გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/88-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - ნათია ხუნწარია
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის სოციალური მომსახურების სააგენტო;
წარმომადგენელი - ე----- უ----–---;
მოპასუხე - შ------ რ------ (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ------ რ------ს დაეკისროს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - 1260 ლარის ოდენობით პენსიის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შ------ რ------ს შესაგაბელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მხარე გაფრთხილებული იყო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 შ------ რ-----ის ოჯახის წევრი ლ---- რ------ წარმოადგენდა სახელმწიფო გასაცემლის- პენსიის მიმღებ პირს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ 3)
3.1.2. ლ---- რ------ გარდაიცვალა 2017 წლის 23 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების პიროვნებათა სტატუსის ცვლილებები (ს.ფ 22 )
3.1.3. შ------ რ------მ ლ---ი რ-----ის გარდაცვალების შემდეგ ზედმეტად მიიღო სახელმწიფო პენსია 1260 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია ბანკიდან უკან დასაბრუნებელი თანხების შესახებ ფორმა N7 (ს.ფ 22 )
- შ------ რ-----ის განცხადება (ს.ფ 12)
3.1.4 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების მიერ 2018 წლის 04 სექტემბერს შ------ რ------ს გაეგზავნა მიმართვა, რომლითაც ეცნობა, რომ შ------ რ-----ის გარდაცვალების შემდეგ მიღებული ჰქონდა 1260 ლარი, რომელიც ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 04 სექტემბრის მიმართვა. (ს.ფ 11 )
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ”, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესი”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ”სახელმწიფო პენსიის შესახებ”.
ამ კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძველია პენსიონერის გარდაცვალება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებების მიხედვით, სადავო პენსიის თანხა დარიცხულია მის მიღებაზე უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემდეგ.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერის გარდაცვალება საფუძველია პენსიის გაცემის შეწყვეტისათვის, ამასთან, პენსიის მიმღების გარდაცვალების დროიდან პენსიის დარიცხვა შეწყვეტილია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, გარდაცვალების შემდეგ დარიცხული პენსიის თანხა მოპასუხის მიერ მიღებულია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
6.3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე'' პირველი მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს პენსიის ფულადი ნაწილის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ადგენს პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს, არეგულირებს პენსიის ფულადი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
აღნიშნული დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ხოლო 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შ------ რ------მ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო გარდაცვლილი ოჯახის წევრის კუთვნილი პენსია. ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული პენსიის თანხის დაბრუნება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამდენად, მოპასუხემ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, რომლის ოდენობაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის რაიონული განყოფილების სარჩელი შ------ რ-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შ------ რ------ს დაეკისროს ზედმეტად მიღებული სახელმწიფო პენსიის 1260 ლარის დაბრუნება სახელმწიფო ბიჯეტის სასაგებლოდ.
3. დაეკისროს შ------ რ------ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32 ) სამტრედიის სასამართლოს (მდებარე სამტრედია, ძმები ნინუების ქ. №11) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნონა ზარქუა