ განსჯის მას იმ ქმედების გამო, რაზედაც ბრალი აქვს წარდგენილი და დაუნიშნავს შესაბამის სასჯელს რესოციალიზაციის მიზნით.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ-------------ს ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ლ--------------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ ლ-------------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

 

აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ--------------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ლ--------------- მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ლ-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ლ--------------- მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით პირობითად ჩათვლილი, თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლ-------------ს მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

2.ლ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 28 დეკემბრის 00 საათისა და 10 წუთიდან, ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროდან.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ლ--------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი