გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26847 - 17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით თ--------------–---–ი
წარმომადგენელი მ---------ე
მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით გ-----------------–---–ი
წარმომადგენელი რ-----------–--–--ე
მესამე პირი თ---–-----------–---–ი (არასრულწლოვანი)
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
წარმომადგენელი მ--------–---------–---ი
დავის საგანი სარჩელით არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
დავის საგანი შეგებებული სარჩელით არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.1. 2--- წლის 2--------------- დაბადებული თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილად, დედის, თ--------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ე---------------------------–------------------------------–------------------------------–-----------, ს-----------------------.
1.1.2. მოპასუხე გ-----------------–---–ის თანხმობის გარეშე მოსარჩელე თ--------------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, თ---–-----------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 2---------------), საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ, კერძოდ ე------------------ში გაყვანის უფლების მინიჭება;
მოსარჩელე თ--------------–---–ი და მოპასუხე გ-----------------–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2--------------- დაბადებული თ---–-----------–---–ი. ბავშვის დაბადების შემდეგ, მოკლე პერიოდში მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე გ-----------------–---–ი მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში ეხმარებოდა არასრულწლოვან შვილს და ურიცხავდა მას ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარს. არასრულწლოვან თ---–-ს მამასთან, გ-----------------–---–თან არ აქვს სტაბილური ურთიერთობა, მას მხოლოდ რამდენიმე დღე აქვს გატარებული მამასთან ერთად. მოსარჩელე მხარე ყოველთვის ცდილობდა არასრულწლოვან ბავშვს მამასთან და მის ოჯახის წევრებთან ახლო ურთიერთობა ჰქონოდა. ამ მხრივ, მოპასუხე გ-----------------–---–ის და იჩენდა ინიციატივას და ხშირად მიჰყავდა არასრულწლოვანი თ---–- მოპასუხის ოჯახში. ბავშვის მამიდამ საკუთარი ოჯახი შექმნა რამდენიმე წლის უკან და ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოპასუხის მხარე არ იჩენს ყურადღებას და მზრუნველობას თ---–-----------–---–ის მიმართ, იგი არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. არასრულწლოვანი თ---–- სუსტი ჯანმრთელობით დაიბადა, მკვეთრად დაქვეითებული იმუნური სისტემით, იოლად ვირუსდება, ხშირად ავადმყოფობს, ამიტომ გაძლიერებული მეთვალყურეობა და განსაკუთრებული კვების რეჟიმი ესაჭიროებოდა ყოველთვის, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ვინაიდან მოპასუხე მხარე მატერიალურ დახმარებას არ უწევდა არასრულწლოვან შვილს და ასევე, მოსარჩელე მხარეს სესხი ჰქონდა აღებული ბანკიდან საცხოვრებელი ბინის შესაძენად, თ--------------–---–ი იძულებული გახდა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყო. მოსარჩელე ე---------------–-–-----–- გაემგზავრა 2014 წლის მ------------- დასაწყისში და მას შემდეგ, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი ცხოვრობს და იზრდება ბებიასთან, ქ---------------–---–თან (დედის დედა). მოსარჩელე დღემდე ცხოვრობს ე-------–------–----------–----–-, სადაც დასაქმებულია და ფულად თანხებს უგზავნის დედას, ქ---------------–---–ს, ბავშვის რჩენის მიზნით. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მოპასუხე გ-----------------–---–ს არავინ უზღუდავდა შვილთან ურთიერთობას და ბებიასთან შეთანხმებით, შაბათ-კვირას ნახულობდა ბავშვს. 2014 წლის აგვისტოს თვეში, წარმოიშვა გარკვეული კონფლიქტი, როდესაც მამამ არასრულწლოვანი თ---–- წაიყვანა თავის ბიძაშვილთან ზ----------–- და დატოვა იქ უყურადღებოდ, არასრულწლოვანი ბავშვისთვის არასასურველ, მიუღებელ პირობებში. ბებიამ თ---–- წამოიყვანა თბილისში, ეცადა აღნიშნულის თაობაზე გაერფთხილებინა გ-----------------–---–ი, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ბავშვის წამოყვანის შემდეგ, გ-----------------–---–სა და ბებიას შორის წარმოიშვა კონლფიქტური ურთიერთობა. ბავშვის მამა გაბრაზდა, ვინაიდან მისი ნებართვის გარეშე წამოიყვანა ბებიამ ბავშვი. აღნიშნულის შემდეგ კი, მამა ბავშვს არ ნახულობდა, არ ზრუნავდა მასზე, არ ინტერესდებოდა მისი მდგომარეობით. ამჟამად, მოპასუხეს ჰყავს ოჯახი, იგი ქორწინებაშია სხვა პირთან და ჰყავს ორი შვილი.
მოსარჩელე მხარეს ცხოვრობს ე-------–------–----------–----–-, მისი რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ე---------------------------–------------------------------–------------------------------–-----------, ს----------------. იგი დასაქმებულია, აქვს სტაბილური შემოსავალი და იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობდეს მასთან, სადაც შექმნილია ყველა მატერიალური პირობა ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. მოსარჩელეს აქვს მუდმივი საცხოვრებელი, სარგებლობს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების და თავისუფალი გადაადგილების უფლებით. თავად არასრულწლოვანსაც აქვს სურვილი ცხოვრობდეს და იზრდებოდეს დედასთან, ოჯახურ, მყუდრო და მოსიყვარულე გარემოში. მოპასუხე მხარე არ არის თანახმა, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი გაემგზავროს და იმყოფებოდეს დედასთან, ე-------–------–----------–----–-. ბავშვის უფლების კონვენციის მიხედვით, მსგავსი დავების გადაწყვეტისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესებს და მისი ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისათვის. აუცილებელია, იგი იზრდებოდეს მშობლიურ გარემოში, დედის მზრუნველობის ქვეშ. მშობლებს შვილების მიმართ აქვთ თანაბარი უფლებები და ასევე აკისრია თანაბარი მოვალეობები. მოპასუხე მხარე თავს არიდებს შვილის მიმართ ყოველგვარ ვალდებულების შესრულებას, არ იღებს მის აღზრდაში მონაწილეობას და უარს აცხადებს მისთვის მატერიალურ დახმარებაზე. მოპასუხე გ-----------------–---–ი წინააღმდეგია არასრულწლოვანი თ---–- გაემგზავროს საზღვარგარეთ დედასთან, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს დედის, თ--------------–---–ის მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ. აღნიშნული კი ზიანს აყენებს ბავშვის ინტერესებს, მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. თ---–-----------–---–ს სურს დედასთან ერთად ყოფნა და ელოდება მიეცეს შესაძლებლობა ცხოვრობდეს და სწავლობდეს დედის საცხოვრებელ ადგილას, ე---------------–-–-----–-.
(სარჩელი, 15.03.2018 წლის, 20.12.2018 წლის, 24.01.2019 წლის და 13.02.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
2--- წლის 2--------------- დაბადებული თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის, გ-----------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის, თბილისი, დ------------------------------------------------, განსაზღვრა;
გ-----------------–---–ს და თ--------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2--------------- შეეძინათ შვილი თ---–-----------–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ გ-----------------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე. პიროვნული თვისებებისა და უნარ-ჩვევების განსხვავებულობის გამო, გ-----------------–---–სა და თ--------------–---–ს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა და თ--------------–---–ი არასრულწლოვან თ---–-----------–---–თან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, ქ---------------–---–თან. გ-----------------–---–ი არასრულწლოვან შვილზე მუდმივად ზრუნავდა და ეხმარებოდა მას ფინანსურად. 2----–--–-, მაშინ როდესაც არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი იყო სამი წლის, თ--------------–---–მა დატოვა საქართველო და უკეთესი საცხოვრებელი პირობების საძიებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ, ე---------------–-–-----–-. მოპასუხე თ--------------–---–ს არ ჰქონდა საჭიროება სამუშაოდ საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. იგი არის უ–--------------–-------------–---–----- და მოთხოვნადი პროფესიის შესაბამისად ჰქონდა ნორმალური მატერიალური მდგომარეობა. ასევე, მას საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი ბინა. 2015 წლის 1- აგვისტომდე ბავშვთან ურთიერთობის პრობლემა არ ჰქონდა მამას გ-----------------–---–ს, ხოლო მითითებული დროიდან არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი ბებიამ წაიყვანა 2015 წლის აგვისტოს თვეში და მას შემდეგ უზღუდავენ მამას შვილთან ურთიერთობას. ბებია ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ბავშვზე, რის გამოც თ---–-ს აღარ სურს მამის ნახვა და მასთან ურთიერთობა. თ--------------–---–ს სრულიად უმიზეზოდ სურს შვილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანა. მოპასუხეს ე---------------–-–-----–- არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და სამუშაო, არ არის შესწავლილი მისი საყოფაცხოვრებო პირობები და გარემო, სადაც სურს რომ არასრულწლოვანი თ---–- წაიყვანოს.
იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი ბავშვი მოკლებულია დედასთან, თ--------------–---–თან ურთიერთობას, პირადი სახის კონტაქტს, მიზანშეწონილია, თ---–-----------–---–ი ცხოვრობდეს მამასთან, გ-----------------–---–თან, რომელსაც შექმნილი აქვს არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები. გ-----------------–---–ს ჰყავს ოჯახი, ცხოვრობს მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან შვილთან. მოსარჩელე აქვს მუდმივი სამუშაო და მატერიალური შემოსავალი და შეუძლია უზრუნველყოფს თ---–-----------–---–ი აღზრდისათვის შესაბამისი პირობებით. მოსარჩელე არასრულწლოვან ბავშვს მისცემს განათლების მიღების ყველა პირობას და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში, არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გაყვანა, უცხო გარემოში ყოფნა, სასკოლო პროგრამისა და სასწავლო გარემოს შეცვლა უარყოფითად იმოქმედებს მის განვითარებაზე. თ---–- იზრდება სამშობლოში, ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში, მისი ემოციური წყობა მიმართულია ემოციური კავშირების დასამყარებლად, რის გამოც მიზანშეწონილია იგი ცხოვრობდეს და იზრდებოდეს მამასთან, ხოლო დედის საქართველოში ყოფნის პერიოდში იმყოფებოდეს დედასთან, თბილისში მის საცხოვრებელ ადგილზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელზე
მოპასუხე გ-----------------–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნებს. მოპასუხე არ არის თანახმა არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი გაემგზავროს და საცხოვრებლად დარჩეს განუსაზღვრელი დროით დედასთან, თ--------------–---–თან ე---------------–-–-----–-. მოსარჩელე მხარეს საზღვარგარეთ მუდმივი სამუშაო ადგილი არ გააჩნია. იგი დროებითი ვადით ბინადრობს რეგისტრირებულ უცხოელთა თავშესაფარში და მას მყარი მდგომარეობა არ აქვს. არასრულწლოვანი ბავშვის, თ---–-----------–---–ის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი დაბადებიდანვე არის გ-----------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხეს შვილთან ჰქონდა და აქვს მუდმივი ურთიერთობა, რაც გრძელდება მოსარჩელის საზღვარგარეთ წასვლის შემდეგაც. თ---–- სწავლობს თბილისის N----- საჯარო სკოლაში. ბავშვს ყოველთვის უხარია მამის ნახვა და მასთან თავს ბედნიერად გრძნობს. მამამ დედის არ ყოფნის პერიოდში არასრულწლოვან შვილს ჩაუტარა სამედიცინო გამოკვლევები. ბავშვი ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე თ--------------–---–ის დედასთან - ქ---------------–---–თან. იგი ბოროტად იყენებს თავის უფლებამოსილებას, ახდენს ბავშვზე ფსიქიკურ ზეგავლენას. არასრულწლოვან თ---–-----------–---–ს მამის ოჯახთან აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი. ბავშვი თავს მამასთან კომფორტულად და ბედნიერად გრძნობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მამასთან ყოფნის პერიოდში ბავშვი ხატავს. მოპასუხეს აქვს საქაღალდე მისი ნახატებით. მოპასუხე ცდილობს არასრულწლოვან შვილი ნახოს ბებიასგან, ქ---------------–---–ისგან მალულად, ვინაიდან ეს უკანასკნელი ხელს უშლის მამას ბავშვთან ურთიერთობაში და არასრულწლოვანზე ახდენს ზეწოლას. სრულად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა და არ არსებობს აუცილებლობა არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ქვეყნის გარეთ დროებით გასვლისა და ამ გასვლისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე მშობლის უფლება-მოვალეობების შეზღუდვისა. არ არის შესწავლილი ის საცხოვრებელი გარემო და სოციალური პირობები, სადაც სურს მოსარჩელეს წაიყვანის არასრულწლოვანი ბავშვი საცხოვრებლად და სასწავლებლად. ასევე, ამ ასაკის ბავშვზე, რომელიც მიჩვეულია იმ საცხოვრებელ და სასწავლო გარემოს, სადაც იზრდება, უარყოფითად იმოქმედებს სრულიად უცხო გარემოში, უცხო ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. შესაბამისად, მოპასუხე არ ეთანხმება არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ი ადგილის დედის, ამჟამიდნელი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნას და ამასთან, კატეგორიული წინააღმდეგია დედას, თ--------------–---–ს მიეცეს უფლება მამის თანხმობის გარეშე ბავშვის საზღვარგარეთ, ე---------------–-–-----–- გაყვანის თაობაზე.
(შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხე თ--------------–---–ი არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი ერთი წლისაც არ იყო, რომ თ--------------–---–მა ბავშვთან ერთად დატოვა გ-----------------–---–ის საცხოვრებელი ბინა და მას შემდეგ ცხოვრობდა დედასთან ქ---------------–---–თან ერთად. არასრულწლოვან თ---–-----------–---–სა და მის მამას, გ-----------------–---–ს შორის არ არის ჩამოყალიბებული მამა-შვილური ურთიერთობა და ის ემოციური კავშირი, რაც აუცილებელია იყოს მშობელსა და შვილს შორის. თ--- ბ--------–---–ს რამდენიმე წელი საერთოდ არ ჰქონია ურთიერთობა მამასთან და არც ეს უკანასკნელი ცდილობდა მასთან კონტაქტს, არ ინტერესდებოდა ბავშვის მდგომარეობით. შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტები ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. სარჩელზე დართული მტკიცებულებები ზოგადი ხასიათის ინფორმაციაა და არაფერი აქვს საერთო დავის არსთან. გ-----------------–---–ს ჰყავს ოჯახი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ამიტომ თ---–-სთვის მამის საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემო ვერ იქნება მშობლიური და მისაღები. შეგებებულ სარჩელით დაყენებული მოთხოვნა არ შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის უპირატეს ინტერესებს. ბავშვის მამის საცოხვრებელი ადგილი არის უცხო და ასევე არ არის შეჩვეული მამის ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. არასრულწლოვანი თ---–-ს ოცნებაა იცხოვროს დედასთან ერთად ერთ ჭერქვეშ, სადაც ის იქნება არამარტო მატერიალურად უზრუნველყოფილი, არამედ მას ასევე ექნება ოჯახური, მშობლიური გარემო, სიყვარულით და მზრუნველობით სავსე. არასრულწლოვან თ---–-----------–---–ს არ აქვს ჩამოყალიბებული ის მჭიდრო ემოციური კავშირი ბიოლოგიურ მამასთან, გ-----------------–---–თან, რაც შესაძლოა გამხდარიყო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. არასრულწლოვანი თავს გრძნობს კომფორტულად, დაცულად და უსაფრთხოდ იმ გარემოში, სადაც ცხოვრობს და იზრდება ბებიის, ქ---------------–---–ის მეთვალყურეობის და მზრუნველობის ქვეშ.
მესამე პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს.
სოციალური სამსახურის შეფასებით, ბავშვების უფლებებიდან და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდეს ორივე მშობელი, თანაბარი პირობებით. ორივე მშობლის ოჯახი ვალდებულია იზრუნოს და შეუქმნას ბავშვს განვითარებისა და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემო. არასრულწლოვანი ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს მის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი სრულფასოვანი განვითარებისათვის. მოცემული დავის ფარგლებში, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი არ ეთანხმება არც თ--------------–---–ის და არც გ-----------------–---–ის მოთხოვნებს და მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილი უნდა დარჩეს უცვლელი. ბავშვს აქვს ენობრივი და კულტურული კავშირი საქართველოში მის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოსთან, მიჩვეულია სკოლას, სასწავლო გარემოს. მას ჰყავს მზრუნველი ბებია (დედის დედა), რომლის საცხოვრებელ ბინაშიც შექმნილია ბავშვისთვის მისაღები მშობლიური, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას არასრულწლოვანის საცხოვრებლის ადგილის განსაზღვრა საქართველოს ფარგლებს გარეთ ბავშვისთვის სრულიად უცხო გარემოში. სოციალურ სამსახურისათვის არ არის ცნობილი საქართველოს ფარგლებს გარეთ ის სოციალური გარემო და პირობები, სადაც მოსარჩელე მხარეს სურს ბავშვის საცხოვრებლად წაყვანა. ამასთან, ფსიქოლოგის შეფასებით, არასრულწლოვან თ---–-----------–---–ზე არის დედის ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეგავლენა და არა ზეწოლა, რაც ბუნებრივია, ვინაიდან არასრულწლოვანი იზრდება ბებიასთან და აქვს მუდმივი კომუნიკაცია დედასთანაც. არასრულწლოვანი უარს აცხადებს იცხოვროს მამასთან, გ-----------------–---–თან. თ---–-----------–---–ის გონებრივი და ასაკობრივი სიმწიფე იძლება იმის შესაძლებლობას, რომ მან გამოთქვას თავისი აზრი, შეხედულება, რაც მსგავსი დავის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნეს. თ---–-ს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მისი საცხოვრებელი ადგილი არ იქნება დედასთან, თ--------------–---–თან ე---------------–-–-----–-, იგი თავს კარგად გრძნობს ბებიასთან, სადაც იზრდება და მისთვის მშობლიური გარემოა. ამდენად, არ იქნება ბავშვის ინტერესების, მისი სურვილის გათვალისწინებით, მისი საცხოვრებელი ადგილი არ უნდა განისაზღვროს მამის, გ-----------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ბავშვი საცხოვრებლად უნდა დარჩეს ბებიასთან, სადაც მისთვის მზრუნველი, მისაღები და სასურველი გარემოა.
სოციალური სამსახური არ ეთანხმება თ--------------–---–ის მოთხოვნას არასრუწლოვანის პასპორტის აღებისა და მისი საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მამისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ და განმარტავს: ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია არა დროებით, არამედ ბავშვის საცხოვრებლად დარჩენის მიზნით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა, რაც არ შეესაბამება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს; თუკი ბავშვის გაყვანა მოხდება კონკრეტული პერიოდით და უკან დაბრუნების ვალდებულებით, შესაძლებელია ამ შემთხვევაში მოხდეს მოსარჩელისათვის ბავშვის დროებით საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მინიჭება; მაგრამ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას
არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი ეთანხმება თ--------------–---–ის სარჩელს მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა და არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. იგი არ ეთანხმება გ-----------------–---–ის შეგებებულ სარჩელს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.
არასრუწლოვან თ---–-----------–---–თან გასაუბრება შედგა 2018 წლის 15 მარტს და 20 დეკემბერს, სასამართლოს სხდომაზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის თანდასწრებით. არასრულწლოვანმა დააფიქსირა თავისი პოზიცია განსახილველ დავასთან მიმართებით. თ---–-----------–---–ის სურვილია, რომ ცხოვრობდეს დედასთან, თ--------------–---–თან ერთად. არასრულწლოვანისთვის ცნობილია, რომ დედა ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, ე-------------–----------–----–- და თავადაც გამოთქვამს სურვილს ცხოვრობდეს დედასთან. არასრულწლოვან თ---–-ს ჰყავს მეგობარი ქალაქ ბ------–----–-, რომელიც საქართველოდან გაემგზავრა და იგი უგზავნის თ---–-ს ქალაქ ბ------–----–- გადაღებულ ფოტოებს. არასრულწლოვანი გამოთქვამს ინტერესს გაემგზავროს ე-------–- და დაათვალიეროს ქალაქი. არასრულწლოვანმა თ---–-----------–---–მა ბოლო პერიოდში მამა, გ-----------------–---–ი ნახა სამჯერ. იგი სკოლაშიც იყო მოსული, თუმცა თ---–-ს არ სურს მამა სკოლაში მოდიოდეს მის სანახავად. არასრულწლოვანი გამოხატავს წყენას მამის მიმართ, ვინაიდან იგი არ უშვებს დედასთან. მიზეზი, თუ რატომ არ აძლევს მამა დედასთან წასვლის უფლებას, ბავშვისთვის ცნობილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს არ მიეცემა დედასთან, თ--------------–---–თან ე-------–- წასვლის შესაძლებლობა, მისი სურვილია ცხოვრობდეს ბებიასთან ერთად, ვინაიდან მასთან თავს კარგად გრძნობს. არასრულწლოვანი აცხადებს, რომ მას არ სურს ცხოვრობდეს მამასთან, გ-----------------–---–თან ერთად ამ უკანასკნელის საცხოვრებელ მისამართზე.
(2018 წლის 15 მარტის, 20 დეკემბრის სხდომის ოქმები).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ--------------–---–ი და გ-----------------–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. რამდენიმე წელია ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. თ--------------–---–ი არასრულწლოვან თ---–-----------–---–თან ერთად 2014 წლის მ------- თვემდე ცხოვრობდა დედასთან, ქ---------------–---–თან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.1.2. 2014 წლის მ------- თვეში თ--------------–---–მა დატოვა საქართველო და გაემგზავრა საზღვარგარეთ. მას შემდეგ იგი საქართველოში ჩამოვიდა სამჯერ. თ--------------–---–ი 2014 წლიდან ცხოვრობს ე------------------–------–----------–----–-.
თ--------------–---–ს საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში არასრულწლოვან თ---–-----------–---–თან ურთიერთობა აქვს თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით: ტელეფონი, ე.წ. ,,სკაიპი”;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_მოწმე ქ---------------–---–ის ჩვენება (2019 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.3. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი ცხოვრობს ბებიასთან, ქ---------------–---–თან ერთად მისამართზე თბილისი, გ-–----------------------------------------. ოჯახის საკუთრებაშია ოთახნახევრიანი კეთილმოწყობილი ბინა. საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებლია, მოწესრიგებულია კომუნალური მდგომარეობა. საცხოვრებელი თბება ბუნებრივი აირით. ქ---------------–---–ის გადმოცემით, იგი არ არის დასაქმებული. ოჯახს ფინანსურად ეხმარება არასრულწლოვანი თ---–-ს დედა, თ--------------–---–ი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ე-------------–----------–----–-. ქ---------------–---–მა აღნიშნა, რომ ბავშვს დედა დაბადებიდან ზრდიდა მარტო. ბავშვის მამა და მისი მშობლები არ იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ თ--------------–---–ი შვილისგან შორსაა, ყველანაირად ცდილობს დააკმაყოფილოს შვილის საჭიროებები. იგი ყოველთვიურად აგზავნის გარკვეული რაოდენობის თანხას, რათა თ---–- უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭირო პირობებით. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი სწავლობს თბილისის N----- საჯარო სკოლაში. ბავშვს აქვს ხატვის ნიჭი და იგი დადის ხატვის წრეზე. არასრულწლოვანმა სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან ენატრება დედა და სურვილი აქვს წავიდეს მასთან. თ---–-ს 2017 წლის 2--------------- მამამ მიაკითხა სკოლაში, ცდილობდა მის გაკვეთილებიდან გამოყვანას და წაყვანას, მაგრამ იგი არ წაჰყვა რადგან შეეშინდა, ვერ იცნო თითქმის სამი წლის უნახავი მამა. სკოლაში მამის აღნიშნული ვიზიტის შესახებ კლასის დამრიგებელმა თ----------–---–---–მა აცნობა ბავშვის ბებიას, ქ---------------–---–ს. ბებიამ აღნიშნა, რომ ბოლო სამი წელია გ-----------------–---–ს არ ჰქონია თ---–-----------–---–თან ურთიერთობა, არ მოუკითხავს ბავშვი და არ დაინტერესებულა მისი მდგომარეობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2017 წლის 27 ოქტომბრის დასკვნა N----- (ტომი 1, ს.ფ. 125);
_მოწმეების თ----------–---–---–ის და ქ---------------–---–ის ჩვენებები (2019 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.4. მოპასუხე გ-----------------–---–ი დედასთან ნ-----–-----------–---–თან, მეუღლესთან ი--------–--–-–---–თან და ორ მცირელოწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, დ-------------------------------------------------. საცხოვრებელი არის სამ ოთახიანი, რომელიც უზრუნველოფილია საყოფაცხოვრებო ნივთებით. ბინაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია. გ-----------------–---–ი დასაქმებულია ავეჯის კომპანიაში, შპს ,,ე------“, რომლის დამფუძნებელიცაა. მოპასუხეს შეუძლია დააკმაყოფილოს თ---–-----------–---–ის საბაზისო საჭიროებები. არასრულწლოვან თ---–-ს გ-----------------–---–ის სახლში გამოყოფილი აქვს საკუთარი კუთხე, რომელიც უზრუნველყოფილია სამეცადინო მაგიდით, ასაკისთვის შესაბამისი ნივთებით და გაკრულია მისი ნახატები. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი იყო სამი წლის, როდესაც თ--------------–---–ი გაემგზავრა სამუშაოდ საზღვარგარეთ და თ---–- საცხოვრებლად დარჩა ბებიასთან. გ-----------------–---–ს მუდმივად ჰქონდა ბავშვის ნახვის პრობლემა. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ნახა სკოლაში, თუმცა ყოველ ნახვაზე თ---–- ხვდება შეცვლილი. მოპასუხე წინააღმდეგია არასრულწლოვანი ბავშვი საცხოვრებლად წავიდეს ე-------–- და გ-----------------–---–ს სურს თ---–-- იცხოვროს მასთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სერვის ცენტრის 2017 წლის 22 ნოემბრის დასკვნა N----- (ტომი 1, ს.ფ. 137);
_მოწმეების ქ---------------–---–ის, ნ--------------–---–ის ჩვენებები (2019 წლის 24 იანვრის, 07 თებერვლის სხდომის ოქმები).
3.1.5. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი თბილისის N----- საჯარო სკოლაში დადის მოწესრიგებული, სუფთად ჩაცმული და მომზადებული.
არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილია თ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი საქართველოში: თ---–-------–------------------------------------------.
არასრულწლოვანის რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს თბილისი, დ-----------------------------–--------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 20 ოქტომბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი N0------------ (ტომი 1, ს.ფ. 191);
_2016-2017 სასწავლო წლის წლიური შეფასების ფურცელი (ტომი 1, ს.ფ. 192);
_მოწმე თ----------–---–---–ის ჩვენება (2019 წლის 24 იანვრის სხდომი ოქმი).
3.1.6. სს ,,ს----------–--------ში“ მიმღებ ქ---------------–---–ს 2014 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 12 ივლისამდე პერიოდში ჩაერიცხა ფულადი გზავნილები. გამომგზავნად ფიქსირდება თ--------------–---–ი. 2017 წლის 13 ივლისს ქ---------------–---–ის საბანკო ანგარიშზე ჩაირიხა თანხა 300 (სამასი) ევროს ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_12.07.2017 წელს გაცემული ინფორმაცია სს ,,ს----------–--------ში“ ჩარიცხული გზავნილების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 27-31);
_13.07.2017 წლის სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 1, ს.ფ. 32).
3.1.7. თ--------------–---–სა და გ-----------------–---–ს შორის თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, გ-----------------–---–ი ექვსი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ურიცხავდა თანხას მოსარჩელეს. უშუალოდ თანხის გამომგზავნ პირად ფიქსირდება მოპასუხის და, თ----- ბ--------–---–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_21.10.2013 წლის, 17.01.2014 წლის, 27.02.2014 წლის, 18.03.2014 წლის, 14.04.2014 წლის, 26.06.2013 წლის, 13.08.2013 წლის, 30.09.2013 წლის სალაროს შემოსავლის ორდერები (ტომი 2, ს.ფ. 38-41);
_მოწმე ქ---------------–---–ის ჩვენება (2019 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.8. თ--------------–---–ს და გ-----------------–---–ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. ამ უკანასკნელს კონფლიქტი ჰქონდა მოსარჩელის დედასთანაც, ქ---------------–---–თან, 2014 წლის აგვისტოს თვეში;
2018 წლის 11 იანვარს გ-----------------–---–მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია საცხოვრებელ მისამართზე თბილისი, გ-–----------------------------------------, სადაც გამოძახების ინიციატორმა ვერ შესძლო არასრულწლოვანი შვილის ნახვა, ვინაიდან საცხოვრებელი ბინის კარები არავინ გაუღო;
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);
_შსს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 2018 წლის 11 იანვრის რეაგირების ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 43-44);
_მოწმე ქ---------------–---–ის ჩვენება (2019 წლის 24 იანვრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ--------------–---–ს და გ-----------------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2--------------- შეეძინა შვილი თ---–-----------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–----------------–- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1, ს.ფ. 36, 01.44, 127).
3.2.2. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დაკმაყოფილებელი. იგი პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვია. მას 2014-2016 წლებში ჩაუტარდა სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევები და ამავე პერიოდში საჭირო გახდა ბავშვისთვის ა---------------–--------------–----------------–---- ჩატარება. გამოკვლევებსა და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად არასრულწლოვანი ასევე დაჰყავდა მამასაც, გ-----------------–---–საც;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_01.05.2015 წელს გაცემული რეცეპტი, 12.02.2015 წელს გაცემული რეცეპტი (ტომი 1, ს.ფ. 88-91);
_სს ,,მ----–---–-----------–-----–--------–---------------------ს“ ამბულატორიის დეპარტამენტში 09.02.2015 წელს ჩატარებული სისხლის ანალიზის შედეგები, რეკომენდაციების ფურცელი, პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 18.02.2015 წელს გაცემული ცნობა, კანის ალერგიული სინჯი მედიკამენტებზე, გამოკვლევის თარიღი 13.06.2015 წელი, პაციენტის სამედიცინო ბარათი, ,,ბ---------------ს“ მიერ 07.04.2014 წელს ჩატარებული კოპოლოგიური გამოკვლევის შედეგები, 09.06.2010 წელს და 29.01.2012 წელს გაცემული დანიშნულებები, 10.06.2011 და 05.08.2011 წლის ბიოქიმიური გამოკვლევის შედეგები, 09.02.2015 წელს, 11.02.2015 წელს, 31.05.2010 წელს და 05.05.2011 წელს გაცემული დანიშნულებები (ტომი 1, ს.ფ. 92-110).
სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ვინაიდან საქმეზე მოსარჩელე თ--------------–---–ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (ტომი 1, ს.ფ. 33-34, 37-43) არ იკითხება და ბუნდოვანია წარმოდგენილი დოკუმენტების შინაარსი, სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის პოზიციას არასრულწლოვანის სუსტი ჯანმრთელობის, დაქვეითებული იმუნური სისტემის შესახებ.
3.2.3. გ------------------–---–ს და ი--------–--–-–---–ს 2----–-–-- 2------------- შეეძინათ შვილი თ---–-----------–---–ი. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ მეორე შვილიც;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–-- 2------------- გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 2, ს.ფ. 42).
3.2.4. თ--------------–---–ს მიღებული აქვს უცხოელის ბინადრობის მოწმობა, რომლის მიხედვითაც 05.06.2022 წლამდე მისი რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ე-----------------------–-----------–---------------------–------------------–--------------------------------------------. მისი სტატუსია ევროკავშირში შემავალი ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრი;
თ--------------–---–ი დასაქმებული იყო კომპანია ,,ა-–--–-“ ს-----------------------------–------–-- პოზიციაზე კომპანიაში მოქმედი პროფესიული კლასიფიკაციის სისტემის შესაბამისად. ბოლო შრომითი ხელშეკრულება დადებულია შპს ,,ა------------–------“-თან 03.03.2019 წლამდე ვადით, სადაც სამუშაო დატვირთვა შეადგენს ორმოც საათს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილის ე-------–------–----------–----–- განსაზღვრის შემთხვევაში, მისთვის შერჩეული სკოლას წარმოადგენს ს-------–-------------------–-------–-----------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_,,ა-–--ს“ პანსიონატის მიერ 01.06.2017 წელს გაცემული ცნობა-დახასიათება (ტომი 1, ს.ფ. 14-16);
_განაცხადი უცხოელთა საიდენტიფიკაციო მოწმობის მიღების ან განახლების შესახებ, 13.06.2017 წელს გაცემული ცნობა ბ------–----ს მერიის მოსახლეობის სარეგსიტრაციო ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 17-24);
_ევროკავშირი წევრი ქვეყანაში უცხოელის ბინადრობის მოწმობა NE--------, ბ------–---ის მერიის 2017 წლის 30 ოქტომბრის მიმართვა (შტრიხ კოდი: 1-----------------), მერიის მიერ გაცემული ცნობა პირის რეგისტრაციის მონაცემების შესახებ, სარეფერენციო: G---------------------, შპს ,,ა-–--ს“ შრომითი ხელშეკრულება, (ტომი 1, ს.ფ. 145-160);
_ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, 04.09.2018 წელი (ტომი 2, ს.ფ. 161-169);
_ს-------–-------------------–-------–------------ის მიერ გაცემული ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 147-153).
3.2.5. ე--------ს მოქალაქე ე----------------–----თან 2017 წლის 06 ნოემბერს დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით თ--------------–---–ს დროებით სარგებლობაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, რომელის მდებარეობს ქალაქი ბ------–----, ს---------------------------------------------------;
მოსარჩელე თ--------------–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია ე---------------------------–----------------------------------------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2017 წლის 06 ნოემბერს დადებული ბინის ქირავნობის ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 154-160);
_ქ. ბ------–----ს მერიის მიერ 29.10.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 170-172).
3.2.6. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, გ-–------------------------------------------------ (საკადასტრო კოდი 0----------------------) საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თ--------------–---–ის სახელზე, ხოლო 2013 წლის 25 მ------- მდგომარეობით აღნიშნული უძრავი ნივთი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებით აღირიცხა ს--------------–---–ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 27.11.2012 წელი (ტომი 1, ს.ფ. 195);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 25.03.2013 წელი (ტომი 1, ს.ფ. 196).
3.2.7. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თბილისი, დ--------------------------------------------------- (საკადასტრო კოდი N0----------------------) და იმავე მისამარღთზე მდებარე ა---------------–---------- (საკადასტრო კოდი 0----------------------) საკუთრების უფლებით ირიცხება ნ-----–-----------–---–ის (გ-----------------–---–ის დედა) სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 22.06.2009 წელი (ტომი 1, ს.ფ. 193);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 17.06.2013 წელი (ტომი 1, ს.ფ. 194).
3.2.8. შპს ,,ე-----“ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს გ-----------------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი 27.01.2011 წელი (ტომი 1, ს.ფ. 197-198).
3.2.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით, გ-----------------–---–ს არასრულწლოვან შვილთან, თ---–-----------–---–თან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი: განჩინების გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათი დღის 15:00 საათიდან 18:00 საათამდე და კვირა დღის 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინება დროებითი განკარგულების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 18-23).
3.2.10. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მისი მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების დადგენის მიზნით თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ჩატარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა. სულ შედგა 5 ვიზიტი, რა დროსაც მოხდა გასაუბრება დედასთან თ--------------–---–თან, მამასთან გ-----------------–---–თან და ასევე, არასრულწლოვანთან თ---–-----------–---–თან. არასრულწლოვანი თ---–- არის მეგობრული, მხიარული და ენერგიით სავსე ბავშვი. კონტაქტში ადვილად და ხალისით შემოდის. იგი უშუალო და თავისუფალია, ხშირად იღიმის, ამყარებს თვალებით კონტაქტს. ასაკის გათვალისწინებით საკმარისად კარგად გამოხატავს საკუთარ აზრებს, სურვილებს, განცდებს. მისი ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე შეესაბამება ასაკს. თ---–-ს ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და თრგუნავს მას მიჯაჭვულობის ძირითადი ობიექტისგან, დედისგან შორის ყოფნა. მართალია, დედასთან ყოველდღიური შეუზღუდავი ურთიერთობა აქვს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით, მაგრამ ეს მისთვის მცირედია. ბავშვი იმ მუდმივი მოლოდინით ცხოვრობს, რომ დედა შეძლებს მის წაყვანას და ერთად იცხოვრებენ. თ---–-----------–---–ს დედის მიმართ ძლიერი ემოციური კავშირი, სიყვარული და მონატრება აქვს. სხვადასხვა აქტივობების დროს, დავალებების შესრულებისას, ასევე სხვადასხვა თემებზე საუბრის დროს, თ---–-ს დადებითი ემოციები და შთაბეჭდილებები ყოველთვის დედას უკავშირდება. მას აქვს მოთხოვნილება ყველა მნიშნელოვანი თუ ყოველდღიური შთაბეჭდილება დედას გაუზიაროს და მისგან მიიღოს ემოციური მხარდაჭერა. თ---–-ს აქვს მოლოდინი, რომ მალე შეძლებს დედასთან წასვლას და მასთან ერთად ახალ გარემოში საინტერესოდ ცხოვრებას. იგი სითბოთი, სიყვარულით და მონატრებით საუბრობს დედის შესახებ და პოზიტიურად იხსენებს იმ დღეებს, როცა დედა ჩამოდის. არასრულწლოვანი დეტალურად აღწერს რამდენად საინტერესო, სახალისო და დადებითი ემოციებით სავსე იყო ეს დღეები, დედის გამგზავრებას კი მოწყენასთან და მონატრებასთან აკავშირებს. მამის შესახებ საუბარი თ---–-- შემდეგი ფრაზით დაიწყო: ,,მამაზე არ ვიცი რა ვთქვა, ძალიან ნაწყენი ვარ დედასთან რომ არ მიშვებს და ცოტა გაბრაზებული“. თ---–-- მამასთან ურთიერთობის ეპიზოდები თანდათანობით გაიხსენა, დეტალებითაც შეავსო და საკუთარი ემოციებიც გადმოსცა: ,,რამდენიმე წელი მიმატოვა და მერე მოვიდა სკოლაში... თავიდან ვერ ვიცანი, მერე ვიცანი ხმა რომ ამოიღო, ძალიან ვინერვიულე... მერე სახლში მოდიოდა...დედამ და ბებომ მითხრეს გაყევიო და გავყევი... ერთხელ ,,მ-----–----–-“ წავედით და მეორედ ,,ბ--------–------–-“. ცენტრში ცოლი და შვილიც მოიყვანა, მე თითქმის აღარ მაქცევდა ყურადღებას. შვილი რომ მოიყვანა ცუდად ვიგრძენი თავი - მას დედაც და მამას ჰყავს გვერდით, მე არც ერთი მყავს, მე დედასთან მინდა ყოფნა....“. სხვადასხვა კონტექსტში მამასთან დაკავშირებული პირველი ასოციაცია მისი მიზეზით დედისგან შორს ყოფნაა. ახლო წარსულთან ერთად თ---–-ს ადრეული ბავშვობის პერიოდის ახსოვს, როცა მამასთან მიდიოდა და რჩებოდა ხოლმე. იგი აღნიშნავს, რომ მოსწონდა მამასთან ერთად გატარებული დრო. თ---–-- ისაუბრა მამის მიერ მოტანილი საჩუქრების შესახებ და კმაყოფილებაც გამოხატა. ერთ-ერთ ვიზიტზე კი მისი ნაჩუქარი ფანქრებიც მოიტანა და იმ ფანქრებით მოისურვა დახატვა. თ---–- ამბობს, რომ ,,თუ გამიშვებს მამა, ვნახავ ხოლმე, ხომ უნდა ჩამოვიდე ბებიას და დეიდის სანახავად“. ბავშვის ნაამბობი გავლენების შესახებაც ბადებს ეჭვს. მიუხედავად გავლენების ალბათობისა, თ---–-ს მიჯაჭვულობა დედასთან, მისი მონატრება და მასთან ცხოვრების ძლიერი სურვილი არ არის გავლენის შედეგი.
ბავშვის მამა ადრეულ პერიოდზე ამბობს, რომ თ---–-ს ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. იგი გამოხატავს ეჭვს, რომ თუკი დედა წაიყვანს ბავშვის, შეიძლება იგი საერთოდ ვეღარ ნახოს.
ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგად, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ემოციურ მდგომაროებაზე უარყოფითად აისახება და თრგუნავს მას მიჯაჭვულობის ძირითადი ობიექტისგან, დედისგან შორს ყოფნა. მართალია, დედასთან შეუზღუდავი ურთიერთობა აქვს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით, მაგრამ ეს მისთვის მცირედია. თ---–- იმ მუდმივი მოლოდინით ცხოვრობს, რომ დედა შეძლებს მის წაყვანას და ერთად იცხოვრებენ. თ---–-ს მიჯაჭვულობის ძირითადი ობიექტი არის დედა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს, თ---–- არ არის მის მიმართ გაუცხოვებული. ეს კი მის გამგზავრებამდე არსებულმა ძლიერმა მიჯაჭვულობას და გამგზავრების მიუხედავადაც თ---–-ს ცხოვრებაში დედის აქტიურმა ჩართულობას განაპირობა. არასრულწლოვანს მამის მიმართ ემოციური კავშირი არ აქვს, რასაც ურთიერთობის არქონამ შეუწყო ხელი. დღეისათვის კი მამა-შვილის ურთიერთობის განვითარებას დედასთან ცხოვრების სურვილი უშლის ხელს, აგრეთვე მამის მეორე ოჯახი, რომელთან შესაგუებლადაც დრო სჭირდება ბავშვს. თუ ერთ-ერთ მშობელთან განისაზღვრება საცხოვრებელი ადგილი, რეკომენდირებულია მეორე მშობელთან ურთიერთობა იყოს შესაძლებლობის შესაბამისად ინტენსიური;
სასამართლო სხდომაზე სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგმა ლ--–------–-----–---–ის განმარტებით, ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი არ ცხოვრობს არც ერთ მშობელთან, ბავშვზე უარყოფით გავლენას ახდენს. არასრულწლოვანი სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, მისი დადებითი ემოციებისათვის, მნიშვნელოვანია ცხოვრობდეს ერთ-ერთ მშობელთან მაინც. თ---–- მუდმივი მონატრებით ცხოვრობს, რაც ქმნის მის ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფონს. ბავშვს საქართველოში მცხოვრებ მამასთან არ აქვს საჭირო მიჯაჭვულობა. თ---–-სთვის პირველი ემოცია, რაც მას მამასთან დაკავშირებით ვლინდება, არის ის, რომ მამა ხელს უშლის დედასთან ურთიერთობაში, მასთან ყოფნაში. ბავშვისთვის მშობელი უნდა იყოს დადებითი ემოციის წყარო. არსებული მდგომარეობით გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ როგორ იცხოვრებს არასრულწლოვანი საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორ იგრძნობს თავს იმ სოციუმში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვს ადაპტაციის უნარი აქვს და მიჯაჭვულობის ობიექტიც (დედა) მასთან ერთად იქნება. ფსიქოლოგიური შეფასების შედეგად, ფსიქოლოგი გასცემს რეკომენდაციას, რომ უმჯობესი იქნებოდა არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი გარკვეული პერიოდი წასულიყო, ენახა და გასცნობოდა იქაურ სოციალურ გარემოს, საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ დასმულიყო საკითხი ბავშვის საცხოვრებლად დარჩენის მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 09.08.2018 წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები (ტომი 2, ს.ფ. 88-91);
_სპეციალისტ ლ--–------–-----–---–ის განმარტება (2019 წლის 13 თებერვლის სხდომის ოქმი).
3.2.11. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის (თბილისი, გ-–----------------------------------------) შეცვლის და საქართველოს საზღვრებს გარეთ გამგზავრების აუცილებლობა და მიზანშეწონილობა;
არასრულწლოვან თ---–-----------–---–სა და გ-----------------–---–ს შორის არ გამოიკვეთა ის დადებითი ემოციური კავშირი და პოზიტიური მიჯაჭვულობა, რაც მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბავშვის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრის საფუძველი გახდებოდა;
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოცემულ ეტაპზე არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის და მისი საცხოვრებლად დარჩენის მიზნით დაადასტურებდა საზღვარგარეთ გამგზავრების აუცილებლობას. მოწმე ქ---------------–---–ის ჩვენების მიხედვით, არასრულწლოვანი იზრდება უსაფრთხო, მზრუნველ გარემოში, რაშიც მას მატერიალურად ეხმარება ბავშვის დედა, საზღვარგარეთ მყოფი თ--------------–---–ი. ქ---------------–---–სა და ბავშვის მამას, გ-----------------–---–ს შორის 2014 წლის აგვისტოს თვეში მოხდა დაპირისპირება, რაც დაკავშირებული იყო მამის ნებართვის გარეშე, ბავშვის მამის ნათესავისგან (ნ--------------–---–სგან) წამოყვანას. აღნიშნულის შემდეგ, მამა ბავშვს არ ნახულობდა და მასთან კონტაქტი არ ჰქონია მომავალი სამი წელი, 2017 წლის ოქტომბრის თვემდე. მოწმე ნ--------------–---–მა უარყო ის გარემოება, რომ ზ----------–-, 2014 წლის ზაფხულის პერიოდში მამამ, გ-----------------–---–მა ბავშვი დატოვა ცუდ, ბავშვისთვსის საზიანო პირობებში. გ-----------------–---–ის ბიძაშვილი, ნ--------------–---–ი მიუთითებს, რომ თ---–-----------–---–ი თავისი სურვილით დარჩა 3 დღით მასთან და მის არასრულწლოვანი შვილთან (ნ--------------–---–ს ჰყავს თ---–-ზე ორი წლით უფროსი შვილი). ნ--------------–---–ი მასზე ზრუნავდა, უვლიდა ისე, როგორც საკუთარ შვილს. თ---–-ს კლასის დამრიგებელმა მოწმე თ----------–---–---–მა დაადასტურა მამის ვიზიტი სკოლაში, გაკვეთილების მიმდინარეობის დროს და აღნიშნა ისიც, რომ თ---–-ს აღნიშნულით შეექმნა დისკომფორტი და ბავშვს არ სურდა სკოლაში მამის მისვლა, საგაკვეთილო პროცესში. პედაგოგმა ისიც განმარტა, რომ ბავშვის სწავლის პროცესში, მიუხედავად ფიზიკური სიშორისა, ჩართულია დედაც. ბავშვი სკოლაში დაჰყავს და კლასის კრებებს ესწრება მხოლოდ ბებია ქ---------------–---–ი (2019 წლის 24 იანვრის, 07 თებერვლის სხდომის ოქმები).
გ-----------------–---–სა და მის არასრულწლოვან შვილს, თ---–-----------–---–ს შორის არსებული ურთიერთობის და ნაკლებად ემოციური კავშირის ფონზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს გ-----------------–---–ის პოზიციას ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.
4.1.1.-4.1.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, საქმის მასალებით არ იკვეთება მისი საცხოვრებელი ადგილად დედის, თ---------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის (ე---------------------------–------------------------------–------------------------------–-----------) განსაზღვრისა და ამ მიზნით, მამის, გ-----------------–---–ის მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობა.
4.2.
არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრა მამის, გ-----------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არ შეესაბამება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს. მისი ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილი დარჩეს უცვლელი.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1205-ე, მე-20, 1202-ე, 1197-ე, 1199-ე, მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.
6.1.1.-6.1.2. მოსარჩელე თ--------------–---–მა სარჩელით მოითხოვა 2--- წლის 2--------------- დაბადებული თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილად, დედის, თ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ე---------------------------–------------------------------–------------------------------–-----------, ს----------------------- და გ-----------------–---–ის თანხმობის გარეშე არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ, კერძოდ ე------------------ში გაყვანის უფლების მინიჭება.
არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მშობლის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი. მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ საკითხს კი აწესრიგებს კოდექსის 1205-ე მუხლი.
თ--------------–---–ი და გ-----------------–---–ი იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2--------------- შეეძინა შვილი თ---–-----------–---–ი. რამდენიმე წელია მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვან შვილთან ერთად, მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა დედასთან, ქ---------------–---–თან. მოსარჩელე თ--------------–---–ი 2014 წლის მ------- თვეში გაემგზავრა სამუშაოდ საზღვარგარეთ, კერძოდ, ე---------------–-–-----–-. ხოლო მითითებული პერიოდიდან, თ---–-----------–---–ი იზრდება ბებიასთან, ქ---------------–---–თან. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა აქვს თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებებით: ტელეფონი, ე.წ. ,,სკაიპი” (3.1.1., 3.1.2., 3.2.1).
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
მხარეთა შორის თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად. ამჟამად, არასრულწლოვანი მარტო ცხოვრობს ბებიასთან ქ---------------–---–თან მისამართზე თბილისი, გ-–----------------------------------------. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებით ირიცხებოდა ს--------------–---–ის სახელზე, თუმცა მოსარჩელის მითითებით, დღეის მდგომარეობით ქონება თ--------------–---–ის საკუთრებაშია, რასაც ადასტურებს მოწმე ქ---------------–---–იც (3.1.3., 3.2.6). აღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინა კეთილმოწყობილია, სადა დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები და მოწესრიგებული კომუნალური მდგომარეობაა. ქ---------------–---–ის გადმოცემით, იგი არ არის დასაქმებული და მას ბავშვის აღზრდაში ფინანსურად ეხმარება თ--------------–---–ი, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სს ,,ს----------–--------ში“ მიღებული ფულადი გზავნილებითაც. ბავშვს დედა დაბადებიდან ზრდიდა მარტო. მამა და მისი მშობლები არ იღებდნენ მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ თ--------------–---–ი შვილისგან შორსაა, ყველანაირად ცდილობს დააკმაყოფილოს შვილის საჭიროებები. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი თბილისის N----- საჯარო სკოლაში დადის მოწესრიგებული, სუფთად ჩაცმული და მომზადებული. არასრულწლოვანის რეგისტრირებულია მამის საცხოვრებელ მისამართზე თბილისი, დ-----------------------------–-------------------------- (3.1.5).
გამოკვლეულია მოპასუხე მხარის საცხოვრებელ ადგილას არსებული საყოფაცხოვრებო პირობები. სოციალური სამსახურის შეფასებით, გ-----------------–---–ი დედასთან ნ-----–-----------–---–თან, მეუღლესთან ი--------–--–-–---–თან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, დ-------------------------------------------------. საცხოვრებელი არის სამ ოთახიანი, რომელიც უზრუნველყოფილია საყოფაცხოვრებო ნივთებით. ბინაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი იყო სამი წლის, როდესაც თ--------------–---–ი გაემგზავრა სამუშაოდ საზღვარგარეთ და თ---–- საცხოვრებლად დარჩა ბებიასთან. გ-----------------–---–ს მუდმივად ჰქონდა ბავშვის ნახვის პრობლემა. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე ნახა სკოლაში, თუმცა ყოველ ნახვაზე თ---–- ხვდება შეცვლილი. მოპასუხე წინააღმდეგია არასრულწლოვანი ბავშვი საცხოვრებლად წავიდეს ე-------–- და გ-----------------–---–ს სურს თ---–-- იცხოვროს მასთან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით საქმეში ჩაბმულ იქნა არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი (დაბადებული 2--- წლის 2---------------). მას სასამართლომ მოუსმინა სასამართლო სხდომებზე (2018 წლის 15 მარტის და 20 დეკემბრის სასამართლოს სხდომები) მეურვეობისა მზრუნველობის ორგანოს და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მონაწილეობით (თანდასწრებით). არასრულწლოვანმა დააფიქსირა თავისი პოზიცია განსახილველ დავასთან მიმართებით. არასრულწლოვანისთვის ცნობილია, რომ დედა ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, ე-------------–----------–----–- და თავადაც გამოთქვამს სურვილს ცხოვრობდეს დედასთან, თ--------------–---–თან. არასრულწლოვან თ---–-ს ჰყავს მეგობარი ქალაქ ბ------–----–-, რომელიც საქართველოდან გაემგზავრა და იგი უგზავნის თ---–-ს ქალაქ ბ------–----–- გადაღებულ ფოტოებს. არასრულწლოვანი გამოთქვამს ინტერესს გაემგზავროს ე-------–- და დაათვალიეროს ქალაქი. არასრულწლოვანმა თ---–-----------–---–მა ბოლო პერიოდში მამა, გ-----------------–---–ი ნახა სამჯერ. იგი სკოლაშიც იყო მოსული, თუმცა თ---–-ს არ სურს მამა სკოლაში მოდიოდეს მის სანახავად. არასრულწლოვანი გამოხატავს წყენას მამის მიმართ, ვინაიდან იგი თ---–-ს არ უშვებს დედასთან. მიზეზი, თუ რატომ არ აძლევს მამა დედასთან წასვლის უფლებას, მისთვის უცნობია. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს არ მიეცემა დედასთან, თ--------------–---–თან ე-------–- წასვლის შესაძლებლობა, მისი სურვილია ცხოვრობდეს ბებიასთან ერთად, ვინაიდან მასთან თავს კარგად გრძნობს. არასრულწლოვანი აცხადებს, რომ მას არ სურს ცხოვრობდეს მამასთან, გ-----------------–---–თან ერთად ამ უკანასკნელის საცხოვრებელ მისამართზე.
ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 42, 44, ).
არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციის უზენაესობა ყოველთვის გადასწონის მშობლის უფლებასა და ინტერესს (სუსგ Nას-967-916-2015, 25.02.2016წ.). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლი).
ბავშვების ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. საკითხის გადაწყვეტისას არსებითია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ უკანასკნელის დასადგენად კი გამოკვლეული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებანი, უშუალოდ ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მათი ურთიერთობა-მიჯაჭვულობა თითოეულ მშობელთან, გაუცხოვების არსებობისას კი მისი შესაძლო მიზეზები.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ნორმის სხვაგვარი განმარტება და ერთ-ერთი მშობლისათვის, მხოლოდ, მისი ბიოლოგიური სქესის გამო, რაიმე უპირატესობის მინიჭება კანონშეუსაბამოა.
სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის, თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი და მიანიჭოს თუ არა დედას უფლება, წაიყვანოს იგი საქართველოს საზღვრებს გარეთ ე---------------–-–-----–-. ამ საკითხის გადაწყვეტის დროს სასამართლომ უნდა შეაფასოს, პირველ რიგში, თუ რამდენად შეესაბამება იგი (მოთხოვნა) ბავშვის ინტერესებს. ამ უკანასკნელის შეფასებისას კი უნდა იქნეს გამოკვლეული, ერთის მხრივ, თუ რა გარემოებები უდევს საფუძვლად მსგავსი შინაარსის მოთხოვნის დაყენებას და, მეორეს მხრივ, გამართლებულია თუ არა ბავშვის გადაადგილება მისი პიროვნებისა და მისთვის უახლოესი გარემოს შეფასებიდან გამომდინარე, ხომ არ გამოიწვევს იგი ბავშვის ფსიქოლოგიურ ტრამვას, ან შესაძლებელია ასეთს არ იწვევდეს, მაგრამ რამდენად დადებით მნიშვნელობას მოახდენს იგი ბავშვის განვითარებაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 44 და 45. .
დავის გადაწყვეტისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. სასამართლომ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს გარემო, სადაც ბავშვი ცხოვრობს და სადაც მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თითოეულ მშობელთან, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ასაკი და ინდივიდუალური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გადაწყდეს დავა არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის, გ-----------------–---–ის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე თ--------------–---–ი 2014 წლის მ------- თვეში გაემგზავრა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ე---------------–-–-----–-. არასრულწლოვანი კი დედის გამგზავრებამდე და მას შემდეგაც მუდმივად ცხოვრობს ბებიასთან ქ---------------–---–თან. არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვია. მას სხვადასხვა დროს, 2014-2016 წლებში ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები და ამავე პერიოდში საჭირო გახდა ბავშვისთვის ა---------------–--------------–----------------–---- ჩატარება. გამოკვლევებსა და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად არასრულწლოვანი ასევე დაჰყავდა მამასაც, გ-----------------–---–საც (3.2.2). საქმეში არსებული მასალებით, თ--------------–---–ს მიღებული აქვს უცხოელის ბინადრობის მოწმობა, რომლის მიხედვითაც 05.06.2022 წლამდე მისი რეგისტრაციის მისამართს წარმოადგენს ე-----------------------–-----------–---------------------–------------------–--------------------------------------------. მისი სტატუსია ევროკავშირში შემავალი ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრი. თ--------------–---–ი დასაქმებული იყო კომპანია ,,ა-–--–-“ ს-----------------------------–------–-- პოზიციაზე, ხოლო ბოლო შრომითი ხელშეკრულება დადებულია შპს ,,ა------------–------“-თან 03.03.2019 წლამდე ვადით, სადაც სამუშაო დატვირთვა შეადგენს ორმოც საათს, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ასევე, შეიცვალა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, რაც მისივე განმარტებით გამოწვეული იყო არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ინტერესებით, კერძოდ, ამჟამინდელ მის ფაქტობრივ საცხოვრებელში უკეთესი პირობებშია და ამასთან, ტერიტორიულად სკოლასთან ახლოა. 2017 წლის 06 ნოემბერს დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით თ--------------–---–ს დროებით სარგებლობაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, რომელის მდებარეობს ქალაქი ბ------–----, ს----------------------------------------------------. მოსარჩელე განმარტებით, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილის ე-------–------–----------–----–- განსაზღვრის შემთხვევაში, მისთვის შერჩეული სკოლას წარმოადგენს ს-------–-------------------–-------–-----------, სადაც სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობები მაღალი სტანდარტებით არის გადმოცემული (3.2.4., 3.2.5).
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რა წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მოცემული დავის ფარგლებში, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი არ ეთანხმება არც თ--------------–---–ის და არც გ-----------------–---–ის სარჩელის მოთხოვნებს და ასევე განმარტავს, რომ საცხოვრებლად დარჩენის მიზნით პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში არ უნდა მოხდეს გ-----------------–---–ისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა. სოციალური სამსახურის შეფასებით, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილი უნდა დარჩეს უცვლელი. ბავშვს აქვს ენობრივი და კულტურული კავშირი საქართველოსთან. მისთვის მნიშვნელოვანია ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში ყოფნა, მიჩვეულია სკოლას, სასწავლო გარემოს. ბავშვს ჰყავს მზრუნველი ბებია (დედის დედა), რომლის საცხოვრებელ ბინაშიც შექმნილია ბავშვისთვის მისაღები მშობლიური, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალურ სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას არასრულწლოვანის საცხოვრებლის ადგილის განსაზღვრა საქართველოს ფარგლებს გარეთ ბავშვისთვის სრულიად უცხო გარემოში. აღნიშნულს ემატება ის ფაქტორიც, რომ სოციალურ სამსახურისათვის არ არის ცნობილი საქართველოს ფარგლებს გარეთ ის სოციალური გარემო და პირობები, სადაც მოსარჩელე მხარეს სურს ბავშვის საცხოვრებლად წაყვანა. მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბავშვის საცხოვრებლის განსაზღვრის შემთხვევაში კი გათვალისწინებული უნდა იქნეს თავად არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის სურვილი, რომელსაც გონებრივი და ასაკობრივი სიმწიფის შესაბამისად შეუძლია ნათლად დააფიქსიროს თავისი აზრი, შეხედულება. იგი უარს აცხადებს მამასთან ცხოვრებაზე და განმარტავს, რომ თუ მისი საცხოვრებელი ადგილი არ იქნება დედასთან, თ--------------–---–თან ე---------------–-–-----–-, იგი თავს კარგად გრძნობს ბებიასთან, სადაც იზრდება და მისთვის მშობლიური გარემოა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია იმგვარია, რომ ბავშვის ამჟამინდბლი საცხოვრებელი ადგილი უნდა დარჩეს უცვლელი და შესაძლებელია, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მხოლოდ დროებით მოხდეს არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანა, რაც ხელს არ შეუშლის მის ჩვეულ რეჟიმს და სასწავლო პროცესს.
არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასებისა და მისი მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების დადგენის მიზნით ჩატარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა. წარმოდგენილი დასკვნით, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ემოციურ მდგომაროებაზე უარყოფითად აისახება და თრგუნავს მას მიჯაჭვულობის ძირითადი ობიექტისგან, დედისგან შორს ყოფნა. მართალია, დედასთან შეუზღუდავი ურთიერთობა აქვს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით, მაგრამ ეს მისთვის მცირედია. თ---–- იმ მუდმივი მოლოდინით ცხოვრობს, რომ დედა შეძლებს მის წაყვანას და ერთად იცხოვრებენ. თ---–-ს მიჯაჭვულობის ძირითადი ობიექტი არის დედა. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს, თ---–- არ არის მის მიმართ გაუცხოვებული. ეს კი მის გამგზავრებამდე არსებულმა ძლიერმა მიჯაჭვულობას და გამგზავრების მიუხედავადაც თ---–-ს ცხოვრებაში დედის აქტიურმა ჩართულობას განაპირობა. არასრულწლოვანს მამის მიმართ ემოციური კავშირი არ აქვს, რასაც ურთიერთობის არქონამ შეუწყო ხელი. დღეისათვის კი მამა-შვილის ურთიერთობის განვითარებას დედასთან ცხოვრების სურვილი უშლის ხელს, აგრეთვე მამის მეორე ოჯახი, რომელთან შესაგუებლადაც დრო სჭირდება ბავშვს. ფსიქოლოგის შეფასებით, არასრულწლოვან ბავშვზე გარკვეული გავლენა იგრძნობა, თუმცა დედასთან ცხოვრების სურვილი ამ გავლენის შედეგი არ არის. თუ ერთ-ერთ მშობელთან განისაზღვრება საცხოვრებელი ადგილი, რეკომენდირებულია მეორე მშობელთან ურთიერთობა იყოს შესაძლებლობის შესაბამისად ინტენსიური. ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი არ ცხოვრობს არც ერთ მშობელთან, ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს. თ---–-სთვის პირველი ემოცია, რაც მას მამასთან დაკავშირებით ვლინდება, არის ის, რომ მამა ხელს უშლის დედასთან ურთიერთობაში, მასთან ყოფნაში. ბავშვისთვის მშობელი უნდა იყოს დადებითი ემოციის წყარო. არსებული მდგომარეობით გათვალისწინებით, შეუძლებელია იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ როგორ იცხოვრებს არასრულწლოვანი საქართველოს ფარგლებს გარეთ, როგორ იგრძნობს თავს იმ სოციუმში. უმჯობესი იქნებოდა, ფსიქოლოგის რეკომენდაციით, არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი გარკვეული პერიოდი წასულიყო, ენახა და გაცნობოდა იქაურ სოციალურ გარემოს, საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ დასმულიყო საკითხი ბავშვის საცხოვრებლად დარჩენის მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ (3.2.10).
ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. აღნიშნულის აუცილებლობა კი სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული. ბავშვისთვის ორივე მშობელი არის რესურსი. მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ განაპირობებს შემდგომში ბავშვის მიერ ორივე მშობლის დადებითი სახის შენარჩუნებას. წინ არ უნდა მოდიოდეს ბავშვთან მიმართებით პრივატული ინტერესები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს და დადგინდეს, თუ რომელ ეტაპზე სად არის უკეთესი ბავშვი იმყოფებოდეს. გარემომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარებას, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს. განსახილველი დავის ფარგლებში, დადგენილია, რომ ბებიასთან, ქ---------------–---–თან საცხოვრებელ მისამართზე (რომელიც წარმოადგენს დედის, თ--------------–---–ის საცხოვრებელს საქართველოში) თ---–-----------–---–ს აქვს კარგი გარემო, დადებითი საყოფაცხოვრებო პირობები. ბავშვი ბებიის მიმართ გამოხატავს თბილ დამოკიდებულებას, ნდობას და გარკვეულწილად მიჯაჭვულობასაც. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მის საცხოვრებელ ადგილას არასრულწლოვანის ინტერესების შესაბამისი გარემოს და აღზრდისათვის საჭირო პირობების არსებობის შესახებ. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მართალია, მოსარჩელე მხარე განმარტავს და მიუთითებს, რომ მის ამჟამინდელ ფაქტობრივ საცხოვრებელში შექმნილია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდის შესატყვისი პირობები, თუმცა საქმეში არ არის წარმოდგენილი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, რითაც შეფასებული იქნებოდა ის გარემო, სადაც არასრულწლოვანის საცხოვრებლად განსაზღვრა სურს მოსარჩელეს. დავის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, აუცილებელია დადგინდეს კონკრეტულად როგორ პირობებში უნდა იმყოფებოდეს ბავშვი და შეფასებული უნდა იქნეს ის სოციუმი, სადაც ბავშვმა უნდა იცხოვროს, ისწავლოს, განვითარდეს. მოწინააღმდეგე მხარე სწორედ აღნიშნულს ხდის სადავოდ და მიუთითებს, რომ იმ ბუნდოვან სოციალურ გარემოსა და საცხოვრებელ პირობებზე, რაც უკავშირდება არასრულწლოვანი ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებასა და იქ საცხოვრებლად დარჩენას. შესაბამისად, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო მხარის მხოლოდ ზეპირი სახის განმარტებას ვერ მიიჩნევს საკმარისად სადავო გარემოების დასადგენად. შესაბამისად, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული მოსარჩელის პოზიცია, არასრულწლოვანი ბავშვისათვის მისაღები, სასურველი გარემოს შესახებ, რომელიც მას დახვდება დედასთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ, სრულიად უცხო გარემოში. ბავშვისთვის ნებისმიერი ფორმით საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ჩვეულ გარემოსთან მოშორება, სანამ ის შეეგუება ახალ გარემოს, იქნება მატრავმირებელი, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება მიოს ფსიქიკურ განვითარებაზე. არასრულწლოვანი თ---–- დადის ქართულ სკოლაში, სადაც ბუნებრივია ქართულ ენაზე მიმდინარეობს სწავლა და გარკვეულ სპეციალურ ტერმინოლოგიას ითვისებს, ხოლო ე-------–- მას არა მარტო ახალ და განსხვავებულ სასწავლო სტრატეგიასთან მოუხდება შეხება, არამედ, მას მოუწევს ენობრივი ბარიერის გადალახვაც. საცხოვრებელთან ერთად შეჩვეული სასწავლო გარემოს ცვლილება მოითხოვს სპეციალურ მზაობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანთან მიმართებით არ გამოიკვეთა.
არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის (თბილისი, გ-–----------------------------------------) შეცვლის და საქართველოს საზღვრებს გარეთ გამგზავრების აუცილებლობა და მიზანშეწონილობა. არადამაჯერებელია ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არასრულწლოვანის ჩვეული გარემოსაგან მოწყვეტა და ამ ეტაპზე მისი გადაყვანა უცხო გარემოში, უკვე დაწყებულ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებული ფსიქო-ემოციური ფაქტორების გათვალისწინებით. სოციალური სამსახურის მიერ შეფასების მომენტისათვის არ იკვეთება რაიმე სირთულე არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის ფსიქო-ემოციურ და აკადემიურ ფუნქციონირებაში. ბავშვი ცხოვრობს ბებიასთან, დადის სკოლაში, დედისგან იღებს როგორც ფინანსურ ასევე მორალურ მხარდაჭერას (თანამედროვე კომუნიკაციის გამოყენებით). თ---–-ს პოზიტიური და ახლო ურთიერთობა აქვს ბებიასთან, თავისუფლად გრძნობს თავს მის გარემოცვაში. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დაუდგენელი და შეუსწავლელია დედის საცხოვრებელ ადგილას არსებული სოციალური გარემო და საყოფაცხოვრებო პირობები, მოცემულ ეტაპზე, არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არ იკვეთება ბავშვის საცხოვრებლის ადგილად დედის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის (საქართველოს ფარგლებს გარეთ) განსაზღვრის მიზანშეწონილობა. ამასთან, დაუზუსტებელია და გაურკვეველ პერსპექტივას უკავშირდება მოსარჩელის პოზიცია საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლის განზრახვა, თუმცა მოსარჩელემ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ თ--------------–---–ი აპირებს დაბრუნდეს საქართველოში. ამავდროულად, მხარე მიუთითებს ე--------ს მოქალაქეობის მიღების მოლოდინზეც.
საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 1. 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მსგავსი სახის დავების განხილვისას სპეციალური კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე საქმის შედეგით დაინტერსებული პირის დასკვნა შეიძლება გახდეს სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსათვის. ვინაიდან იგი წარმოადგენს ორივე მხარისა და თავად ბავშვისგან მიღებული ინფორმაციის პროფესიული და ამასთან, ნეიტრალური ხასიათის ანალიზის შედეგს. აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას ბავშვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ვინაიდან ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია არა დროებით, არამედ ბავშვის საცხოვრებლად დარჩენის მიზნით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა. აღნიშნული კი არ შეესაბამება არასრულწლოვანის უპირატესად დასაცავ ინტერესებს. მართალია თ---–-----------–---–ი გამოთქვამს სურვილს და მოლოდინს დედასთან, ე-------–- გამგზავრების თაობაზე, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს სად, როგორ და რა ვითარებაშია უმჯობესი ბავშვი აღიზარდოს და რა იქნება უკეთესი მისი ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად. თუკი ბავშვის გაყვანა მოხდება კონკრეტული პერიოდით და უკან დაბრუნების ვალდებულებით, შესაძლებელია ამ შემთხვევაში მოხდეს მოსარჩელისათვის ბავშვის დროებით საზღვარგარეთ გაყვანის უფლების მინიჭება, რასაც ეთანხმება როგორც სოციალური სამსახურის წარმომადგენელი და ასევე ფსიქოლოგიც. თუმცა სასარჩელო მოთხოვნა ამ კუთხით არ არის დაყენებული და მოსარჩელის მიზანს მხოლოდ საცხოვრებლად ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა წარმოადგენს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, სოციალური სამსახურის დასკვნის, ჩატარებული ფსიქოლოგის მოსაზრების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის (ე---------------------------–------------------------------–------------------------------–-----------, ს-----------------------) განსაზღვრისა და პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. გ-----------------–---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, თ---–-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის, თბილისი, დ------------------------------------------------, განსაზღვრა.
თ--------------–---–ის სარჩელთან მიმართებით გადაწყვეტილების 6.1. ნაწილში მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებს იზიარებს სასამართლო გ-----------------–---–ის შეგებებულ სარჩელთან მიმართებითაც. ამასთან, ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთხელ არასრულწლოვან თ---–-----------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაზე. ვინაიდან ორივე მშობელს აქვს მეტნაკლებად მისაღები პირობები საცხოვრებელი ფართის, საცხოვრებელ ადგილას საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, არსებითია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი საუკეთესო ინტერესების განხორციელების მიღწევის მიზნით.
ზემოთ როგორც აღინიშნა, გ-----------------–---–ს შექმნილი აქვს მეორე ოჯახი და იგი თავის მეუღლესთან, ი--------–--–-–---–თან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე, თბილისი, დ-----------------------------–--------------------------. სოციალური სამსახურის შეფასებით, საცხოვრებელ ბინაში დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები და ბავშვის აღზრდისათვის საჭირო გარემოა შექმნილი. გ-----------------–---–ი დასაქმებულია ავეჯის კომპანიაში, შპს ,,ე------“, რომლის დამფუძნებელიცაა. მოპასუხეს შეუძლია დააკმაყოფილოს თ---–-----------–---–ის საბაზისო საჭიროებები. არასრულწლოვან თ---–-ს გ-----------------–---–ის სახლში გამოყოფილი აქვს საკუთარი კუთხე, რომელიც უზრუნველყოფილია სამეცადინო მაგიდით, ასაკისთვის შესაბამისი ნივთებით და გაკრულია მისი ნახატები.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება, ერთ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ სტრესსა და მამასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს. გაუცხოვებულ მშობელთან შეგუება საკმაოდ ხანგრძლივი და ფაქიზი პროცესია. ნებისმიერი გადაადგილება ზრდასრული ადამიანისთვისაც გარკვეულ შფოთვასთანაა დაკავშირებული, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილის მამის საცხოვრებლად ადგილის მიხედვით განსაზღვრასთან დაკავშირებით. ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო გაესაუბრა არასრულწლოვან თ---–-----------–---–ს, რომელაც ნათლად, გარკვევით გამოხატა თავისი მოსაზრება გ-----------------–---–ის სარჩელთან დაკავშირებით. ბავშვი ნაწყენია მამაზე, ვინაიდან იგი არ უშვებს დედასთან. თ---–-სთვის მამის გახსენებას დადებითი ემოცია არ მოაქვს. ამასთან, თ---–-ს არ სურს იცხოვრობს მამის საცხოვრებელ მისამართზე, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს და არასრულწლოვანი თავს უცხოდ გრძნობს. თ---–-----------–---–ი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ე-------–- არ გაემზგავრება დედასთან, მისი სურვილია ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ბებიასთან, მისთვის მშობლიურ და ჩვეულ გარემოში.
არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია სოციალური სამსახურის პოზიცია, რომელიც კანონით დაკისრებული ფუნქციის ფარგლებში ყველაზე უკეთ უნდა შეესაბამებოდეს არასრულწლოვნის უპირატესად დასაცავ უფლებებს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და მისი მამასთან, გ-----------------–---–თან საცხოვრებლად გადასვლა. თ---–-----------–---–ი იმყოფება მისი ზრდა-განვითარებისათვის მისაღებ, უსაფრთხო და სასურველ გარემოში. ბავში გაუცხოვებულია მამასთან და მის ოჯახის წევრებთან. მისთვის არაკომფორტულია გ-----------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში ყოფნა. აღნიშნულ გარემოებას ეთანხმება სოციალური სამსახურის ცენტრის ფსიქოლოგი, რომელმაც არასრულწლოვანთან ჩაატარა კვლევა და აღნიშნავს, რომ ბავშვს მამასთან არ აქვს დადებითი ემოციური კავშირი და მამა-შვილური მიჯაჭვულობა. მშობელი ბავშვისთვის უნდა წარმოადგენდეს დადებითი ემოციის წყაროს, რაც მოცემულ შემთხვევაში, გ-----------------–---–თან მიმართებით არ გამოვლინდა. არახელსაყრელი ემოციური გარემო კი ბავშვი იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, განგაშს. გარემომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარების, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს, რისი შესაძლებლობაც არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ისათვის მამის საცხოვრებელ ადგილზე ამ ეტაპზე, არ გამოიკვეთა.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეფასებით და სპეციალისტის რეკომენდაციით, ორივე მშობელთან აუცილებელია არასრულწლოვანს ჰქონდეს ურთიერთობა. ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად არ გამოიკვეთა თ---–-----------–---–ის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მამის, როგორც პიროვნების მიმართ. ბავშვი უარყოფითად მხოლოდ იმ ფაქტს ახასიათებს, რომ მამა ხელს უშლის დედასთან საზღვარგარეთ წასვლაში, თუმცა ამავდროულად მამასთან დაკავშირებით იხსენებს დადებით მომენტებსაც, როდესაც მოსწონდა მამასთან გატარებული დრო და მის მიერ მოტანილი საჩუქრებიც (09.08.2018 წლის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები). დადგენილი პრაქტიკით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის ერთ-ერთ მშობელთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა და თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის)მიერ გაკეთებული დასკვნები. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა და ფსიქოლოგის განმარტებების საფუძველზე არ დასტურდება არც ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებლად უპრიანია, მამის საცხოვრებელი ადგილის განისაზღვროს.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა თ--------------–---–ის მოთხოვნა არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებლად, დედის ამჟამინდელი საცოხვრებელი ადგილის (ე---------------------------–------------------------------–------------------------------–-----------, ს-----------------------) ე---------------------------–------------------------------–------------------------------–-----------, ს-----------------------) განსაზღვრისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, თუმცა, ამავდროულად. ბავშვის სურვილის, მისი ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, მშობლისადმი არსებული დამოკიდებულების გათვალისწინებით, სოციალური სამსახურის წარმომადგენლების (მათ შორის ფსიქოლოგის) რეკომენდაციით მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ბავშვის საცხოვრებლის განსაზღვრას მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სწორედ ამ ამოსავალი პრინციპზე დაყრდნობით, მოცემულ დავის ფარგლებში, არასრულწლოვნის ასაკის, მამისადმი დამოკიდებულების და ამ უკანასკნელის ოჯახისადმი არსებული გაუცხოვების გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ არ არსებობს არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საჭიროება. ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, რომ იგი თავს კომფორტულად, დაცულად, უსაფრთხოდ გრძნობს ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილას (თბილისი, გ-–----------------------------------------), რაც წარმოადგენს საქართველოში დედის, თ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილს. საცხოვრებელში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები და მზრუნველი გარემო სრულ შესაბამისობაშია ბავშვის ზრდა-განვითარების ინტერესებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ შეგებებულ სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი არ გულისხმობს გ-----------------–---–ისათვის, როგორც მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მას უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და მეორე მხარე მოვალეა, ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია). ორივე მშობლის მზრუნველობითი დამოკიდებულება ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას და სრულყოფილებას.
ამდენად, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ი სულიერი, ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფება მისთვის საუკეთესო გარემოში და არ არსებობს გ-----------------–---–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. – 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისa და მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე 2017 წლის 05 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 (ორასი) ლარი (ტომი 1, ს.ფ. 45).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
იმის გათვალისწინებით, რომ არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე თ--------------–---–ის სარჩელი არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, არ არსებობს მოპასუხე გ-----------------–---–ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. ასევე, არ დაკმაყოფილდა გ-----------------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, შესაბამისად მოპასუხე თ--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8. დროებითი განკარგულების საკითხი
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა გ-----------------–---–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ. აღნიშნული განჩინებით დადგენილი დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. არ დაკმაყოფილდეს თ--------------–---–ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე გ-----------------–---–ის (პირადი №0----------) მიმართ არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 2---------------) საცხოვრებელ ადგილად ე------------------–------–-----------–----- დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ;
2. არ დაკმაყოფილდეს თ--------------–---–ის (პირადი №0----------) სარჩელი მოპასუხე გ-----------------–---–ის (პირადი №0----------) მიმართ არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 2---------------) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნით
3. დაუბრუნდეს თ--------------–---–ს (პირადი №0----------) მ---------ის (პირადი №5----------) მიერ 2017 წლის 05 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადახდო დავალება №1-------, სს „ლიბერთი ბანკი“, მიმღები თბილისი „სახელმწიფო ხაზინა“, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 200 (ორასი) ლარი;
4. არ დაკმაყოფილდეს გ-----------------–---–ის (პირადი №0----------) შეგებებული სარჩელი მოპასუხე თ--------------–---–ის (პირადი №0----------) მიმართ არასრულწლოვანი თ---–-----------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 2---------------) საცხოვრებელი ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის ქ. თ---–-----------------------------------–-------------------------, განსაზღვრის შესახებ.
თ---–-----------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 2---------------) საცხოვრებელ ადგილად დარჩეს თ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი საქართველოში: თ---–-------–------------------------------------------;
5. არ გადახდეს მოპასუხე თ--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი;
6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განჩინებით დადგენილი დროებითი განკარგულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე