განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1/1---19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: თ----- ი--------
ადვოკატი: ა--- შ-–---–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: გ-------– თ------–---–ი
მამის სახელი: თ------
დაბადების თარიღი: 2---------–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 0----------
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ქ-------–---------------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------------------
პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0---------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო:0---------–- 00:13 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ-------– თ------–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი: გ-------– თ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2--- წლის 08 დეკემბერს, საღამოს საათებში ქ. თბილისში, მ--------------------------------ში, ქ------- თ------–---–ის საცხოვრებელ სახლში, გ-------– თ------–---–მა განახორციელა ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა თავის დის ქ------- თ------–---–ის და დედის ნ--- ვ-------ის მიმართ, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ქ------- თ------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს თბილისში, მ------------------------ში. გ-------– თ------–---–ი არის მისი ძმა, რომელიც მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი საბერძნეთში წავიდა, მათთან გადავიდა საცხოვრებლად. იმ პერიოდში მისი ძმა სულ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ასევე აგრესიული იყო და ფულს სძალავდა დედას. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღეს მას და მის შვილს მოესმათ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ-------–ის ხმამაღალი ყვირილი, რასაც მოჰყვა საგნის სროლის და მტვრევის ხმაც. მათვე, გაიგეს გ-------–ის მუქარაც - ,,დაგასახიჩრებთ’’. მოწმე თავად ექიმია და კარგად იცის ალკოდამოკიდებული პირების მხრიდან მომდინარე აგრესია. ამდენად, მუქარა არათუ რეალური იყო, არამედ დღემდე შიში აქვს მისი ძმის მხრიდან მუქარის განხორციელების.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ ნ---- ს--------–--ემ განმარტა, რომ გ-------– თ------–---–ი არის მისი ბიძა, რომელიც მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრები საბერძნეთში წავიდნენ, მათთან ცხოვრობდა. გ-------– თ------–---–ს აქვს ალკოდამოკიდებულება. მისი ქცევა ოჯახის წევრების მიმართ არის აგრესიული, კერძოდ გ-------–ი, მოწმის 84 წლის ბებიის, ნ--- ვ-------ის მიმართ მუდმივად ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ძალავდა თანხას. ნ--- ვ-------ეს ბინაც კი დაატვირთინა იპოთეკით. მოწმის განმარტებით, მომხდარი ფაქტის დღეს ის და დედამისი საძინებელში იყვნენ, რა დროსაც მოესმათ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ-------–ის ხმამაღალი ყვირილის ხმა, რასაც მოჰყვა საგნის სროლის და მტვრევის ხმაც. მათვე, გაიგეს გ-------–ის ნათქვამი, რომ მათ ,,დაასახიჩრებდა’’, რის გამოც გადაწყვიტეს პოლიციაში დარეკვა.
სასამართლო სხდომაზე მოწმემ გ------- ბ------ემ განმარტა, რომ მუშაობს ი--------------------–-–--------------------–---–- გამომძიებლად. აღნიშნულ საქმეზე, ნ---- ს--------–--ის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. გამოიკითხა მოწმეები, შემთხვევის ადგილზე ვ------- გ------ის მიერ მოხდა გ-------– თ------–---–ის დაკავება, რომელსაც წარუდგინეს ბრალიც. შედგა ალკოტესტის ოქმი, გამოიცა შემაკავებელი ორდერი, დაინიშნა ექსპერტიზა და ა.შ. მოწმის განმარტებით, ქ------- თ------–---–მა განმარტა, რომ გ-------–ი იყო მისი ძმა, რომელიც ემუქრებოდა.
დასკვნითი და საბოლოო სიტყვის ეტაპზე ბრალდებულმა გ-------– თ------–---–მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
გარდა ზემოთმითითებული ჩვენებებისა, ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, ალკოტესტით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ-------– თ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ არაფხიზელ მდგომარეობაში.
ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფროს მსუბუქი სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ გ-------– თ------–---–ის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციიის გარეშე. შესაბამისად, გ-------– თ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ-------– თ------–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ-------– თ------–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2--- წლის 0- დეკემბრის 00 საათი და 13 წუთიდან.
გ-------– თ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
შსს-ს ოპერატიული მართვის ცენტრის შეტყობინება ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე