განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/931-18 (№076311217003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
07.03.2019 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - ქ------- თ--–-----ე
დაცვის მხარე
ბრალდებული გ------- მ------–---–ი
მამის სახელი: დ-----ი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ს-------, ქ---------–--ის ქ. N144
ადვოკატი: თ-- მ------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ------- მ------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 21:25 საათზე, ს-------ში, თ---------–----------------------- ქუჩების გადაკვეთაზე, გ------- მ------–---–მა „მერსედეს ბენცის“ მოდელის სახელმწიფო ნომრით W------------ ავტომობილით მოძრაობისას დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 – „სატრანსპორტო საშულების მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები (ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა და სხვა) რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების წინ მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს.“ მუხლის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა ჯერ „ოპელ ასტრას" მოდელის სახელმწიფო ნომრით T------------ ავტომობილს, რასაც თ------ ს------ე მართავდა, შემდეგ „ნისან მიკრას" მოდელის სახელმწიფო ნომრით O-------- ავტომობილს, რასაც დ-------- ლ----ე მართავდა და ბოლოს ქვეითს - ლ---- ც----------ეს. საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ეს უკანასკნელი გადაყვანილი იქნა სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო - პოლიკნინიკური გაერთიანების“ სტაციონარში, სადაც გარდაიცვალა 2018 წლის 28 აპრილს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 26 ოქტომბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ------- მ------–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს გ------- მ------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
შესაბამისად, გ------- მ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემასთან და ფოტოსურათებთან ერთად; ქიმიურ - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, ავტო - ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით N10/ატრ, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N202/ა დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. გ------- მ------–---–ის ბრალეულობა ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაზარალებულის უფლებამონაცვლის მ--- ც----------ის და მოწმეების დ-------- და ი---- ლ----ეების, თ------ ს------ის, ბ------- გ---–--–---–ის და დ----- მ------–---–ის ჩვენებებით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა გ------- მ------–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება;
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით”.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული პირველადაა სამართალში, არის 18 წლის, ხასიათდება დადებითად, ის აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ინკრიმინირებულ დანაშაულს, მისი ოჯახი გარდაცვალებამდე ეხმარებოდა დაზარალებულს მედიკამენტების შეძენით, ასევე, მხედველობაშია მისაღები დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი: გ------- მ------–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას მოჰყვა უმძიმესი შედეგი გარდაცვლილი მამაკაცის სახით, რომლის კმაყოფაზე იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი შვილი. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე არ დაეთანხმა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და მოითხოვა მისი დასჯა კანონის შესაბამისად.
გ------- მ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადგილი არ ჰქონია დანაშაულზე წასწრების ფაქტსაც და მიიჩნევს, რომ გ------- მ------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება შესაძლებელია, რაც თავის მხრივ საკმარისია სასჯელის მიზნების განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- მ------–---–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული (4-დან 7 წლამდე თ/ა უდაბლესთან მიახლოებული სასჯელი 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის ერთი მესამედი - 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითი მსჯავრით შეცვლა (სსკ-ის 63-ე მუხლი) დამდგარი უმძიმესი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის პრევენციული მიზნის განხორციელებას, რის გამოც დაცვის მხარის მოთხოვნა ვერ იქნა გაზიარებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- მ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით და 06 (ექვსი) თვით გამოსაცდელი ვადით.
2. მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3. გ------- მ------–---–ი დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციურის სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
4. გ------- მ------–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 სექტემბრიდან 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში.
5. გ------- მ------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან - 2019 წლის 07 მარტიდან.
6. გ------- მ------–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ოქტომბრის განჩინებით გ------- მ------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ო-–--- მ------–---–ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ს----------------- სოფელი კ----------–ში (საკადასტრო კოდი 35---------1) - 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
7. გ------- მ------–---–ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის და პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ.
8. სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, გ------- მ------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
9.1. 01 (ერთი) ცალი CD დისკი - რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
9.2. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,ოპელ-ასტრას“ მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით T--------; ,,ნისან-მიკრას“ მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით O------ და ,,მერსედეს - ბენცის“ მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით W-------- - რომლებიც განთავსებულია ი/მ ,,თ---------------ის“ ავტო საჯარიმო სადგომზე (მის: ჭ----------------------------–--–-----) - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს;
9.3. ,,ოპელ-ასტრას“ მოდელის ავტომანქანის სანომრე ნიშანი, რაც ინახება საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე