განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
340100119002864032
დავის ტიპი
126
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100119002864032

№1/22-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 მარტი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - მა----- ნო----ის

ადვოკატ - სი---- ოს--–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: მა----- ნო----ე

მამის სახელი: ნუ-------

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კა---------ი

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კა---------ი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ა“ (სამი ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია: მა----- ნო----ეს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---------ში მცხოვრები მა----- ნო----ე, 2016 წლიდან ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მა----- ნო----ე, 2019 წლის 16 იანვრამდე სისტემატიურად ახორციელდება ფსიქოლოგიურ ძალადობას არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, კერძოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სახლში მყოფ არასრულწლოვან შვილებს - ელ--- ნო----ეს, ნუ------ ნო----ეს და კუ------ ნო----ეს, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. მა----- ნო----ის მხრიდან მისი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულის ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი შვილის კუ------ ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრულწლოვან შვილს - ელ--- ნო----ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ელ--- ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის სექტემბრის თვის დაუდგენელ რიცხვში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი შვილების კუ------ ნო----ის და ელ--- ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრულწლოვან შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კა---------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი შვილების - კუ------ ნო----ის და ელ--- ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრუწლოვან შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

მა----- ნო----ე 2019 წლის 17 იანვარს 17:40 საათზე დააკავეს და 2019 წლის 16 და 18 იანვარს ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. მა----- ნო----ე, 2016 წლიდან 2019 წლის 16 იანვრამდე სისტემატიურად ახორციელდება ფსიქოლოგიურ ძალადობას არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, კერძოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სახლში მყოფ არასრულწლოვან შვილებს - ელ--- ნო----ეს, ნუ------ ნო----ეს და კუ------ ნო----ეს, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. მა----- ნო----ის მხრიდან მისი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულების ფსიქიკურ ტანჯვას.

 

2. 2018 წლის ზაფხულში, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი შვილის კუ------ ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრულწლოვან შვილს - ელ--- ნო----ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ელ--- ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2018 წლის სექტემბრის თვის დაუდგენელ რიცხვში, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი შვილების კუ------ ნო----ის და ელ--- ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრულწლოვან შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4. 2019 წლის 16 იანვარს, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი შვილების - კუ------ ნო----ის და ელ--- ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრუწლოვან შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის, ნუ------ ნო----ის, მოწმეების - ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ნო----ე, 2016 წლიდან 2019 წლის 16 იანვრამდე სისტემატიურად ახორციელდება ფსიქოლოგიურ ძალადობას არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, კერძოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სახლში მყოფ შვილებს - ელ--- ნო----ეს, ნუ------ ნო----ეს და კუ------ ნო----ეს, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას. მა----- ნო----ის მხრიდან მისი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამცირებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რაც იწვევდა დაზარალებულების ფსიქიკურ ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ შეურაცხყოფაში იგულისხმება ნებისმიერი სახის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა, უშვერი სიტყვებით მოხსენიება, დამამცირებელი მიმართვა. ამგვარი შეურაცხყოფა დანაშაულის შემადგენლობას შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას აქვს სისტემატიური ხასიათი და იწვევს დაზარალებულის ტანჯვას. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ნო----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის, ნუ------ ნო----ის, მოწმეების - ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის და ნუ------ ნო----ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ნო----ე, 2016 წლიდან 2019 წლის 16 იანვრამდე სისტემატიურად ახორციელდება ფსიქოლოგიურ ძალადობას არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, კერძოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სახლში მყოფ შვილებს - 2004 წლის 28 აპრილს დაბადებულ ელ--- ნო----ეს, 2002 წლის 3 ივლისს დაბადებულ ნუ------ ნო----ეს და 2007 წლის 3 აგვისტოს დაბადებულ კუ------ ნო----ეს.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის, ნუ------ ნო----ის, მოწმეების - ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის და ნუ------ ნო----ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ნო----ე, 2016 წლიდან 2019 წლის 16 იანვრამდე სისტემატიურად ახორციელდება ფსიქოლოგიურ ძალადობას არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, კერძოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სახლში მყოფ შვილებს - 2004 წლის 28 აპრილს დაბადებულ ელ--- ნო----ეს, 2002 წლის 3 ივლისს დაბადებულ ნუ------ ნო----ეს და 2007 წლის 3 აგვისტოს დაბადებულ კუ------ ნო----ეს, აღნიშნულ შეურაცხყოფას ესწრებოდნენ თავად არასრულწლოვნები.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულების - კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის, ნუ------ ნო----ის, მოწმეების - ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის და ნუ------ ნო----ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ნო----ე, 2016 წლიდან 2019 წლის 16 იანვრამდე სისტემატიურად ახორციელდება ფსიქოლოგიურ ძალადობას არასრულწლოვან ოჯახის წევრებზე, კერძოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სახლში მყოფ შვილებს - 2004 წლის 28 აპრილს დაბადებულ ელ--- ნო----ეს, 2002 წლის 3 ივლისს დაბადებულ ნუ------ ნო----ეს და 2007 წლის 3 აგვისტოს დაბადებულ კუ------ ნო----ეს.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ბრალდებული შეურაცხყოფას აყენებდეს ოჯახის არანაკლებ ორ წევრს მაინც.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ნო----ემ ოჯახის სამი არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(ელ--- ნო----ის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ელ--- ნო----ის, მოწმეების - კუ------ ნო----ის, ნუ------ ნო----ის, ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის და ნუ------ ნო----ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის ზაფხულში, მა----- ნო----ემ სცემა არასრულწლოვან შვილს - ელ--- ნო----ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ელ--- ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ნო----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ელ--- ნო----ის, მოწმეების - კუ------ ნო----ის, ნუ------ ნო----ის, ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, ელ--- ნო----ის დაბადების მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის ზაფხულში, მა----- ნო----ემ სცემა არასრულწლოვან 2004 წლის 28 აპრილს დაბადებულ შვილს - ელ--- ნო----ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ელ--- ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ელ--- ნო----ის, მოწმეების - კუ------ ნო----ის, ნუ------ ნო----ის, ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის და ნუ------ ნო----ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის ზაფხულში, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის კუ------ ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრულწლოვან შვილს - ელ--- ნო----ეს, რომელსაც სხეულის სხვადასხვა მიდამოში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ელ--- ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ნო----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

3. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(ნუ------ ნო----ის 2018 წლის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ნუ------ ნო----ის, მოწმეების - კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის, ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის და ნუ------ ნო----ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის სექტემბრის თვის დაუდგენელ რიცხვში, მა----- ნო----ემ სცემა არასრულწლოვან შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ნო----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ნუ------ ნო----ის, მოწმეების - კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის, ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, ნუ------ ნო----ის პირადობის მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის სექტემბრის თვის დაუდგენელ რიცხვში, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი შვილების კუ------ ნო----ის და ელ--- ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრულწლოვან შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ელ--- ნო----ის, მოწმეების - კუ------ ნო----ის, ნუ------ ნო----ის, ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის და ნუ------ ნო----ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის ზაფხულში, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი ოჯახის წევრების კუ------ ნო----ის და ელ--- ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრულწლოვან შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ნო----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

4. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

(ნუ------ ნო----ის 2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ნუ------ ნო----ის, მოწმეების - კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის, ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის და ნუ------ ნო----ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 16 იანვარს, მა----- ნო----ემ სცემა არასრუწლოვან შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობაში იგულისხმება ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა, რაც დაზარალებულის ტკივილს იწვევს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ნო----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ნუ------ ნო----ის, მოწმეების - კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის, ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, ნუ------ ნო----ის პირადობის მოწმობის ასლით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 16 იანვარს, მა----- ნო----ემ არასრუწლოვან 2002 წლის 4 ივლისს დაბადებულ შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელება არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნად ჩაითვლება პირი, რომელსაც არ მიუღწევია 18 წლისათვის. ამასთან, მოძალადისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ ძალადობრივ ქმედებას არასრულწლოვნის მიმართ სჩადის.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ - ელ--- ნო----ის, მოწმეების - კუ------ ნო----ის, ნუ------ ნო----ის, ალ---------- ნო----ის, ჯი-- ჭა-----ის, არ---– მჭ----–--ის, თავად ბრალდებულ მა----- ნო----ის გამოკითხვის ოქმებით, კუ------ ნო----ის, ელ--- ნო----ის და ნუ------ ნო----ის დაბადების მოწმობის ასლებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის 16 იანვარს, მა----- ნო----ემ არასრულწლოვანი შვილების - კუ------ ნო----ის და ელ--- ნო----ის თანდასწრებით სცემა არასრუწლოვან შვილს - ნუ------ ნო----ეს, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და ყელში წაუჭირა ხელი, რა დროსაც ნუ------ ნო----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ნო----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ნო----ემ ჩაიდინა:

1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი)

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მა----- ნო----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

მა----- ნო----ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

მა----- ნო----ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ოთხი ეპიზოდი.

 

მა----- ნო----ე წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

ბრალდებულს ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ოთხი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა----- ნო----ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მა----- ნო----ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

მა----- ნო----ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

2019 წლის 5 მარტს, წინასასამართლო სხდომაზე მა----- ნო----ეს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, შეეცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი, გირაოს თანხად განისაზღვრა 3000 (სამი ათასი) ლარი, რაც ბრალდებულის მიერ არ არის უზრუნველყოფილი.

 

საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია ნოუთბუქი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ნუ------ ნო----ეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მა----- ნო----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

მა----- ნო----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ელ--- ნო----ის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

მა----- ნო----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ნუ------ ნო----ის 2018 წლის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

მა----- ნო----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ნუ------ ნო----ის 2019 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და მა----- ნო----ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

მა----- ნო----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 იანვრის 17:40 საათიდან 2019 წლის 5 მარტის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ნოუთბუქი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვს ნუ------ ნო----ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი