განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/843-18
(№021220918003)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მარტი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი დავით მუხიაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული რ---------------ი, დაბადებული 1----–-–----------სს, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–------------------------------
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქ/პ-ით და მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გადაზიდვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ბრალდებული ე-–--------------ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–------------–------------------;
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქ/პ-ით და მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გადაზიდვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ადვოკატები ბესიკ მინდიაშვილი და გოჩა შავაძე,თარჯიმანი თალე ალიევა,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რ---------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 22 სექტემბერს, დილის საათებში რ---------------მა ე-–--------------თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ს------------–ო გამშვები პუნქტის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან და დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომლის ნაწილი 280,39 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით 97,04 გრამი, ლურჯი და თეთრი ფერის პოლიეთინის პარკებში დაფასოებული და მუქი ფერის სპორტულ, მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმლის რეზინის ძირებში მოთავსებული სახით პირადად რ---------------მა გადმოზიდა ქ.რუსთავის მიმართულებით, რაც 2018 წლის 22 სექტემბერს დაახლოებით 23:25 საათზე სოფელ კრწანისში, თბილისი - წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მე-16 კმ-ზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ე-–--------------ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 22 სექტემბერს, დილის საათებში ე-–-------------მა რ---------------თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ს------------–ო გამშვები პუნქტის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან და დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომლის ნაწილი 237,17 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით 82,08 გრამი, ლურჯი და თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული და ხაკისფერ, სპორტულ, მარჯვენა და მარცხენა ფხსაცმლის რეზინის ძირებში მოთავსებული სახით, პირადად ე-–--------------მა გადმოზიდა ქ.რუსთავის მიმართულებით, რაც 2018 წლის 22 სექტემბერს დაახლოებით 23:35 საათზე სოფელ კრწანისში, თბილისი - წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მე-16 კმ-ზე, ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლების მიერ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დასკვნა, რ---------------ის და ე-–--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: მ--–------------–---–ის, გ--–----–----–---–ის, ნ-----–------------ის, ტ----------–---ის, ს-----------–---ის, ე---------------------ის, ლ---------------ის გამოკითხვის ოქმებს, რ---------------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, ე-–--------------ის პირადი ჩხრეკის ოქმს, სასამართლოს განჩინებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებებს.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი ქმედება და სადავოდ არ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ??????????? ??????????, ???? ????????, ??????????? ?? ????? ???????????? ??????????? ??????? ?????????, ????????, ??????, ???????, ?????????, ?????????? ?? ???????? .
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ჰეროინი”. ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება; "ჩ" პუნქტის თანახმად - გადაზიდვა (გადატანა) – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებაა ნებისმიერი საშუალებით, მისი განმკარგავის ან მფლობელის მიერ;
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ჰეროინი 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებულიოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
მოცემულ საქმეზე 2018 წლის 24 სექტემბრის ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით:
ე-–--------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული: პოლიეთილენის და ქაღალდის ნაჭრებში ორ (2) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში საერთო წონით 323,86 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შემდეგ საერთო წონით - 237,17 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 82,08 გრამი. (ობ. N1-2);
რ---------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული: პოლიეთილენის და ქაღალდის ნაჭრებში ორ (2) ცალადე დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში საერთო წონით 376,03 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, გამოშრობის შედეგად საერთო წონით - 280,39 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 97,04 გრამი. (ობ.N3-4)
ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 22 სექტემბერს, დილის საათებში რ---------------მა ე-–--------------თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ს------------–ო გამშვები პუნქტის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან და დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომლის ნაწილი 280,39 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით 97,04 გრამი, ლურჯი და თეთრი ფერის პოლიეთინის პარკებში დაფასოებული და მუქი ფერის სპორტულ, მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმლის რეზინის ძირებში მოთავსებული სახით პირადად რ---------------მა გადმოზიდა ქ.რუსთავის მიმართულებით, რაც 2018 წლის 22 სექტემბერს დაახლოებით 23:25 საათზე სოფელ კრწანისში, თბილისი - წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მე-16 კმ-ზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლების მიერ. 2018 წლის 22 სექტემბერს, დილის საათებში ე-–-------------მა რ---------------თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ს------------–ო გამშვები პუნქტის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან და დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი მოყავისფრო ფერის ფხვნილი, რომლის ნაწილი 237,17 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველობით 82,08 გრამი, ლურჯი და თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული და ხაკისფერ, სპორტულ, მარჯვენა და მარცხენა ფხსაცმლის რეზინის ძირებში მოთავსებული სახით, პირადად ე-–--------------მა გადმოზიდა ქ.რუსთავის მიმართულებით, რაც 2018 წლის 22 სექტემბერს დაახლოებით 23:35 საათზე სოფელ კრწანისში, თბილისი - წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მე-16 კმ-ზე, ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად პოლიციის თანამშრომლების მიერ
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
რ---------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო ისეთი ხასიათის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
ე-–--------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო ისეთი ხასიათის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლი არ მოიცავს რაიმე სახის დათქმას ნარკოტიკული საშუალების სახესა და ოდენობის თაობაზე და იმისდა მიხედვით თუ რა სახის ნივთიერების შეძენა-შენახვა ან გასაღება აქვს ბრალდებულს ჩადენილი, სასჯელის დანიშვნის საკითხს წყვეტს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ ისეთი ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა როგორიცაა ჰეროინი, მისი შეძენა საჭიროებს გარკვეულ მიზანმიმართულ ქმედებებს, ჰეროინის დაბალი ოდენობა საკმარისია ფართო წრის პირთა მოხმარებისთვის, სასამართლო ასევე ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების ოდენობას, ორივე ბრალდებულის შემთხვევაში მისი ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება განსაკუთრებით დიდი ოდენობის კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარს, გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და გადაზიდვის ორგანიზებულ ფორმას და ქმედების საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულების მხარეს არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რ---------------ს და ე-–--------------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლისთვის დაწესებული სასჯელის ფარგლებში.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რ---------------ს და ე-–--------------ს უნდა ჩამოერთვათამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, როგორც ნარკოტიკული ხელშემწყობ პირებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადით.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
რ---------------ის და ე-–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
2. რ---------------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;
3. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა რ---------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 სექტემბრიდან.
4. ე-–--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
5. ე-–--------------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და ~ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;
6. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ე-–--------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 სექტემბრიდან.
7. ე-–--------------ის და რ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ავტომანქანა ვაზ 2109, სახ. ნომრით NA489XC163 დაუბრუნდეს მის მფლობელს, ხოლო დანარჩენი ნივთების ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე