გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/422-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1- მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-ლალი მიქელაძე
მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ა---------–--------------
მოპასუხე - შპს,, მ–------–----
წარმომადგენელი(დირექტორი)-ო-----------–---–-
დავის საგანი- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს- შპს ,--–------–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2---–-–------------------------–-–---------------- ჩათვლით პერიოდისათვის 2-------–--------–------–------- ლარის, ხოლო 2----–-–-------------- ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1----------–-----------–---------- ლარის გადახდა(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ.3-1-; 2----–-–-------------- სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 117-1-3) .
1.2. მოპასუხე- შპს ,--–------–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ჟ------------------(საკადასტრო კოდი: N--.1-.0-.0--.0--- შენობა-ნაგებობა N-, ფართი: 5--.8-----------)(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ.3-1-; 2----–-–-------------- სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.117-123).
მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ჟ-------------------(საკ.კოდი: N--.1-.0-.0--.0---- წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. აღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა N--ით(საერთო ფართობი 5--.8-----------) არამართლზომიერად სარგებლობს და სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს შპს ,--–------–----“. ს-------–----------------–--------–-----------------–----------------------------–------------------------ დასკვნის მიხედვით, ქ.თბილისში, ჟ-------------------ში N--.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N- საერთო ფართით: 5--.8- კვ.მეტრი, ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს: 2---–-–----------------ნ 2018 წლამდე -1----------–---------------–--------------- ლარს, ხოლო 2----–-–-------------- დღემდე 17---------–------------–------------–----.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს- შპს ,--–------–------ს გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ N------5 და 2018წლის 1------------------ წერილები, რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ, შპს,--–------–------ს დღემდე არ შეუსრულებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე-შპს ,,-–------–-----ს, როგორც უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელს 2----–-–------------ N------5 წერილით ეცნობა, რომ 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყო სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთავისუფლება და აღნიშნულის წერილობით შეტყობინება, ხოლო მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეს არ გამოუთავისუფლებია უკანონოდ დაკავებული ფართი.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე- შპს ,,მ–------–-----მა, წარმოდგენილი შესაგებელით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვა მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს,,-–------–---- ნაძალადევის რაიონული სასამართლოს მიერ 1---–-–--------–--- დარეგისტრირდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია-2--------- იურიდიული მისამართი- საქართველო, ქ.თბილისი, გ-–-----------–------------------ დ.ჟ------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან(ს.ფ. 33-35)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–----- იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ-----–------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №---1-.0-.0--.0--- დაზუსტებული ფართობი: 3---.0-კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №---1-.04.0--.0--; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N-------------------------------------------------------------- 2012 წლის 01 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 21 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ-----–------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №---1-.0-.0--.0--- დაზუსტებული ფართობი: 3---.0- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №---1-.04.0--.0--; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №- საერთო ფართით 5--.8- კვ.მ(მ/შ ნახევარსარდაფი ფართით 2--.5- კვ.მ და 1 სართული ფართით 2--.2------) N--------------------------------------------------------------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი:1---------(ს.ფ. 1-4-1-5)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 2---------(ს.ფ. 1--17)
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–------------- აქტით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ბ--------–---–მა ადგილზე შეამოწმა და დაადგინა, რომ ქ.თბილისში, ჟ-------------------ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით(საკ.კოდი: N--.1-.0-.0--.0--) არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს შპს ,--–------–----“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–------------- აქტი (ს.ფ. 2-)
3.1.4. სსიპ „-–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ 20----–-–------------- N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ქ.თბილისში, ჟ-------------------ში მდებარე, N--.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა N- საერთო ფართით 5--,8- კვ.მეტრის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა შემდეგი: 2----–-–----------------- 2----–-–---------- ლარი, 2----–-–------დღემდე 1--- ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „-–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ 2----–-–------------- N--------- ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ. 18-27)
3.1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–------ მაისის N7/2--1- წერილით, შპს ,--–------–------ს ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ჟ-------------------ში მდებარე უძრავი ქონება(საკ.კოდი: N--.1-.0-.0--.0--) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც შპს ,,-–------–---- სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,--–------–------ ეთხოვა, რომ უზრუნველყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2----–-–----------------- არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. ასევე შპს ,,-–------–-----ს ეცნობა, რომ წინამდებარე წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართის გამოთავისუფლება და წერილობით ეცნობებინა აღნიშნულის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2-----–-–------------------------- წერილით, შპს ,--–------–------ს ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ჟ-------------------ში მდებარე უძრავი ქონება(საკ.კოდი: N--.1-.0-.0--.0--) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც(შენობა N--ის განაშენიანების ფართით: 5--.8-----------) შპს ,--–------–----“ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,-–------–-----ს ეთხოვა, რომ უზრუნველყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2017 წლის 1- ი---------- 2---–-–----- თვეში 1--- ლარი, ხოლო 2----–-–----- თვეში 1--- ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. ასევე ეთხოვა, რომ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 20----–-–-----------–-------------- წერილით, შპს ,--–------–------ს ეცნობა, რომ სააგენტომ განიხილა 2---–-–---------------------- განცახდება, რომლის პასუხდაც შპს ,,-–------–-----ს ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ჟ-------------------ში(საკ.კოდი: N--.1-.0-.0--.0--) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სამეწარმეო საქმიანობისათის(კომერციული მიზნით) საფასურის განსაზღვრა განხორციელდა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობს მთელი პერიოდისთვის. ამავე წერილით, შპს ,,-–------–-----ს დამარტებით ეცნობა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არამართლზომიერად სამეწარმეო საქმიანობისთვის(კომერციული მიზნით)დაკისრებული საფასურისგან გათავისუფლებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------ წერილი N------5(ს.ფ. 36)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–------------- წერილი N------- (ს.ფ. 37-38)
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------–---- წერილი N------- (ს.ფ.40)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საფინანსო სამსახურის უფროსის ი-------------–---–ის 2----–-–------------------ს N------ სამსაურებრივი ბარათით დგინდება, რომ სახელმწიფო ქონებით სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) არამართლზომიერად მოსარგებლე იურიდიული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მიხედვით(მათ შორის შპს ,--–------–-----), საფინანსო სამსახურში არსებული ,,საგადასახადო სისტემის ბაზაში’’ გადამოწმების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერად სარგებლობისთვის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილი თანხები არ იძებნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საფინანსო სამსახურის უფროსის ი-------------–---–ის 2----–-–------------------ს N------ სამსახურებრივი ბარათი, თანდართული ცხრილი(ს.ფ. 41-46)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს-შპს ,--–------–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2---–-–----------------ნ 2----–-–----------------- ჩათვლით პერიოდისათვის 2-------–--------–------–------- ლარის, ხოლო 2----–-–-------------- ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1----------–-----------–---------- ლარის გადახდა, ასევე მოპასუხე- შპს ,--–------–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ჟ------------------( საკადასტრო კოდი: N--.1-.0-.0--.0--- შენობა-ნაგებობა N-, ფართი: 5--.8-----------).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართვეოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მესამე ნაწილით კი ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეების იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოდგენილი სარჩელით ითხოვს მოპასუხეს- შპს ,--–------–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2---–-–----------------------–-–---------------- ჩათვლით პერიოდისათვის 2-------–--------–------–------- ლარის, ხოლო 2----–-–-------------- ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1----------–-----------–---------- ლარის გადახდა, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად(საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,--–------–----- წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2017წლის 17იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ-----–------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №---1-.0-.0--.0--- დაზუსტებული ფართობი: 3---.0- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი : №---1-.04.0--.0--; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N---------------------------------------------------------------------–-–---------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 21მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ-----–------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №---1-.0-.0--.0--- დაზუსტებული ფართობი: 3---.0- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №---1-.04.0--.0--; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №- საერთო ფართით 5--.8-კვ.მ(მ/შ ნახევარსარდაფი ფართით 2--.5- კვ.მ და 1 სართული ფართით 2--.2-კვ.მ) N---------------------------------------------------------------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით, კერძოდ- შენობა N-, ფართი: 5--,8-----------, არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის 2---–-–----------------ნ დღემდე იყენებს შპს ,--–------–-----. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის, რამეთუ აღნიშნულ პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით უძრავი ქონების ერთადერთ მესაკუთრეს წარმოადგენდა სახელმწიფო და შესაბამისად, მხოლოდ სახელმწიფო იყო უფლებამოსილი მასზედ აღრიცხული ქონების განკარგვაზე.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ „-–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------“ 20----–-–------------- N--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ქ.თბილისში, ჟ-------------------ში მდებარე, N--.1-.0-.0--.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა N- საერთო ფართით 5--,8- კვ.მეტრის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა შემდეგი: 2017 წლის 1- ი---------- 2----–-–---------- ლარი, 2----–-–------დღემდე 1--- ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი ვალდებულია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასითის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილად.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,--–------–------ს არაერთხელ ეცნობა, რომ ქ.თბილისში, ჟ-------------------ში მდებარე უძრავი ქონება(საკ.კოდი: N--.1-.0-.0--.0--) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილითაც(შენობა N--ის განაშენინების ფართით: 5--.8-----------) შპს ,,-–------–---- სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის და ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შპს ,--–------–------ ეთხოვა, რომ უზრუნველყო სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა 2---–-–----------------ნ 2018 წლამდე თვეში 1--- ლარი, ხოლო 2----–-–----- თვეში 1--- ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. ასევე ეთხოვა, რომ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებები, თუმცა მოპასუხის მიერ თანხის გადახდა და ფართის გამონთავისუფლება არ მომხდარა.
სასამართლო დამატებით მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის(კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოპასუხეზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის თანხის დაკისრებას ითხოვს 2----–-–-----------------.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის განმარტებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე- შპს ,--–------–------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს- შპს ,--–------–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017წლის 1- ი---------- 2----–-–----------------- ჩათვლით პერიოდისათვის 2-------–--------–------–------- ლარის, ხოლო 2----–-–-------------- ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1----------–-----------–---------- ლარის გადახდა.
6.3. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხე- შპს ,--–------–-------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ჟ------------------(საკადასტრო კოდი: N--.1-.0-.0--.0--- შენობა-ნაგებობა N-, ფართი: 5--.8-----------),-აღნიშნულ ნაწილში სარჩელი ასევე საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა(ვიდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლიტური ბუნებიდან მომდინარეობს. მესაკუთრეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 170-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფლება აქვს არ ფლობდეს ან არ სარგებლობდეს კუთვნილი ნივთით. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, თუ კი არ არსებობს სარგებლობის აუცილებელი სოციალური ინტერესი. ეს კი გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობების არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ-----–------------ მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №---1-.0-.0--.0--- დაზუსტებული ფართობი: 3---.0- კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: №---1-.04.0--.0--; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №- საერთო ფართით 5--.8- კვ.მ (მ/შ ნახევარსარდაფი ფართით 2--.5- კვ.მ და 1 სართული ფართით 2--.2------) N-, N-------------------------------------------------------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე და რომლის ნაწილითაც, კერძოდ- შენობა N-, ფართი: 5--,8-----------, არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის 2---–-–----------------ნ დღემდე იყენებს შპს,--–------–-----, სახეზეა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი შპს,--–------–------ის უკანონო მფლობელობიდან სადავო ფართის გამოთხოვის ნაწილშიც, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ჟ------------------(საკადასტრო კოდი: N--.1-.0-.0--.0--- შენობა-ნაგებობა N-, ფართი: 5--.8-----------) გამოთხოვილი იქნეს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 1-- ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, უვადო ან სამუდამო(გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს-შ-----–------–------, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2---–-–----------------ნ 2----–-–----------------- ჩათვლით პერიოდისათვის 2-------–--------–------–------- ლარის, ხოლო 2----–-–-------------- ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1----------–-----------–---------- ლარის გადახდა და ასევე მოპასუხე- შ------–------–------- უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ჟ------------------(საკადასტრო კოდი: N--.1-.0-.0--.0--- შენობა-ნაგებობა N-, ფართი: 5--.8-----------).
ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს- შპს ,--–------–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1-5-,7---------------------–----------------–--------------–---–------------------) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეს - შპს ,--–------–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2017წლის 1- იანვრიდან 2----–-–----------------- ჩათვლით პერიოდისათვის 2-------–--------–------–------- ლარის, ხოლო 2----–-–-------------- ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1----------–-----------–---------- ლარის გადახდა.
3. მოპასუხე- შპს ,--–------–------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ჟ------------------(საკადასტრო კოდი: N--.1-.0-.0--.0--- შენობა-ნაგებობა N-, ფართი: 5--.8-----------) და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს.
4. მოპასუხეს-შპს ,--–------–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადახდა 1-5-,7---------------------–----------------–--------------–---–------------------) ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-1- კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი