განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
ახალციხის რაიონული სასამართლო
საქმე #1/023-19წ. 12 მარტი, 2019 წელი ქ.ახალციხე
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე - პროკურორი - ო---------------ე;
დაცვის მხარე - ბრალდებული - ა-----–---–-----ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1---წელს ბ---------ში, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული ბ---------ის რაიონი, დ.ბ---------ი, კ--------ს ქ.N2-, მცხოვრები ბ---------ის რაიონი, დ.ბ---------ი, წ----ის ქ.N5-;
ბრალდებული - ა---------–-----ე - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს, პ/ნ 1----------, რეგისტრირებული და მცხოვრები ბ---------ის რაიონი, დაბა ბ---------ი, წ----ის ქN5-;
ადვოკატი - ზ---------------ე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ’’ და ,,ბ’’ პუნქტებით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ა-----–---–-----ის ბრალდების ნაწილში სასამართლომ დაადგინა:
ა-----–---–-----ემ ა---------–-----ესთან ერთად 2018 წლის 05 დეკემბერს დაახლოებით 15:00 საათზე ბ---------ის რაიონის დაბა ბ---------ში კ-----–----ის ქN5--ის ეზოში ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე გ------- და მ--–-----–--–--ეებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გ--------–--–--ეს მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელის არეში, რამოდენიმეჯერ მუჭი და ჯოხი გადაარტყა ზურგზე, რამაც გ------- და მ--–-----–--–--ეების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ორივე მათგანმა მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად. ა---------–-----ემ გ--------–--–--ეს მარჯვენა მუჭი დაარტა სახის არეში, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ჯოხი ზურგის, თავის, კისრისა და მარჯვენა ბეჭის არეში, შემდეგ ფიცრის ნაჭერი ესროლა თავის არეში რითაც გ--------–--–--ემ მიიღო დაზიანება, თავის არეში ჭრილობა. რამაც გ--------–--–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა-----–---–-----ემ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ.
ა---------–-----ის ბრალდების ნაწილში სასამართლომ დაადგინა:
ა---------–-----ემ ა-----–---–-----ესთან ერთად 2018 წლის 05 დეკემბერს დაახლოებით 15:00 საათზე ბ---------ის რაიონის დ.ბ---------ში კ-----–----ის ქN5--ის ეზოში ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე გ------- და მ--–-----–--–--ეებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გ--------–--–--ეს მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელის არეში, რამოდენიმეჯერ მუჭი და ჯოხი დარტყა სხეულისა და თავის სხადასხვა ნაწილში, ხოლო მ--–-----–--–--ეს ჯოხი დაარტყა ზურგზე, რამაც გ------- და მ--–-----–--–--ეების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ორივე მათგანმა მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად. ა---------–-----ემ გ--------–--–--ეს მარჯვენა მუჭი დაარტა სახის არეში, ასევე რამოდენიმეჯერ დაარტყა ჯოხი ზურგის, თავის, კისრისა და მარჯვენა ბეჭის არეში, ფიცრის ნაჭერი ესროლა თავის არეში, რითაც გ--------–--–--ემ მიიღო სხეულის დაზიანება, თავის არეში ჭრილობა. რამაც გ--------–--–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა---------–-----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
სამართლებრივი შეფასება:
ბრალდებულებმა ა-----–---–-----ემ და ა---------–-----ემ აღიარეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მტკიცებულებები არსებით სხდომაზე დაცვის მხარემ ცნო უდაოდ, (შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილთან ერთად, გ------- დ მ--–-----–--–--ეების, ა------ და ა-----–---–-----ეების, გ----------------–---–ის, ა---------–--–--–---–---–ის, მუხრანი გულიაშვილის, ლ--–-----------–---–ის, ნ------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, მ--–-----–--–--ის, გ--------–--–--ის, ა---------–-----ის, ა-----–---–-----ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
დაზარალებულის გ--------–--–--ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა დ.ბ---------ში სადაც ხელმძღვანელობდა საოჯახო სასტუმროს ,,ჩ--------–ი’’. აღნიშნულ სასტუმროში 2018 წლის 04 დეკემბერს სტუმრად ჩავიდნენ დამსვენებლები ა---------–--–--–---–---–ი და მ------------–--–---–ი, ა---------–--–--–---–---–მა თვისი კუთვნილი ა/მანქანა ა---------–-----ის სახლის ეზოს გვერდით გააჩერა. 2018 წლის 05 დეკემბერს დაახლოებით 15:20 საათზე იმყოფებოდა სასტუმროში გაიგონა ხმამაღალი სიტყვიერი შელაპარაკების ხმა. დაინახა, რომ ა---------–-----ე ქუჩაში ეკამათებოდა ა---------–--–--–---–---–ს, რის გამოც სიტუაციის გარკვევის მიზნით მივიდა მათთან, როგორც აღმოჩნდა ა---------–-----ე ა---------–--–--–---–---–ისგან მოითხოვდა მანქანის გადაყენებას. სასტუმროდან გასვლის შემდეგ ა---------–-----ეს მოუწოდა დაწყნარებულიყო და მის სტუმრებთან რაიმე პრობლემა თუ ექნებოდა მისთვის მიემართა, ასევე უთხრა რომ მანქანა ქუჩაში ჰყავდათ გაჩერებულიდა მას არ ჰქონდა უფლება მოეთხოვა ა/მანქანის სხვა ადგილზე გაჩერება, შელაპარაკების დროს გადაინაცვლეს ა---------–-----ის სახლის ეზოში სადაც მივიდა ა---------–-----ის შვილი ა-----–---–-----ე, რომელიც თავიდან არ ერეოდა სიტყვიერ დაპირისპირებაში, ამ დროს სასტუმროდან გავიდა მეორე სტუმარი მ------------–--–---–ი. სიტყვიერი დაპირისპირების დროს მის მიმართ ა---------–-----ემ გამოიყენა სალანძღავი სიტყვები, რაზეც პასუხი არ გაუცია და სიტყვიერი შეურაწყოფაც არ მიუყენებია. ა------ს გაუმეორა, რომ მისი სტუმრები აღარ შეეწუხებინა, ამაზე გაღიზიანდა ა---------–-----ე და მარჯვენა მუჭი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, აღნიშნულის დანახვაზე ა-----–---–-----ემ მამა გაიყვანა მისგან მოშორებით, ა-----–---–-----ე შეტრიალდა და მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელზე, ხოლო მარცხენა ხელი ტანსაცმელზე მოჰკიდა და ცდილობდა არ გაეშვა, აღნიშნულის გამო განიცადა ფიზიკური ტკივილი, მაგრამ ა-----–---–-----ე ხელს მაინც არ უშვებდა. ამის შემდეგ მისკენ წავიდა ა---------–-----ე რომელმაც ჯოხი, რამდენჯერმე დაარტყა ზურგის, მარჯვენა ბეჭის, კისრისა და თავის არეში. ა-----–---–-----ე ა---------–-----ესთან ერთად კვლავ აგრძელებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მან თავის დაცვის მიზნით გამოართვა ფიცარი და გადააგდო რა დროსაც ა-----–---–-----ემ აიღო და დაარტყა რამდენჯერმე, შემდეგ ფიცრის ნაჭერი ესროლა თავის არეში რის გამოც თავის არეში მიიღო ჭრილობა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. როდესაც ცდილობდა ეზოდან გასვლას მაისურზე ჩაჭიდეს ხელი და არ უშვებდნენ, რის გამოც მაისური რომელიც ეცვა ორად გაიხა. აღნიშნულ დროს მათთან მივიდნენ ა---------–--–--–---–---–ი და მ------------–--–---–ი რომლებიც ცდილობდნენ ა------ და ა-----–---–-----ეები მასთან აღარ მისულიყვნენ. ამ დროს სასტუმროდან გავიდა მამა მ--–-----–--–--ე რომელიც ა-----–---–-----ის სახლის ეზოსკენ წავიდა, მაგრამ იქ შესვლის საშუალება არ მისცეს და როდესაც შეტრიალდა ა-----–---–-----ემ ზურგის არეში დაარტყა ჯოხი, რის შემდეგაც მ--–-----–--–--ემ დარეკა 112-ში.
დაზარალებულის მ--–-----–--–--ის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის 05 დეკემბერს დაახლოებით 15:20 წუთზე იყო სახლში დაბა ბ---------ში რა დროსაც ჩხუბის ხმა შემოესმა. როდესაც გაიხედა დაინახა, რომ მის შვილს მისდევდა ვიღაც სათვალეებიანი მოხუცი. მისი შვილი ტანს ზემოთ იყო შიშველი და ტანის ზურგის და სახის არიდან მოსდიოდა სისხლი, ზურგის არეში ურტყამდნენ ხის ჯოხს, როგორც მან დაინახა ორჯერ მოუქნიეს,. შემდეგ ესროლეს ფიცარი ზურგის არეში. აღნიშნულის დანახვაზე მისი შვილის გ--------–--–--ის დასახმარებლად გაიქცა. შემდეგ მათ შორისაც დაიწყო სიტყვიერი კამათი, მის სტუმარს დაჭერილი ჰყავდა და ფიზიკურადაც ვერ შეძლო შეხება, ა---------–-----ე არ ჩერდებოდა. ეზოდან გაიტანა გრძელტარიანი ნიჩაბი, რომლითაც შორიდან ემუქრებოდა, მაგრამ არ დაურტყამს. ა-----–---–-----ემ აიღო ხის ჯოხი რომელიც ზურგზე გადაარტყა რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა სისხლნაჟღენთები. ვინაიდან მას და მის შვილს ჰქონდათ დაზიანებები თავისი ტელეფონით დარეკა 112-ში.
მოწმე გ----------------–---–მა, ა---------–--–--–---–---–მა, მ------------–--–---–მა, ნ------------–---–მა და ლ--–-----------–---–მა გამოკითვის დროს დაადასტურეს გ--------–--–--ისა და მ--–-----–--–--ის მიერ გამოძიებისათვის მოცემული ინფორმაცია.
2018 წლის 05 დეკემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ბ---------ის რაიონის დ.ბ---------ში წ----ის ქN5--ში, მდებარე ა---------–-----ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. ა---------–-----ის საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარეობს საოჯახო სასტუმრო ,,ჩ--------–ი’’. ა---------–-----ის საცხოვრებელი სახლის ეზო შემოღობილია ბეტონის კედლით, ხოლო ეზოში შევდივართ ხისა და მავთულ ბადის ორ ფრთიანი კარის გავლით. ბეტონის ღობესთან ბალახში დაგდებულია მუქი ფერის ლამინატის ფიცრის ნატეხი. ეზოში მდებარე ორ სართულიანი კოტეჯის კედელზე მიყუდებულია ხის გრძელი ჯოხი. დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ორ სართულიან კოტეჯის კედელზე მიყუდებული ხის გრძელი ჯოხი და ლამინატის ნაჭერი, რომელიც დაილუქა სათანადო ლუქით.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1293/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა---------–-----ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1292/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა-----–---–-----ის ორივე თვალბუდეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1319/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შსს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი’’ ბ---------ის სამედიცინო ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N1256-ისა და პირადი გასინჯვის მონაცემების მიხედვით გ--------–--–--ეს აღენიშნებოდა ჭრილობა არასწორი კიდეებით მარჯვენა თხემის არეში, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულზე; აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით. აქედან მარჯვენა თხემის არეში არსებული ჭრილობა ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო; ხოლო ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N1320/05/9-2 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ--–-----–--–--ეს სხეულზე არსებული ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვირივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 28 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, გ--------–--–--ე და მ--–-----–--–--ე ცნობილ იქნენ დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,გ’’ და ,,ბ’’ პუნქტებით;
სასამართლოს დასკვნა ა-----–---–-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’და ,,გ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლოს დასკვნა ა---------–-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 5 დეკემბერს მოქმედი რედაქციით).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ა-----–---–-----ის და ა---------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ა-----–---–-----ეს და ა---------–-----ეს უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----–---–-----ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ’ ’და ,,გ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ა---------–-----ე (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (05.12.20-8წელს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
2. ა-----–---–-----ის და ა---------–-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი ა-----–---–-----ე (პ/ნ 1----------) თანხა გადახდილია 2019 წლის 24 იანვარს საქართველოს ბანკში) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს (გადამხდელი ა---------–-----ე (პ/ნ1----------) თანხა გადახდილი იქნა 2019 წლის 24 იანვარს საქართველოს ბანკში) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
3. ნივთიერი მტკიცებულებები: ხის ჯოხი და მუქი ფერის ლამინატის ფიცრის ნატეხი, რომელიც ინახება შსს ბ---------ის რაიონული სამმართველოს ბ---------ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4. ჯარიმის გადახდის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, კონტროლს განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი