განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
010100119002803980
დავის ტიპი
120
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010100119002803980

საქმე N1- 25/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

14 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - ნათია ზოიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - ა----–----–---------

 

ბრალდებული: ხ---------------

მამის სახელი: ა-------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადებული: 0-.0--1-----–--–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

რეგისტრაციის მისამართი: ქ-------------------–---–-----------------------

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი

 

[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხ---------------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათის შემდგომ, ქ. ბათუმში, თამარ მეფის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას ხ---------------მ დანის გამოყენებით, განზრახ გულმკერდის მარცხენა ნახევარზე შუა აქსილარულ ხაზზე დაახლოებით მე-8 ნეკნის დონეზე და მარჯვენა მტევნის ლატერალურ ზედაპირზე ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა თევდორე სალაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მიყენებული ჭრილობები განისაზღვრა, როგორც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ხანმოკლე მოშლით.

 

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ხ---------------მ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

ხ---------------- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, მოწმეების: თ-------------–-----------–------------–--------------------–------------–------------------------------------ გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მადლენა ფერსელიძის თანხმობის ხელწერილი, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, თ-------------–---- თანხმობის ხელწერილი და თ-------------–-------- სისხლის ნიმუშის აღების ოქმი, მომართვის წერილი აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტიდან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ--------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე (საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 29 დეკემბერს მოქმედი რედაქცია).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში, ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

ხ---------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), ბრალდებულის პიროვნებას (არ არის ნასამართლევი) და თვლის, რომ ხ---------------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი (საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 29 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ხ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 29 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ხ---------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. ნივთმტკიცება - დათვალიერებისას ამოღებული დაზარალებულ თ-------------–---- ტანსაცმელი, - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

თ-------------–-------- ამოღებული სისხლის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მოწითალო ლაქები, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

4. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს ხ---------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი