განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
330100119002866791
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე #--------

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

20 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----- შ----–---–ი

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა----- გ------ს ძე გ--------ი (დაბადებული - 1----–-–----- ა---------, ს-------ის რ-------–--ის მოქალაქე, პ---------ის #A--------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს-------ი, ქ. ე-----------------------------ში).

 

ადვოკატი - ო-–----------ე

 

თარჯიმანი - თ------- ს---------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 13 იანვარს, ღამის საათებში, ა----- გ--------ი იმყოფებოდა თბილისში, ვ-----–---------------ში მდებარე ს---------–------ ,,თ---–----–--------–ის“ წ------სებულ მ------------------ზე, რა დროსაც, ამავე ს-------ზე გაჩერებული ,,მ---------ის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით: B--------) წინა საქარე მინას მოაძრო მარჯვენა და მარცხენა კანტები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ა----- გ--------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ა----- გ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. ბრალდებულმა ა----- გ--------მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

3.2. ა----- გ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ა----- გ--------ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ - გ------- მ-----–-–---–ის და მოწმეების: ნ-----–---- დ---------–---–ის, დ----- კ---------–ის, ზ------ ლ-----ის და მ------ ა---------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 13 იანვრის ოქმს; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 13 იანვრის ოქმს; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნას; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ტრასოლოგიური (ცივი იარაღის) ექსპერტიზის N----–- დასკვნას; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2019 წლის 09 თებერვლის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 09 თებერვლის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ა----- გ--------ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

4.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

4.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა).

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - ქურდობა ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. სატრანსპორტო საშუალებაში იგულისხმება ავტომანქანა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა----- გ--------მა ,,მ---------ის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით B--------) წინა საქარე მინას მოაძრო მარჯვენა და მარცხენა კანტები.

4.6. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

4.8. სასამართლო, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს - სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

4.9. სასამართლო, ბრალდებულ ა----- გ--------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულ - გ------- მ-----–-–---–ის და მოწმეების: ნ-----–---- დ---------–---–ის, დ----- კ---------–ის, ზ------ ლ-----ის და მ------ ა---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 13 იანვრის ოქმით; ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის 2019 წლის 13 იანვრის ოქმით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის სასაქონლო ექსპერტიზის N----- დასკვნით; ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის ტრასოლოგიური (ცივი იარაღის) ექსპერტიზის N----–- დასკვნით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2019 წლის 09 თებერვლის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 09 თებერვლის ოქმით, თავად ბრალდებულის - ა----- გ--------ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 13 იანვარს, ღამის საათებში, ა----- გ--------მა თბილისში, ვ-----–---------------ში მდებარე ს---------–------ ,,თ---–----–--------–ის“ წ------სებულ მ------------------ზე გაჩერებული ,,მ---------ის“ მარკის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით: B--------) წინა საქარე მინას მოაძრო მარჯვენა და მარცხენა კანტები. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა----- გ--------მა ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ა----- გ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

5.2. ა----- გ--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ ა----- გ--------ის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ა----- გ--------ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა----- გ--------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში 1 (ერთი) პაკეტად და ვიდეოჩანაწერი ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7.2. ა----- გ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2 (ორი) ცალი კანტი, მობილური ტელეფონი, მეტრომანი და კაზინოს პლასტიკური ბარათი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მ--------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

7.3. ა----- გ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ცალი გასაშლელი დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მ--------------–--აში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა----- გ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;

2. ა----- გ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 იანვრის 05:10 საათიდან.

3. მსჯავრდებულ ა----- გ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ჩაწერილი 1 (ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში 1 (ერთი) პაკეტად და ვიდეოჩანაწერი ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ა----- გ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 2 (ორი) ცალი კანტი, მობილური ტელეფონი, მეტრომანი და კაზინოს პლასტიკური ბარათი, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მ--------------–--აში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

- ა----- გ--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 1 (ერთი) ცალი გასაშლელი დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ--------------------ის სამმართველოს მ--------------–--აში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე