განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3----18
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ა-----–---–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ო------------------------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–----------ს, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–--------------------------------------------------ში.
ადვოკატი - ი-–-----–--–-–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 11 მაისს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, გ-–---------- მიკრორაიონში, N-- კორპუსის მიმდებარედ ხ------–---–ის ქუჩაზე განთავსებულ შპს „ე-------ის“ კუთვნილ მაღაზია „ე------- მ-------ში“ ო-------------ა თავს დაესხა მაღაზიის მოლარე - მ---------------ეს, რომელსაც ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით - სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ო-------------ას ქმედებით შპს „ე-------ს“ მიადგა ქონებრივი ზიანი 250 ლარის ოდენობით, ხოლო მ---------------ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2018 წლის 11 მაისს, 03:42-03:44 დროის შუალედში, ქ.თბილისში, გ-–----ის ,,ა მიკრორაიონში, ქ------------------------ების კვეთაზე მდებარე შპს „დ----“ კუთვნილ მაღაზია ,,ქ---–------–ი“ ო-------------ა თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-ოპერატორ ხ------–---–---ეს, რომელსაც ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით - სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროს უჯრიდან გასტაცა ფულადი თანხა 690 (ექვსას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ო-------------ას ქმედებით შპს „დ----“ მიადგა ქონებრივი ზიანი 690 (ექვსას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ხ------–---–---ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ხ------–---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა გ-–---------- მ/რ-ში მდებარე მაღაზია „ქ---–------–ი“ მოლარის პოზიციაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჩაეძინა და გააღვიძა პიროვნებამ, როგორც გამოძიებით დადგინდა - ო-------------ამ, რომელსაც უნდოდა სიგარეტი. ო-------------ას მიაწოდა სიგარეტი, რომელმაც მაგიდაზე დაყარა ხურდა ფული, რომელიც იყო სიგარეტის ღირებულებაზე მეტი და მოუწოდა, რომ აეღო ზედმეტი თანხა, რომელიც აიღო ო-------------ამ. სწორედ ამ დროს ო-------------ას მარჯვენა ხელში დაინახა დიდი ზომის თეთრი ფერის პლასტმასის სახელურიანი ლესილი ხერხისებრი პირის მქონე დანა, რომლის გამოყენების მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა. დაიბნა და ვერ მიხვდა რაზე საუბრობდა. ო-------------ამ დაიწყო დანის მაგიდაზე კაკუნი და რამდენჯერმე გაუმეორა, რომ გადაეცა სალაროში არსებული ნავაჭრი თანხა. ო-------------ამ მარჯვენა ხელით, რომელშიც ეკავა დანა, გააღო სალარო და მოსთხოვა ამოეღო სალაროს უჯრიდან თანხა და გადაეცა მისთვის. ვინაიდან ო-------------ა შეიარაღებული იყო, რომელიც დანის დემონსტრირებით ითხოვდა თანხის გადაცემას, შეეშინდა, რომ ზიანს მიაყენებდა. ანერვიულდა და დაიბნა, რის გამოც ბრალდებულმა თავად აიღო თანხა უჯრიდან და დატოვა მაღაზიის ტერიტორია. შემდეგ მივიდნენ „ალგანის“ დაცვის თანამშრომლები, ხოლო მოგვიანებით პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შემოსაზღვრეს ტერიტორია ლენტით. ასევე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს ნიმუშები. შემდეგ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ ო-------------ა იყო ყაჩაღობის ჩამდენი პირი. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რომელიც დაადასტურა ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა გ-–----–- მდებარე მაღაზია „ე------- მ-------ში“ მოლარის პოზიციაზე. 2018 წლის 11 მაისს მაღაზიაში იმყოფებოდა თანამშრომელ ზ---------------ესთან ერთად, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა პიროვნება, რომელიც ათვალიერებდა პროდუქციას. შემდეგ მივიდა სალაროსთან, ამოიღო დანა, რომელსაც ჰქონდა ვერცხლისფერი პირი და თეთრი ფერის ტარი, ემუქრებოდა, სთხოვდა სალაროს გახსნას და თანხის გადაცემას. შეეშინდა, რომ ო-------------ა მოკლავდა, რის გამოც გააღო სალარო, ამოიღო თანხა და დაუდო სალაროს მაგიდაზე არსებულ პლასტმასის სადგამზე. ო-------------ამ აიღო თანხა და გაიქცა მაღაზიიდან. შემდეგ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და მისი მითითებით აღებული იქნა ნიმუშები, ხოლო შემდეგ გაუშვეს სამძებრო ძაღლი. პოლიციის თანამშრომლებმა ჰკითხეს მუშაობდა თუ არა კამერები, თუმცა ამოიღეს თუ არა ჩანაწერი, მისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულების შემდგომ მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა მისი გამოკითხვა მოწმის სახით. გამოკითხვის შემდგომ მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც სამ პიროვნებას შორის ამოიცნო ბრალდებული. დაზარალებულის ჩვენებით, იგი დარწმუნებულია ამოცნობის სისწორეში. ბრალდებულის ქმედებამ ძალიან შეაშინა, ინერვიულა და განიცადა მორალური ზიანი, თუმცა ითხოვს ბრალდებულს შეეფარდოს მსუბუქი სასჯელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის ნ-----–-----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს მუშაობდა შპს „ქ---–------–ი“. გამომძიებლის მიერ გადაეცა დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი. ბრალდებულის ქმედებით ორგანიზაციას მიადგა 700 ლარამდე ზიანი, რომელიც ანაზღაურებულია და ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის ლ-----------ას ჩვენებით დადგენილია, რომ არის მაღაზია „ე------- მ--------ს“ დირექტორი. გამომძიებლის მიერ გამოკითხული იქნა მოწმის სახით, რის შემდეგ გამომძიებელს განჩინების საფუძველზე გადასცა ვიდეოკამერის ჩანაწერები. მის მაღაზიას ბრალდებულის ქმედებით მიადგა 250 ლარის ოდენობით ზიანი, თუმცა ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 მაისს მუშაობდა გ-–---------- მიკრორაიონში ქ------------------------ების კვეთაში მდებარე მაღაზია „ქ---–------–ი“, კონსულტანტის პოზიციაზე. ალაგებდა თაროებს, რა დროსაც გაიგონა სალაროს მიჯახუნების ხმა, თავი გამოწია და სალაროსთან დაინახა მამაკაცი, რომელიც იყო საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ტანთ ეცვა ჯინსები და ეფარა მუქი ფერის ე.წ. „კაპიშონიანი“ მაისური, რომლის ხელში დაინახა დანის წვერი, თუმცა ვინაიდან მისგან ზურგით იდგა, მისი სახე არ დაუნახავს. მან განგაშის სიგნალის გამოყენებით გამოიძახა დაცვის თანამშრომლები და დაბრუნდა მოლარესთან, თუმცა ო-------------ა უკვე გასული იყო მაღაზიიდან. დაინტერესდა და ჰკითხა მოლარეს რა მოხდა, რაზეც მოლარემ უპასუხა, რომ ო-------------ამ წაიღო თანხა. მოლარეს უთხრა, რომ გამოეძახებინა დაცვის თანამშრომლები, რომელიც დაემორჩილა და გამოიძახა. 3-5 წუთში მივიდნენ დაცვის თანამშრომლები, ხოლო შემდეგ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რის შემდეგ დააკეტინეს მაღაზია და მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ექსპერტების მიერ აღებული იქნა ანაბეჭდები. პოლიციის თანამშრომლები დაინტერესდნენ იყო თუ არა მაღაზიაში კამერები, რაზეც უპასუხეს, რომ კამერები ჰქონდათ, თუმცა პაროლი იცოდა მენეჯერმა, რომელსაც დაუკავშირდნენ და მალავე მივიდა მაღაზიაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს მუშაობდა გ-–----–- „ე------- მ-------ში“ კონსულტანტის პოზიციაზე. იყო მეგობრის დაბადების დღეზე და სამსახურში გამოცხადდა დაახლოებით 23:25 საათზე. ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა პიროვნება, რომელსაც ეცვა ე.წ. „კაპიშონიანი“ კუბიკებიანი მაისური. აღნიშნულმა პირმა გაიარა მაღაზიაში რამდენიმე მეტრი, შემდეგ ამოიღო თეთრი ფერის დანა, მივიდა მოლარესთან - მ---------------ესთან და დანის გამოყენებით მოსთხოვა თანხის გადაცემა, რომელსაც მ-------- მიაწოდა თანხა. აღნიშნული პირის გასვლის შემდეგ მ-------- გამოიძახა „ალგანის“ დაცვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ადგილზე მივიდნენ 3 წუთში და გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ მალევე ექსპერტებთან ერთად, რომლებიც გაესაუბრნენ და შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ანაბეჭდების აღება, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაიკითხა მოწმის სახით. მოწმის განმარტებით, მომხდარი ინციდენტის გამო იყო ანერვიულებული და აღნიშნული პირი ვიზუალურად ვერ დაიმახსოვრა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ--–--------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ საკუთრებაში ჰყავს წითელი ფერის ავტომანქანა „პრიუსი“, სახ. N6--, რომლითაც მუშაობს ტაქსზე. 2018 წლის 11 მაისს 04:00 საათიდან - 05:00 საათამდე შუალედში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა გ-–----–- ქ------ ქუჩაზე, რა დროსაც გააჩერა პიროვნებამ, როგორც შემდგომ დადგინდა - ო-------------ამ, რომელსაც ეცვა შავი ფერის ქურთუკი, იყო გამხდარი, თეთრი პირისახით, წვერით და ჭაღარა თმებით. ო-------------ამ სთხოვა დიდუბეში გაყვანა, რაზეც დათანხმდა და წაიყვანა. დიდუბეში მისვლისას ო-------------ამ ჰკითხა, შეეძლო თუ არა წაეყვანა სამტრედიაში 150 ლარად, რაზედაც დათანხმდა და წავიდნენ სამტრედიის მიმართულებით. შეიარეს ბენზინგასამართ სადგურზე, ჩაასხეს 50 ლარის საწვავი, რომლის ღირებულება გადაიხადა ო-------------ამ და გააგრძელეს გზა სამტრედიის მიმართულებით. ხ-–----ის ცენტრში შესვლისას უკანა მხარიდან მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომლებმაც სთხოვეს მანქანის გადაყენება. დაემორჩილა და გადააყენა მანქანა, მიუახლოვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც სთხოვეს საბუთების წარდგენა, წარუდგინა საბუთები, რის შემდეგ სთხოვეს დალოდებოდნენ ცოტახანს. დაემორჩილა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას და ელოდებოდა, დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც ამოიღეს დანა, რის შემდეგ დააკავეს ო-------------ა. მას არ დაუნახავს ო-------------ას პირადი ჩხრეკა და არ ფლობს ინფორმაციას ამოიღეს თუ არა მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს გ-–----ის პოლიციის განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------------–-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ქ.თბილისში, გ-–---------- მ/რ, კორპუსი N---ის მიმდებარედ ხ------–---–ის ქუჩაზე არსებულ „ექსპერს მ-------ში“ და ქ--------------–---ძის ქუჩის მიმდებარედ მაღაზია „ქ---–------–ი“ მომხდარი ყაჩაღობის ჩამდენი პირი იყო 1992 წელს დაბადებული ო-------------ა, რომელსაც ეცვა სწორედ ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა ყაჩაღობის ჩადენისას. ინფორმაციის თანახმად, ო-------------ა წითელი ფერის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა დასავლეთის მიმართულებით, რომელიც აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და მიმალვას. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ გამომძიებლის მიერ გამოიკითხა მოწმის სახით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ--------–-----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა შ------------–ის საპატრულო პოლიციის განყოფილებაში. 2018 წლის 10 მაისს მეწყვილესთან ლ--------------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თბილისის საავტომობილო გზის 125 კმ-დან 142 კმ-ის ჩათვლით, რომელიც მოიცავს ტერიტორიას ოსიაურის განყოფილებიდან რიკოთის გვირაბის ჩათვლით. გამთენიისას რადიოსადგურის მეშვეობით გადაცემული იქნა შეტყობინება, რომ დასავლეთის მიმართულებით მორაობდა „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა სახ. N6--, რომლითაც მგზავრობდა სავარაუდოდ ყაჩაღობის ჩამდენი პირი. სწორედ ამ დროს გვერდით ჩაუარა წითელი ფერის „ტოიოტა პრიუსის“ ავტომანქანამ, რომელსაც გაყვნენ და შეაჩერეს ხ-–----–--------–-----–ის ქუჩაზე. მიუახლოვდნენ მანქანას, მძღოლს წარუდგინეს თავი და მოითხოვეს საბუთების გადაცემა. მძღოლმა მიაწოდა საბუთები, რომელიც აღმოჩნდა ვ--–--------------ა, ხოლო მგზავრს საბუთები არ მიუწოდებია, თუმცა განუმარტა, რომ იყო ო-------------ა. რაციით გადასცეს, რომ შეაჩერეს გადაცემული მანქანა, რის შემდეგ დაელოდნენ გ-–----ის პირველი განყოფილების თანამშრომლების მისვლას, ხოლო მათი მისვლის შემდეგ დატოვეს ტერიტორია.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ლ--------------ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------–-----–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს თანამშრომელმა თ------------–-ძემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ო-------------ას მიერ ჩადენილი იქნა ყაჩაღობის ორი ეპიზოდი, რომელიც წითელი ფერის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ტაქსით გადაადგილდებოდა დასავლეთის მიმართულებით და უნდა გადასულიყო საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. მონაცემთა ბაზაში გადაამოწმეს ო-------------ას საიდენტიფიკაციო მონაცემები და ო-------------ას დაკავების მიზნით გაემართნენ დასავლეთის მიმართულებით. გზაში ყოფნისას დაუკავშირდა უფროსი, რომელმაც აცნობა, რომ ხ-–----ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა წითელი ფერის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანა, რომელშიც იჯდა ო-------------ა, მისულიყვნენ და დაეკავებინათ. ვინაიდან უკვე გზაში იყვნენ, დაახლოებით 10-15 წუთში ჩავიდნენ ხ-–----ში, რა დროსაც დაინახეს, რომ ო-------------ა იჯდა მანქანაში მძღოლის გვერდით მარჯვენა მხარეს, ხოლო მძღოლი იჯდა საჭესთან. მიუახლოვდნენ მანქანას, წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ო-------------ას გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის წარმოების შესახებ, რის შემდეგ ო-------------ას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ხელის იდაყვიდან ამოღებული იქნა თეთრტარიანი საჭრელი დანა, ხოლო შარვლის ჯიბეებიდან 800 ლარზე მეტი ფულადი თანხა. ამოღებული ფულადი თანხა და დანა დაილუქა ცალ-ცალკე კანონმდებლობით დადგენილი წესით. მის მიერ შედგენილი იქნა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდგომ ო-------------ა დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს ხ-–----ის პოლიციის განყოფილებაში, სადაც უფროსს დაადასტურებინეს დაკავების ოქმი. დაკავების ოქმის ასლი გადასცეს ო-------------ას, რომელმაც ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დ------–--------ემ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს გამთენიისას გ-–-----------–---ევის პოლიციიდან შევიდა შეტყობინება, რომ მოხდა ყაჩაღობის ფაქტი და საჭირო იყო ნიმუშების აღება. მეწყვილესთან - გ----------------თან ერთად გამოცხადდა ქ.თბილისში, ქ------ ქუჩაზე, სადაც დახვდა პოლიციის თანამშრომლები, მაღაზიის კონსულტანტი და კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლები. დაელოდნენ კინოლოგების მუშაობის დასრულებას, რის შემდეგ მოახდინეს შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება, ხოლო შესასვლელი კარებიდან და დახლიდან სტერილურ ჩხირზე აღებული იქნა ანაწმენდები და დაქტილოფირები. ამოღებული ნიმუშები დალუქეს, გაკეთდა ხელმოწერები და გადაეცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ--------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტს გამოძახებული იქნა გ-–-----------–---ევის პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ სუნის ნიმუშის აღების მიზნით. გამოძახების საფუძველზე მივიდა ქ.თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ბრალდებულ ო-------------ას აუღო სუნის კვალის ნიმუში, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში გადასცა გამომძიებელს. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მაისს მეწყვილესთან - ვ----–---–----ესთან ერთად ბრალდებულ ო-------------ას დროებითი მოთავსების იზოლატორში აუღო ნერწყვის ნიმუში.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ვ----–---–----ემ და დამატებით განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რომელსაც გაეცნენ და მოაწერეს ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან -ლ------------–---–თან ერთად გამოცხადდა ხ------–---–ის ქუჩაზე მეტრო „ა-------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე დახვდა გამომძიებელი, ხოლო შემთხვევის ადგილი დაცული იყო ლენტით. აიღეს ორი სუნის კვალის ნიმუში, მათ შორის ერთი სალაროს წინიდან, ხოლო მეორე დახლებს შორის იატაკის ზედაპირიდან, რომელიც დალუქა და გადაეცა გამომძიებელს. შემდეგ გაუშვა სამძებრო ძაღლი, რომელიც გაჩერდა ხ------–---–ისა და ვ----ას ქუჩების კვეთაზე. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა ლ------------–---–მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ-------–---ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ გამოკითხული იქნა ვ--–--------------ა და ზ---------------ე, რომლებიც გაეცნენ ოქმს და დაადასტურეს ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ-–-----------–---ევის პირველი განყოფილებიდან შევიდა შეტყობინება, გ-–---------- მ/რ-ში 5--- კორპუსთან მდებარე „ე------- მ--------ს“ დაყაჩაღების ფაქტზე. გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გამომძიებელი, დაზარალებული და კინოლოგიის სამსახურის თანამშრომლები, რომელთა მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დამუშავება, რის შემდეგ მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ნიმუშების აღება და ფოტოგადაღება. მის მიერ ნიმუშები აღებული იქნა შესასვლელი კარის შიდა და გარე ზედაპირიდან და კონსერვის ქილიდან, ასევე ამოღებული იქნა სალაროს მაგიდაზე მოთავსებული პლასტმასის ყუთი. გაეცნო დათვალიერების ოქმს, რომელიც დაადასტურა ხელისმოწერით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–-----------–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------------------–ოში ექპერტის პოზიციაზე. 2018 წლის 11 მაისს გ-–-----------–---ევის პირველი განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოძახების საფუძველზე, მეწყვილესთან გ------------ესთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე ქ. თბილისი, გ-–---------- მ/რ 5--- კორპუსის მიმდებარედ, სადაც დახვდა გამომძიებელი და მაღაზიაში მომუშავე პერსონალი. მაღაზიაში პირველად შევიდნენ კინოლოგიის სამსახურის ექსპერტები, ხოლო შემდეგ თვითონ. მათ მიერ დამუშავებული იქნა შემთხვევის ადგილი და ამოღებული იქნა ანაწმენდები. დათვალიერების და ნიმუშების აღებისას მაღაზიაში მათ გარდა არავინ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----–-–----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს 05:00 საათზე გამოძახებული იქნა გ-–-----------–---ევის განყოფილების თანამშრომლების მიერ. გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა გ-–---------- მიკრორაიონში სუპერმ------- „ქ---–------–ი“, სადაც სალაროს მაგიდის წინა მხარეს მეტლახის ზედაპირიდან აიღო ერთი სუნის კვალის ნიმუში, რომელიც დალუქა შესაბამისი წესით და გადასცა გამომძიებელს. სუნის ნიმუშის აღების შემდეგ გაუშვა სამძებრო ძაღლი, რომელიც გამოვიდა მაღაზიიდან, წავიდა მარცხენა მხარეს და დაახლოებით 30 მეტრში ქ------ ქუჩაზე შუქნიშანთან გაჩერდა. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ-------------–-ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა გ-–-----------–---ევის პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 მაისს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ექსპერტ-კრიმინალისტების და კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გამოკითხა დაზარალებული, რომლის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული იქნა ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო ბრალდებული ო-------------ა. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ აღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, ხოლო ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დამუშავებული იქნა შემთხვევის ადგილი, კერძოდ: მოლარე-კონსულტანტის სამუშაო ადგილი. მის მიერ შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელზეც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–--–---------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 11 მაისს განყოფილებაში შევიდა შეტყობინება გ-–---------- მიკრორაიონში ხ------–---–ის ქუჩა N5--- კორპუსის მიმდებარედ მაღაზია „ე-------ის“ ყაჩაღობის ფაქტზე. მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით. მის მიერ გამოძახებული იქნა ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგიის სამსახურის ექსპერტები და მივიდა შემთხვევის ადგილზე. მაღაზიის კონსულტანტის მ---------------ის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ამოღებული იქნა ხელის კვლები, ანაწმენდები, სუნის ნიმუში და პლასტმასის სადგამი. ექსპერტების მიერ ამოღებული ნიმუშები და ნივთი დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მის მიერ შედგენილი იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაკითხული იქნა დაზარალებული - მ---------------ე და მოწმეები. ბრალდებულის დაკავების შემდგომ ექსპერტების მიერ აღებული იქნა სუნის და ნერწყვის ნიმუშები, რომლებზე დაყრდნობითაც დანიშნული იქნა დ------–------------ი, ო---------–--------ი და გენეტიკური ექსპერტიზა. მაღაზია „ე-------იდან“ და „ქ---–------იდან“ გამოთხოვილი იქნა ვიდეო კამერის ჩანაწერები. ჩანაწერების გამოთხოვის შემდეგ, მოპოვებული იქნა ო-------------ას ფოტოსურათები, რომლის საფუძველზე დანიშნული იქნა ჰ-----------------ი ექსპერტიზა. ო-------------ას ადვოკატის თანდასწრებით გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გაუცვალა მტკიცებულებები.
ჰ-----------------ი ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ-------------------ემ და განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ წარდგენილი დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ექსპერტიზა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ფოტონიმუშებზე არსებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: „DVR_chi_main_20180511034000_20180511035000.avi“, „DVR_ch4_ma in_20180511034000_20180511035000.avi“,„DVR_ch8_main_20180511034000_20180511035000. Av I“, „Camera4_express_express_20180511030000_2018D51103295962185936.mp4“, „Camera4_express_express_20180511030000_20180511032959_62185936.mp4“, „Camera6 _express_e xpress_20180511030000_20180511032959_62339748.mp4“, „Camera8_express express_20180511030835_20180511032959_62486511.mp4“, არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „DVR_chi4_main_20180511034000_20180511035000.avi, DVR_ch8_main_2018051103400 0_2018 0511035000.avi“, „Camera4_express_expres s_2018 0511030000_20180511032959_62185936.mp4 Camera5_express_express_20180511030000_20180511032959_62272803.mp4“, „Camera6_ex pre SS_express_20180511030000_20180511032959_62339748.mp4“, „Camera8_express_express_20180 511030835_20180511032959_62486531.mp4 ამოღებული ფოტოსურათები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და გამოკვლევაზე წარდგენილ ო-------------ას ფოტოსურათებზე, დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების ჩაცმულობის გამოსახულება (კერძოდ: ქურთუკი და შარვალი) და გამოკვლევაზე წარდგენილ ფუთაში მოთავსებული ჩასაცმელი (ქურთუკი და შარვალი) სავარაუდოდ ერთიდაიგივეა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დასკვნაში მითითებული პირობითად ვარგისია ნიშნავს შემდეგს: ვიდეოგრამების გამოსახულებაზე კამერის ჩანაწერი არ იყო იმ ხარისხის, რომ ინდივიდუალური ნიშნები გამოკვეთილიყო, თან აღნიშნულ პიროვნებას ეხურა ე.წ. „კაპიშონი“ და არ უჩანდა მთლიანი სახე. სავარაუდოდ ერთი და იგივე პირი ნიშნავს, რომ ალბათობის უფრო მეტი ხარისხით ჩანაწერზე დაფიქსირებულია ბრალდებული - ო-------------ა.
ო---------–--------ი ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-----------------ემ და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა კვლევა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ 2018 წლის 11 მაისს, ქ.თბილისში, გ-–---------- მიკრო რაიონში, ხ------–---–ის ქუჩა N-- კორპუსის მიმდებარედ „ე------- მ-------ში“ და გ-–---------- მიკრო რაიონში, ვ-----------------ის ქუჩების კვეთაზე არსებული მ------- „ქ---–------–ი“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილებიდან, კერძოდ: „ე------- მ-------ში“ შესასვლელიდან ხელმარცხნივ არსებული სალაროს დახლის წინ მეტალის იატაკის ზედაპირიდან, ამავე მ-------ში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდგარი დახლის ბოლოში მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და მ-------- „ქ---–------–ი“ პირველი სალაროს მაგიდის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ო------------------------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
დ------–------------ი ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მზ----------–---–მა და განმარტა, რომ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---ევის სამმართველოს I განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-–--–---------ას მიერ წარდგენილი დადგენილების და შეკითხვების საფუძველზე ჩაატარა ექსპერტიზა, რის საფუძველზე დადგინდა, რომ გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები N1, N2, N3, N4, N5, N6 და N7 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარმოდგენილი ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე ზომებით: 37X55მმ, 35X44მმ, 34X52მმ, 37X47მმ, 34X44მმ, 39X48მმ, 39X53მმ, 30X39მმ, 29X37მმ, 33X48მმ, 32X33მმ და 24X26მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. კვალი N3 ამოღებული მ-------ში არსებული მინის ქილიდან წარწერით „yakamoz“ იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ო------------------------ს (დაბ. 2--------- წ) მარჯვენა ხელის ნეკა თითის ანაბეჭდისა. კვალი N4 ამოღებული მ-------ში არსებული მინის ქილიდან წარწერით „yakamoz“ იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ო------------------------ს (დაბ: 2--------- წ) მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა. კვლების N1, N2, N5, N6 და N7 იდენტური კვლები და ანაბეჭდები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
ტ-------–--------ი ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------ემ და განმარტა, რომ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---ევის სამმართველოს I განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-–--–---------ას მიერ წარდგენილი დადგენილების და შეკითხვების საფუძველზე ჩაატარა ექსპერტიზა, რის საფუძველზე დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული დანა წარმოადგენს ცივ იარაღს. მასზე გადაკეთებისთვის დამახასიათებელი რაიმე კვლები გამოვლენილი არ ყოფილა და აღნიშნული ტიპის დანებს კონსტრუქციულად არ გააჩნიათ ფიქსირებული მოწყობილობა.
2018 წლის 1-------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ ლ-–--–---------ას მიერ დათვალიერებული იქნა ქ. თბილისი, გ-–---------- მიკრორაიონი, კორპუსი N---ის მიმდებარედ ხ------–---–ის ქუჩაზე მდებარე „ე------- მ--------“, რა დროსაც ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, ხელის კვლები 10 ცალ დაქტილოფირზე, ანაწმენდები ორ ნიმუშად 4 ცალ ჩხირზე და პლასტმასის სადგამი.
2018 წლის 1-------ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ო-------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ქურთუკის მარჯვენა სახელურის იდაყვიდან ამოღებული იქნა თეთრტარიანი ერთ პირზე ხერხისებრი ლესილის მქონე დანა, ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა სამი ცალი ასლარიანი კუპიურა, ნომრებით: AA1-----51, AA0------9, AA1------8, ხუთი ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა ნომრებით: AA2------5, AA1------7, F3-----93, F2------3, F3-------, სამი ცალი ოცლარიანი კუპიურა ნომრებით: AA1-------, AA2------1, AA2------0, ოთხი ცალი ათლარიანი კუპიურა ნომრებით: DG1-----2, DA6------, DC6-----9, DG1------, ოცდასამი ცალი ხუთლარიანი კუპიურა ნომრებით: CC3-----2, CG8-----1, CE7-----4, GE4------, CG1-----3, CC6-----0, CE6-----0, CF7------, CF8-----3, AA0------5, AA4-------, AA3-------, AA2------3, AA3-------, AA1-------, AA3-------, AA2------0, AA4------1, AA2------4, AA2------9, AA2-------, AA2-------, AA1-------, შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ოცდათვრამეტი ცალი ოცთეთრიანი მონეტა, სამოცდაერთი ცალი ერთლარიანი მონეტა, ოცდაცხრამეტი ცალი ათთეთრიანი მონეტა, ცხრა ცალი ხუთ თეთრიანი მონეტა, ხუთი ცალი ორმოცდაათეთრიანი მონეტა, ერთი ცალი ორლარიანი მონეტა, საერთო ჯამში ფულადი თანხა 842 ლარი და 45 თეთრი.
2018 წლის 1-------ს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ო-------------ასგან ამოღებული იქნა ერთი ცალი ნაჭრის სპორტული ზედატანი, კომბინირებული შავ-თეთრ ფერებში, რომელსაც აქვს ე.წ. „კაპიშონი“, რომელსაც შუა მხარეს აქვს ეტიკეტი, რომელზეც ლათინური ასოებით არის წარწერა „OWEILL“, ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც ეტიკეტზე აქვს წარწერა ლათინური ასოებით „PROFESSIONAL“.
2018 წლის 1-------ს პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა მ---------------ემ განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან მან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველ ადგილას მდგომი მამაკაცი - ო-------------ა. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისი, გ-–---------- მ/რ კორპუსი N---ის მიმდებარედ ხ------–---–ის ქუჩაზე არსებულ მ------- „ე-------ში“, როდესაც ამ უკანასკნელმა დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის საშიში მუქარით მ--------ს სალაროდან გასტაცა ფულადი თანხა. მ---------------ემ ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალოზე მაღალი, გამხდარი აღნაგობის, მოგრძო პირისახის მოყვანილობით, სწორი წარბებით, მუქი ფერის თვალებით, ოდნავ დიდი ზომის ცხვირით, მუქი ფერის მოზრდილი წვერით და სახის ნაკვეთების საერთო მოყვანილობით. მ---------------ის განმარტებით დარწმუნებულია ბრალდებულის ამოცნობაში.
2018 წლის 1-------ს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შსს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ ჯ-------------–-ას მიერ დათვალიერებული იქნა ქ.თბილისი, გ-–---------- მიკრორაიონი ქ------------------------ების კვეთაზე არსებული მ-------- „ქ---–------ი“, რა დროსაც ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში ერთ ქილაში, ხელის კვლების ნიმუში 9 ცალ დაქტილოფირზე, ანაწმენდები 6 ცალ ნიმუშად, 12 ცალ სტერილურ ჩხირზე.
2018 წლის 1-------ს პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ხ------–---–---ემ განაცხადა, რომ მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან მან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე და მარცხნიდან პირველ ადგილას მდგომი მამაკაცი - ო-------------ა. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელიც ნახა 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისი, მაღაზია „ქ---–------–ი“, როდესაც ამ უკანასკნელმა დანის დემონსტრირებით გასტაცა ფულადი თანხა. ხ------–---–---ემ ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: საშუალოზე მაღალი, გამხდარი, მოგრძო პირისახით, მუქი თვალებით, სწორი წარბებით და ოდნავ მოგრძო პირისახით. ხ------–---–---ის განმარტებით, მას ჰქონდა ახლო კონტაქტი ო-------------ასთან და დარწმუნებულია ამოცნობაში.
2018 წლის 8-------- ო---------–--------ი ექსპერტიზის N4-------- დასკვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს, ქ.თბილისში, გ-–---------- მიკრო რაიონში, ხ------–---–ის ქუჩა N-- კორპუსის მიმდებარედ „ე------- მ-------ში“ და გ-–---------- მიკრო რაიონში, ვ-----------------ის ქუჩების კვეთაზე არსებული მ-------- „ქ---–------–ი“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილებიდან, კერძოდ: „ე------- მ-------ში“ შესასვლელიდან ხელმარცხნივ არსებული სალაროს დახლის წინ მეტალის იატაკის ზედაპირიდან, ამავე მ-------ში შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდგარი დახლის ბოლოში მეტლახის იატაკის ზედაპირიდან და მ------- „ქ---–-------–ი“ პირველი სალაროს მაგიდის წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ო------------------------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
2018 წლის 2-------- დ------–------------ი ექსპერტიზის N1------ დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები N1, N2, N3, N4, N5, N6 და N7 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე, ზომებით: 37X55მმ, 35X44მმ, 34X52მმ, 37X47მმ, 34X44მმ, 39X48მმ, 39X53მმ, 30X39მმ, 29X37მმ, 33X48მმ, 32X33მმ და 24X26მმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია. კვალი N3 ამოღებული მ-------ში არსებული მინის ქილიდან წარწერით „yakamoz“ იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ო------------------------ს (დაბ. 2--------- წ) მარჯვენა ხელის ნეკა თითის ანაბეჭდისა. კვალი N4 ამოღებული მ-------ში არსებული მინის ქილიდან წარწერით „yakamoz“ იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ო------------------------ს (დაბ: 2--------- წ) მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა. კვლების N1, N2, N5, N6 და N7 იდენტური კვლები და ანაბეჭდები მონაცემთა ბაზაში არ მოიპოვება.
2018 წლის 19 ივლისის ჰ-----------------ი ექსპერტიზის N5-------- დასკვნით დადგენილია, რომ ფოტონიმუშებზე არსებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: „DVR_chi_main_20180511034000_20180511035000.avi“, „DVR_ch4_main_20180511034000_20180511035000.avi“,„DVR_ch8_main_20180511034000_20180511035000. Av I“, „Camera4_express_express_20180511030000_2018D51103295962185936.mp4“,„Camera4_express_express_20180511030000_20180511032959_62185936.mp4“, „Camera6 _express_e xpress_20180511030000_20180511032959_62339748.mp4“, „Camera8_express express_20180511030835_20180511032959_62486511.mp4“, არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები; გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით: „DVR_chi4_main_20180511034000_20180511035000.avi, DVR_ch8_main_2018051103400 0_2018 0511035000.avi“, „Camera4_express_expres s_2018 0511030000_20180511032959_62185936.mp4Camera5_express_express_20180511030000_20180511032959_62272803.mp4“, „Camera6_ex pre SS_express_20180511030000_20180511032959_62339748.mp4“,„Camera8_express_express_20180 511030835_20180511032959_62486531.mp4 ამოღებული ფოტოსურათები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე, არსებულ ვიდეოგრამებზე და გამოკვლევაზე წარდგენილ ო-------------ას ფოტოსურათებზე, დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებული ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების ჩაცმულობის გამოსახულება (კერძოდ: ქურთუკი და შარვალი) და გამოკვლევაზე წარდგენილ ფუთაში მოთავსებული ჩასაცმელი (ქურთუკი და შარვალი) სავარაუდოდ ერთიდაიგივეა.
2018 წლის 8-------- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ შსს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ ლ-–--–---------ას მიერ ქ.თბილისში, გ-–---------- მიკრო რაიონში, ხ------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული შპს „ე------- მ--------დან“ ლ-----------ასგან გამოთხოვილი იქნა შიდა და გარე სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერი ოთხ ფაილად, 2018 წლის 1-------ს 03:20 საათიდან - 03:25 საათამდე დროის შუალედში.
2018 წლის 8-------- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დადგენილია, რომ შსს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ ლ-–--–---------ას მიერ ქ.თბილისში, გ-–---------- მიკრო რაიონში, ვ-----------------ის ქუჩების კვეთაზე არსებული მაღაზია „ქ---–-------იდან“ ხ------–---–---ისგან გამოთხოვილი იქნა შიდა და გარე სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერი სამ ფაილად, 2018 წლის 1-------ს 03:40 საათიდან - 03:45 საათამდე დროის შუალედში.
2018 წლის 2--------- ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გამომძიებელ ლ-–--–---------ას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა შპს „ე-------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი. კადრში ჩანს ქ. თბილისი, გ-–---------- მიკრორაიონი კორპუსი N---ის მიმდებარედ არსებული მაღაზია „ე------- მ--------ს“ შესასვლელი გარე პერიმეტრი, სადაც ჩანს, რომ მაღაზიაში ზის მაღაზიის თანამშრომელი ახალგაზრდა მამაკაცი. ჩანაწერში აღბეჭდილია თარიღი 11.05.2018. ჩანაწერი იწყება 2018 წლის 11 მაისს 03:20.04 საათზე, ჩანაწერის 06:20:27 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, გამხდარი აღნაგობის და საშუალო სიმაღლის, აქვს წვერი, რომელსაც აცვია კუბიკებიანი ზედატანი, რომლის ე.წ. „კაპიშონი“ ჩამოფარებული აქვს თავზე, აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი. ჩანაწერის 03:20:33 საათზე ის შედის მაღაზიაში, ჩანაწერის 03:20:50 საათზე კადრში ასევე ჩნდება მაღაზიის თანამშრომელი გოგონა. ჩანაწერის 03:21:33 საათზე კადრში ჩნდება ის მამაკაცი, რომელიც შედის მაღაზიაში 03:20:33 საათზე. ის მიდის სალაროს მიმართულებით, ჩანაწერის 03:22:17 საათზე ეს მამაკაცი, მარჯვენა მხარეს ქამრიდან იღებს დანის მაგვარ ნივთის და მიდის სალაროსთან ახლოს. მას ხელში უჭირავს დანისმაგვარი ნივთი, რომელსაც აქვს ვერცხლისფერი მჭრელი მხარე, ხოლო ტარი თეთრი ფერის. ჩანაწერის 03:23:14 საათზე მამაკაცი იღებს ქაღალდის კუპიურებს, იდებს შარვლის მარცხენა წინა ჯიბეში, ასევე იღებს გაურკვეველ ნივთებს და იდებს ჯინსის შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში. ჩანაწერის 08:23:35 საათზე მამაკაცი შარვლის მარცხენა წინა ჯიბეში იდებს დანის მაგვარ ნივთს, რომელსაც ჯიბიდან უჩანს თეთრი ფერის ტარი. ჩანაწერის 03:24:20 საათზე მამაკაცი გადის მაღაზიიდან, მიდის გასასვლელიდან მარჯვნივ და ქრება კადრიდან. მეორე ფაილის გახნისას კადრში ჩანს ქ.თბილისი, გ-–---------- მიკრორაიონი კორპუსი N---ის მიმდებარედ არსებული მაღაზია „ე------- მ--------ს“ სალარო მაგიდა. ჩანაწერის 03:20:21 საათზე კადრში ჩნდება მაღაზიის მოლარე გოგონა, რომელიც ჯდება სალარო მაგიდასთან, შემდეგ ისევ დგება მაგიდიდან. ჩანაწერის 03:21:45 საათზე მოლარე გოგონა ისევ ჯდება სალარო მაგიდასთან, ჩანაწერის 03:22:23 საათზე კადრში ჩნდება მარჯვენა ხელი, რომელსაც აცვია კუბიკებიანი ზედატანი, ხელში უჭირავს თეთრ ტარიანი დანა, რომელსაც აქვს ვერცხლისფერი მჭრელი პირი. ჩანაწერის 03:22:55 საათზე მოლარე გოგონა აღებს სალაროს უჯრას, საიდანაც იღებს ქაღალდის კუპიურებს და დებს მაგიდაზე მდგარ პლასტმასის სადგამზე. ჩანაწერის 03:23:11 საათზე, უცნობი მამაკაცი სადგამიდან იღებს კუპიურებს, ასევე მოლარე გოგონა სალაროდან იღებს რკინის მონეტებს, დებს პლასტმასის სადგამზე, საიდანაც აღნიშნული პირი იღებს თანხას. კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელიც აღბეჭდილია წინა ვიდეო ფაილში, მას ახურავს ე.წ „კაპიშონი“, რომელიც ორივე ხელით იღებს პლასტმასის სადგამიდან რკინის მონეტებს. ჩანაწერი მთავრდება 2018 წლის 11 მაისს 03:24:56 საათზე. მესამე ფაილის გახნისას კადრში ჩნდება ქ.თბილისი, გ-–---------- მიკრორაიონი კორპუსი N---ის მიმდებარედ არსებული მაღაზია „ე------- მ--------ს“ შესასვლელი გარე პერიმეტრი. ჩანაწერის 03:20:25 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელიც არის გამხდარი აღნაგობის, აცვია კუბიკებიანი ზედატანი, რომლის კაპიშონი აქვს წამოფარებული თავზე, ასევე აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი და აქვს წვერი, ასევე აცვია შავი ფერის ფეხსაცმელი. ჩანაწერის 03:20:33 საათზე მამაკაცი შედის მაღაზია „ე------- მ-------ში“. ჩანაწერის 48:22:17 საათზე მამაკაცი მარჯვენა მხრიდან ქამრიდან იღებს დანის მაგვარ ნივთის და მიდის სალაროსთან ახლოს, სადაც ზის მოლარე გოგონა, ის ესაუბრება მოლარე გოგონას. ჩანაწერის 03:23:13 საათზე მამაკაცი, სალარო მაგიდიდან იღებს ქაღალდის კუპიურებს და იდებს შარვლის მარცხენა წინა ჯიბეში, შემდეგ მამაკაცი დანის მაგვარ ნივთს იდებს შარვლის მარცხენა წინა ჯიბეში და ორივე ხელით იღებს ნივთებს სალარო მაგიდიდან. ჩანაწერის 03:24:20 საათზე მამაკაცი, რომელსაც დანის მუქარით სალაროდან მიაქვს თანხა, გადის მაღაზიიდან, მიდის მაღაზიაში გამოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს და ქრება კადრიდან. მეოთხე ფაილის გახსნისას კადრში ჩნდება ქ.თბილისი, გ-–---------- მიკრორაიონი კორპუსი N---ის მიმდებარედ არსებული მაღაზია „ე------- მ--------ს“ შიდა პერიმეტრი. ჩანაწერი იწყება 2018 წლის 11 მაისს 03:20:41 საათზე, კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია კუბიკემიანი ზედატანი, რომლის ე.წ. „კაპიშონი“ წამოფარებული აქვს თავზე, აცვია მუქი ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი, აღნიშნული მამაკაცი არის სწორედ ის, რომელიც აღბეჭდილია წინა ჩანაწერებში. იგი მიდის მაღაზიის სიღრმეში და დგება დახლთან. ჩანაწერის 03:21:05 საათზე მამაკაცი დახლიდან ხელში იღებს ქილას და ათვალიერებს, რომელსაც ისევ დებს უკან, ბრუნდება მაღაზიის გასასვლელისკენ და მიდის სალაროს მიმართულებით. კადრში ჩანს ასევე მაღაზიის თანამშრომელი მამაკაცი და მოლარე გოგონა, რომელიც შედის სალაროსთან.
2018 წლის 2--------- ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---ევის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გამომძიებელ ლ-–--–---------ას მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა შპს „დ-----ან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი. კადრში ჩანს ქ.თბილისი, გ-–---------- მიკრორაიონში ქ----------------ის ქუჩების კვეთაზე არსებული მაღაზია „ქ---–-------ის“ შიდა პერიმეტრი. ჩანაწერის 03:42:16 საათზე მაღაზიაში შედის მამაკაცი, რომელსაც აცვია კუბიკებიანი ზედატანი, რომლის ე.წ. „კაპიშონი“ აქვს წამოფარებული თავზე, აცვია მუქი ფერის შარვალი და შავი ფერის ჩასაცმელი, რომელიც მიდის სალაროსთან და იქ დგას აკეთებს ხელის მოძრაობებს მოლარის მიმართულებით. ჩანაწერში 03:44:31 საათზე ჩანს, რომ მამაკაცს ხელში უჭირავს ქაღალდის კუპიურები და გადის მაღაზიიდან. მეორე ვიდეოჩანაწერის ჩართვისას კადრში ჩნდება ქ.თბილისი, გ-–---------- მიკრორაიონში ქ----------------ეს ქუჩების კვეთაზე არსებული მაღაზია „ქ---–-------ის“ სალარო მაგიდა. ჩანაწერი იწყება 2018 წლის 11 მაისს 03:40:04 საათზე კადრში ჩანს, რომ სალარო მაგიდაზე სძინავს მოლარე გოგონას, ჩანაწერის 03:42:22 საათზე კადრში ჩნდება უცნობი პიროვნება, რომელსაც აცვია კუბიკებიანი ზედატანი, რომელიც მოდის სალაროსთან, რა დროსაც იღვიძებს მოლარე გოგონა. ჩანაწერის 03:43:30 საათზე გოგონა ატარებს სალაროში სიგარეტს, რომელსაც იღებს უცნობი მამაკაცი და იდებს შარვლის მარცხენა წინა ჯიბეში. ჩანაწერის 3:43:52 საათზე მამაკაცი იღებს სახელოდან თეთრტარიან დანას, რომელსაც აქვს ვერცხლისფერი მჭრელი პირი, რომელსაც იშვერს მოლარეს მიმართულებით, რა დროს შეშინებული მოლარე იხევს უკან. ჩანაწერის 03:44:08 საათზე მამაკაცი მარჯვენა ხელით, რომელშიც უჭირავს დანა, აღებს სალაროს უჯრას, გოგონა იღებს სალაროდან ქაღალდის კუპიურებს და აწვდის მამაკაცს, რომელსაც მისკენ მიმართული აქვს დანა. ჩანაწერის N03:44:31 საათზე ეს მამაკაცი ქრება კადრიდან. მესამე ფაილში ჩანს ქ.თბილისი, გ-–---------- მიკრორაიონში ქ----------------ეს ქუჩების კვეთაზე არსებული მაღაზია „ქ---–------ის“ გარე პერიმეტრი. ჩანაწერის 03:42:15 საათზე კადრში ჩნდება მამაკაცი, რომელსაც აცვია კუბუკეტიანი ზედატანი, რომლის ე.წ. „კაპიშონიც“ აქვს წამოფარებული თავზე, ის შედის მაღაზია „ქ---–------–ი“. ჩანაწერის 03:44:37 საათზე მამაკაცი, რომელიც ჩანაწერის 03:42:15 საათზე შედის მაღაზიაში, გამოდის მაღაზიიდან, მიდის მაღაზიის გასასვლელიდან მარცხნივ, რომელიც მარჯვენა ხელში მალავს საგანს, შემდეგ გარბის ქ------ ქუჩის მიმართულებით და ქრება ვიდეოკამერის თვალთახედვის არეალიდან.
2018 წლის 8--------ოს ბ----–--------ი (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტებში, წარწერებით: „...ანაწმენდები 6(ექვსი)ც. ნიმუშად, 12(თორმეტი) ც. სტერილურ ჩხირზე...“ და „...ანაწმენდი 2(ორ) ნიმუშად, 4(ოთხ) ც. ჩხირზე.., მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N2-6,8,9) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია: ობ. N2,3,6,8,9-ის (კონვერტები, წარწერებით: „...მაღაზიაში შესასვლელი კარის გარე ზედაპირიდან“, „...მაღაზიაში შესასვლელი კარის ჩარჩოს შიდა ზედაპირიდან“, „...მაღაზიაში ს/დახლზე არსებული პლასტმასის ხურდის დასაყრელიდან“, „მ-------ში შესასვლელი ორფრთიანი კარის მარცხენა ფრთაზე არსებული შიდა სახელურიდან“ და „...მ-------ში არსებული სალაროს მაგიდის ზედაპირიდან“) გენეტიკურ პროფილებში ო-------------ას (ობ. N12; პაკეტი, წარწერით: „...ბრალდებულ ო-------------------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში-1 (ერთ) ცალ ბ----–-------- ჩხირზე...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
ობ. N4,5-ის (კონვერტები, წარწერებით: „..მაღაზიაში შესასვლელი კარის შიდა ზედაპირიდან“ და „..მაღაზიაში ს/დახლის გარე კუთხიდან“) გენეტიკური პროფილები და პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთ) ც. პლასტმასის სადგამი, ამოღებული მ-------ში არსებული სალაროს უჯრის ზედაპირიდან.“, მოთავსებულ პოლიმერული მასალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N11) შერეული გენეტიკური პროფილი, ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები 6(ექვსი) ც. ნიმუშად. 12(თორმეტი) ც. სტერელურ ჩხირზე...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N1; კონვერტი, წარწერით: „...მაღაზიაში შესასვლელი კარის ჩარჩოს გარე ზედაპირიდან“) და პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდი 1(ერთ) ნიმუშად, 2(ორ) ც. ჩხირზე...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N7; კონვერტი, წარწერით: „...მ-------ში შესასვლელი ორფრთიანი კარის მარცხენა ფრთაზე არსებული გარე სახელურიდან“), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: „..ერთი დანა..“, მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის (ობ. N10) გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც მინორული წილი ო-------------ას (ობ. N12) გენეტიკური პროფილის იდენტურია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
დაზარალებულის: ხ------–---–---ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მუშაობდა მაღაზია „ქ---–------–ი“ მოლარის პოზიციაზე. ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც ბრალდებულმა ო-------------ამ დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა. ის გარემოება, რომ ყაჩაღობის ჩამდენი პირი იყო სწორედ ო--------ა, დადასტურებულია ასევე საქმეზე ჩატარებული ამოცნობის ოქმით.
მოწმე: ს-----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს მაღაზია „ქ---–-------–ი“ კონსულტანტის პოზიციაზე. 2018 წლის 10 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც გაიგონა სალაროს მიჯახუნების ხმა, გაიხედა და დაინახა პიროვნება, რომლსაც ხელში ეჭირა დანა და ესაუბრებოდა მოლარეს ხ------–---–---ეს.
დაზარალებულის: მ---------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობდა მაღაზია „ე------- მ-------ში“. მაღაზიაში იმყოფებოდა ზ---------------ესთან ერთად, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ბრალდებული ო-------------ა, რომელმაც დანის გამოყენებით გასტაცა ფულადი თანხა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა ასევე მოწმე ზ---------------ის ჩვენებით, ხოლო ის გარემოება, რომ ყაჩაღობის ჩამდენი პირი იყო სწორედ ო--------ა, დადასტურებულია ასევე საქმეზე ჩატარებული ამოცნობის ოქმით.
მოწმე: ვ--–--------------ას ჩვენებით დადგინდა, რომ საკუთრებაში ჰყავს წითელი ფერის „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა. 2018 წლის 11 მაისს გააჩერა ბრალდებულმა ო-------------ამ და სთხოვა დიდუბეში წაყვანა, ხოლო დიდუბეში მისვლის შემდეგ სთხოვა წაყვანა სამტრედიის მიმართულებით. ხ-–----ში შესვლის შემდეგ გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ო-------------ას ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და დააკავეს ბრალდებულის სახით.
მოწმეების: ზ--------–-----–---–-ს და ლ--------------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მიიღეს ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი გადაადგილდებოდა წითელი ფერის „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომანქანით, სახ. N6--, რომელიც შეაჩერეს ხ-–----ში. დაელოდნენ პოლიციის თანამშრომლების მისვლას, რომლებსაც გადააბარეს მათ მიერ შეჩერებული პირები.
მოწმეების: გ--------–-----–-ას და დ------–--------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ მიდიოდნენ დასავლეთის მიმართულებით ო-------------ას დაკავების მიზნით. მათ დაუკავშირდა ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ხ-–----ში შეჩერებული ჰყავდათ ბრალდებული და მისულიყვნენ ადგილზე. ადგილზე მისვლისას ბრალდებულს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი დანა და დაზარალებულების კუთვნილი ფულადი თანხა, რის გამოც ო-------------ა დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
მოწმე: ლ------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მის მიერ ქ.თბილისში, გ-–---------- მ/რ-დან N5--- კორპუსის მიმდებარედ შპს „ე-------ის“ კუთვნილი მაღაზიიდან აღებული იქნა სუნის ნიმუში, ხოლო მოწმე ა-----–-–----–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ ქ.თბილისში გ-–---------- მ/რ-ში ქ------------------------ის კვეთაზე მდებარე მაღაზიიდან მის მიერ ამოღებული იქნა სუნის ნიმუში. აღნიშნულ ნიმუშებზე დაყრდნობით ჩატარებული ო---------–--------ი ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის გ-----------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ო-------------ას სუნის ნიმუშის.
საქმეზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით დადგინდა ბრალდებულ ო-------------ას სუპერმ-------ებში ყოფნის ფაქტი. აღნიშნულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ჩატარებული ჰ-----------------ი ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ვ-------------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებული პირი არის სავარაუდოდ ო-------------ა. ამავდროულად, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ ორივე ყაჩაღობის ფაქტი განხორციელდა ერთი და იგივე დღეს, დროის უმოკლეს პერიოდში ერთი და იგივე ტანისამოსში გამოწყობილი პიროვნების მიერ. დაზარალებულმა მ---------------ემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ყაჩაღობის ჩამდენი პირი იყო ო-------------ა, დაზარალებულმა ხ------–---–---ემ აღნიშნა, რომ დროის დიდი მონაკვეთის გასვლის გამო მას არ შეუძლია დღეის მდგომარეობით ბრალდებულის ამოცნობა, თუმცა მანვე დაადასტურა, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს ბრალდებულის ამოცნობის პროცესში მის მიმართ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, იძულებას ან რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია და მან გამოძიების ეტაპზე ამოიცნო ბრალდებული ო-------------ა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ო-------------ასგან ამოღებული იქნა სწორედ ის ტანსაცმელი, რაც ორივე ეპიზოდში ყაჩაღური თავდასხმისას ტანთ ეცვა თავდამსხმელს და ასახულია გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებში.
დ------–------------ი ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის მზ----------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები იდენტურია ო-------------ას ხელის კვლებისა.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ხ------–---–---ის ჩვენებით სწორედ ბრალდებულმა ო-------------ამ 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისში, გ-–---------- მ/რ-ში მდებარე მაღაზია „ქ---–------–ი“დანის გამოყენებით მოსთხოვა თანხის გადაცემა. დაზარალებულის - მ---------------ის ჩვენებით სწორედ ბრალდებულმა ო-------------ამ 2018 წლის 11 მაისს ქ.თბილისში, გ-–---------- მ/რ-ში მდებარე მაღაზია „ე------- მ-------ში“ დანის გამოყენებით მოსთხოვა თანხის გადაცემა. დაზარალებულების ჩვენებებში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა მოწმეების: ს-----------------ის, ზ----------------ის ჩვენებებით, ასევე მათ მიერ ყაჩაღობის ჩამდენი პირის ამოცნობის ოქმებით. საქმის მასალებით, კერძოდ: ო---------–--------ი ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ო-------------ასგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დ------–------------ი ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული ხელის კვალის ნიმუშები იდენტურია ო-------------ასგან აღებული ხელის კვალის ნიმუშის. ჰაბოტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებზე სავარაუდოდ დაფიქსირებულია ო-------------ა. ბ----–--------ი ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ დანაზე დაფიქსირდა ო-------------ას გენეტიკური პროფილი. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქმეზე შეკრებილი უტყუარი, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებებით (დაზარალებულების მამხილებელი ჩვენებით, მოწმეთა ჩვენებით, ამოცნობისა და ამოღების ოქმით, ექსპერტიზის დაკვნებით და ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ო-------------ა ყაჩაღურად თავს დაესხა მაღაზია „ე------- მ--------ს“ და ქ---–------ის“ მოლარეებს, ცივი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებით - სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა მათ ფულადი თანხები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ჰ-----------------ი ექსპერტიზის დასკვნა, რადგან აღნიშნული დასკვნა არ არის კატეგორიული. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ მართალია დასკვნა არ არის კატეგორიული, თუმცა ალბათობის უფრო მეტი ხარისხით ფირზე დაფიქსირებულია სწორედ ბრალდებული ო-------------ა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ო-------------ა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული გ-–-----------–---ევის თანამშრომლების მისვლამდე, ვინაიდან შეუძლებელია 15 წუთში თბილისიდან ხ-–----ში თანამშრომლების ჩასვლა. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე დაკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა: ზ-------–-----–---–მა და ლ--------------ემ კატეგორიულად გამორიცხეს მათ მიერ ბრალდებულის დაკავების ფაქტი და განმარტეს, რომ მათ მხოლოდ შეაჩერეს ავტომანქანა და დაელოდნენ თბილისიდან პოლიციის თანამშრომლების მისვლას, რომელთა მისვლის შემდეგ დატოვეს ტერიტორია. რაც შეეხება 15 წუთში თბილისიდან ხ-–----ში ჩასვლას, აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხულმა გ--------–-----–-ამ და დ------–--------ემ განმარტეს, რომ ისინი იყვნენ გზაში და მიემართებოდნენ დასავლეთის მიმართულებით. მგზავრობისას მათ დაუკავშირდა ხელმძღვანელი, რომელმაც დაავალა, რომ მისულიყვნენ და დაეკავებინათ ბრალდებული. ვინაიდან შემთხვევის ადგილთან იყვნენ ახლოს, ადგილზე მივიდნენ დაახლოებით 15 წუთში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტაცია საფუძველს მოკლებულია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დანის წარმომავლობა საეჭვოა და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ თეთრტარიანი დანის ქონის ფაქტი დადასტურდა დაზარალებულების ჩვენებით და ვიდეო კამერის ჩანაწერებით, ხოლო ბრალდებულის დანასთან შემხებლობა დადასტურდა ტაქსის მძღოლის ვ--–--------------ას ჩვენებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ასევე გამოძიების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დანაზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგინდა, რომ დანაზე დაფიქსირდა ბრალდებულ ო-------------ას ბ----–--------ი მასალა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულების მიერ მითითებული თანხა წინააღმდეგობაშია ბრალდებულისგან ამოღებულ თანხასთან. სასამართლო განმარტავს, რომ მოწმე ვ--–--------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალდებულმა მას ჩაუსხა 50 ლარის საწვავი და გზად შეიარა მაღაზიაში, სადაც შეიძინა სიგარეტები და სასმელი.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ-–----ში შესვლის შემდგომ გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც გადმოიყვანეს მანქანიდან, სახით დააგდეს ძირს და დაადეს ბორკილები. თბილისიდან თანამშრომლები ჩავიდნენ ერთი საათის დაგვიანებით და მანამდე იჯდა მანქანაში. პოლიეთილენის პაკეტში ჰქონდათ ფული, რომელიც დაუმატეს მისგან ამოღებულ ფულს. სასამართლო განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, რომელთა მიერ მოხდა ტაქსის შეჩერება, კატეგორიულად გამორიცხეს მათ მიერ ბრალდებულის დაკავების ფაქტი ან/და რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა. რაც შეეხება თანხის დამატებას, აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, პირიქით, საქმეზე გამოკვლეული ვიდეო კამერების ჩანაწერებით და დაზარალებულების დაკითხვით დადგენილია ბრალდებულის მიერ ფულადი თანხის ყაჩაღურად დაუფლების ფაქტი. შესაბამისად, ბრალდებულის აღნიშნული მოსაზრება საფუძველს მოკლებულია და მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ო-------------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულ ო-------------ას მიერ ჩადენილი იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ადგენს, რომ 2018 წლის 11 მაისს, ბრალდებულ ო-------------ა თავს დაესცა ხ------–---–---ესა და მ---------------ეს და დანის გამოყენების მუქარით მოსთხოვა მათ თანხის გადაცემა. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დასჯადია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრებას, ისე მის ჯანმრთელობას. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში, სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა.
დანაშაულის საშიშროებიდან გამომდინარე, ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია და იგი დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გათვითცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ო-------------ას მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ო-------------ას მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ო-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ო-------------ა წარდგენილ ბრალდებაში არ სცნობს თავს დამნაშავედ, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ამ დანაშაულის ჩადენამდე ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის, კერძოდ: მ–-----------------–ი სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განაჩენით ო-------------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2012 წლის 7 დეკემბრიდან, ხოლო 2017 წლის 6 დეკემბერს სასჯელის მოხდის შემდეგ განთავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ო-------------ა იყო ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და იხდიდა სასჯელს, არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, ო-------------ას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მიიჩნევს, რომ ო-------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალსიწინებით.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- მაღაზია „ქ---–------იდან“ გამოთხოვილი, 2018 წლის 1-------ს ყაჩაღობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- მაღაზია „ე-------მ--------დან“ გამოთხოვილი, 2018 წლის 1-------ს ყაჩაღობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის (მაღაზია „ე------- მ--------“) დათვალიერების ერთი ცალი, კომპიუტერული დისკი და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი დალუქულ მდგომარეობაში 1 პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის (მაღაზია „ქ---–------ი“) დათვალიერების ერთი ცალი კომპიუტერული დისკი და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი დალუქულ მდგომარეობაში 1 პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას ამოღებული და ო-------------ასგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები 4 ქილად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- 2018 წლის 12 მაისს ო-------------ასგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- 2018 წლის 11 მაისს ო-------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- 2018 წლის 11 მაისს ო-------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 842 ლარისა და 45 თეთრის ოდენობით დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული ხელის კვლები გადატანილი 19 ცალ დაქტილოფირზე, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---ევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 18 ცალ ჩხირზე, 9 ნიმუშად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი პლასტმასის სადგამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ო-------------ასგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---ევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (მაღაზია „ე------- მ--------ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 1(ერთი) თვის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „დ----“ კუთვნილი მაღაზია „ქ---–------ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (მაღაზია „ე------- მ--------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „დ----“ კუთვნილი მაღაზია „ქ---–------ის“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო-------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლისა და 1(ერთი) თვის ვადით.
5. ო-------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 1-------დან.
6. ო-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს;
7. ნივთიერი მტკიცებულებები:
- მაღაზია „ქ---–------იდან“ გამოთხოვილი, 2018 წლის 1-------ს ყაჩაღობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- მაღაზია „ე-------მ--------დან“ გამოთხოვილი, 2018 წლის 1-------ს ყაჩაღობის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ერთი ცალი კომპიუტერული დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის (მაღაზია „ე------- მ--------“) დათვალიერების ერთი ცალი, კომპიუტერული დისკი და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი დალუქულ მდგომარეობაში 1 პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილის (მაღაზია „ქ---–------ი“) დათვალიერების ერთი ცალი კომპიუტერული დისკი და ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ერთი ცალი კომპიუტერული დისკი დალუქულ მდგომარეობაში 1 პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
- შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას ამოღებული და ო-------------ასგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები 4 ქილად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- 2018 წლის 12 მაისს ო-------------ასგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- 2018 წლის 11 მაისს ო-------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- 2018 წლის 11 მაისს ო-------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული თანხა 842 ლარისა და 45 თეთრის ოდენობით დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს გ-–-----------–---ევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- შემთხვევის ადგილებიდან ამოღებული ხელის კვლები გადატანილი 19 ცალ დაქტილოფირზე, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---ევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები 18 ცალ ჩხირზე, 9 ნიმუშად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი პლასტმასის სადგამი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
- ო-------------ასგან ამოღებული ტანსაცმელი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–---ევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი