გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002729328
2-1234-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
6 მარტი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე მ--------------–-ძე
წარმომადგენელი ლ---------------ლი
მოპასუხე ა-–------------------–-ძე
წარმომადგენლები ჟ-----------–-----------------ი
სს ,,ს----------–---------“
წარმომადგენელი გ--------–---შვილი
დავის საგანი გარიგების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით 6-----------, სამ ნივთად დაყოფის საფუძველი - ა-–-------------------–--ესა და სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--------ს“ შორის დადებული გარიგება (უძრავი ნივთის გამიჯვნის შესახებ ა-–------------------–-ძის 2018 წლის 8 იანვრის განცხადება და ამ უძრავი ნივთის დაყოფაზე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ 2018 წლის 13 თებერვლის თანხმობა), შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერები 6---------- კოდის მქონე უძრავი ნივთის სამ ნივთად დაყოფის შესახებ;
1.2. 6----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის კონფიგურაცია შეიცვალოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
ქ.ხაშურში, ბ--------- ქ.N12-ში მდებარე, 571 კვ.მ. ფართის უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 6----------- რეგისტრირებული იყო ა-–------------------–-ძის - 3/8 ნაწილზე და მ--------------–-ძის - 5/8 ნაწილზე, საკუთრების უფლება. მათი შთანხმებით, მ--------------–-ძის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ამ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა N1-დან 166.9 კვ.მ. ფართზე და N2 შენობაზე, ა-–------------------–-ძის საკუთრების უფლება - შენობა N1-დან 172.5 კვ.მ. ფართზე. მ--------------–-ძის საკუთრებაზე, შემდეგში, დარეგისტრირდა ,,ს----------–---------ს" საკუთრების უფლება;
2017 წლის 22 დეკემბერს, სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა მორიგება მ--------------–-ძესა და ,,ს----------–--------ს“ შორის, რომლის თანახმად, შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული თანხის გადახდის შემთხვევაში, ,,ს----------–---------“ მ--------------–-ძეს საკუთრების უფლებით გადასცემდა უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 6----------- - შენობა N1-დან 166.9 კვ.მ. ფართს და N2 შენობას;
მ--------------–-ძემ შეასრულა მორიგების პირობა, მაგრამ ,,ს----------–---------ს“ და ა-–------------------–-ძის შეთანხმებით, უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6----------- დაიყო სამ ნივთად საკადასტრო კოდებით 6----------5, 6----------56 და 6----------7. ქონება გაიმიჯნა ა-–------------------–-ძის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით. ბანკმა მ--------------–-ძეს დაუბრუნა უძრავი ქონება, რომელიც განთავსებული იყო უკვე არა ერთ, არამედ ორ მიწის ნაკვეთზე - 6----------- კოდის მქონეზე - 44.2 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა, 6----------7 კოდის ნაკვეთზე - შენობა N1-დან 166.9 კვ.მ.
მ--------------–-ძე, ფაქტობრივად, ფლობს 226 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთს. დაყოფის შემდეგ კი მის საკუთრებად დარეგისტრირდა 160 კვ.მ. 280 კვ.მ. დარჩა საერთო საკუთრებაში;
უძრავი ნივთის დაყოფის შემდეგ, ა-–------------------–-ძის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით ქონების გამიჯვნა არ შეესაბამება მამუკა და ა-–------------------–-ძეებს შორის უძრავი ნივთის ფაქტობრივ გამიჯვნას, რაც დააახლოებით 40 წელია არსებობს, შედეგად, მ--------------–-ძეს მოესპო სახლში შესასვლელი. მისი ჭიშკარი მოექცა ა-–------------------–-ძის საკუთარ მიწის ნაკვეთზე. მორიგების აქტის დამტკიცების დროს მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართი იყო 571.00 კვ.მ. ნივთის დაყოფის შემდეგ კი, ა-–------------------–-ძის საკუთრება გახდა 131.00 კვ.მ. მ--------------–-ძის - 160.00 კვ.მ. საერთო საკუთრებაში დარჩა 280 კვ.მ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გარიგება მართლსაწინააღმდეგოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ა-–------------------–-ძემ იცოდა მოსარჩელის ფინანსური პრობლემების შესახებ, გამოიყენა ეს გარემოება და ნივთის გამიჯვნით, მიისაკუთრა მ--------------–-ძის კუთვნილი უძრავი ნივთი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს ,,ს----------–--------მა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ აქვს სარჩელის დაკმაყოფილებისადმი იურიდიული ინტერესი. მან დაიბრუნა ქონება, რაც მორიგების აქტში იყო აღნიშნული, თვითონ დადო აღნიშნულზე ბანკთან ნასყიდობის ხელშეკრულებები;
2.2. სარჩელი არ ცნო ა-–------------------–-ძემაც და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობით ნივთის დაბრუნებაზე მ--------------–-ძემ თვითონ დადო ხელშეკრულებები ,,ს----------–--------თან“. შესაბამისად, დაეთანხმა დაყოფას. მოპასუხეებს შორის შეთანხმება კანონის დაცვითაა დადებული და ბათილობის საფუძველი არ არსებობს;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ.ხაშურში, ბ--------- ქ.N12-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 6-----------, დაზუსტებული ფართით 571.00 კვ.მ. დარეგისტრირებული იყო ალექსანდრე და მ--------------–-ძეების საკუთრების უფლება. ა-–------------------–-ძეს ეკუთვნოდა შენობა N1-დან 172.5 კვ.მ. მ--------------–-ძეს - შენობა N1-დან 166.9.კვ.მ. და 44.2 კვ.მ. ფართის შენობა N2. მ--------------–-ძის კუთვნილ საკუთრებაზე, შემდეგში, ,,ს----------–---------ს“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-26, 27-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სასამართლოს მიერ 2017 წლის 22 დეკემბერს დამტკიცებული მორიგების თანახმად, ,,ს----------–--------მა“ ივალდებულა, მ--------------–-ძის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისთვის, საკუთრების უფლებით გადაეცა უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6----------- (შენობა N1-დან 166.9 კვ.მ. და N2 შენობა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასამართლოს განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ (ს.ფ.17-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. საჯარო რეესტრის სააგენტოსადმი ა-–------------------–-ძის 2018 წლის 8 იანვრის განცხადებას უძრავი ნივთის გამიჯვნის თაობაზე, 2018 წლის 13 თებერვალს, დაეთანხმა სს ,,ს----------–---------“. უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6----------- სამ ნაწილად დაიყო და მიეკუთვნა საკადასტრო კოდები 6----------5, 6----------- და 6-----------. თანამესაკუთრეთა შორის უძრავი ნივთი გაიმიჯნა ა-–------------------–-ძის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.27-34);
- ა-–------------------–-ძის განცხადება უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ (ს.ფ.45);
- სს ,,ს----------–---------ს" თანხმობა ა-–------------------–-ძის განცახდების შესაბამისად უძრავი ნივთის დაყოფაზე (ს.ფ.46)
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. ,,ს----------–--------მა“, მორიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ, მ--------------–-ძეს დაუბრუნა უძრავი ნივთები, მაგრამ ისინი განთავსებული იყო უკვე არა ერთ, 6----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე, არამედ ორ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდებით 6----------- და 6----------- შესაბამისად - 44.2 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობა და შენობა N1-დან 166.9 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.29-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. უძრავი ქონების დაბრუნების მიზნით, ,,ს----------–--------სა" და მ--------------–-ძეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ.54-67);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ა-–------------------–-ძის განმარტებით, სადავო გარიგების დადებისას, კეთილსინდისიერად მოქმედებდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს, მოუსმინა მხარეებს, განიხილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - უძრავი ნივთის სამ ნივთად დაყოფის საფუძვლის - ა-–-------------------–--ესა და სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--------ს“ შორის დადებული გარიგების (უძრავი ნივთის გამიჯვნის შესახებ ა-–------------------–-ძის 2018 წლის 8 იანვრის განცხადება და ამ უძრავი ნივთის დაყოფაზე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ 2018 წლის 13 თებერვლის თანხმობა) ბათილად ცნობის ნაწილში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება
6.1. სამოქალაქო კოდექსის: 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ამავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის Nას-1221-1146-2015 განჩინებაშიაღნიშნულია: ,,სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ ამგვარი გარიგების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა თავისი არსით საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს;“
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში, მ--------------–-ძესა და სს ,,ს----------–--------ს" შორის დადებული გარიგებით, ,,ს----------–---------" ვალდებული იყო მ--------------–-ძისათვის, რომელმაც, თავის მხრივ, შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, დაებრუნებინა უძრავი ნივთები, რომლებიც განთავსებული იქნებოდა ისევ ერთ მიწის ნაკვეთზე, ამ შემთხვევაში, საკადასტრო კოდის 6-----------, 571 კვ.მ. ფართის ნაკვეთზე. ბანკმა არ შეასრულა ვალდებულება, დაეთანხმა ნაკვეთის სამ ნივთად დაყოფას. შედეგად, თანასაკუთრებაში, მანამდე არსებული 571 კვ.მ. ფართის ნაცვლად დარეგისტრირდა 280 კვ.მ. 131 კვ.მეტრი ა-–------------------–-ძის და 160 კვ.მეტრი მ--------------–-ძის საკუთრებად აღირიცხა. გამიჯვნა მოხდა ა-–------------------–-ძის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით, რაც წინააღმდეგობაშია ფაქტობრივ მდგომარეობასთან, უკვე ა-–------------------–-ძის კუთვნილ ნაკვეთში აღმოჩნდა მ--------------–-ძის ჭიშკარი, მოსარჩელეს აღარ აქვს სახლთან მისასვლელი გზა, ფაქტობრივი მდგომარეობით, მ--------------–-ძე ფლობდა 226 კვ.მ. ფართს ნივთის გამიჯვნის შედეგად კი მის მფლობელობაში არსებული ნაკვეთის ფართი შემცირდა. ამდენად, ,,ს----------–---------ს" მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით, მოპასუხეების მიერ სადავო გარიგების დადებით, დაირღვა მ--------------–-ძის საკუთრების უფლება, გაუარესდა მისი საცხოვრებელი პირობები;
სადავო გარიგება კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს არღვევს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოცემულ შემთხვევაში, შედავებული არ არის მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ა-–------------------–-ძის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით თანასაკუთრებაში არსებული ნივთის გამიჯვნა წინააღმდეგობაშია დაახლოებით 40 წლის განმავლობაში არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ამ გამიჯვნის შედეგად, მ--------------–-ძეს აღარ აქვს სახლთან მისასვლელი და მისი ჭიშკარი ა-–------------------–-ძის მიწის ნაკვეთში აღმოჩნდა;
ალექსანდრე და მ--------------–-ძეები ნათესავები არიან, ერთ შენობაში ცხოვრობენ, ა-–------------------–-ძემ განმარტა, იცოდა მოსარჩელის ფინანსური პრობლემების შესახებ, მათი მოგვარების მიზნით გამიჯნეს შენობებიც. ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგების დადებისას, ის არ იყო კეთილსინდისიერი;
მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ ქონების დაბრუნების მიზნით, მ--------------–-ძესა და ,,ს----------–--------ს" შორის ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისას, უძრავი ნივთი უკვე სამ ნაწილად იყო დაყოფილი, გარიგების ბათილად ცნობაზე უარის თქმის საფუძველი არ არის. მოსარჩელესა და ,,ს----------–--------ს" შორის მორიგებითს აქტით გათვალისწინებული იყო შეთანხმების დადება ქონების დაბრუნებისას. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებებით, მოსარჩელემ ქონება დაიბრუნა, რაც მას არ ართმევს უფლებას იდავოს მოპასუხეთა შორის დადებული გარიგების კანონიერებაზე;
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები მ--------------–-ძემ დადო წარმომადგენლის მეშვეობით, რომლსაც მინდობილობა ჰქონდა ბანკთან ნასყიდობის ხელშეკრულება დაედო, სახელდობრ, იმ უძრავი ნივთის გამოსყიდვის მიზნით, რომლის საკადასტრო კოდია 6----------- (ს.ფ.82-83) ხელშეკრულებები კი დაიდო 6----------- და 6----------- კოდის მქონე ნივთებზე;
სადავო გარიგების ბათილად ცნობით, შესაძლებელი გახდება უძრავი ნივთის დაყოფისა და ა-–------------------–-ძის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით ნივთის გამიჯვნის გაუქმება. აღდგება ,,ს----------–--------სა" და მ--------------–-ძეს შორის მორიგების დამტკიცებისას არსებული მდგომარეობა, როდესაც, მას შეზღუდული არ ჰქონდა თავისი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგების ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი მოსარჩელეს არ აქვს;
სასარჩელო მოთხოვნაა ასევე ,,ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ქონების საკადასტრო კოდით 69 08 63 455 და 6----------- იმგვარი ფორმით და იმ ფართით არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერები; უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 6----------- მონაცემები (ფორმა და ფართი) შეიცვალოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნახაზის შესაბამისად და დაგენილი იქნეს მ--------------–-ძის საკუთრება 226 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე";
საჯარო რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა, გარკვეული კონფიგურაციით და ფართით ნაკვეთის რეგისტრაცია ადმინისტრაციული წესით უნდა გადაწყდეს. გარიგების ბათილად ცნობის შესახებ განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილება რეესტრის ჩანაწერების გაუქმების საფუძველია. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ მ--------------–-ძე, ფაქტობრივად, 226 კვ.მ. ფართს ფლობს ამ ნაკვეთზე მისი მესაკუთრედ აღიარების საფუძველი არ არის. გადაწყვეტილებაში აღნიშნული, საჯარო რეესტრის არსებული ჩანაწერებით, რომელთა მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს, არ დგინდება სახელდობრ, 226 კვ.მ. ფართის მოსარჩელისადმი კუთვნილება;
ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ სადავო გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნისნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
ბათილად იქნეს ცნობილი უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით 6-----------, სამ ნივთად დაყოფის საფუძველი - ა-–-------------------–--ესა და სააქციო საზოგადოება ,,ს----------–--------ს“ შორის დადებული გარიგება (უძრავი ნივთის გამიჯვნის შესახებ ა-–------------------–-ძის 2018 წლის 8 იანვრის განცხადება და ამ უძრავ ნივთის დაყოფაზე სააქციო საზოგადოება ,,ს----------–---------ს“ 2018 წლის 13 თებერვლის თანხმობა);
2. ა-–------------------–-ძეს და სს ,,ს----------–--------ს“ სოლიდარულად გადახდეთ მ--------------–-ძის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხა 60 (სამოცი) ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი