გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
330210018002691035
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 თებერვალი, 20-9 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი

მოსარჩელეები - მ------------–---–ი, თო-------------–-–---–ი, გი-------------–-–---–ი.

წარმომადგენელი - სუ-–-----------ე.

მოპასუხე - სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ო.

წარმომადგენელი - ავ--------–-------------ე.

მესამე პირი - სუ-----------–---ი.

წარმომადგენელი - და-------------ე.

დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული).

1.1. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებაში მითითებული დ-----------–----------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული საცხოვრებელი სადგომიდან შენობა-ნაგებობა №0---, მდებარე მისამართზე თბილისი, ნა----–--------------–---------–----------------.

1.2. უმკვიდროდ ცნობილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ნა----–--------------–---------–----------------, შენობა-ნაგებობა №0---, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მ------------–---–ს, თო-------------–-–---–სა და გი-------------–-–---–ს.

 

მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით მ------------–---–ის, თო-------------–-–---–ის და გი-------------–-–---–ის მამკვიდრებელს გე-–--------–-–---–ს უძრავ ნივთზე მდებარე თბილისი, ნა----–--------------–---------–----------------, შენობა-ნაგებობა №0---, სარგებლობის უფლება მოპოვებული ჰქონდა მესაკუთრესთან - დ-----------–----------თან დადებული გარიგების საფუძველზე. მფლობელობის უფლების მიღების დღიდან გე-–--------–-–---–ი გარდაცვალებამდე, ოჯახთან ერთად, უწყვეტად ცხოვრობდა ბინაში, იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და რეგისტრირებული იყო ამავე მისამართზე. გე-–--------–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ მისამართზე თბილისი, ნა----–--------------–---------–----------------, შენობა-ნაგებობა №0---, ცხოვრებას აგრძელებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები - მოსარჩელეები და შესაბამისად წარმოადგენენ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე სსიპ სახ--–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები.

4.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

4.1.1. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბ--–-----------–--------------–---------–-------ი, 2----, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 474 კვ. მეტრი, ლიტ. ,,ა“ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 70,23 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ“ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 46,42 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ე---–---------–--–“ (სათავსოები), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 54,00 კვ. მეტრი, რეგისტრირებულია დ-----------–----------ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათება (ს.ფ. 31);

 

4.1.2. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 3-------–-ს დადგენილებით ქ. თბილისში, ნ-----–--------------–----------–--------, №2-----ში მდებარე უძრავ ნივთზე უფლებარეგისტრირებული დ---------------------------–----------ი გამოცხადდა გარდაცვლილად. ამავე დადგენილებით გარდაცვალების დღედ მიჩნეული იქნა დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე - 20-- წლის 3-------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს №2/2------ დადგენილება (ს.ფ. 21);

- დ-----------–----------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 22);

4.1.3. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20-- წლის 15 ოქტომბერს გაცემული №1------ ცნობის შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 20-- წლის 4-------–- გარდაცვლილი დ-----------–----------ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20-- წლის 1--------------ს ცნობა №1------ (ს.ფ. 67);

 

4.1.4. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 20-- წლის 26 ნოემბერს გაცემული №1------ ცნობის შესაბამისად ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 20-- წლის 4-------–- გარდაცვლილი დ-----------–----------ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 20-- წლის 2-----------ს ცნობა №1------ (ს.ფ. 68);

 

4.1.5. დადგენილია, რომ გე-–--------–-–---–ი 19---–-–-- 29----------დან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ნა----–------------------–-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-- წლის 2-------------ს საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 58-61);

 

4.1.6. დადგენილია, რომ 20-8 წლის 1-----–--ს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №1--------, რომლის თანახმად მ------------–---–მა (მამკვიდრებლის მეუღლე), თო-------------–-–---–მა (მამკვიდრებლის შვილი) და გი-------------–-–---–მა (მამკვიდრებლის შვილი), როგორც გარდაცვლილი გე-–--------–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა თანაბარპროპორციულ წილად მიიღეს მამკვიდრებლის კუთვნილი აქტივები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდრო მოწმობა №1-------- (ს.ფ. 76-78);

 

4.1.7. დადგენილია, რომ №14-------ააბონენტო ბარათზე მენ---–-–---–-----–ა ვლ---------ს-ძე სს ,,თელასი“-ს აბონენტად რეგისტრირებულია 1-------- წწ. პერიოდში (ზუსტი თარიღი უცნობია შესაბამისი დოკუმენტაციის არ არსებობის გამო). 1996 წლამდე ცნობა სს ,,თელასში“ არ ინახება ხანდაზმულობის გამო, ხოლო 30/0-/20-9 წლის მდგომარეობით ზემოთაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე სს ,,თელასი“-ს აბონენტად რეგისტრირებულია მე----–-–---–ი გ.ვ. მისამართზე ნა----–------------------–-------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,თელასი“-ს მიმართვა (ს.ფ. ?);

 

4.1.8. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 1-----------–-ს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სუ-----------–---ის სარჩელი და თბილისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით დ-----------–----------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული საცხოვრებელი სადგომი მდებარე მისამართზე ქ. თბ--–-----------–--------------–---------–-------ი, 2----, ცნობილი იქნა უმკვიდროდ და უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში სუ-----------–---ს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 9----------ს განჩინებით დაკმაყოფილდა გე-–--------–-–---–ის განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი 20-- წლის 1-----------–-ს გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება. გე-–--------–-–---–ის წარმომადგენლის განცხადების, საბინაო წიგნის, აბონენტის ბრუნვის ისტორიის, სატელეფონო ქსელიდან ცნობის, კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრების, იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის საფუძველზე - სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო გე-–--------–-–---–ის კანონიერ ინტერესებს (საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლებას), რა დროსაც იგი არ ესწრებოდა საქმის განხილვას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-6 წლის 4-------–-ს განჩინებით დაკმაყოფილდა სუ-----------–---ის (წარმომადგენლის) შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ და სუ-----------–---ის სარჩელი დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 9----------ს განჩინება (ს.ფ. 23-28);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–-----------------ის განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ (ს.ფ. 28-29);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-- წლის 9----------ს განჩინება (ს.ფ. 30);

 

4.1.9. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ნ-----–--------------–----------–--------, №2----, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა N- - ფართით 67 კვ. მეტრი; შენობა N- - ფართით 44,16 კვ. მეტრი, შენობა N- - ფართით 1,39 კვ. მეტრი; შენობა-ნაგებობები საერთო ფართით - 1----- კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი 0-----------.0--- საკადასტრო კოდი 0---------------, საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 72-73);

 

4.1.10. დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ნ-----–--------------–----------–--------, №2----, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა N-, N-; ნაკვეთის წინა ნომერი 0-----------.0--- საკადასტრო კოდი 0-----------.031, საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაუქმებულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 74-75);

 

4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

4.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 3-------–-ს დადგენილებით ქ. თბილისში, ნ-----–--------------–----------–--------, №2-----ში მდებარე უძრავ ნივთზე უფლებარეგისტრირებული დ---------------------------–----------ი გამოცხადდა გარდაცვლილად. ამავე დადგენილებით გარდაცვალების დღედ მიჩნეული იქნა დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე - 20-- წლის 3-------–-.

 

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე ასევე დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია დ-----------–----------ის სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ გე-–--------–-–---–ი 19---–-–-- 29----------დან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ნა----–------------------–-------.

 

საქმეში წარმოდგენილია სს ,,თელასი’’-ს მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ №14-------ააბონენტო ბარათზე მენ---–-–---–-----–ა ვლ---------ს-ძე სს ,,თელასი“-ს აბონენტად რეგისტრირებულია 1-------- წწ. პერიოდში (ზუსტი თარიღი უცნობია შესაბამისი დოკუმენტაციის არ არსებობის გამო). 1996 წლამდე ცნობა სს ,,თელასში“ არ ინახება ხანდაზმულობის გამო, ხოლო 30/0-/20-9 წლის მდგომარეობით ზემოთაღნიშნულ სააბონენტო ბარათზე სს ,,თელასი“-ს აბონენტად რეგისტრირებულია მე----–-–---–ი გ.ვ. მისამართზე ნა----–------------------–-------.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 19--, 20--, 20--, 20--, 20--, 20--, 20--, 20--, 20-- წლებით დათარიღებული გადახდის ქვითრები (ს.ფ. 32-44) და №1------ აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 45-57), რომლებითაც დასტურდება, რომ მისამართზე ქ. თბილისი, ნა----–------------------–-------, აბონენტად რეგისტრირებულია ,,მე----–-–---–ი’’.

 

დადგენილია, რომ 20-8 წლის 1-----–--ს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა №1--------, რომლის თანახმად მ------------–---–მა (მამკვიდრებლის მეუღლე), თო-------------–-–---–მა (მამკვიდრებლის შვილი) და გი-------------–-–---–მა (მამკვიდრებლის შვილი), როგორც გარდაცვლილი გე-–--------–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებმა თანაბარპროპორციულ წილად მიიღეს მამკვიდრებლის კუთვნილი აქტივები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებაში მითითებული დ-----------–----------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული საცხოვრებელი სადგომიდან შენობა-ნაგებობა №0---, მდებარე მისამართზე თბილისი, ნა----–--------------–---------–---------------- - არის უმკვიდრო და მოსარგებლეები არიან მ------------–---–ი, თო-------------–-–---–ი და გი-------------–-–---–ი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ მ------------–---–ის, თო-------------–-–---–ისა და გი-------------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

7. სამართლებრივი შეფასება.

7.1. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

 

საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათების შესაბამისად უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბ--–-----------–--------------–---------–-------ი, 2----, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი 474 კვ. მეტრი, ლიტ. ,,ა“ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 70,23 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ბ“ (საცხოვრებელი), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 46,42 კვ. მეტრი; ლიტერი ,,ე---–---------–--–“ (სათავსოები), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 54,00 კვ. მეტრი, რეგისტრირებულია დ-----------–----------ის სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათებით დასტურდება, რომ გე-–--------–-–---–ი 19---–-–-- 29----------დან რეგისტრირებულია მისამართზე ქ. თბილისი, ნა----–------------------–-------.

 

სს ,,თელასი’’-ს მიერ გაცემული ცნობა, აბონენტის ბრუნვის ისტორია და გადახდის ქვითრები ადასტურებს, რომ მისამართზე, ქ. თბილისი, ნა----–------------------–-------, აბონენტად რეგისტრირებულია მოსარჩელეთა მამკვიდრებელი გე-–--------–-–---–ი, რომლის სამკვიდრო ქონება თანაბარი წილის უფლებით აქვთ მიღებული მ------------–---–ს, თო-------------–-–---–ს და გი-------------–-–---–ს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მ------------–---–ი, თო-------------–-–---–ი და გი-------------–-–---–ი წარმოადგენენ ,,საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლე პირებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დ-----------–----------ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე თბილისი, ნა----–--------------–---------–----------------, შენობა-ნაგებობა №0---.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 3-------–-ს დადგენილებით ქ. თბილისში, ნ-----–--------------–----------–--------, №2-----ში მდებარე უძრავ ნივთზე უფლებარეგისტრირებული დ---------------------------–----------ი გამოცხადდა გარდაცვლილად. ამავე დადგენილებით გარდაცვალების დღედ მიჩნეული იქნა დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე - 20-- წლის 3-------–-.

 

სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე ასევე დადგენილია, რომ ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია დ-----------–----------ის სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებაში მითითებული დ-----------–----------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული საცხოვრებელი სადგომიდან შენობა-ნაგებობა №0---, მდებარე მისამართზე თბილისი, ნა----–--------------–---------–---------------- - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.

 

7.3. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებაში მითითებული დ-----------–----------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული საცხოვრებელი სადგომიდან შენობა-ნაგებობა №0---, მდებარე მისამართზე თბილისი, ნა----–--------------–---------–---------------- და უსასყიდლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცეს მ------------–---–ს, თო-------------–-–---–სა და გი-------------–-–---–ს.

 

8. საპროცესო ხარჯები.

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილი აქვთ თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით. გათვალისწინებით იმისა, რომ მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ------------–---–ის, თო-------------–-–---–ისა და გი-------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. უმკვიდროდ იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათებაში მითითებული დ-----------–----------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული საცხოვრებელი სადგომიდან შენობა-ნაგებობა №0---, მდებარე მისამართზე თბილისი, ნა----–--------------–---------–----------------.

3. უმკვიდროდ ცნობილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ნა----–--------------–---------–----------------, შენობა-ნაგებობა №0---, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მ------------–---–ს, თო-------------–-–---–სა და გი-------------–-–---–ს.

4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

5. მოსარჩელეებს მ------------–---–ს, თო-------------–-–---–სა და გი-------------–-–---–ს დაუბრუნდეთ მათ მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (სახელმწიფო ბაჟი გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი TBCBGE22; თარიღი: 0---0/20-8; გადამხდელი სუ-–-----------ე; საგადასახადო დავალება #0; სახაზინო კოდი: 300773150; გადახდილი თანხა 100 ლარი).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გენადი მაკარიძე