განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2019
საქმის ნომერი
330100118002747767
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5----18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

23 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი : ნ----------–ი

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - დ--------–---ძე

 

ბრალდებული - ლ---- ს---------ე, დაბადებული 1----–-–---------–--ს; საქართველოს მოქალაქე; ნასამართლობის არ მქონე; პირადი №4----------; რეგისტრირებული: ყაზბეგი, ს------–-------ი და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ქ------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ა) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2----–-–------------------ს, ქ. თბილისში, ნ--–---------------------------------ში მდებარე ს-----------–---------–---–----------------------------–---------–------------–------ „უ------“-ში, ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებისგან მკურნალობის მიზნით 2----–-–------------------დან მოთავსებულ პაციენტ ლ---- ს---------ეს აღმოაჩნდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ (a-PVP), წონით 0,0449 გრამი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა;

 

1.2. 2----–-–----- ო----------- ქ. თბილისში, ქ------------------------------ში, ამავე მისამართზე მცხოვრები ლ----ი ს---------ე, ურთიერთშელაპარაკების დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის დედას - ნ----- გ--–--ეს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა რა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გამოიძახა საპატრულო პოლიცია. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული პატრულ-ინსპექტორების მიერ ლ----ი ს---------ე დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით დედის - ნ----- გ--–--ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

2.1. ბრალდებულმა ლ---- ს---------ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და გამოკითხვისას დეტალურად აღწერა 2----–-–------------------ს, ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის ფაქტი და 2----–-–----- ო-----------, ნ----- გ--–--ეზე განხორციელებული მუქარის ფაქტი. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

2.2 ლ---- ს---------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვის ფაქტი დადასტურებულია 2----–-–------------------ს ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, რომლის თანახმად ირკვევა, რომ უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 0,0449 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ალფა - პვპ-ს (a-PVP).

2.3. ბრალდებულის მიერ დედის - ნ----- გ--–--ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტს, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების, აგრეთვე ადასტურებს საქმეში დაზარალებულად ცნობილი ნ----- გ--–--ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2----–-–----- ო-----------, მისმა შვილმა ლ---- ს---------ემ ქ-------------------------------ში განახორციელა მუქარა, რამოდენიმეჯერ დაემუქრა მოკვლით, დედის მოწოდებაზე დაწყნარებულიყო, თორემ გამოიძახებდა პოლიციას, ბრალდებული გახდა უფრო აგრესიული და კვლავ დაემუქრა, პატრულის გამოძახების შემთხვევაში მოკვლით. დაზარალებულმა ლ---- ს---------ის ნათქვამი აღიქვა რეალურად და გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების შიში.

2.4. ლ---- ს---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა ზემოთ განხილული მტკიცებულებებისა დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით - მოწმეების: ვ---------–-------------------------–-------–--–- ს---------ის, დ-------------------–---–--------–-–------------–---ის გამოკითხვის ოქმებით; შეტყობინებით; ამოღების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებით.

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. უტყუარ მტკიცებულებებზე მითითება, არის უმნიშვნელოვანესი გარანტია, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

4.2. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.4. სასამართლომ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეთანხმებულობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. და 1.2 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით. მუქარის ადრესატს, ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. შესაბამისად, დანაშაულიც ამ მომენტიდან ითვლება დამთავრებულად. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ასევე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რაც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. ლ---- ს---------ის კუთვნილი მოთეთრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP), აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–----- ო-----------, ლ---- ს---------ემ განახორციელა მუქარა, დედაზე- ნ----- გ--–--ეზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - შემადგენლობის ყველა ნიშანი.

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ბრალდებულ ლ---- ს---------ის მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, ლ---- ს---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად სასამართლო მიუთითებს იმას, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არ მქონე, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ უკანასკნელს არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

6.4. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, რაც მიიჩნევა შემამსუბუქებელ გარემოებად. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც ოჯახში ჩადენილ დანაშაულს სდევს თან. გასათვალისწინებელია, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ ოჯახური დანაშაულის სერიოზულ პრობლემად აღიარება, რასაც მოჰყვა მკაცრი მიდგომა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. შესაბამისად, ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, ლ---- ს---------ეს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო განმარტავს, რომ დანიშნული სასჯელი ლ---- ს---------ისთვის იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ს---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2. ლ---- ს---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ---- ს---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4. ლ---- ს---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–----- ო----------დან.

 

5. ლ---- ს---------ეს “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

6. ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მოთეთრო ფერის ნივთიერება ფხვნილის სახით, წონით - 0,0449 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP), რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე