განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 4 თებერვალი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდი---ი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------–----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი------------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–---------------------------------------ში, მცხოვრები თ---–--–---------–-------–----------------ში.
ადვოკატები - თ------------- და ვ------------–----ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2.1. ი------------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 0,0142 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) და 0,00126 გრამი ,,ამფეტამინი“, საიდანაც ნაწილი - 0,0027 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) და 0,00011 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, 2018 წლის 15 მაისს, ქ------–--–-------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უსასყიდლოდ გაასაღა მ---------–----–---–ზე, ხოლო ნაწილი - 0,0115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ და 0,00115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“ უკანონოდ შეინახა პირადად.
ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებიდან ნაწილი - 0,0115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ და 0,00115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“ ამოღებული იქნა შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------------------------------------------------–---- გამომძიებლის მიერ 2018 წლის 15 მაისს, ი------------–---–ისგან ქ------–--–-------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 0,0027 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მფეტანინი“ (მარილი) და 0,00011 ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“ ამოღებული იქნა 2018 წლის 15 მაისს, ქ------–--–-------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ---------–----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ი------------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 0,0115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ და 0,00115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, რომელიც 2018 წლის 15 მაისს, ამოღებული იქნა, ქ------–--–-------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს ქ------–---------–-–------------------------------------------------------------------------------------------–---- გამომძიებლის მიერ ი------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. მტკიცებულებების ერთობლიობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).
3.3. ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა მათი ერთობლივი ანალიზი.
3.4. მოწმე მ---------–----–---–მა განმარტა, რომ ი------------–---–ი არის მისი ოჯახის ახლობელი, მისი უფროსი შვილის ნათლია. მას ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები, რის გამოც სვამდა ანტიდეპრესიულ საშუალებებს, რის შემდეგ დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით იძენდა. მოიხმარდა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკულ საშუალებას, მათ შორის მარიხუანას, სუბოქსინს. მას აქვს დაკეტილი სახლი თ---–--–-------–------ის ქუჩაზე, სადაც ხშირად იკრიბებიან მისი მეგობრები, რომლებმაც იციან, სად ინახება გასაღები. 2018 წლის 15 მაისს, მან იცოდა, რომ მის სახლში იქნებოდა ი------------–---–ი. იგი ესაუბრა ი---ეს, რათა გამოერთმია ბინის გასაღები. სახლში მისვლისას, მაგიდზე ნახა, რომ იდო 5 გრამიანი შპრიცი, რომელიც ჩაიდო ჯიბეში, რომ გადაეგდო. ი------------–---–მა მისცა ერთი ცალი მინის კონტეინერი, სითხით, რადგან თავად მიდიოდა დედის დაბადების დღეზე და შეთახმდნენ, რომ მეორე დღეს ამ ნარკოტიკს ი------------–---–ს უკან დაუბრუნებდა, რათა მოეხმარა ამ უკანასკნელს. იგი ტაქსიში ელოდებოდა ი------------–---–ს, რომელსაც შეაგვიანდა სახლიდან გამოსვლა. იგი შებრუნდა ეზოში, სადაც შეესწრო ი------------–---–ის დაკავებას, რის შემდეგ, ისიც დააკავეს. წარსულში ასევე ჰქონდა ადგილი ერთი-ორ ფაქტს, როდესაც ი------------–---–მა მას გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რადგან იცოდა, რომ იგი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. მას ი------------–---–ისთვის ნარკოტიკის სანაცვლოდ თანხა არასდროს გადაუცია.
3.5. ბრალდებულმა ი------------–---–მა განმარტა, იგი დიდი ხანია იცნობს მ---------–----–---–ს, არის მისი მეჯვარე და შვილის ნათლია. იგი არის ნარკოტიკების მომხმარებელი. მან იცოდა, რომ მ------ს ყავდა მეგობარი, რომელიც კუსტარულად ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალებას და როდესაც სურდა ნარკოტიკის შეძენა, უტოვებდა ხოლმე მ------ს თანხას და იძენდა ნარკოტიკს. 2018 წლის 15 მაისს, მ------მა დაურეკა და იგი მივიდა მ------ის დაკეტილ სახლში თ---–--–-------–-------------------ში, რადგან მანამდე მ------ისთვის გადაცემული ჰქონდა ნარკოტიკის შესაძენი თანხა. მ------მა მიუთითა მაგიდაზე, სადაც იდო ორი ფლაკონით ნარკოტიკი. მან აიღო მისი წილი და გავიდა ქუჩაში, სადაც იგი დააკავეს. მ------ს შეძენილი ნარკოტიკის სანაცვლოდ, დაკავებამდე ორი დღით ადრე გადასცა 60 ლარი. მას, სულ დაახლოებით 10-11-ჯერ აქვს მ------ის დახმარებით ნარკოტიკი შეძენილი. მისთვის უცნობია, ვისგან მოჰქონდა მ------ს ნარკოტიკი. მას მ---------–----–---–ისთვის ნარკოტიკი არასდროს გადაუცია. მისი აზრით, მ------მა თავისუფლების სანაცვლოდ ითანამშრომლა სამართალდამცავებთან და დაადანაშაულა იგი დანაშაულის ჩადენაში.
3.6. ს----------–----–--------------------------–---------------------------ის N---------------- დასკვნით (16.05.2018), ი------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული:
- უფერო, გამჭვირვალე, მინის ცილინდრული ფორმის კონტეინერში, წარწერით:Ubistazin forte. BN EXP 3M ESPE. For injection 1,7ml” მოთავსებული, მოყვითალო ფერის, სპეციფიკური სუნის გამჭვირვალე სითხე 1,5მლ ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი)- 0,0041 გრამს და ამფეტამინს 0,00024 გრამს.
- უფერო, გამჭვირვალე, მინის ცილინდრული ფორმის კონტეინერში მოთავსებული, მოყვითალო ფერის, სპეციფიკური სუნის გამჭვირვალე სითხე 1,6მლ ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი) - 0,0074გრამს და ამფეტამინს . 0,00091გრამს.
- წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის საერთო რაოდენობა შეადგენს 0,0115გრამს და ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინის საერთო რაოდენობა შეადგენს-0,00115გრამს.
მ---------–----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული;
- უფერო, გამჭვირვალე, მინის ცილინდრული ფორმის კონტეინერში, წარწერით:Ubistazin forte. BN EXP 3M ESPE. For injection 1,7ml” მოთავსებული, მოყვითალო ფერის, სპეციფიკური სუნის გამჭვირვალე სითხე 1,5მლ ოდენობით, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს - მეტამფეტამინს (მარილი)- 0,0027 გრამს და ამფეტამინს 0,00011 გრამს.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა პ-------–--–---–--ემ.
3.7. სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
3.8. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, რაც ადასტურებს ი------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: ი------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი (15.05.2018); მ---------–----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმი (15.05.2018); ს----------–----–--------------------------–----------------------------------–--- ნარკოლოგიური შემოწმების N------ დასკვნა (16.05.2018); მოწმეების - რ-----------------–---–ის, ვ----–----------ის, შ-----------------–--ის გამოკითხვის ოქმები.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და შესაბამისად სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.
3.10. ამდენად, სასამართლო შეაფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: ი------------–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით (15.05.2018); მ---------–----–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით (15.05.2018); მოწმეების - რ-----------------–---–ის, ვ----–----------ის, შ-----------------–--ის და თავად მ---------–----–---–ისა და ი------------–---–ის ჩვენებებით, უტყუარად არის დადასტურებული და არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 15 მაისს, ი------------–---–ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს 0,0115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ და 0,00115 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, ხოლო მ---------–----–---–ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოუღეს 0,0027 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მფეტანინი“ (მარილი) და 0,00011 ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“.
3.12. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, შეიძინა თუ არა მ---------–----–---–მა მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ი------------–---–ისგან.
3.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.
3.14. ბრალდების მხარის ვერსიით, მ---------–----–---–მა ი------------–---–ისგან შეიძინა მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკი, ხოლო დაცვის მხარის ვერსიით, პირიქით, სწორედ მ---------–----–---–მა გადასცა ი------------–---–ს ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკი.
3.15. სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა ი------------–---–ის მიერ მ---------–----–---–ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი. შემდეგ გარემოებათა გამო:
3.16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ბრალდებულ ი------------–---–ს ედავება, რომ ,, ი------------–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით 0,0142 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) და 0,00126 გრამი ,,ამფეტამინი“, საიდანაც ნაწილი - 0,0027 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) და 0,00011 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, 2018 წლის 15 მაისს, ქ------–--–-------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უსასყიდლოდ გაასაღა მ---------–----–---–ზე“
3.18. სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ მხარეებს შორის სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა ორი თანაბარი წონის მტკიცებულება - მოწმე მ---------–----–---–ის ჩვენება, რომლის მტკიცებით, მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას შესანახად გადასცა ი------------–---–მა და ბრალდებულ ი------------–---–ის ჩვენება, რომლის მტკიცებით, მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მას გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცა სწორედ მ---------–----–---–მა.
3.19. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის წინაშე წარდგენილი, თანაბარი სამართლებრივი ღირებულების, კონფლიქტში მყოფი მტკიცებულებების შეპირისპირებისას წარმოშობილი ეჭვი, აუცილებლად უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.20. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ძალზედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტით, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მხოლოდ მოწმის ჩვენება, რაც არ უნდა თანმიმდევრული ყოფილიყო იგი, უპირობოდ ვერ გახდებოდა პირის მსჯავრდების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლო მის არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს გამამტყუნებელი განაჩენისთვის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობას. ასე მაგალითად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენებას მიიღებს ო. პ-ის ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის (16.12.18 წლამდე მოქმედი რედაქცია) იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16). სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება N199აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. მოცემულ შემთხვევაში კი გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაემყარება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, დაზარალებულის ჩვენებას. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნებოდა მის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N158აპ-17 საქმეზე). ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ მარტო ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება და როდესაც თავად კ. ჯ-ც არ უარყოფს კ. ყ-ს ავტომანქანაში ჯდომის ფაქტს, ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N12აპ-18).
3.21. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ი------------–---–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - მოწმე მ---------–----–---–ის ჩვენება, რითაც ბრალდების მხარის ეჭვი და ვარაუდი, ი------------–---–ის მიერ ნარკოტიკის შესაძლო გასაღების თაობაზე დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა საქართველოს კანონმდებლობით, გაგამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
3.22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
3.23. სასამართლომ შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. – 2.2 პუნქტebში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტიოლების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას - აღნიშნული დანაშაული დასრულებულია, როდესაც გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, რაც შეიძლება გამოიხატოს სასყიდლიან გადაცემაში, გაჩუქებაში, სხვა ნივთში გაცვლაში და სხვა, რასაც დანაშაულის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად. იმავე მუხლის ,,წ“ პუნქტის თანახმად გასაღება ეს არის - სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემა ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.
4.3. რაც შეეხება ამ დანაშაულების მაკვალიფიცირებელ ნიშანს, დიდ ოდენობას, სასამართლო განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით, რომელშიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, ჰორიზონტალურ გრაფა №7 არის ,,ამფეტამინი“, ხოლო ჰორიზონტალურ გრაფა №42 არის ,,ამფეტამინი“, სადაც უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხაში, ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინისა“ და ,,მეტამფეტამინის“ დიდ ოდენობად ითვლება 1 გრამამდე ოდენობა.
4.4. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყურად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 15 მაისს ი------------–---–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0115 გრამ ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინს“ და 0,00115 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ამფეტამინს“, რაც ამოღებული ქ------–--–-------–----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს და რაც ცალსახად ცდება ამ ნარკოტიკისთვის კანონმდებლის მიერ დაწესებულ დიდი ოდენობის ზღვარს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი, რისი გათვალისწინებითაც, ი------------–---–ი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელი, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 15 მაისს, ი------------–---–მა მ---------–----–---–ზე უსასყიდლოდ გაასაღა 0,0027 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მფეტანინი“ (მარილი) და 0,00011 ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, რისი გათვალისწინებითაც, ი------------–---–ი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებაში, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაიწლის ,,ა“ ქვეპუნქტით, ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 სასამართლო განმარტავს, რომ ი------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს მის მიერ დანაშაულის აღიარებას, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლომ, ხოლო პასუხისმგევლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში, მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, არ დადგენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ი------------–---–ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
6.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ი------------–---–ს, დაკავების შემდგომ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი და სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაული ჩადენილია პირადი მოტივით, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული, ბრალდებულის პიროვნებას - იგი არის ნარკოტიკების მომხმარებელი და ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი, ასევე იმ გარემოებას, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ პუნქტის თანახმად - ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი არის პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 262-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი------------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, ნარკოტიკული საშუალება და შპრიცი საქმეზე (მათ შორის მ---------–----–---–ის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე) საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ი------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება და აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
4. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 მაისიდან.
5. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
ნარკოტიკული საშუალება და შპრიცი საქმეზე (მათ შორის მ---------–----–---–ის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე) საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე