განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/424-18 (N041150418007)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15.02.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-- გ--------ე
მამის სახელი: ა------ი
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, გ. ლ------ის ქ. N---
ადვოკატი - მ-----– ნ-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ-- გ--------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 აპრილს, ქუთაისში, გ---------ს ქუჩაზე არსებულ რესტორან ,,კ---–--–ი" ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა გ-- გ--------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ მეუღლეს - ნ----- გ--------ეს. კერძოდ, წვდა თმებში და ძლიერად მოქაჩა, რის შედეგადაც, ნ----- გ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე დ------ ხ----–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ის ნ-----ს იცნობს 2018 წლის 1 თებერვლიდან და მასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. 2018 წლის 15 აპრილის საღამოს შეკრებილნი იყვნენ დაახლოებით ოცამდე თანამშრომლები, რესტორან „კ---–--–ი“. თან ნ----- გ--------ის დაბადების დღე იყო, ისინი ცეკვავდნენ, როდესაც ნ-----ს უკან გამოიარა გ-- გ--------ემ. მან მოკიდა ნ----- გ--------ეს თმებში ხელი და მოქაჩა. იქვე იჯდა გ----, ნ-----ს დეიდაშვილი. ამის შემდეგ მან შეამჩნია, რომ ნ----- ტიროდა. იქ გ--ს არავინ იცნობდა გ----ს გარდა და ის რომ გ-- გ--------ე იყო, მას ნ-----მ უთხრა. მოწმე განმარტავს, რომ გ-- გ--------ემ ნ-----ს უკან გაიარა და თმებში მოკიდა ხელი, სხვა რამ მოწმეს არ დაუნახავს. ის ცეკვავდა, როდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა და როდესაც მივიდა ნ-----სთან, იგი ანერვიულებული იყო, ხოლო შემდეგ ტიროდა. მალე დაიწყო თუ არა ტირილი არ ახსოვს. ასევე არ ახსოვს მათი დარბაზი რომელ სართულზე იყო. ისინი ღვინოს სვამდნენ, თუმცა, თავად ორ ჭიქაზე მეტი არ დაულევია. ამ ინციდენტის შემდეგ მოწმე წამოვიდა რესტორნიდან. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ქ------- ბ----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ნ----- გ--------ე არის მისი თანამშრომელი, კერძოდ, წმინდა ნ-----–----ის საავადმყოფოს თანამშრომელი. ისინი 2018 წლის 15 აპრილს იმყოფებოდნენ რესტორან „კ---–--–ი“. თანამშრომლები ცეკვავდნენ, როდესაც მოიხედა, შენიშნა, რომ ნ----- ტიროდა. შეკითხვაზე თუ რა მოხდა, ნ-----მ უთხრა, რომ მისი ქმარი იყო მოსული და თმებში მოქაჩა. მას პირადად არაფერი დაუნახავს. ის მანამდე ნ-----ს მეუღლეს არ იცნობდა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე გ-------– ბ----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, 2018 წლის 15 აპრილის საღამოს ის იმყოფებოდა რესტორან „კ---–--–ი“ თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნავდნენ სიყვარულის დღეს, მისი დეიდაშვილი ნ-----ც, მის კოლექტივში არის დასაქმებული და იმყოფებოდა სუფრაზე. გარკვეული დროის შემდეგ საკმაოდ ნასვამები იყვნენ, მან დაინახა, რომ გ-- გ--------ე შემოვიდა დარბაზში და წავიდა მათი სუფრისაკენ. მას გ--სათვის ყურადღება არ მიუქცევია. ცოტა ხნის შემდეგ გ-- მივიდა მასთან და უთხრა, რომ რაღაც საქმე ჰქონდა და გასულიყო მასთან ერთად გარეთ. ისინი გავიდნენ გარეთ, ისაუბრეს ძალიან ტკბილად, არანაირი დაპირისპირება და ხმამაღალი საუბარი არ ჰქონიათ. შემდეგ გ-- წავიდა. ხოლო როდესაც შევიდა დარბაზში, დაინახა, რომ ნ-----ს გამოძახებული ჰყავდა პოლიციის მუშაკები და ტიროდა. კითხვაზე, თუ რატომ ტიროდა, მან მიუგო, რომ გ--მ მიაყენა შეურაცხყოფა. კონკრეტულად რას გულისხმობდა, ამის შესახებ არაფერი იცის. ამ შეურაცხყოფის თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ახსოვს, რომ ნ-----მ ახსენა „თმაში მოჩეჩა“. ამ დროს თვითონაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ნ---- ჭ------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ნ----- გ--------ე არის მისი მეუღლის მკვიდრი ბიძაშვილი. მას ნ----- გ--------ესთან და გ-- გ--------ესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. 2018 წლის 15 აპრილს მისი მეუღლის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდნენ რესტორან „კ---–--–ი“ 15 აპრილის აღსანიშნავად. მათ გვერდით იმყოფებოდა ნ-----ც, სუფრის მსვლელობისას, მოვიდა ნ-----ს მეუღლე გ-- გ--------ე. ამ პერიოდში მან გადაინაცვლა საცეკვაო მოედნისკენ. ცეკვის დროს მოტრიალდა და დაინახა, რომ ნ----- ტიროდა. როდესაც ჰკითხა რა მოხდა, ნ-----მ უპასუხა, რომ გ-- გ--------ემ თმაში მოქაჩა და ამიტომ ტიროდა. თუმცა, თავად ეს ფაქტი მოწმეს არ დაუნახავს. ამის შემდეგ გ-- მივიდა გ-------– ბ----ესთან სასაუბროდ და გავიდნენ გარეთ. იმ დროისათვის ნ----- გ--------ესა და გ-- გ--------ეს ურთიერთობა დაძაბული ჰქონდათ. იმ საღამოს საპატრულო პოლიციაც იყო, თუმცა, არ იცის ვინ გამოიძახა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე გ------- გ--------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ის 5 წელია, რაც პოლიციაში მუშაობს. 2018 წლის აპრილის თვეში, გამოძიების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ ნ----- გ--------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა ყოფილმა მეუღლემ გ-- გ--------ემ. კერძოდ, მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში მივიდა მოქალაქე, რომელმაც განმარტა, რომ იყო გ-- გ--------ე. განმარტა ასევე, რომ მას კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, რა დროსაც მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაკავება მოხდა 1261 მუხლით. დაკავების ოქმი შეადგინა თავად. სხვა საგამოძიებო მოქმედება მას არ განუხორციელებია, შემდეგ საქმე განაგრძო სხვა გამომძიებელმა. ის არის მხოლოდ დამკავებელი პირი. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე გ--- ხ----–--ემ. (სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N8----- 15/04/2018 23:18 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მორიგეს აცნობა ,,115“ საპატრულო ეკიპაჟის პატრულ ინსპექტორმა გ. გ------ემ, რომლის მიხედვით ნ----- გ--------ემ გადაუდებელი დახმარების ცენტრ ,,112“-ს N-5-------- ტელეფონის ნომრიდან აცნობა, რომ ქუთაისში, გ---------ს ქუჩაზე რესტორან ,,კოლხასთან“ ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას, კერძოდ, ემუქრებოდა მისი ყოფილი მეუღლე. (ს.ფ.2).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N8----- 15/04/2018 23:18 შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მორიგესთან N-5-------- ტელეფონის ნომრიდან დაფიქსირებულია შეტყობინება, რომლის მიხედვით ქუთაისში, გ---------ს ქუჩაზე რესტორან ,,კოლხასთან“ ინიციატორის ავტორს ნ----- გ--------ეს ემუქრება ყოფილი ქმარი (ს.ფ.3).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად გ-- გ--------ეს, 16/04/2018 02:31 საათზე ჩატარებული შემოწმების შედეგად დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა, რასაც არც თავად უარყოფდა (0,85 პრომილე). (ს.ფ. 20).
დაზარალებულმა ნ----- გ--------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (შესაბამისად მეუღლის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ-- გ--------ემ ჩაიდინა ძალადობა, ამყარებს მხოლოდ ერთი მოწმის დ------ ხ----–--ის ჩვენებაზე და სხვა მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, ამ ინფორმაციის პირველწყარომ სასამართლოს არ დაუდასტურა მათი ჭეშმარიტება.
ამასთან, დაზარალებულსა და ბრალდებულს სასამართლოსთვის არ მოუწოდებია რაიმე ინფორმაცია - მათ კანონიერი საფუძვლით განაცხადეს უარი ჩვენების მიცემაზე.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
საქმეზე დაკითხული მოწმეები: ქ------- ბ----ე, გ-------– ბ----ე, ნ---- ჭ------ე და გ------- გ--------–---–ი არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და ისინი ავრცელებენ იმ პირისგან (დაზარალებულისაგან) მიღებულ ინფორმაციას, რომელსაც სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია. სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მათი ჩვენებები წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, ისევე როგორც პოლიციელების - გ------- გ--------–---–ის და გ--- ხ----–--ის ჩვენებები(ავრცელებენ დაზარალებულისა და ბრალდებულისაგან მიღებულ ინფორმაციას). ამდენად ძალადობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მოწმის - დ------ ხ----–--ის ჩვენება და მოწმეთა ირიბი ჩვენებები, თუმცა, ამ მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება დაზარალებულის მიერ უშუალოდ შემთხვევის დროს 112-ზე გადაცემული შეტყობინება, რომლის თანახმად მის მიმართ ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელდა მუქარა, ამასთან, შეტყობინებაში არ ფიქსირდება ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფონზე, როდესაც ოჯახური კონფლიქტის მონაწილე პირები არ ადასტურებენ ძალადობის ფაქტს - თმაში მოქაჩვას, ხოლო დაზარალებულის სხეულზე არ არის აღმოჩენილი ძალადობის რაიმე კვალი, ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან იძლევა დაეჭვების საფუძველს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სსსკ-ის მე-13 მუხლით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
ამასთან, ძალადობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ისეთი ძალადობის ფაქტი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე არ მიუთითებს, რომ დაზარალებულს ფიზიკური ტკივილის შეგრძნება ჰქონდა. ასევე, წარმოდგენილი არ არის ფიზიკური ზიანის დამადასტურებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ბრალდების მხარე ფიზიკური ტკივილის დასადასტურებლად იშველიებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ დაზარალებული კონფლიქტის შემდეგ ტიროდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ტირილი არის კონფლიქტის შედეგად მსხვერპლის უარყოფითი ემოციური მდგომარეობის გამომხატველი მდგომარეობა, რაც შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ფიზიკური ტკივილის განცდამ, არამედ სიტყვიერმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ, მუქარამ და ა.შ. ამდენად, ბრალდების მხარის ეს არგუმენტი წარმოადგენს ვარაუდს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის შესახებ. სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გ-- გ--------ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, გ-- გ--------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-- გ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ-- გ--------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით გ-- გ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 4000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ა------ი გ---–------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე წ---–-------- რაიონი სოფელი გ------- (საკადასტრო კოდი 2-----------) – 4000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
3. გამართლებულ გ-- გ--------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე