გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
330210018002704628
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/32042-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თ------ალი, 2--- წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - ს---------–---------–---–ი

მოპასუხე - ბ------------ი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება, წარსული დროის ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბ------------ისთვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------------- დაბადებული ბ-----------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით სარჩელი აღძვრის მომენტიდან - 2----–-–------------------- ბავშვის სრულწლოვანებამდე.

1.2. ბ------------ისთვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------------- დაბადებული ბ-----------------ის სასარგებლოდ, წარსული სამი წლის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის, სულ 7200 (შვიდიათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

ს---------–---------–---–ი და ბ------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–-------------------, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–---------------- დაბადებული ბ-----------------ი. კონფლიქტური ურთიერთობების გამო, 20-- წელიდან ბ------------ის მოთხოვნით მათ შორის ფაქტობრივად საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. მოსარჩელის განმარტებით, რადგან არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, თავი შეაფარა მშობლების ოჯახს. მას მეუღლე დაპირდა, რომ დაეხმარებოდა ბავშვის აღზრდაში, ურიცხავდა თანხებს, რომელიც არ იყო საკმარისი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის და ხშირად უწევდა საბანკო კრედიტების აღება.

 

მოსარჩელე მუშაობს სს ,,------------–--, სადაც მისი ხელფასი შედაგენს თვეში -დარიცხულ ხელფასს - 9-- ლარს, ხოლო, ხელზე მისაღებ თანხას - 7-- ლარს, რაც საკმარისი არ არის შვილის რჩენა-აღზრდისათვის.

წარსულ დროში მოპასუხისგან მიღებული აქვს თანხები დაახლოებით თვეში 200 ლარის ოდენობით, რაც არ იყო საკმარისი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის. მას ეხმარებიან მშობლები და ცხოვრობს და-ძმასთან და მშობლებთან ერთად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის განმარტებით, პირნათლად ასრულებს მშობლის მოვალეობას, შვილთან აქვს დადებითი ურთიერთობა, ეხმარება შესაძლებლობის ფარგლებში, საშუალოდ თვეში 200 ლარის ოდენობით. მას აქვს რამდენიმე ფინანსური ვალდებულება სს ,------------–------------- და იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამის თანხას. სასამართლოს 1----.2--- წლის (საქმე #2---------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მას დაეკისრა 28093 ლარის გადახდა შპს ,-----–--–----–----–----------------------- მიმართ და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა მის ამჟამინდელ სამსახურს, მითითებით, რომ მოპასუხეს კუთვნილი ხელფასიდან უნდა ჩამოეჭრას ხელფასის 50%, ხოლო ნებისმიერი სხვა დანამატის 100%.

 

მოპასუხე მუშაობს შპს ,------------–-------–------–---“, ს----–------–----------------- დ-------- და მ------------------------------------- სამსახურში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 1--- ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, ხოლო ხელზე მისაღები თანხა არის 1--- ლარი. არ ეთანხმება წარსული დროის ალიმენტის მისთვის დაკისრებას, რადგან შესაძლებლობების ფარგლებში ურიცხავდა თანხებს მოსარჩელეს, ამასთან, უზრუნველყოფდა ბავშვისათვის დასვენებას ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს---------–---------–---–ი და ბ------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–-------------------, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–---------------- დაბადებული ბ-----------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა მნ #2----- (იხ.ს.ფ.1-).

- დაბადების მოწმობა ნკ #9----- (იხ.ს.ფ.18)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მხარეები, ს---------–---------–---–ი და ბ------------ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; არასრულწლოვანი შვილი, ბ-----------------ი ცხოვრობს დედასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.3 ს---------–---------–---–ს საკუთრებაში არ აქვს უძრავი ქონება და მისამართზე მდებარე - ქ.თბილისი, ვ---------–---, 1 მ---------------, მ---------------, ბინა 4--–- ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან, და-ძმასთან და მშობლებთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.1.4 არასრულწლოვანი ბ-----------------ი არის სკოლის მოსწავლე, სკოლის შემდგომ სწავლობს გახანგრძლივებულ ჯგუფში, სადაც გადასახადი კვებასთან ერთად შეადგენს 1-0 ლარს, ემზადება კერძო მასწავლებელთან ინგლისურ ენაში, რომლის გადასახადი შეადგენს 50 ლარს, დადის ცეკვის წრეზე და ყოველთვიურად იხდის 90 ლარს, სჭირდება ძვირადღირებული ფეხსაცმელი 3 თვეში ერთხელ, რომლის ღირებულებაა 1-0 ლარი, ასევე ცეკვის კონკურსებისათვის პერიოდულად საჭიროა ფორმების შეძენა, ასევე მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ შეჯიბრებებზე, სადაც რეგისტრაცია არის ფასიანი. მას ესაჭიროება ჯანსაღი კვება, ტანსაცმელი, ჰიგიენური საშუალებები, სკოლაში გადაადგილებისათვის საჭირო სამგზავრო თანხები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ს---------–---------–---–ი მუშაობს ს----------------–-- და ს------------------- მიერ 0-.1-.2--- წელს #----------- გაცემული ცნობის მიხედვით მისი დარიცხული ხელფასი 2--- წლის 0- ნ-----რისთვის შეადგენდა 8-- ლარს, ხოლო ს------------------- მიერ 0-.1-.2--- წელს #--------- გაცემული ცნობის მიხედვით მისი დარიცხული ხელფასი 2--- წლის 1- თ------ლისთვის შეადგენს 9----- ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს,,თიბისი ბანკის“ 0-/1-/2--- წლის #----------- ცნობა (იხ.ს.ფ. 16);

-სს,,თიბისი ბანკის“ 0-/1-/2--- წლის #--------- ცნობა (იხ.ს.ფ.90)

- მხარეთა ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.2. შპს ,------------–-------–------–---- მიერ 2--- წლის 1- ი------ს გაცემული ცნობის #----- მიხედვით, ბ------------ი (პ/ნ 0----------) მუშაობს შპს ,------------–-------–------–---, ს----–------–----------------- დ-------- და მ------------------------------------- სამსახურში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 1--- ლარს, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,------------–-------–------–---- მიერ 2--- წლის 1- ი------ს გაცემული ცნობ (ს.ფ. 89);

- მოპასუხე მხარის ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.3 ს------------------- მიერ, 20---–-–---------------ის #6-------- გაცემული ცნობის მიხედვით ს---------–---------–---–ის (პ/ნ 0----------) საკრედიტო დავალიანება 1-/02/2--- წლის მდგომარეობით საკრედიტო ბარათზე ხელ. #1-------------- შეადგენს - 3------ ლარს, სწრაფ სამომხმარებლო სესხზე #1--------------- შეადგენს 9------ ლარს და სწრაფ სამომხმარებლო სესხზე #1--------------- შეადგენს 1------ ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს------------------- მიერ, 20---–-–---------------ის #6-------- გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ.91)

- მოსარჩელე მხარის ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.4. სს ,------------–----------- მიერ 2----–-–------------ს გაცემული ცნობის #O----------- მიხედვით, 1-----20---დან 0----/2----მდე პერიოდში, ბ------------ის სს,------------–--------–-- გახსნილი ანგარიშიდან ს---------–---------–---–ის ანგარიშზე G--------------------- გადარიცხულია სულ ჯამში 1------- ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,------------–----------- მიერ 2----–-–------------ს გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ.56)

- მოპასუხე მხარის ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.5. სს ,------------–----------- მიერ 2----–-–-------------ს გაცემული ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიხედვით ბ------------ის ფინანსური ვალდებულება, კრედიტზე #------- შეადგენს - 1------- ლარს, კრედიტზე #------- შეადგენს - 2------ ლარს, კრედიტზე - 5------ შეადგენს - 1------ ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,------------–----------- მიერ 2----–-–-------------ს გაცემული ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია (იხ. ს.ფ. 59)

- მოპასუხე მხარის ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 1--1-.2--- წლის #A---------------- წერილის თანახმად ბ------------ს შპს ,-----–--–----–----–----------------------- (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა, რომელიც 1--1-.2--- წლის მდგომარეობით შეადგენს 277--,5 ლარს, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 14.0-.2--- წლის #----------------- წერილის თანახმად სსიპ აღსულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო ფურცელი #2---------, რომლის თანახმად ბ------------ს დაეკისრა 2------- ლარის გადახდა შპს ,-----–--–----–----–----------------------- (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ, ამასთან, 2--- წლის 2- დ--------ს მოხდა 685 ლარის, ხოლო 2--- წლის 3- დ--------ს 1008 ლარის ჩამოჭრა და გადარიცხვა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე დავალიანების დაფარვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 1--1-.2--- წლის #A---------------- წერილი (იხ. ს.ფ. 66-67).

-აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 14.0-.2--- წლის #----------------- წერილი (იხ. ს.ფ. 65).

- მოპასუხე მხარის ახსნა -განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.7. სასამართლო წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მიიღო ზომები, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ მოხდა იმ ოდენობის სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, რადგან მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელე მხარემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხისგან სარჩელის წარდგენამდე მიღებული აქვს თანხები დაახლოებით თვეში 200 ლარის ოდენობით, რაც არ იყო საკმარისი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის და აღნიშნული გახდა მიზეზი მის მიერ წარსული დროის ალიმენტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხოლო აღნიშნული განმარტება და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო, ვინაიდან არ დასტურდება, რომ სარჩელის წარდგენამდე მოსარჩელის მიერ მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად და მოპასუხე თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-02-ე, 1-98-ე, 1-1--ე, 1-13-ე, 1-14-ე და 1-34-ე მუხლები.

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ ს---------–---------–---–ი და ბ------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–-------------------, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–---------------- დაბადებული ბ-----------------ი, რომელიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-98-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1-1--ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1-13-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეები, ს---------–---------–---–ი და ბ------------ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-14-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

 

აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.

 

,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-20-5, 3.06.20-5 წელი)

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.

 

აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბ------------ი არის დასაქმებული შპს ,------------–-------–------–---- ს----–------–----------------- დ-------- და მ------------------------------------- სამსახურში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე, სადაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება, ხელზე მისაღები თანხის სახით შეადგენს 1--- ლარს. შესაბამისად, მას აქვს უნარი და შესაძლებლობა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ხარჯები. გასათვალისწინებელია ფაქტი იმის თაობაზეც, რომ მხარეთა საერთო შვილი ცხოვრობს დედასთან, რომელიც ზრუნავს შვილის რჩენა-აღზრდისათვის, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ს---------–---------–---–ს საკუთრებაში არ აქვს უძრავი ქონება და ცხოვრობს და-ძმასთან და პენსიონერ მშობლებთან ერთად. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის წინაშე და ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძელზე ხორციელდება თანხების ჩამოჭრა მისი კუთვნილი ანგარიშიდან, ვერ შეძლებს თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1-14-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1-1--ე, 1-34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=1-8&lang=geo ), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2--- წლის იანვრის თვისათვის (ბოლო მონაცემი) - 1-8.6 ლარს. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 300 (სამასი) ლარი. ბ------------ისათვის გადასახდელად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა – 300 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2--- წლის 0--------------- უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 300 (სამასი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა ბ-- ბ---------თვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------------- დაბადებული ბ-----------------ის სასარგებლოდ, წარსული სამი წლის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის, სულ 7200 (შვიდიათას ორასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-34-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-34-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

დასახელებული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ვერ იქნა მოსარჩელე მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ვერ მოხდა სარჩოს მიღება მოპასუხისგან, რაც საკმარისი იქნებოდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის, რადგან მოპასუხე თავს არიდებდა ნაკისრი მოვალეობის შესრულებას, ს---------–---------–---–ის მიერ აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

მოსარჩელე მხარე თავად განმარტავს, რომ მოპასუხისგან მიღებული აქვს თანხები დაახლოებით თვეში 200 ლარის ოდენობით არასრულწლოვანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილია სს ,------------–----------- მიერ 2----–-–------------ს გაცემული ცნობა #O-----------, რომლის მიხედვით, 1-----20-- -დან 0----/2----მდე პერიოდში ბ------------ის სს,------------–--------–-- გახსნილი ანგარიშიდან, ს---------–---------–---–ის ანგარიშზე G--------------------- გადარიცხულია სულ ჯამში 1------- ლარი, რაც ადასტურებს, რომ მოპასუხე გარკვეულწილად მონაწილეობას იღებდა შვილის რჩენასა და აღზრდაში.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება, არ ქმნის იმ ფაქტების ერთობლიობას, რომლებიც მოპასუხეზე წარსული დროის ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი გახდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ბ------------ისთვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------------- დაბადებული ბ-----------------ის სასარგებლოდ, წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ს---------–---------–---–ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ს---------–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხე ბ------------ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა, ხოლო წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ეკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 38-ე, 39-ე, 41-ე, 46-ე, 55-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს---------–---------–---–ის სარჩელი ბ------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 ბ------------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------------- დაბადებული ბ-----------------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2----–-–------------------- ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2. ს---------–---------–---–ის სარჩელი ბ------------ის მიმართ წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

3. ბ------------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.

 

4. ს---------–---------–---–ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე