განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
080100119002851773
დავის ტიპი
273
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/99-19 (N076010518002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

19.03.2019 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

 

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი ვ--–---ი კ--------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული გ-------– ი-–---–ი

მამის სახელი: ფ--------ი

დაბადების თარიღი: 0--------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: ქ. ამბროლაური, ბ--------–--------ის ქ. N33/21

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ-------– ი-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 01 მაისს უკანონოდ შეიძინა ორი ძირი მცენარე კანაფი და შეინახა ,,მერსედეს - ბენცის“ მოდელის სახელმწიფო ნომრით G------ ავტომობილის უკანა სალონში. იმავე დღეს, ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე პატრულ - ინსპექტორების მიერ შეჩერებული იქნა გ-------– ი-–---–ის მართვაში არსებული მითითებული ავტომობილი, რომლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) საერთო წონით 85,78 გრამი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2019 წლის 07 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ-------– ი-–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს გ-------– ი-–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ-------– ი-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მოწმეთა: გ---- ტ---–-----ის, ფ------ ბ--------–---–ის, ი----- ბ------–--–---–ის, ე-–------ ყ-----–---–ის, მ----ა მ-------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულ გ-------– ი-–---–ის გამოკითხვის ოქმებით; პირადი ჩხრეკის ოქმით; პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღების ოქმით; მოსამართლის განჩინებებით საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერად ცნობის შესახებ; ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით; ნასამართლობის ცნობით; შეტყობინებით; მიმართვის წერილებითა და შესაბამისი პასუხებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

გ-------– ი-–---–მა ჩაიდინა მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

გ-------– ი-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ-------– ი-–---–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; გ-------– ი-–---–ი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი ან/და შემჩნეული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენაში;

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, საზოგადოებრივი საშიშროებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, სამართლიანი ზომით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ-------– ი-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

2. მსჯავრდებულ გ-------– ი-–---–ის მიმართ დაკისრებული ჯარიმის - 2000 (ორი ათასი) ლარის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

3. გ-------– ი-–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (გ-------– ი-–---–ი) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1500 (ათას ხუთასი) ლარი.

4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, გ-------– ი-–---–ს 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებ

ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ე) პასიური საარჩევნო უფლება;

ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

5.1. ერთი ცალი დისკი ავტომობილის ამოღების ფოტოტაბულით - რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

5.2. გ-------– ი-–---–ის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკულ საშუალება, - გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს და განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე