გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 040310518002775342
საქმე № 3/17-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 თებერვალი 2019 წელი ქ. ცაგერი
შესავალი ნაწილი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე -ნანა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - ხატია მეშველიანი
მოსარჩელე - პ----- ჯ---------–-
წარმომადგენელი-ჯ--- ჯ---------–-
ადვოკატი-ნ-----–---- კ------
მოპასუხე-ლ-------- მ----–----–-------- გამ----------------------–----------------------–-------------------------
წარმომადგენელი- ბ---- მ----------
მესამე პირი-ს--------------–---------------------
წარმომადგენელი-მ-----– ხ---–---–---–-
დავის საგანი-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, საკუთრების აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ლ-------- მ----–----–-------- გამგეობასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- N 7საოქმო გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ, ლ-------- მ----–----–-------- გამგეობამ, სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი, გარდა იმ ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია,თუ მისი სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვას. გარდა ამისა, სადავო მიწის ნაკვეთის დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთი არ არის პ----- ჯ---------–-- მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, არ არის შემოღობილი და მასზე არ არის განთავსებული შენობა. (იხ. შესაგებელი)
მესამე პირი- ს--------------–---------------------ს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად განხორციელდეს სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა(იხ. სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ლ-------- მ----–----–-------- საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 28 მარტს აღიარებულ იქნა მოსარჩელის -პ----- ჯ---------–-- საკუთრების უფლება ლ-------- რაიონის სოფელ ლეკოსანდში არსებულ 463,00 კვადრატულ მეტრ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. კომისიის სხდომის ოქმში მითითებულია, რომ პ----- ჯ---------–-- მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს და მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ფართი ექვემდებარება დაკანონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2010 წლის 28 მარტის კომისიის სხდომის ოქმი
3.2.2. 2012 წლის 04 ნოემბერს, აღნიშნულ კომისიას წერილით მიმართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ და მოითხოვა მის მიერ პ----- ჯ---------–-- მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვა. ლ-------- მ----–----–-------- საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო მის მიერ მიღებული 2010 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ პ----- ჯ---------–-- მიერ საკითხის განხილვისას არ იქნა წარდგენილი ცნობა იმის თაობაზე, შედიოდა თუ არა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ტყის ფონდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- კომისიის 2012 წლის 24 აპრილის #2 საოქმო გადაწყვეტილება (ს.ფ. )
3.2.3. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ლ-------- მაგისტრატ სასამართლოში, რომელმაც 2013 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, ბათილად ცნო კომისიის გადაწყვეტილება და დაავალდებულა იგი გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
-ლ-------- მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება
-2015 წლის 27 მარტს, კომისიამ იმსჯელა სადავო საკითხზე და პ----- ჯ---------–-- მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომას არ ესწრებოდა პ----- ჯ---------–-, რომელსაც უწყება ჩაბარდა მხოლოდ სხდომის დღეს.
- აღნიშნული გადაწყვეტილებაც გასაჩივრებული იქნა ლ-------- მაგისტრატ სასამართლოში, რომელმაც 2016 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო კომისიის 2015 წლის 27 მარტის N 4 საოქმო გადაწყვეტილება, დაავალა კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესით გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2015 წლის 12 ნოემბერს, კომისიამ იმსჯელა და პ----- ჯ---------–-- მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი ირიცხება სახელმწიფო ტყის ფონდში.
აღნიშნული გადაწყვეტილებაც გასაჩივრდა ლ-------- მაგისტრატ სასამართლოში, რომლის 2016 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 27 მარტის საოქმო გადაწყვეტილება და აღდგენილ იქნა პ----- ჯ---------–-- საკუთრება ლ-------- რაიონის სოფელ ლეკოსანდში მდებარე 463 მ3 მიწის ნაკვეთზე.
მტკიცებულება:
-ლ-------- მაგისტრატი სასამართლოს 2016 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება
ს--------------–---------------------ს მიერ, გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2016 წლის 08 დეკემბრის N 3/ბ-375 გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლ-------- მ----–----–-------- საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 12 ნოემბრის #7 საოქმო გადაწყვეტილება. დაევალა აღნიშნულ კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მტკიცებულება:
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება
2017 წლის 18 მაისს, ლ-------- მ----–----–-------- გამგეობასთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, განიხილა ლ-------- რაიონის სოფელ ლეკოსანდში მდებარე 463 მ3 მიწის ნაკვეთის პ----- ჯ---------–--ათვის საკუთრებაში გადაცემის საკითხი.
2017 წლის 18 მაისს, კომისიამ N3 საოქმო გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა პ----- ჯ---------–-- მოთხოვნა, უარი უთხრა საკუთრების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ არ დასაბუთდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის აუცილებლობა, მითუმეტეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შპს ,,ჯეოსელის“ საკომუნიკაციო ნაგებობა, რის თაობაზეც ეროვნულ სატყეო სააგენტოს შპს ,,ჯეოსელთან“ გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება და ნაკისრი აქვს გარკვეული სახელშეკრულებო ვალდებულებები. გარდა ამისა, სადავო მიწის ნაკვეთის დათვალიერებით დადგინდა, რომ ნაკვეთი არ არის პ----- ჯ---------–-- მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, არ არის შემოღობილი და მასზე არ არის განთავსებული შენობა. (იხ. შესაგებელი)
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- სასამართლო სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 15.09.07წ. №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტი - ლ-------- მ----–----–-------- გამგეობასთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 18 მაისის №3 საოქმო გადაწყვეტილება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ პ----- ჯ---------–- მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკუთრება უღიარა იმ უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთზე), რომელიც არ წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
იმავე კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესებით, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტით შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით (ანუ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) უფლებამოსილია შესაბამის სუბიექტებს საკუთრების უფლება უღიაროს მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სადავო შემთხვევაში, კომისიამ 2010 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით განკარგა არა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული , არამედ მოპასუხე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი.
კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
პ----- ჯ---------–-- მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა კანონიერებაზე კომისიას პრეტენზია არ განუცხადებია. 2010 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, პ----- ჯ---------–--- გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა. ხელახალი გადაწყვეტილების მიღების დროს, კომისიამ უნდა იმსჯელოს პ----- ჯ---------–-- შეასრულა თუ არა ყველა პროცედურული მოვალეობა, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო ახალი აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შესწავლის და შეფასების შემდეგ, უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი გადაწყვეტილება. კომისიას უნდა დაედგინა ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ ხომ არ იყო განკარგული.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მესამე მუხლის მეორე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას. აღნიშნული კანონი არ გამორიცხავს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწის საკუთრებაში აღიარებას.
6.3.საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული ნორმატიული აქტი არეგულირებს სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესს. ამ კანონის მეორე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, (2010 წლის 28 მარტის მდგომარეობით) თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნეოდა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი(აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა(აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე , თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომისიის მიერ არ არის გამოკვლეული, სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების აღიარების მომენტისათვის იყო თუ არა სახელმწიფოს მიერ განკარგული.
როგორც ნორმის შინაარსიდან ჩანს, კანონი შეეხება სამი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწათსარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც იძლევა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას და აქვე უთითებს, რომ მითითებული მუხლით (ასკ 32.4-ე მუხლი) რეგლამენტირებული საპროცესო ნორმის გამოყენების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ სასამართლოსათვის შეუძლებელია საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადაო საკითხის არსებითად გადაწყვეტა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით, კერძოდ გამოსაკვლევია ის გარემოება პ----- ჯ---------–- ჰქონდა თუ არა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში კანონიდან და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა უდავო დასტური იმისა, რომ პირი ნამდვილად დაუფლებულია მიწის ნაკვეთს, ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით. ამ კონკრეტული გარემოების გამოკვლევა და შეფასება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. აღნიშნულის გამო, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, აღნიშნული გამოიწვევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში შეჭრას. (უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.)კომისიას უარის თქმის ერთერთ საფუძვლად #3 საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული აქვს, რომ ადგილზე მოხდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის დათვალიერება 2017 წლის 13 აპრილს და შედგა აქტი, რომლის თანახმადაც სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგას შენობა-ნაგებობა, გარდა ,,ჯეოსელის“ და ,,ბილაინის“ ანძებისა. ანუ კომისიამ გამოკვლეულად ჩათვალა, რომ 2007 წლამდე სადავო მიწის ნაკვეთზე არ იდგა არანაირი შენობა და არ ყოფილა თვითნებურად დაკავებული.2018 წლის 18 ოქტომბრის N7 ოქმში პ----- ჯ---------–-- განცხადების განხილვისას, კომისიამ მიუთითა, რომ დათვალიერებული აქვს ადგილი, სადაც მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთი, გამოთხოვილი აქვს სსიპ სატყეო სააგენტოდან და საჯარო რეესტრიდან დოკუმენტები, თუმცა მათი განხილვა სხდომაზე არ მომხდარა.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე,დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მართალია სადაო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ შესწავლილ იქნა საკითხი, თუმცა არ დასტურდება საკითხის შესწავლის მიზნით რაიმე სახის კონკრეტული მოქმედებების განხორციელება, რის საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ სადაო აქტში მითითებული სადაო გარემოება , რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტერიტორია იმყოფება სახელმწიფო ტყის ფონდის საკუთრებაში- მიღებულ იქნა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, რითაც ადმინისტრაციული წარმოება არასრულყოფილად იქნა ჩატარებული. სადაო საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ ხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
აღნიშნული ნორმის განმარტებიდან ჩანს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი, ასევე ეკისრება ვალდებულება მოიძიოს მტკიცებულებები, რათა გამოიკვლიოს და სამართლებრივად სწორად შეაფასოს საქმის გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
6.6. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - ლ-------- მ----–----–-------- გამგეობასთან არსებულმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოსცა საკითხის სათანადოდ გამოკვლევისა და სამართლებრივად სწორი შეფასების გარეშე, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციული აქტი - 2017 წლის 18 მაისის #3 საოქმო გადაწყვეტილება ბათილად უნა იქნას ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა სწორი სამართლებრივი შეფასების შემდეგ კანონით დადგენილი წესის დაცვით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობას შეესაბამება,ანუ განცხადების დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის გადაწყვეტილება უნდა იყოს საფუძვლიანად დასაბუთებული. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მან ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების მიზანს შეესაბამება. ამისათვის ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქართველოს ზაკ-ის 96-ე მუხლის შესაბამისად, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას საქმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მართლზომიერი და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღებას. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას ამ ინფორმაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კრძალავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ისეთ გარემოებაზე დაფუძნებას, რაც არ ყოფილა შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო აქტით(2018 წლის 18 ოქტომბრის N7 ოქმი) პ----- ჯ---------–- უარი ეთქვა საკუთრების უფლებისა აღიარებაზე, თუმცა არც ამ აქტით და არც მანამდე გამოცემული რომელიმე სხვა აქტით დღემდე არ არის გაუქმებული პ----- ჯ---------–-- საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 28 აპრილის N1 საოქმო გადაწყვეტილება და 2010 წლის 04 მაისის N1 საკუთრების უფლების მოწმობა.
სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა კონკრეტულად შეესწავლა , თუ რამდენად კანონიერად მოხდა კომისიის მიერ 2010 წლის 28 აპრილის N1 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმება, ანუ განცხადების დაკმაყოფილებისა თუ უარყოფის გადაწყვეტილება უნდა იყოს საფუძვლიანად დასაბუთებული.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 242-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. პ----- ჯ---------–-- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ლ-------- მ----–----–-------- მ------ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის №7 საოქმო გადაწყვეტილება.
3. მოპასუხეს- ლ-------- მ----–----–-------- მ------ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესის დაცვით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ცაგერის რაიონული სასამართლოს (მდებარე ცაგერი, ლ.ასათიანის ქ. №14) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჯანხოთელი