გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210019002805995
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე #2/507-2019 14 თებერვალი 2019 წელი

ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი სხდომის მდივანი მარი კირვალიძე მოსარჩელეები წარმომადგენელი ს-----ი ვ-–--------ი პ---–ო ვ-–--------ი ა-–----------------–--ე მოპასუხე წარმომადგენელი შ.პ.ს. ,,პ------–--------------ა“ მე-------------–- დავის საგანი საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელეები ს-----ი ვ-–--------ი და პ---–ო ვ-–--------ი ითხოვენ დაევალოს შ.პ.ს. „პ------–--------------ას“ გადასცეს მათ 2014 წლის 24 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდის შემდეგი დოკუმენტები: ბრუნვათა უწყისები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, წლიური და ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები, ამონაწერი საზოგადოების კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმები, ჩატარებული აუდიტის დასკვნები, ასევე სრული ინფორმაცია საზოგადოების მიმდინარე აქტივებისა და პასივების შესახებ. მოსარჩელეთა მითითებით ს-----ი ვ-–---------ი არის შ.პ.ს. ,,პ------–--------------ა“-ს კაპიტალის 25% წილის მესაკუთრე, პ---–ო ვ-–--------ი _ 25% წილის მესაკუთრე, ნ-----–------------ა _ 50% წილის მესაკუთრე. საზოგადოების დირექტორი არის ნ-----–------------ა მოსარჩელეებმა მიმართეს საზოგადოების დირექტორს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნით, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შ.პ.ს. ,,პ------–--------------ამ“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საზოგადოების დირექტორის უარი დოკუმენტაციის გაუცემლობაზე არის კანონიერი და მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეებმა დაარსეს ახალი კომპანია და მათთვის რაიმე ინფორმაციის მიწოდება ნიშნავს ინფორმაციის მიწოდებას კონკურენტი საწარმოსათვის. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 შ.პ.ს. ,,პ------–--------------ა” რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2014 წლის 24 ნოემბერს, საიდენტიფიკაციო კოდი 4------1-, საზოგადოების პარტნიორები არიან: ნ-----–------------ა _50%, ს-----ი ვ-–--------ი _ 25%, პ---–ო ვ-–--------ი _ 25% (ს.ფ.1--19). 3.1.2. 2016 წლის 14 ივლისს შპს „პ------–--------------ა“-ს მიმართა 50% წილის მფლობელი პარტნიორების ს-----ი და პ---–ო ვ-–--------ების წარმომადგენელმა ა-–----------------–--ემ და მოითხოვა საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემა (ს.ფ. 27). შ.პ.ს. „პ------–--------------ას“ დირექტორმა ნ-----–------------ამ უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 28). 2016 წლის 29 ივლისს შ.პ.ს. „პ------–--------------ა“-ს განმეორებით მიმართა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა და მოითხოვა საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემა, მოთხოვნა კვლავ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 29).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-----ი ვ-–--------ის და პ---–ო ვ-–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი, 46-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს, შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიშში არსებითი შეცდომაა, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საწარმოს. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ამ კანონით, გაფართოება კი შესაძლებელია წესდებით. 6.2 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 46-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმები აღიარებს პარტნიორის უფლებას ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგებთან შემხებლობაშია და კონტროლისა და შემოწმების აღნიშნული უფლებები შეიძლება მხოლოდ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით შეიზღუდოს. დოკუმენტაციის გაცნობის უფლება მოიცავს ასევე ამ დოკუმენტაციის ასლების გადაცემის მოთხოვნის უფლებასაც. შ.პ.ს. ,,პ------–--------------ას“ წესდების 5.1. მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორს შეუძლია პირადად გაეცნოს საზოგადოების საქმეებს და ამ მიზნით მიიღოს საზოგადოების წიგნები და ჩანაწერები. 6.3 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მიუხედავად იმისა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ადგენს შეზღუდვას საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის პარტნიორზე გაცემასთან დაკავშირებით კომპანიისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაშიც და მოპასუხის მიერ მითითებული ამგვარი გარემოება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ვერც მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მისივე განმარტებით, დავა არ მიმდინარეობს მოსარჩელების მიმართ საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანთან ან პარტნიორების გარიცხვასთან დაკავშირებით. მოსარჩელეები _ ს-----ი ვ-–--------ი და პ---–ო ვ-–--------ი არიან შ.პ.ს. „პ------–--------------ა“-ს პარტნიორები და სრული უფლება აქვთ მიიღონ საზოგადოების ყველა პუბლიკაცია, წლიური ანგარიშის ასლი, ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და გაეცნონ საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს. ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა დაევალოს შ.პ.ს. „პ------–--------------ას“ გადასცეს ს-----ი ვ-–--------ის და პ---–ო ვ-–--------ის შემდეგი დოკუმენტები: საზოგადოების ბრუნვათა უწყისები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, წლიური და ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები, ამონაწერი საზოგადოების საბანკო ანგარიშებიდან, პარტნიორთა კრების ოქმები, აუდიტის დასკვნები და სრული ინფორმაცია საზოგადოების მიმდინარე აქტივებისა და პასივების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. „პ------–--------------ა“-ს ს-----ი ვ-–--------ის და პ---–ო ვ-–--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს-----ი ვ-–--------ის და პ---–ო ვ-–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. შ.პ.ს. „პ------–--------------ას“ (ს/კ 4------1-) დაევალოს გადასცეს ს-----ი ვ-–--------ის და პ---–ო ვ-–--------ის 2014 წლის 24 ნოემბრიდან 2019 წლის 16 იანვრამდე პერიოდის შემდეგი დოკუმენტები: შ.პ.ს. „პ------–--------------ა“-ს ბრუნვათა უწყისები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია, წლიური და ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები, ამონაწერი საზოგადოების საბანკო ანგარიშებიდან, პარტნიორთა კრების ოქმები, აუდიტის დასკვნები და სრული ინფორმაცია საზოგადოების მიმდინარე აქტივებისა და პასივების შესახებ.

3. შ.პ.ს. „პ------–--------------ა“-ს ს-----ი ვ-–--------ის და პ---–ო ვ-–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი