განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
12 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი დარახველიძე,სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი,ბრალდების მხარე
პროკურორი თა--------------–---–ი,დაცვის მხარე
ადვოკატი სო----------------ე,ბრალდებული: ზუ--------------ი,დაბადების თარიღი: 1----------------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,პირადი N6-----------
განათლება: საშუალო,ნასამართლობა: მქონე,რეგისტრაციის ადგილი: გუ-–-----–--------------------–-----–--–ი,საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი, გ-----–---–------------
სისხლის სამართლის საქმე 0-----------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ;
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 18 მაისამდე პერიოდში ზუ--------------ი ყოფილ მეუღლეს სა-–----------------ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, რამაც სალ---------------ის ტანჯვა გამოიწვია.
2018 წლის 18 მაისს, დილით, ქ.თბილისში, გ-----–---–------------–- მდებარე სალ---------------ის საცხოვრებელ სახლთან, ზუ--------------ი ხელში მომარჯვებული მინის ბოთლით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს სა-–----------------ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 29 აპრილს გაცემული N0----- შემაკავებელი ორდერით ზუ--------------ს აეკრძალა სა-–----------------სთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად აღნიშნულისა, ზუ--------------ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4-------–-- დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში 2018 წლის 13 მაისს, 06:30 საათზე იმყოფებოდა სალ---------------ის საცხოვრებელ სახლთან, მდებარე ქ. თბილისი, გ-----–---–------------ რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2018 წლის 29 აპრილს გაცემული N0----- შემაკავებელი ორდერით ზუ--------------ს აეკრძალა სა-–----------------სთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად აღნიშნულისა, ზუ--------------ი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4-------–-- დადგენილებით ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში 2018 წლის 18 მაისს, დილის საათებში, იმყოფებოდა სალ---------------ის საცხოვრებელ სქახლთან, მდებარე ქ. თბილისი, გ-----–---–------------ რითაც არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა სა-–----------------მ განაცხადა, რომ ზუ--------------თან ერთად ოჯახი შექმნა 1--- წელს, მათ შეეძინათ შვილი. ზუ--------------ი სხვადასხვა სახის დანაშაულზე იყო ნასამართლევი, სასჯელაღსრულებიდან გამოსვლის შემდეგ ზუ--------------ი ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, რის შემდეგაც მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა. მისი მხრიდან შეურაცხყოფა და დამცირება გრძელდებოდა რამდენიმე თვე, რის გამოც იგი განიცდიდა ტანჯვას. გარდა ამისა ზუ--------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, კერძოდ ის ემუქრებოდა მოკვლით. მას ეშინია ზუ--------------ის, ის სახლთან, როდესაც სადარბაზოში შედიოდა სულ უკან იხედებოდა. მისი მხრიდან მოკვლის მუქარას ასევე ადგილი ჰქონდა 2018 წლის 18 მაისს, როდესაც ზუ--------------ი მივიდა მასთან სახლში, ის იყო ნასვამი, მან სახლში არ შეუშვა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და ის (ზუ--------------ი), რომელსაც ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა და მომარჯვებული ჰქონდა მისი მისამართით დაემუქრა მოკვლით. მისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ამის გამო ძალიან შეეშინდა. მანვე განმარტა, რომ ზუ--------------ის მიმართ პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, მაგრამ უშედეგოდ, იგი კვლავ აწუხებდა მას და არღვევდა შემაკავებელი ორდერის პირობას, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო. აღნიშნულ გარემოებას ადგილი ჰქონდა როგორც 2018 წლის 18 მაისს, ასევე 13 მაისს. იგი არავის არ უსმენდა, როდესაც იყო ნასვამი, რამდენჯერმე ეკამათა საპატრულო სამსახურის თანამშრომლებსაც, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მოწმე ნე-–-------------- დაადასტურა, რომ მის შვილს სა-–----------------ს ზუ--------------ი ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მოკვლით ემუქრებოდა. აღნიშნულის თაობაზე არც მას და არც სა-–----------------ს პოლიციისთვის არ განუცხადებიათ, რადგან ზუ--------------ის ეშინოდათ. 2018 წლის 18 მაისს დილის საათებში ზუ--------------ი მისული იყო მის შვილთან, ამ დროს ისიც სახლში იმყოფებოდა. ზუ--------------ს ხელში ეჭირა მინის ბოთლი, იგი ემუქრებოდა მის შვილს, რომ მოკლავდა, ასევე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისმა შვილმა მოასწრო კარის ჩაკეტვა და გამოიძახა საპატრულო სამსახური. როდესაც პოლიციელები მოვიდნენ, მათაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მანვე განმარტა, რომ ზუ--------------ის მიმართ, იმის გამო, რომ მის შვილს აწუხებდა გამოცემული იყო რამდენიმე შემაკავებელი ორდერი, თუმცა იგი (ზუ--------------ი) ყოველთვის არღვევდა ორდერის პირობებს და მაინც მიდიოდა მათთან სახლში მთვრალი და აყენებდა მათ შეურაცხყოფას.
მოწმე ლე----------მ განმარტა, რომ 2018 წლის 18 მაისს, როდესაც ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იგი შეტყობინების საფუძველზე მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მას დახვდნენ სა-–---------------- და ნე-–------------ე, რომლებმაც მას მიუთითეს ზუ--------------ზე და განმარტეს, რომ ზუ--------------ი მათ მწვანე ფერის მინის ბოთლით ხელში ემუქრებოდათ სიცოცხლის მოსპობით. ზუ--------------ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, იყო აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა როგორც სა-–----------------ს, ასევე მათ, აღნიშნული გარემოებების გამო მან გამოიძახა საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟი, რის შემდეგაც განხორციელდა ზუ--------------ის ბრალდებულის სახით დაკავება.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე უჩ--------მ.
მოწმე ნი----–------------ის ჩვენებით, 2018 წლის 28 მარტს, მის მიერ ზუ--------------ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, იმის თაობაზე, რომ ეს უკანასკნელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს სა-–----------------ს. მანვე განმარტა, იმის გამო, ზუ--------------ი მის მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და იყო აგრესიულად განწყობილი, მათ მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ზუ--------------ი.
მოწმე სუ-–-----------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 29 აპრილს მის მიერ ზუ--------------ის მიმართ გაცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, ოჯახური ძალადობის თაობაზე. ზუ--------------ი მეუღლეს სა-–----------------ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ბრალდებულმა ზუ--------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას სა-–----------------ზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არასდროს არ მოუხდენია. მან უარყო ის ფაქტი, რომ თითქოს ის 2018 წლის 13 მაისს იმყოფებოდა სალ---------------ის სახლთან. მან ასევე აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების შინაარსი მისთვის ცნობილი იყო და იგი ყოველთვის იცავდა ორდერის მოთხოვნებს. მან განმარტა, რომ 2018 წლის 18 მაისს ის იმყოფებოდა გ-----–---–-- ქუჩაზე და ბინის საქირავებლად იყო მისული სალ---------------ის სახლის მიმდებარედ. იგი არ დამუქრებია მის მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით, ხოლო ხელში ეჭირა მინერალური წყლის და არა ლუდის ბოთლი.
შემაკავებელი ორდერის N0------ის თანახმად, 2018 წლის 29 აპრილს, ქ. თბილისი გ-----–---–----------- შედგა შემაკავებელი ორდერი, საფუძველი არის სალ---------------ის განცხადება, რომლის მიხედვითაც სა-–----------------ს ეჩხუბა მისი მეუღლე ზუ--------------ი და ახდენს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ზუ--------------ს აეკრძალა მის მეუღლესთან სა-–----------------სთან მიახლოვება. ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 28 მაისამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4-------–-- დადგენილების თანახმად,ზუ--------------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 1752 მუხლის პირველი ნაწილით და სახდელის ზომად განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 7 (შვიდი) დღე-ღამით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზუ--------------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ: მოწმეების ჩვენებები არის დამაჯერებელი, უტყუარი და ერთმანეთში თანხვედრილი. მოწმეების ჩვენებები ასევე თანხვედრაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზუ--------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ აქვს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ზუ--------------ი ნასამართლევია, ასევე მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ ზუ--------------ის მიმართ შერაცხული ბრალდებები განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზუ--------------ს უნდა დაენიშნოს ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზუ--------------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ზუ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ზუ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ზუ--------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოოდ ზუ--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს 2-----–-–------------------- განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ ზუ--------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზუ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ზუ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 18 მაისის 10:11 საათიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე