განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002410333
საქმე №1/137-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი ანა ტეტუნაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ოთარ ხ--------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ეკატერინე მ--–-----–---–ი
ბრალდებული - მ------- დ--------– ო---–- - დაბადებული 1----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: კასპის რაიონი, ს------–--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 11:00 საათზე, კასპის რაიონის სოფე სადგურ კავთისხევის დასახლებაში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ------- დ---------– ო---–-მ, არასრულწლოვანი შვილის - ე------ აშ----–----ს თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილს - ე-–----- დ--------– ო---–-ს სახის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც ე-–----- დ--------– ო---–-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გამოკვლეული იქნა მოწმეების - ი---- ფ------–---–-ს და ტ------ აშ----–----ს ჩვენებები, ხოლო რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიჩნეული იქნა უდავო მტკიცებულებებად. ბრალდებულმა მ------- დ--------– ო---–-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და დაეთანხმა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც შესაბამის დავას ექვემდებარება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია მოწმეების - ი---- ფ------–---–-ს და ტ------ აშ----–----ს ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, იხემძღვანელოს პრეიუდიციით, ე. ი. უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელ----ტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის სუბიექტია ბრალდებულის ოჯახის წევრი. ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოვიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ საქმეზე, დაზარალებულ - ე-–----- დ--------– ო---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ ის არის ბრალდებულის შვილი და მ------- დ--------– ო---–-სთან ერთად ცხოვრობს, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე-–----- დ--------– ო---–- ბრალდებულის ოჯახის წევრია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის, ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის მუშტის სახეში დარტყმით, აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის ცნებას არ განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, ვინაიდან 1261-ე მუხლის ნორმის დისპოზიცია ბლანკეტური ხასიათისაა, სასამართლო მიმართავს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით,“ ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.“
განსახილველ საქმეზე, სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა ე-–----- დ--------– ო---–-მ და მოწმე ე------ აშ----–----მ სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ.
სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე ტ------ აშ----–----მ განმარტა, რომ მის არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებული ე-–----- დ--------– ო---–- არის ეპილეფსიით დაავადებული და აღნიშნული გამო მედიკამენტების მიღება სთხოვა. ე-–----- აგრესიული გახდა და სწვდა თმაში, რასაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------- დ--------– ო---–- შეესწრო და შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც სახის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი შვილს - ე-–----- დ--------– ო---–-ს.
მოწმე ი---- ფ------–---–-ს სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით დასტურდება რომ 2018 წლის 7 მარტს ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის სახით დააკავა მ------- დ--------– ო---–-.
ბრალდებულ მ------- დ--------– ო---–-ს დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 7 მარტს იგი დაკავებული იქნა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. დაკავების პროცესში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია დგინდება მოწმე ლ---- ბ-------–---–-ს გამოკითხვის ოქმით.
შეტყობინების ბარათით დგინდება, რომ შეტყობინების ინიციატორია კლინიკა ,,მ-----–---ს“ სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი ხათუნა კ-------ე, რომლის განმარტებით მამა - მ------- დ--------– ო---–-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის არასრულწლოვან შვილს ე-–----- დ--------– ო---–-ს.
ალკოტესტზე შემოწმების ოქმის მიხედვით, მ------- დ--------– ო---–-ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
ნარკოლოგიური №------ დასკვნის მიხედვით, მ------- დ--------– ო---–- არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმდების ქვეშ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, რომელიც ჩატარებულის სამედიცინო საბუთზე დაყრდნობით, ე-–----- დ--------– ო---–-ს 2018 წლის 7 მარტს მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს მარცხენა თვალბუდის ორივე ქუთუთოს, პერიოკალური მიდამოს კანქვეშა ჰემატომა და ექსკორიაცია. დაზიანებები მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, ეკუთვნიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
ბრალდებული მ------- დ--------– ო---–- დაეთანხმა მტკიცებულებათა შინაარს, აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ქმედების ჩადენას.
საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების შედეგად, დგინდება, რომ მ------- დ--------– ო---–- იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში და ამ დროს გამოვლენილი აგრესიის შედეგად, შვილის, არასრულწლოვანი ე-–----- დ--------– ო---–-ს მიმართ განახორციელა ოჯახუირი ძალადობა, კერძოდ, სახის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი.
ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ
კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობის შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილს, რაც დროსაც აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ბრალდებულის ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.“ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების მიხედვით უდავოა, რომ ე-–----- დ--------– ო---–-ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის დრო ადგილი ჰქონდა ფიზიკური ტკივილის განცდას, თუმცა შეგედობრივად, აღნიშნულ ძალადობას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით.
ძალადობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ
საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ე-–----- დ--------– ო---–-ს დაბადების თარიღია - 2000 წლის 24 ოქტომბერი, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს, იგი იყო 17 წლის. ვინაიდან დაზარალებული ე-–----- დ--------– ო---–- ბრალდებულის შვილია, მისთვის ცნობილი იყო არასრულწლოვნის ასაკის შესახებ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობითაა დადასტურებული და სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისპოზიციურ შინაარს.
ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე
ოჯახის წევრის მიმართ.
დადგენილია, რომ მ------- დ--------– ო---–-ს მიერ შვილის - ე-–----- დ--------– ო---–-ს მიმართ ძალადობა ჩადენილია დაზარალებულის არასრულწლოვანი დის - ე------ აშ----–----ს თანდასწრებით (ე------ აშ----–----ს დაბადების თარიღი - 29.04.2004 წელი). აღნიშნული დადასტურებულია, მოწმე ტ------ აშ----–----ს ჩვენებით და ბრალდებულ მ------- დ--------– ო---–-ს განმარტებით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს ბრალდებულის მიერ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქმედება მტკიცებულებათა ერთობლიობითაა დადასტურებული და სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისპოზიციურ შინაარს.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ და არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ მ------- დ--------– ო---–-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------- დ--------– ო---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მან ხელი შეუწყო საქმის განხილვას ნაწილობრივ უდავო წარმოების წესით. იგი ნასამართლობის არმქონეა. გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ანალოგიური ქმედების ჩადენას ადგილი არ იქნება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------- დ--------– ო---–- სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის,“ ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნისას უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი წლისა, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას – არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობის ან განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების შედეგად საბოლოო სასჯელის დანიშვნისას − არანაკლებ ორი და არაუმეტეს ექვსი წლისა.“ სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ------- დ--------– ო---–-მ ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით, შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დადგენის აუცილებლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ------- დ--------– ო---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მ------- დ--------– ო---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
მ------- დ--------– ო---–-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 7 მარტიდან 2018 წლის 16 მარტის ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი