გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.03.2019
საქმის ნომერი
240310018002456212
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-0--00-8002-562-2

(3/28-20-8)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19.0-.2019წ. ქ. სენაკი

 

შესავალი ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე

სხდომის მდივანი თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - ელ----------–--ა

წარმომადგენელი - კობ---------ა

მოპასუხე - სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისია

წარმომადგენელი - სო------------–-ა

 

მესამე პირი - ბე--–--------ა

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის 2018 წლის 26 მარტის სხდომის N7 ოქმის, N8- განკარგულების ბათილად ცნობა;

 

1.2. დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ელ----------–--ას მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მ----ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგს: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა 2018 წლის 04 იანვრის 8----------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მდებარე ქ. სენაკი, სოფელი მ----ი. სააგენტოს მიერ დადგენილ იქნა, რომ საქართველოს ეროვნული არქივის 3-/1----7 წერილის თანახმად, სენაკის რაიონის სოფელი მ----ის საკრებულოს 1995-2000,200--200- (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩავლით) წლების საკომლო წიგნში კომლის ქონებრივი მონაცემები არ უფიქსირდება. შემოსავლების სამსახურის 2-/02-1/128232 წერილის თანახმად, სენაკის რაიონის, სფ. მ----ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში გა---–------–--ო სპ--------ს ასული არ ფიქსირდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ,,სახელწმიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე განაცხადზე წარდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა რა აღიარების კომისიაში გადაგზავნას, ვინაიდან დაინტერესებულ პირს არ დაუდგინდა მართლზომიერი მფლობელობის საკუთრების უფლება ურავ ნივთზე განცხადებაზე წარდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2018 წლის 12 თებერვლის N7---2 მიმართვით გადაეგზავნა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიამ 20-8 წლის 26 მარტს, გამართა კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს მოსარჩელეს განცხადება და #8- განკარგულებით უკანონოდ უარი ეთქვა მას თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღიარებაზე. კომისიამ არ გათვალისწინება, რომ N8----------- განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონულ ვერსიაში მოცემულ უძრავ ნივთზე, 31.0-.20-8 წლის მდომარეობით, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ცხაკაიას რაიონის ახალი სენაკის ს/მეურნეობის 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოდგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო ნაკვეთს, რომ მოსარჩელე ათეულობით წლებია ფლობს აღნიშნულ ქონებას, შესაბამისად, ექვემდებარება საკუთრებად აღიარებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ კომისიამ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ 2018 წლის 12 თებერვალს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N7---2 შუამდგომლობით გადმოიგზავნა ფიზიკური პირის ელ----------–--ას განცხადება სენაკის მუნიციპალიტეტის მ----ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. შესაბამისად, 2018 წლის 15 თებერვალს, შუამდგომლობის რეგისტრაციისთანავე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. 2-08 წლის 16 მარტს, შედგა კომისიის მომდევნო სხდომის დღის წესრიგი, რაც გამოქვეყნდა მერიის საინფორმაციო დაფაზე და ეცნობა დაინტერსებულ მხარეებს. 2-08 წლის 26 მარტს, გაიმართა კომისიის სხდომა, სადაც განიხილეს ზემოთხსენებული შუამდგომლობა. საკითხის ყოველმხრივი შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი: მოსარჩელეს თანასაკუთრებაში დარეგისტრირებული აქვს 2350.00 კვ.მ. (ს/კ 4-.0-.0-.3--). აღნიშნული რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საარქივო ცნობა N3-/1----7, დამოწმების თარიღი: 14/09/2017წ. ამ დოკუმენტის თანახმად, კომლს ერიცხება ფართი 0-5 ჰა, თუმცა თარიღი არ არის მითითებული. ცხადია აღნიშნული დოკუმენტი გახდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. თუმცა კომისიისათვის წარდგენილ გადაწყვეტილება N8------------0- (10.0-.20-8-ში) მითითებულია, რომ საქართველოს ეროვნული არქივის N3-/1----7 წერილის თანახმად, სენაკის რაიონის სოფელი მ----ის საკრებულოს 1995-2000, 200--200- წლების საკომლო წიგნში კომლს ქონებრივი მონაცემები არ უფიქსირდება. ასევე მითითებულია, რომ 200--2005 წლების საკომლო წიგნში ნ-----------ეს ძე მა–--- კომლის უფროსად/წევრად არ ფიქსირდება. ანალოგიური შინაარსისაა შემოსავლების სამსახურის #2--02-1/13---0 წერილი, სადაც აღნიშნულია რომ სოფელი მ----ის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში მა–--- ნ-----------ეს ძე არ ფიქსირდება. აღნიშნული დოკუმენტი ნაწილობრივ წინააღმდეგობაში მოდის 2017 წლის 14 სექტემბრის N3-/1----7 საარქივო ცნობასთან, სადაც კომლს 1986-1990 წლების მიხედვით, ერიცხება 0-5ჰა მიწის ნაკვეთი, ასევე დამატებით კიდევ 0-5 ჰა. უდავოა, რომ ეს დოკუმენტი გახდა 2350 კვ.მ. ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველი. ასევე, კომისიისათვის წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული ნ-----------ეს ძე მა–---სთვის, სადაც მითითებულია მასზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთების ფართი. კერძოდ, მიწის რეფორმამდე არსებული მონაცემების მიხედვით, მას ერიცხება 0,5 ჰა, ხოლო რეფორმის შედეგად დამატებით გამოყოფილი მიწის ფართია 0,19ჰა., ანუ ჯამში ერიცხება 0,75 ჰა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ განმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის #48-ე დადგენილების (18.0-.1992წ.) ქვეყანაში არსებული მიწმები დაიყო სახელწმიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. დადგინდა, რომ საკარმიდამო ფართობის გადიდება მომხდარიყო ბარში 0,75 ჰა-მდე, ხოლო მთაში 3 ჰა.-მდე. მინისტრთა კაბინეტის N290 დადგენილების (10.0-.1992წ.) თანახმად, სოფელში მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ხალხისთვის დადგინდა, რომ ბარში და ზეგანზე 1 ჰა, სადაც ამის შესაძლებლობა იქნებოდა 1.25 ჰა., მთაში 5 ჰა., სოფელში მცხოვრები სხვა სფეროს მუშაკებისთვის 0,75 ჰა ბარში, ხოლო მთაში 5 ჰა., ქალაქად მცხოვრებ ხალხისთვის, საგარეუბნო ზონებში 0,15 ჰა ბარში და ზეგანში 0,25 ჰა., მთაში 1 ჰა. ამდენად, ცხადია, რომ ნ-----------ეს ძე მა–---ს საერთო ჯამში ერიცხებოდა 0,75 ჰა. მიწის ნაკვეთი, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი პირველ ეტაპზე უნდა დარეგისტრირებულიყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 0,56 ჰა. ოდენობით, ხოლო შემდგომ დამატებით გამოყოფილი სახნავი მიწის ნაკვეთი 0,19 ჰა ოდენობით. უდავოა, რომ რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთის გამოყოფა ხორციელდებოდა კომლად აღიარებულ მოქალაქეებზე, ანუ ცხადია, რომ 2350 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისას არ იქნა გათვალისწინებული ყოველივე ზემოაღნიშნული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოცემულ საქმეზე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.2.1. 2018 წლის 26 მარტის N8- დადგენილებით, ფიზიკურ პირს ელ----------–--ას მის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მ----ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკ. კოდი 4-.0-.2-.3-4, საკუთრებად აღიარებაზე ეთქვა უარი. დადგენილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის N7---2 შუამდგომლობა - ფიზიკური პირის ელ----------–--ას მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მ----ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. დადგენილება ეფუძნება მოტივაციას, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოკვლეული მასალების შესაბამისად, ფიზიკური პირის - ელ----------–--ას განცხადება არ შეესაბამება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2-6 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დადგენილება N8-.

 

4.2.2. 2018 წლის 04 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიღებულ იქნა ელ----------–--ას განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: ქ. სენაკი, სოფ. მ----ი, ზონა სენაკი, სექტორი მ----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადების მიღების ბარათი.

 

4.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.0-.20-8 წლის N8------------0- გადაწყვეტილებით, ელ----------–--ას განაცხადზე წარდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარე აღიარების კომისიაში გადაგზავნას, წარმოსადგენია დაინტერესებული პირის განცხადება დოკუმენტაციის აღიარების კომისიაში გადაგზავნის მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.0-.2018 წლის N8------------0- გადაწყვეტილება.

 

4.2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 0-.02.20-8 წლის N8------------0- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ განმცხადებლის ელ----------–--ას მიერ წარდგენილია აზომვითი ნახაზი. ვინაიდან დაინტერსებულ პირს არ უდგინდება მართლზომიერ მფლობელობის, ან საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, წარმოდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარება გადაგზავნას აღიარების კომისიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 0-.02.20-8 წლის N8------------0- გადაწყვეტილება.

 

4.2.5. 20-8 წლის 06 თებერვლის #80-42/17 სამსახურეობრივი ბარათის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემებით, N8--------17 განაცხადზე წარმოუდგენელი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელექტრონულ ვერსიაზე მოცემულ უძრავ ნივთზე, 31.0-.20-8 წლის მონაცემებით, საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების, კერძოდ, ცხაკაიის რაიონის, ახალი სენაკის ს/მეურნეობის 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო (სახნავი) მიწის ფართობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- #80-42/17 სამსახურეობრივი ბარათი.

 

4.2.6. 20-7 წლის 06 ოქტომბრის მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ მ----ში 2350.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი 4-.0-.2-.0--, თანამესაკუთრეა ელ----------–--ა. ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო (სახნავი). საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია საარქივო ცნობა N3-/1----7, დამოწმების თარიღი 14/09/20-7, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის სამეგრელოს რეგიონული არქივი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20-7 წლის 06 ოქტომბრის N8----------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

4.2.7. 20-7 წლის 10 ნოემბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის, სოფელ მ----ში, 4-.0-.2-.0-- საკადასტრო კოდის მესაკუთრეა ბე--–--------ა, პ/ნ 6----------. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: სახელწმიფო-ადგილობრივი საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება-სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართი: 2350.00 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 07/11/20-7წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 20-7 წლის 10 ნოემბრის N8----------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ელ----------–--ას მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება გულისხმობს, აქტის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას. აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ იგი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, მატერიალური კანონიერება კი დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელოს საკითხის იმგვარად გადაწყვეტაზე, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

განსახილველ შემთხვეაში მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის 20-8 წლის 26 მარტის N8- განკარგულება, რომლის კანონიერების შეფასებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20-8 წლის 04 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიღებულ იქნა ელ----------–--ას განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკთრების უფლების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის მისამართი: ქ. სენაკი, სოფ. მ----ი, ზონა სენაკი, სექტორი მ----ი. ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრმა შუამდგომლობით მიმართა მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიას ელ----------–--აზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

დადგენილია ასევე, რომ 20-8 წლის 26 მარტის N8- დადგენილებით, ფიზიკურ პირს ელ----------–--ას მის მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მ----ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკ. კოდი 4-.0-.2-.3-4, საკუთრებად აღიარებაზე ეთქვა უარი. დადგენილების თანახმად, არ დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-8 წლის 12 თებერვლის N7---2 შუამდგომლობა - ფიზიკური პირის ელ----------–--ას მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მ----ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. დადგენილება ეფუძნება მოტივაციას, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოკვლეული მასალების შესაბამისად, ფიზიკური პირის - ელ----------–--ას განცხადება არ შეესაბამება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2-6 წლის 28 ივლისის N376 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სადაო განკარგულებაში არ არის მსჯელობა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩლე ელ----------–--ა წლებია ფლობს აღნიშნულ ქონებას, რომ N8----------- განაცხადზე წარგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსიაზე მოცემულ უძრავი ნივთზე არ არის რეგისტრირებული სხვა პირის საკუთრების უფლება, ასე სადაო დადგენილებით მსჯელობა არ არის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მასალებზე, კერძოდ, ცხაკაიის რაიონის სოფელ ახალი სენაკის ს/მეურნეობის 1982 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწია ნაკვეთს. ამდენად, ზემოაღნიშნულის საფუძველზე ცალსახაა, რომ სადაო დადგენილებით ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ უმსჯელია ამ მიმართულებებით და საერთოდ არ შეუფასებია მოსარჩელე მხარისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი რამდენად არის საჯარო ინტერესის დაცვის თანაზომიერი.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო განკარგულება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც, იგი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის, ასევე, წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 2-3-ე, 2-4-ე, 2-7-2-9-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ელ----------–--ას მოთხოვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის 20-8 წლის 26 მარტის სხდომის N7 ოქმის, N8- განკარგულება.

 

3. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ელ----------–--ას მიერ სენაკის მუნიციპალიტეტის მ----ის ადმინისტრაციულ ერთეულში თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

 

4. მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიას დაეკისროს ელ----------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) სენაკის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. 2-7) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.

 

მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე