განაჩენი

სისხლის სამართლის 22.02.2019
საქმის ნომერი
330100118002724554
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ დ--------------ს,ბრალდებულ გ-------–-----------ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე:

გ-------–--------------------------ის (პ/ნ 6----------) - დაბადებულის 1--- წლის 2----------, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ--------–-----–----–----–----, და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--------------------------- - მიმართ, საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და „დ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გ-------–-----------ეს ბრალად ედება მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის აგვისტოში, შპს „G-------P“-ის მძღოლმა (შეკვეთის მიმწოდებელი) გ-------–-----------ემ, რომელსაც ევალებოდა საწარმოო საქმიანობისათვის კეთილსინდისიერად გაძღოლა, საზოგადოების პროდუქციის მიტანა მყიდველამდე და შემდეგ პროდუქციის სანაცვლოდ გადახდილი თანხის შეტანა შპს „G-------P“-ის საბანკო ანგარიშზე - არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა საზოგადოების კუთვნილი, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა 3205,5 ლარის ოდენობით, რითაც შპს „G-------P“-ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ-------–-----------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ და „დ“ პუნქტებით.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-------–-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. (მოწმეების შ-----------–------------------–--------------–--------------------------------------------------–------------------------------–-–---–---------------–---–--- გ-------–-----------ის გამოკითხვის ოქმები, რევიზიის ცნობა, ბანკებიდან და შპს „G-------P“დან გამოთხოვილი ინფორმაცია, საბუღალტრო დოკუმენტაცია, დათვალიერების ოქმები და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა)

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, მან დადო პირობა სასამართლოს წინაშე, რომ დაზარალებულს ზიანს აუნაზღაურებს.

სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი მშობლები და მას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ-------–-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით

მასვე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სადიტრიბუციო საქმიანობის უფლება

გაუქმდეს გ-------–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

ნივთიერი მტკიცებულები:

საქართველოს კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ჩაწერილია 5 ცალ CD დისკზე, ასევე G-------P“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ჩაწერილია ერთ ცალ მეხსიერების ბარათზე და ერთ ცალ DVD დისკზე და ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი