განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
340100119002844108
დავის ტიპი
126 1 , 118 1
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119002844108

N1/18-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

18 მარტი 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

პროკურორ - სანდრო გიორგაშვილის

ბრალდებულ -ფი------- ბა-----ძის

ადვოკატ-ირ--- იჩ-----ძის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: ფი------- ბა-----ძე;

მამის სახელი: ვლ---------;

დაბადებული: 15.05.1----–--–-;

პირადი ნომერი:-----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება:საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: გურჯაანი სოფელი გ----------;

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანი სოფელი გ----------;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ფი------- ბა-----ძემ გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნი--- სი----ვს შუშის ფინჯანი გაარტყა სახეში, რამაც გამოიწვია ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლის ნიშნით.

2) სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ფი------- ბა-----ძემ, გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ია---- ძე----–--ლს ხელი გაარტყა სახეში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

ფი------- ბა-----ძე 2019 წლის 3 იანვარს 12:40 საათზე დააკავეს და 2019 წლის 3 იანვარს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 04 იანვარს, ფი------- ბა-----ძეს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით, 3000(სამი ათასი) ლარი და გირაოს თანხის გადახდის შემდეგ ბრალდებული გათავისუფლდა პატიმრობიდან 2019 წლის 22 იანვარს.

2. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ფი------- ბა-----ძემ გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნი--- სი----ვს შუშის ფინჯანი გაარტყა სახეში, რამაც გამოიწვია ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლის ნიშნით.

 

2.2. 2018 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ფი------- ბა-----ძემ, გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ია---- ძე----–--ლს ხელი გაარტყა სახეში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ცემა ან ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულების ია---- ძე----–--ლის და ნი--- სი----ვის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების გი------ ძე----–--ლის, ის- გო--რის, მა---- ხუ----–--ლის, ფი------- ბა-----ძის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ნი--- სი----ვზე და ია---- ძე----–--ლზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ფი------- ბა-----ძემ, გურჯაანის რაიონის სოფელ გუ-------–-, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ია---- ძე----–--ლს ხელი გაარტყა სახეში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 126-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

4. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

დაზარალებულების ია---- ძე----–--ლის და ნი--- სი----ვის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების გი------ ძე----–--ლის, ის- გო--რის, მა---- ხუ----–--ლის, ფი------- ბა-----ძის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები ნი--- სი----ვზე და ია---- ძე----–--ლზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ფი------- ბა-----ძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნი--- სი----ვს შუშის ფინჯანი გაარტყა სახეში, რამაც გამოიწვია ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგძლივი მოშლის ნიშნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ნიშნავს სხეულის დაზიანებას, რომელიც არ არის სახიფათო სიცოცხლისთვის. ამასთან, ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება.

 

გარდა ამისა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება დაკავშირებული უნდა იყოს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფი------- ბა-----ძემ ჩაიდინა

1. რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სსკ-ის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ფი------- ბა-----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

7. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლ საწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ფი------- ბა-----ძის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ფი------- ბა-----ძის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ფი------- ბა-----ძის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ფი------- ბა-----ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის წარსულში ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, მის მიმართ შესაძლებელი და მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენება.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ფი------- ბა-----ძეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 იანვარის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 (სამი ათასი) ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით, რაც ბრალდებულმა უზრუნველყო და გირაოს თანხა გადახდილ იქნა 2019 წლის 22 იანვარს მა---- ხუ----–--ლის (პ/ნ 1----------) მიერ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფი------- ბა-----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი.

 

2. ფი------- ბა-----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ფი------- ბა-----ძეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

4. ფი------- ბა-----ძის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მა---- ხუ----–--ლს(პ/ნ 1----------) დაუბრუნდეს ფი------- ბა-----ძის (პ/ნ 13001050431) აღკვეთის ღონისძიების -გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 22 იანვარს გადახდილი თანხა 3000(სამი ათასი) ლარი. სისხლის სამართლის საქმე N0-----------

 

5. ფი------- ბა-----ძეს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 3 იანვრის 12:40 საათიდან 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება: შუშის ფინჯანი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

9. განაჩენი, მხარეთა მიერ, შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე