გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.02.2019
საქმის ნომერი
330310018002243814
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/58-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თამარ ბარნოვი

მოსარჩელე: დ----- ც---–---- (პ/ნ 0----------);

წარმომადგენელი: ნ-------–---;

მოპასუხე: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი: ნ---------------–---–-;

მოპასუხე: შპს „თ---–----------------“;

წარმომადგენელი: გ----------------;

მოპასუხე: შპს „ჯ------ი“ (ს/ნ 4--------);

წარმომადგენელი: გ----------–------;

დავის საგანი: მატერიალური ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. დაევალოთ, მოპასუხეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „ჯ------ი“-ს და შპს „თ---–-----------------ს“ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით - 5500 ლარის გადახდა.

 

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა. იხ. ს. ფ. 223-224).

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი სასამართლო სხდომასა და წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში არ დაეთანხმა სარჩელს, მიიჩნია იგი დაუსაბუთებლად და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

2.2. მოპასუხე შპს „თ---–----------------“-ს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.3. მოპასუხე შპს „ჯ------ი-ს" წარმომადგენელმა სასამართლო სხდომასა და წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უარი ეთქვას სარჩელს დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის 2017 წლის 23 ოქტომბრის რეაგირების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ა--–------------–---–-- ქუჩაზე, ადგილზე დახვდათ მოქალაქე დ----- ც---–----, რომელმაც განაცხადა, რომ ამა წლის 23 ოქტომბერს დაახლოებით 19:20 სთ-ზე მოძრაობდა ა/მანქანით „ტოიოტა იპსუმი“-თ სახ. ნომრით B------ ა--–------------–---–-- ქუჩაზე. მისივე თქმით ის მოძრაობდა დაახლოებით 50 კმ/სთ სიჩქარით. ა-----------–---–-------------- მიახლოებულმა შეამჩნია ჭის ოთხკუთხედი ლუქი იყო ახდილი, იდგა 90 გრადუსით, რომელიც შეამჩნია გვიან რადგან ჩანდა ჭის ლუქი ზოლად, შემჩნევისთანავე დაამუხრუჭა, მაგრამ მაინც შეეჯახა ჭის ლუქს. შეჯახების შედეგად მას დაუზიანდა ა/მანქანის წინა მხარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რეაგირების ოქმი (იხ. ს. ფ. 17);

 

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის M---------------- წერილით, მოსარჩელე დ----- ც---–---ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ავლაბარში, ა--–------------–---–-- ქ. N---ს მიმდებარედ, 2017 წლის 23 ოქტომბერს 20:30-21:30 საათის შუალედში სააგენტოს ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთი ეკიპაჟი ახორციელებდა სამაშველო სამუშაოებს. გამოძახების ადგილზე მისულ ეკიპაჟს დახვდა საკანალიზაციო ჭის სახურავზე, გაუმართავ მდგომარეობაში გაჩერებული TOYOTA IPSUM-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი (სახ. ნომ. B------). აღნიშნული ავტომობილის გადაადგილებისა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მიზნით, გამოძახებულ იქნა ევაკუატორი ე.წ. „ობობა“. ავტომობილის გადაადგილების დროს დაიღვარა ავტომობილი ძრავის ზეთი, რომლის გადარეცხვაც განახორციელა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟმა და განხორციელებული სამუშაოს შემდეგ ეკიპაჟი დაბრუნდა დისლოკაციის ადგილზე. სააგენტო არ ახორციელებს რეაგირების ოქმის შედგენას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 07.11.2017 წლის M---------------- წერილი (იხ. ს. ფ. 20);

 

3.3. შპს „ჯ------ი-ს" (ს/ნ 4--------) 2018 წლის 21 თებერვლის N4-- წერილით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს და დ----- ც---–----ს ეცნობა, რომ შპს „ჯ------ი“ ნამდვილად ახორციელებდა საგზაო სამუშაოების წარმოებას ქ. თბილისის, ა--–--------------------------------–------------ (ნ. ი------------–----–---------------–----), ა--–------------–---–-- ქ.). ავტოსაგზაო შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე (ა--–------------–---–-- ქუჩა N--), კომპანიის მიერ საგზაო სამუშაოები სრულად დასრულებულ იქნა 2017 წლის 18 ოქტომბერს და შესაბამისად მოძრაობა გახსნილი იყო ორმხრივი მიმართულებით, ყველანაირი შეზღუდვის გარეშე. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება საქმეში თანდართული ფოტოებით (ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან) სადაც, ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის თარიღისათვის (2017 წლის 23 ოქტომბერი) ასფალტ-ბატონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულებული იყო.

 

3.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იჰფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 18.06.20918 წლის N-------------- წერილის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ჯ------ი-ის“ (ს/ნ 4--------) შორის 2017 წლის 21 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N... ხელშეკრულების ფარგლებში, ქ. თბილისში,, ა--–--------------------------------–------------ (ნ. ი------------–----–---------------–----), ა--–------------–---–-- ქ.) მიმდინარეობდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 30 ნოემბერს და დადასტურებულია მიღება-ჩაბარების აქტით, რაც იმას ნიშნავს, რომ 23 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე პასუხისმგეებლობა ეკისრება მიმწოდებელ კომპანიას, ვინაიდან სამუშაოების წარმოების პროცესი არ იყო დასრულებული.

 

3.5. ქ. თბილისის მერიასა და შპს „ჯ------ი-ს" (ს/ნ 4--------) შორის დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" 21.02.2017 წლის N---------------- ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: ქ. თბილისში,, ა--–--------------------------------–------------ (ნ. ი------------–----–---------------–----), ა--–------------–---–-- ქ.) მიმდინარეობდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის ხარჯთაღრიცხვაში, თან ერთვის ხელშეკრულება და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულებით, განისაზღვრა სამუშაოების შესრულების პირობები, ვადა, ადგილი (3.6. პუნქტი.მიმწოდებელმა თავლსაჩინო ადგილზე უნდა განათავსოს მინიმუმ 2 ცალი საინფორმაციო დაფა (100სმ/80სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის სესაბამისად), შესრულებული სამუშაოს ხარისხი და გარანტია, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება), შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. ანაგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა, ხელშეკრულების Ыესრულების გარანტია, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის საკითხები.

 

3.6. ქ. თბილისში,, ა--–--------------------------------–------------ (ნ. ი------------–----–---------------–----), ა--–------------–---–-- ქ.) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების 11.12.2017 წლის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად: ,,ქ. თბილისში,, ა--–--------------------------------–------------ (ნ. ი------------–----–---------------–----), ა--–------------–---–-- ქ.) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწარმოებია 2017 წლის 21 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 0--------------- ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და სამუშაოების დასრულების თარიღია 2017 წლის 30 ნოემბერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ჯ------ი“-ს (ს/ნ 4--------) წერილი N4-- (ს.ფ. 106);

- 18.06.20918 წლის N-------------- წერილი. (იხ.ს.ფ. 148);

- 21.02.2017 წლის N 0--------------- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 95-101);

- 11.12.2017 წლის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი (იხ.ს.ფ. 102).

 

3.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2002 წელს დამზადებულ, ვენის ტიპის ავტომობილ „TOYOTA IPSUM”-ზე საიდენტიფიკაციო ნომრით A-----------4, სახელმწიფო ნომრით B------ მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 5500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 31.10.2017 წლის ექსპერტიზის დასკვნა (იხ.ს.ფ. 179-186).

 

3.8. შპს ,,ჯ--------------------------------ს" 29.05.2018 წლის N 0------------ წერილის თანახმად, ა--–------------–---–-- ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული ჭა მიეკუთვნება სანიაღვრე სისტემას, რომლის მოწესრიგება კომპანიის ,,კომპეტენციებს" სცილდება.

 

3.9. ქ. თბილისის მერიასა და შპს ,,თ---–------------------ს" შორის დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" 06.01.2017 წლის N 0----------- ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ( შესყიდვის) ობიექტია - ქ. თბილისში სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების მოვლა-პატრონობა (ექსპლუატაციის) მომსახურება, რომელიც გათვალისწინებულია მიმწოდებლის ხარჯთაღრიცხვაში, თან ერთვის ხელშეკრულებაы და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. 3.1. პუნქტის მიხედვით, მომსახურება უნდა განხორციელდეს 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 3.2. პუნქტით, სანიაღვრე ქსელების მომსახურება მოიცავს, სანიაღვრე კოლექტორების და სათავე ნაგებობების შემოწმებას, სათავე ნაგებობების და კიუვეტების გაწმენდას,სანიაღვრე წვიმმიმღები და საკონტროლო ჭების გაწმენდას, სანიაღვრე და სადრენაჟე განაერთიანებელი ქსელების მექანიკურ დამუშავებას, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების გარეცხვას სპეც ტექნიკის გამოყენებით, დაზიანებული ცხაურების, გვერდმიმღების ხუფების, ყრუ ხუფების და სანიაღვრე სისტემის აღდგენა-მოწყობას, არასტანდარტული ჭების შეკეთება-გაწმენდას. 4.1. პუნქტით, მომწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. 5.1. პუნქტით, შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და შეამოწმონ გაწეული მომსახურება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ჯ--------------------------------ს" 29.05.2018 წლის წერილი. (იხ.ს.ფ. 146).

- 06.01.2017 წლის N 0----------- ხელშეკრულება. (იხ.ს.ფ. 251-256).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, აგრეთვე წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივიშეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ც---–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის მოქმედი კონსტიტუციის 18.4. მუხლით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

ამ კოდექსის 17.1. მუხლით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1. მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1.,,გ" მუხლის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე-209-ე მუხლები.

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208.2. მუხლის (ამოქმედდა 2017 წლის 01 ივლისიდან) თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო-პირის ანალოგიური ქმედებისაგან, ამ კოდექსის 207-ე მუხლით განისაზღვრა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც:

,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

ადმინისტრაციულ საქმეზე (საქმე #ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ამ კოდექსის 997-ე მუხლით, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

ამ კოდექსის 998.1. მუხლით, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.

 

ამ კოდექსის 1005.1. მუხლის (ამოქმედდა 2017 წლის 01 ივლისიდან) თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.

6.8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, სახელდობრ:

,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

6.9. საქმის მასალების მიხედვით, სასასმართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „ჯ------ის“ შორის 21.02.2017 წელს დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ა--–----------------------------------–--------------- ი------------–----–---------------–----), ა--–------------–---–-- ქ.) მიმდინარეობდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოს ასრულებდა შპს „ჯ------ი-ს" (ს/ნ 4--------). ამასთან, 11.12.2017 წლის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, დასტურდება რომ შპს „ჯ------ი“-მ ქ. თბილისში, ა--–----------------------------------–--------------- ი------------–----–---------------–----), ა--–------------–---–-- ქ.) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა 2017 წლის 30 ნოემბერს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 11.12.2017 წლის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, გზის სარეაბილიტაცაციო სამუშაოები დასრულდა 2017 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა 2017 წლის 23 ოქტომბერს. ამასთან მოსარჩელე წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ: ,, 23 ოქტომბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ავლაბარში, ა--–------------–---–-- ქუჩა N---ის მიმდებარედ, ახლად გარემონტებულ გზაზე, სადაც თითქმის ყველა სამუშაო დასრულებული იყო და არც არანაირი გამაფრთხილებელი ნიშანი არ იდგა დაეჯახა გზაზე არსებულ ჭის თავსახურს, რომელიც იდგა ღია მდგომარეობაში არსებულ ჭაზე 90 გრადუსიანი კუთხით, ჭის თავსახური ჩანდა მხოლოდ ზოლად და ესეც მხოლოდ ახლოდან".

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას სოლიდარულად, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა და მისთვის ზიანის მიყენა გამოწვეული გახლდათ მოპასუხეთა - ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედების (უმოქმედობის) შედეგად

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ საქრთველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპრცესო კოდექსის102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გამაფრთხილებელი ნიშანი არ ეკიდა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებული იყო, მოძრაობა გახსნილი გახლდათ ორმხრივად და სანიაღვრე ჭის თავსახური იდგა ღია მდგომარეობაში არსებულ ჭაზე 90 გრადუსიანი კუთხით. ამასთან,აღნიშნული არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით, რეაგირების ოქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 2017 წლის 7 ნოემბრის M---------------- წერილით და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 31 ოქტომბრის ექსპერტის N--------- დასკვნით (შეფასებულია მხოლოდ, დამდგარი ზიანი).

 

ამრიგად, სასასმართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.2. მუხლის გათვალისწინებული გარემოება.

 

6.10. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა აღნიშნული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ამასთან, თავისთავად ზიანის არსებობა არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება.

 

ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

 

6.7. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა (მოქმედება/უმექნედობა) და მოსარჩელისათვის დამდგარ შედეგს (ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანს) შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელე დ----- ც---–---ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე დ----- ც---–---ის სარჩელი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

ამავე კოდექსის 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დ----- ც---–---ის მიერ, წინამდებარე სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 165.90 (ას სამოცდახუთი ლარი და 90 თეთრი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13; 261.3.; 24; 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 46-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე დ----- ც---–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი