განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------------–-–---–ი
ბრალდებული - დ----- ს-----–---–ი, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, რეგისტრირებული: ქ------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–-------------------------------------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
დისპოზიცია: ნარკოტიკების მოხმარებისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა: დ----- ს-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
1.1 2----–-–------------ის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, დ----- ს-----–---–ს, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, საქართველოს ასკ-ის 45-ე მუხლით განესაზღვრა ადმინისტრაციული სახდელი. 2----–-–-----------------------------–--–----------–----------–-–------–----------–-------------------–---–ის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, დ----- ს-----–---–ი ატარებდა ცივ იარაღს - დანას, მაშინ როდესაც იგი იყო ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. დ----- ს-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: გ-----------–---–---–---------–----------–---–ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად ბრალდებულის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით და მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ, პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, 2----–-–------------ის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N-----–- დასკვნით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია დ----- ს-----–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ცივი იარაღის (დანის და ა.შ.) ტარებაში, თუკი პირი სასამართლოს დადგენილებით ადმინისტრაცილსახდელშეფარდებულია. დ----- ს-----–---–ი იყო რა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი, 2----–-–-------------------ს გამოვლენილი იქნა ცივი იარაღის - დანის ტარების ფაქტზე. აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
4.3. საქმის მასალებით დგინდება, რომ დ----- ს-----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება შეესაბამება ცივი იარაღის ტარებისთვის განსაზღვრულ სტანდარტს. კერძოდ, 2----–-–-----------------------------–--–----------–----------–-–-----–----------–-------------------–---–ის ქუჩების კვეთაზე განხორციელებული პირადი გასინჯვის შედეგად, მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი შავი ფერის პლასტმასის ტარიანი დასაკეცი დანა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.5. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ----- ს-----–---–მა ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება, ესე იგი ქმედება, რომელიც კანონმდებლის მიერ არის ინკრიმინირებული, იმ პირის მიერ ვინც წარსულში არის ადმინისტრაცილსახდელდადებული, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. დ----- ს-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
6.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
6.4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან - ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) თვის ვადით. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას, რაც მიიჩნევა შემამსუბუქებელ გარემოებად. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც ცივი იარაღის ტარებას სდევს თან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. შესაბამისად, ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, დ----- ს-----–---–ს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო განმარტავს, რომ დანიშნული სასჯელი დ----- ს-----–---–ისთვის იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი.
6.5. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დ----- ს-----–---–ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველო სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით.
6.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
6.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დ----- ს-----–---–მა ახალი დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენის გამოტანამდე მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და დ----- ს-----–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ს-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დ----- ს-----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითა, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი და ჯარიმა 3750 (სამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დ----- ს-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2----–-–-----------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის დღიდან.
ნივთიერი მტკიცებულება:
- დ----- ს-----–---–ისგან ამოღებული, ერთი ცალი შავი ფერის, პლასტმასის ტარიანი დასაკეცი დანა, ტარზე ჯვრის ფორმის მარკით, რომელიც ინახება შ--------------------------------–--------–-–-------------------–------------------–----–-–------ში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
3. პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ დ----- ს-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე