განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/4----18
(№9-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ი-----–------–-------------–-–---–-ს,ბრალდებულების - შ--–-- კ-–-------–---–ის, კ------- ზ---–-–---–ის, ზ------- გ-----–---–ის,ადვოკატების - ბე---------------------–--–---- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულების: კ------- მ------–-ს ძე ზ---–-–---–ის (დაბადებული 19---–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თბ--–--–---–-–--------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---–------–-----------–--–-------------------ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი);
ზ------- ბ------- ძე გ-----–---–ის (დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------–---–------------9-ში) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი);
შ--–-- გ-------- ძე კ-–-------–---–ის (დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: კ-----------------------–-----–ი) მიმართ, დანაშაულებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (05 ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ------- ზ---–-–---–ის, ზ------- გ-----–---–ის და შ--–-- კ-–-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კ------- ზ---–-–---–ის და შ--–-- კ-–-------–---–ის მიმართ ხუთ-ხუთი ეპიზოდი, ხოლო ზ------- გ-----–---–ის მიმართ ორი ეპიზოდი, კერძოდ:
მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.
მოწმეების: ვ----– ა------ის, ქ--------- ლ---------–---ის, გ------- ჯ-----–---–ის, ლ---- რ------–---–ის, რ----- ფ------–---–ის, გ---- მ-------ს, გ------- ფ--–-–---–ის, დ----- მ---–----–--ას, ზ---- ნ------ს, გ------- ა-–-------ის, დ----- ხ----------–---–ის, თ---------- ბ-------ის, ბრალდებულების: შ--–-- კ-–-------–---–ის, ზ------- გ-----–---–ის და კ------- ზ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შ--–-- კ-–-------–---–ის, ზ------- გ-----–---–ის და კ------- ზ---–-–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით; ბინის და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმებით; ამოღებული ტექნიკური და ელექტრო მოწყობილობებით; ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და მათი ამსახველი კრებსებით; სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერებით და მათი ამსახველი კრებსებით; ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ------- ზ---–-–---–მა, ზ------- გ-----–---–მა და შ--–-- კ-–-------–---–მა ჩაიდინეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. ზ------- გ-----–---–მა ორი ეპიზოდი, ხოლო კ------- ზ---–-–---–მა და შ--–-- კ-–-------–---–მა ხუთ-ხუთი ეპიზოდი.
კ------- ზ---–-–---–ის, ზ------- გ-----–---–ის და შ--–-- კ-–-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის სექტემბერში, შ--–-- კ-–-------–---–ისთვის, კ------- ზ---–-–---–ისთვის და ზ------- გ-----–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ--------- ლ---------–---ს სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.
2018 წლის 10 სექტემბერს, კ------- ზ---–-–---–ი და ზ------- გ-----–---–ი შეხვდნენ ვ----– ა------ეს და დაჰპირდნენ, რომ 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ისინი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ ქ--------- ლ---------–---ის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.
2018 წლის 12 სექტემბერს, შ--–-- კ-–-------–---–მა, ზ------- გ-----–---–მა და კ------- ზ---–-–---–მა, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ქ------–-, ქ--------- ლ---------–---ი აღჭურვეს მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, ქ--------- ლ---------–---ი გამოცხადდა ქ------–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.
გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-- კ-–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა ქ--------- ლ---------–---ის პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყურსასმენში კარნახობდა ქ--------- ლ---------–---ს ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა - შ--–-- კ-–-------–---–მა, კ------- ზ---–-–---–მა და ზ------- გ-----–---–მა ქ--------- ლ---------–---სა და ვ----– ა------ეს გამოართვეს 800 აშშ დოლარი.
2018 წლის სექტემბერში, შ--–-- კ-–-------–---–ისთვის, კ------- ზ---–-–---–ისთვის და ზ------- გ-----–---–ისათვის ცნობილი გახდა, რომ გ------- ჯ-----–---–ს სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.
2018 წლის 12 სექტემბერს, შ--–-- კ-–-------–---–ი, კ------- ზ---–-–---–ი და ზ------- გ-----–---–ი შეხვდნენ გ------- ჯ-----–---–ს და დაჰპირდნენ, რომ ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ისინი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ მის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.
2018 წლის 12 სექტემბერს, შ--–-- კ-–-------–---–მა, ზ------- გ-----–---–მა და კ------- ზ---–-–---–მა, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ქ------–-, გ------- ჯ-----–---–ი აღჭურვეს მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, გ------- ჯ-----–---–ი გამოცხადდა ქ------–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.
გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-- კ-–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა გ------- ჯ-----–---–ს პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყურსასმენში კარნახობდა გ------- ჯ-----–---–ს ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა - შ--–-- კ-–-------–---–მა, კ------- ზ---–-–---–მა და ზ------- გ-----–---–მა გ------- ჯ-----–---–ს გამოართვეს 1000 ლარი.
2018 წლის სექტემბერში, შ--–-- კ-–-------–---–ისთვის და კ------- ზ---–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ---- რ------–---–ს სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.
2018 წლის სექტემბერში, შ--–-- კ-–-------–---–ი და კ------- ზ---–-–---–ი შეხვდნენ ლ---- რ------–---–ს და დაჰპირდნენ, რომ 2200 ლარის სანაცვლოდ, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ისინი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ მის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.
2018 წლის 06 სექტემბერს, შ--–-- კ-–-------–---–მა და კ------- ზ---–-–---–მა, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ქ------–-, ლ---- რ------–---–ი აღჭურვეს მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, ლ---- რ------–---–ი გამოცხადდა ქ------–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.
გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-- კ-–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა ლ---- რ------–---–ის პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყურსასმენში კარნახობდა ლ---- რ------–---–ს ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა - შ--–-- კ-–-------–---–მა და კ------- ზ---–-–---–მა ლ---- რ------–---–ს გამოართვეს 2200 ლარი.
2018 წლის აგვისტოში, შ--–-- კ-–-------–---–ისთვის და კ------- ზ---–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ რ----- ფ------–---–ს სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.
2018 წლის აგვისტოში, შ--–-- კ-–-------–---–თან შეთანხმებით, კ------- ზ---–-–---–ი შეხვდა რ----- ფ------–---–ს და დაჰპირდა, რომ 800 ლარის სანაცვლოდ, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ის და შ--–-- კ-–-------–---–ი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ მის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.
2018 წლის 15 აგვისტოს, კ------- ზ---–-–---–მა, ქ------–-, შსს მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანაში, რ----- ფ------–---–ი აღჭურვა მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, რ----- ფ------–---–ი გამოცხადდა ქ------–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.
გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-- კ-–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა რ----- ფ------–---–ის პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყურსასმენში კარნახობდა რ----- ფ------–---–ს ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კ------- ზ---–-–---–მა, შ--–-- კ-–-------–---–თან შეთანხმებით, რ----- ფ------–---–ს გამოართვა 800 ლარი.
2018 წლის აგვისტოში, შ--–-- კ-–-------–---–ისთვის და კ------- ზ---–-–---–ისთვის ცნობილი გახდა, რომ გ---- მ-------ს სურდა მართვის მოწმობის აღება, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა განიზრახეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შსს მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, უკანონოდ დახმარებოდნენ თეორიული გამოცდის ჩაბარებაში.
2018 წლის აგვისტოში, კ------- ზ---–-–---–თან შეთანხმებით, შ--–-- კ-–-------–---–ი შეხვდა გ---- მ-------ს და დაჰპირდა, რომ 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ის და კ------- ზ---–-–---–ი უნებართვოდ შეაღწევდნენ საგამოცდო კომპიუტერულ სისტემაში და უზრუნველყოფდნენ მის მიერ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარებას.
2018 წლის 29 აგვისტოს, შ--–-- კ-–-------–---–მა და კ------- ზ---–-–---–მა, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ქ------–-, გ---- მ------- აღჭურვეს მცირე ზომის ვიდეოსათვალთვალო კამერით, კვების წყაროთი, ტელეფონის აპარატით, მინიატურული ყურსასმენით, რის შემდეგაც მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარების მიზნით, გ---- მ------- გამოცხადდა ქ------–- მდებარე მომსახურების სააგენტოში.
გამოცდის მიმდინარეობისას შ--–-- კ-–-------–---–ი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაუკავშირდა გ---- მ-------ს პერანგზე მიმაგრებულ ვიდეოსათვალთვალო კამერას, რომლის საშუალებით უნებართვოდ შეაღწია მომსახურების სააგენტოს კომპიუტერულ სისტემაში, უკანონოდ გაეცნო იქ არსებულ ინფორმაციას და ასევე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ყურსასმენში კარნახობდა გ---- მ-------ს ტესტებზე სწორ პასუხებს. თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კ------- ზ---–-–---–მა, შ--–-- კ-–-------–---–თან შეთანხმებით, გ---- მ-------ს გამოართვა 500 აშშ დოლარი.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია კ------- ზ---–-–---–ის, ზ------- გ-----–---–ის და შ--–-- კ-–-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით ინკრიმინირებულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამავე მუხლის შენიშვნაში განმარტებულია, რომ კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). კომპიუტერული მონაცემი კი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის, პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას. უნებართვო გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის. ამდენად, უნებართვო გულისხმობს მონაცემების არაავტორიზებულ გამოყენებას, ასევე არასანქცირებული ზეგავლენით პროგრამის მოქმედების პროცესში მონაცემების შეგროვებას.
ევროპის საბჭოს 2001 წლის 23 ნოემბრის კომპიუტერული დანაშაულის შესახებ კონვენციის მეორე მუხლის თანახმად, უნებართვო დაშვება განსაზღვრულია, როგორც კომპიუტერულ სისტემაზე ან მის ნაწილზე უნებართვო შეღწევა, თუ ეს ქმედება წინასწარ განზრახვითაა ჩადენილი. დანაშაულად მიიჩნევა, უსაფრთხოების ზომების დარღვევა კომპიუტერული მონაცემების მოპოვების ან სხვა არაკეთილსინდისიერი განზრახვით, ან სხვა კომპიუტერულ სისტემასთან კავშირში, რომელიც შეერთებულია მეორე კომპიუტერულ სისტემასთან. იმავე კონვენციის მესამე მუხლის შესაბამისად კი, განსაზღვრული დეფინიციით – მონაცემთა ხელში ჩაგდება ნებართვის გარეშე გულისხმობს კომპიუტერული სისტემისთვის, სისტემიდან ან მის ფარგლებში არასაჯარო კომპიუტერულ მონაცემთა გადაცემის, მათ შორის კომპიუტერული სისტემიდან ამგვარ კომპიუტერულ მონაცემთა მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების ემისიის უნებართვო ხელში ჩაგდებას, როცა ეს ქმედება ტექნიკური საშუალებებითაა განხორციელებული.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლის, როგორც დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, ანუ კომპიუტერის მთლიანობის დარღვევაში. დანაშაული დამთავრებულია სისტემაში უნებართვო შეღწევის (წვდომის) მომენტიდან, რაც შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც კომპიუტერულ სისტემაში ფიზიკური შეღწევით, ისე პროგრამის უზრუნველყოფით ან სხვა ტექნიკური საშუალების თუ სხვა ხერხის გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულებმა გამოიყენეს ტექნიკური საშუალებები, რათა მოეპოვებინათ უნებართვო წვდომა კომპიუტერულ სისტემაში დაცულ ინფორმაციაზე, კერძოდ, საგამოცდო ბილეთებზე, რომელიც განსხვავებულია ყველა მონაწილისთვის და მასზე დაშვების უფლება აქვს მხოლოდ მონაწილე პირებს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების: კ------- ზ---–-–---–ის, ზ------- გ-----–---–ის და შ--–-- კ-–-------–---–ის მიზანს წარმოადგენდა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოეპოვებინათ წვდომა შსს მომსახურების სააგენტოს იმ საგამოცდო დაცულ კომპიუტერზე, სადაც მონაწილეს გამოცდის ფარგლებში, ინდივიდუალურად შედგენილი სხვებისთვის ფარული ტესტები უნდა წარედგინოს. ბრალდებულების პირდაპირ განზრახვას სწორედ ამ არასაჯარო კომპიუტერზე წვდომის მიღებას წარმოადგენდა, რისთვისაც მათ გამოიყენეს ტექნიკური საშუალებები და პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, უნებართვოდ შეაღწიეს კომპიუტერულ სისტემაში.
კ------- ზ---–-–---–ის, ზ------- გ-----–---–ისა და შ--–-- კ-–-------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (კ------- ზ---–-–---–ის და შ--–-- კ-–-------–---–ის მიმართ ხუთ-ხუთი ეპიზოდი, ხოლო ზ------- გ-----–---–ის მიმართ ორი ეპიზოდი), სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავეთა შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავეთა პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მათ ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ბრალდებულების: კ------- ზ---–-–---–ის, ზ------- გ-----–---–ისა და შ--–-- კ-–-------–---–ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში უნდა დაენიშნოთ არასაპატიმრო სასჯელები - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. მათი ოდენობა კი, უნდა განისაზღვროს ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და ბრალდებულების მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, კ------- ზ---–-–---–ს, ზ------- გ-----–---–სა და შ--–-- კ-–-------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროთ დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილი წესით, რომელთა მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ კ------- ზ---–-–---–ი, ზ------- გ-----–---–ი და შ--–-- კ-–-------–---–ი 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, იმყოფებოდნენ პატიმრობაში, რის გამოც მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა შეუმსუბუქდეთ დანიშნული სასჯელები, ვინაიდან თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო და ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ზ------- გ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3----------------- და 3-----------------, სიმ-ბარათით და მეხსიერების ბარათით; შ--–-- კ-–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 978 ლარის და 70 თეთრის ოდენობით; გ------- ჯ-----–---–ისგან ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; ლ---- რ------–---–ისგან ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; გ---- მ-------სგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3-------------- და მ------ ც---------ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით: 3--------------, რომლებიც ინახება გ-------–------------–-----------------–----– შენობაში საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, ასევე კ------- ზ---–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3--------------, რაც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შ--–-- კ-–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ-ბარათით, ნომრით: 8------------------, რომლებიც გადაგზავნილია ს----------–----–------------------------------------------------------–-------------------------–--------–------------------------------------, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
კ------- ზ---–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავ და ლურჯ ფერებში გაწყობილი ქამარი, მასზე დამაგრებული ელექტრო მოწყობილობით, რომელიც შედგება შავი, თეთრი და წითელი სადენებისგან, რომლის ერთი ნაწილი მიერთებულია ორ ,,Energizer“-ის ფირმის ბატარეაზე, მეორე ნაწილზე მიერთებულია შავი ელექტრო მოწყობილობა, რომელზედაც ფიქსირდება წარწერა ,,W--------------------, რომელზეც მიერთებულია შავი ლენტი, რის ბოლოშიც დამაგრებულია შავი ღილი, მასში მოთავსებული კამერით; შავი ყურსასმენი; გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებული მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები; ერთი შავი ,,SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდებით: 3----------------- და 3-----------------, მასში მოთავსებული მაგთიკომის სიმ-ბარათი ნომრით: 8---------; ორი მცირე ზომის ვერცხლისფერი მაგნიტი და ერთი მცირე ზომის ვერცხლისფერი მოგრძო მაგნიტი; ერთი ,,NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3--------------, მასში მოთავსებული ჯეოსელის სიმ-ბარათით, რომელზეც იკითხება ციფრები 8-------------------; ერთი ,,ALCATEL onetouch“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3--------------, მასში მოთავსებული ჯეოსელის სიმ-ბარათით, რომელზეც იკითხება ციფრები: 8-------------------; ერთი შავი ვერცხლისფერ ფერში გაწყობილი ,,NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით: 3---------------; ერთი ,,SAMSUNG“-ის ფირმის ბატარეა; ერთი შავი ელექტრო მოწყობილობა წარწერით: ,,R---------------------------- რომელზეც მიერთებულია შავი და წითელი ორი სადენი; ელექტრო მოწყობილობა, რომელიც შედგება თეთრი, შავი და წითელი სადენებისგან, რომლის ერთ ბოლოში შესაერთებელია, ხოლო მეორე ბოლოში მრგვალი ფორმის მოწითალო სადენი; სამი შავი ლენტი, რომელთა ბოლოებში დამონტაჟებულია კამერები; ერთი შავი ლენტი, რომლის ერთ ბოლოში დამონტაჟებულია კამერა, ხოლო მეორე ბოლო მიერთებულია შავ ელექტრო მოწყობილობასთან; ორი მაგთიკომის და ორი ჯეოსელის სიმ-ბარათის ჩასადები; ერთი თეთრი გამადიდებელი მინა ,,deli“-ს ფირმის; ერთი ვერცხლისფერი გამადიდებელი ლინზა; თექვსმეტი „Westinghouse“-ის ფირმის ბატარეა; თვრამეტი ,,Energizer“-ის ფირმის ბატარეა; შ--–-- კ-–-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: თეთრ დამცავში მოთავსებული მოწითალო სადენი, წრიული ფორმის, რომელზეც დახვეულია თეთრი და შავი წებოვანი ლენტები, რომლებზეც მიბმულია თეთრი სადენი; შავი სადენი, რომელზეც შეერთებულია შავი და წითელი ორი სადენი, რომელთა ერთ ბოლოში მიერთებულია მომწვანო ელექტრო მოწყობილობა (სქემა), ხოლო მეორე ბოლო არის სადენის შესაერთებელი; წითელი და შავი სადენები, რომელთა ბოლოებზე მიერთებულია ორი შავი სამაგრი; შავ და ვერცხლისფერ ფერებში გაწყობილი, მცირე ზომის მეხსიერების ბარათი, ე.წ. „ფლეშკა“, რომლებიც გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალსტიკურ დეპარტამენტში კომპლექსური (ფონო) ვიდეოსკოპური, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე; ზ------- გ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 800 აშშ დოლარის ოდენობით; შ--–-- კ-–-------–---–ის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი შავი ლენტი, რომელთა ერთ ბოლოზე არის შლეიფი, ხოლო მეორე ბოლოზე ვიდეოკამერა და რომლებიც ინახება გ-------–------------–-----------------–----– შენობაში საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს;
გ------- ჯ-----–---–ისგან, ლ---- რ------–---–ისგან, გ---- მ-------სგან და რ----- ფ------–---–ისგან ამოღებული მართვის მოწმობები, რომლებიც ინახება გ-------–------------–-----------------–----– შენობაში საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის N----------- წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი ერთი DVD დისკი; სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2018 წლის 13 სექტემბრის N----------- მიმართვის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი შვიდი DVD და ერთი CD დისკი; სატელეფონო საუბრების ფონოგრამები, ხუთ CD დისკზე; „კ-----------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე; შ--–-- კ-–-------–---–ის „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე; შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთი CD დისკზე; მ------ ც---------ის „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე; „მ--------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე და „ლ------------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ------- ზ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ--------- ლ---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
კ------- ზ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ------- ჯ-----–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
კ------- ზ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ---- რ------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
კ------- ზ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რ----- ფ------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
კ------- ზ---–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---- მ-------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კ------- ზ---–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ--------- ლ---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ------- ჯ-----–---–ის, ლ---- რ------–---–ის, რ----- ფ------–---–ის და გ---- მ-------ს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ------- ზ---–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის საოქმო განჩინებით, კ------- ზ---–-–---–ის, შ--–-- კ-–-------–---–ის და ზ------- გ-----–---–ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.
შ--–-- კ-–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ--------- ლ---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
შ--–-- კ-–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ------- ჯ-----–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
შ--–-- კ-–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ლ---- რ------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
შ--–-- კ-–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რ----- ფ------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
შ--–-- კ-–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ---- მ-------ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შ--–-- კ-–-------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ--------- ლ---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ------- ჯ-----–---–ის, ლ---- რ------–---–ის, რ----- ფ------–---–ის და გ---- მ-------ს ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ--–-- კ-–-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ზ------- გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ--------- ლ---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
ზ------- გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ------- ჯ-----–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 12 სექტემბრიდან - იმავე წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზ------- გ-----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ქ--------- ლ---------–---ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ------- ჯ-----–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------- გ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულების: კ------- ზ---–-–---–ის, შ--–-- კ-–-------–---–ის და ზ------- გ-----–---–ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილების მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
ზ------- გ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3----------------- და 3-----------------, სიმ-ბარათით და მეხსიერების ბარათით; შ--–-- კ-–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 978 ლარის და 70 თეთრის ოდენობით; გ------- ჯ-----–---–ისგან ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; ლ---- რ------–---–ისგან ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი; გ---- მ-------სგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3-------------- და მ------ ც---------ისგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით: 3--------------, რომლებიც ინახება გ-------–------------–-----------------–----– შენობაში საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, ასევე კ------- ზ---–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3--------------, რაც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შ--–-- კ-–-------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმ-ბარათით, ნომრით: 8------------------, რომლებიც გადაგზავნილია ს----------–----–------------------------------------------------------–-------------------------–--------–------------------------------------, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
კ------- ზ---–-–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული შავ და ლურჯ ფერებში გაწყობილი ქამარი, მასზე დამაგრებული ელექტრო მოწყობილობით, რომელიც შედგება შავი, თეთრი და წითელი სადენებისგან, რომლის ერთი ნაწილი მიერთებულია ორ ,,Energizer“-ის ფირმის ბატარეაზე, მეორე ნაწილზე მიერთებულია შავი ელექტრო მოწყობილობა, რომელზედაც ფიქსირდება წარწერა ,,W--------------------, რომელზეც მიერთებულია შავი ლენტი, რის ბოლოშიც დამაგრებულია შავი ღილი, მასში მოთავსებული კამერით; შავი ყურსასმენი; გამჭვირვალე პაკეტში მოთავსებული მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები; ერთი შავი ,,SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდებით: 3----------------- და 3-----------------, მასში მოთავსებული მაგთიკომის სიმ-ბარათი ნომრით: 8---------; ორი მცირე ზომის ვერცხლისფერი მაგნიტი და ერთი მცირე ზომის ვერცხლისფერი მოგრძო მაგნიტი; ერთი ,,NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3--------------, მასში მოთავსებული ჯეოსელის სიმ-ბარათით, რომელზეც იკითხება ციფრები 8-------------------; ერთი ,,ALCATEL onetouch“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 3-------------- და 3--------------, მასში მოთავსებული ჯეოსელის სიმ-ბარათით, რომელზეც იკითხება ციფრები: 8-------------------; ერთი შავი ვერცხლისფერ ფერში გაწყობილი ,,NOKIA“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით: 3---------------; ერთი ,,SAMSUNG“-ის ფირმის ბატარეა; ერთი შავი ელექტრო მოწყობილობა წარწერით: ,,R---------------------------- რომელზეც მიერთებულია შავი და წითელი ორი სადენი; ელექტრო მოწყობილობა, რომელიც შედგება თეთრი, შავი და წითელი სადენებისგან, რომლის ერთ ბოლოში შესაერთებელია, ხოლო მეორე ბოლოში მრგვალი ფორმის მოწითალო სადენი; სამი შავი ლენტი, რომელთა ბოლოებში დამონტაჟებულია კამერები; ერთი შავი ლენტი, რომლის ერთ ბოლოში დამონტაჟებულია კამერა, ხოლო მეორე ბოლო მიერთებულია შავ ელექტრო მოწყობილობასთან; ორი მაგთიკომის და ორი ჯეოსელის სიმ-ბარათის ჩასადები; ერთი თეთრი გამადიდებელი მინა ,,deli“-ს ფირმის; ერთი ვერცხლისფერი გამადიდებელი ლინზა; თექვსმეტი „Westinghouse“-ის ფირმის ბატარეა; თვრამეტი ,,Energizer“-ის ფირმის ბატარეა; შ--–-- კ-–-------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული: თეთრ დამცავში მოთავსებული მოწითალო სადენი, წრიული ფორმის, რომელზეც დახვეულია თეთრი და შავი წებოვანი ლენტები, რომლებზეც მიბმულია თეთრი სადენი; შავი სადენი, რომელზეც შეერთებულია შავი და წითელი ორი სადენი, რომელთა ერთ ბოლოში მიერთებულია მომწვანო ელექტრო მოწყობილობა (სქემა), ხოლო მეორე ბოლო არის სადენის შესაერთებელი; წითელი და შავი სადენები, რომელთა ბოლოებზე მიერთებულია ორი შავი სამაგრი; შავ და ვერცხლისფერ ფერებში გაწყობილი, მცირე ზომის მეხსიერების ბარათი, ე.წ. „ფლეშკა“, რომლებიც გადაგზავნილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალსტიკურ დეპარტამენტში კომპლექსური (ფონო) ვიდეოსკოპური, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ექსპერტიზაზე; ზ------- გ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 800 აშშ დოლარის ოდენობით; შ--–-- კ-–-------–---–ის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი შავი ლენტი, რომელთა ერთ ბოლოზე არის შლეიფი, ხოლო მეორე ბოლოზე ვიდეოკამერა და რომლებიც ინახება გ-------–------------–-----------------–----– შენობაში საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს სახელმწიფოს;
გ------- ჯ-----–---–ისგან, ლ---- რ------–---–ისგან, გ---- მ-------სგან და რ----- ფ------–---–ისგან ამოღებული მართვის მოწმობები, რომლებიც ინახება გ-------–------------–-----------------–----– შენობაში საქმის მწარმოებელ გამომძიებელთან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის N----------- წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი ერთი DVD დისკი; სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს 2018 წლის 13 სექტემბრის N----------- მიმართვის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი შვიდი DVD და ერთი CD დისკი; სატელეფონო საუბრების ფონოგრამები, ხუთ CD დისკზე; „კ-----------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე; შ--–-- კ-–-------–---–ის „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე; შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთი CD დისკზე; მ------ ც---------ის „სამსუნგის“ ფირმის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე; „მ--------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე და „ლ------------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ CD დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე