გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
330210018002755197
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35562-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე ი-–---------–---–ი

წარმომადგენელი მ-----------–--ე

მოპასუხე ლ---------–----–--ე

წარმომადგენელი მ-------------–--ე

დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

11. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე N2/32921-17) ი-–---------–---–ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 225 ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ-------------–---–ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 10 დეკემბრიდან, მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ი-–---------–---–ი (პ/ნ 1----------) და ლ---------–----–--ე (პ/ნ 0----------) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 2---------რიდან. ქორწინების პერიოდში, 2--- წლის 2-----------ს შეეძინათ შვილი მ-------------–---–ი (პ/ნ 0----------).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე N2/32921-17), ი-–---------–---–ს შვილის - მ-------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 225 (ორასოცდახუთი) ლარის ოდენობით.

აღნიშნული დროისთვის ი-–---------–---–ი დასაქმებული იყო შპს „პ------–----------------–-“ და ერიცხებოდა ხელფასი 800 ლარის ოდენობით, ხოლო შპს „კ-–---------------–-“ დღემდე ერიცხება 200 ლარი, შპს „პ------–----------------–-“ მოსარჩელე აღარ არის დასაქმებული და მას ამ ეტაპზე არანაირი ფინანსური შემოსავალი გარდა 200 ლარის ოდენობისა არ გააჩნია,ნ შესაბამისად იგი ვერ შესძლებს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 225 ლარის გადახდას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლ---------–----–--ემ სარჩელი არ ცნო. როგორც აღნიშნავს, ი-–---------–---–ი ალიმენტის შემცირებას ითხოვს იმ მოტივით, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა ხსენებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ გაუარესდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მოსარჩელის მატერიელური და ოჯახური მდგომარეობა არ შეცვლილა, მოსარჩელის მიერ მითითებული მოტივი, თითქოს და შპს „პ------–----------------–-“ აღარ არის დასაქმებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გამოტანის დროსაც ფიქსირდებოდა, სწორედ აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით იმსჯელა სასამართლომ და დააკისრა ალიმენტის განსაზღვღული ოდენობა ი-–---------–---–ს. 2018 წლის 3 თებერვლიდან ილ---------–--–ზე არ გაიცემოდა ანაზღაურება. სწორედ ზემოხსენებული გარემოებები გაითვალისწინა მოსამართლემ, აღნიშნა, რომ ი-–---------–---–ს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, მაგრამ გათვალისწინებით იმისა, რომ მშობლების ვალდებულებაა არჩინონ არასრულწლოვანი შვილები, არ არის დამოკიდებული ფინანსურ მდგომარეობაზე, ი-–---------–---–ს დააკისრა ალიმენტის სახით 225 ლარის გადახდა, ამის შემდგომ კი მისი მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა. შესაბამისად ი-–---------–---–ის მოთხოვნა, მოპასუხემ, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2017 წლის 16 აპრილის, გადაწყვეტილება, რომლითაც ი-–---------–---–ს (პ/ნ 1----------) ლ---------–----–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, მ-------------–--–ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 3-.0-.2--- წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 225 ლარის გადახდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2017 წლის 16 აპრილის, გადაწყვეტილებით ლ---------–----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება ლ---------–----–--ეს (პ/ნ 0----------, დაბადებული 0-.0-.1--- წელს) და ი-–---------–---–ს (პ/ნ 1----------, დაბადებული 2-.0-.1--- წელი) შორის, რეგისტრირებული 2016 წლის 2---------ერს ( ქორწინების მოქმობა № 0----------, სააქტო ჩანაწერი №01163-0-576).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2017 წლის 16 აპრილის, გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 13-26);

3.1.2. ი-–---------–---–ს და ლ---------–----–--ეს ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ-------------–---–ი (პ/ნ 0----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მ-------------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი №0---------- (იხ.ს.ფ. 28);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2--- წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ი-–---------–---–ს (პ/ნ 1----------) ლ---------–----–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, მ-------------–--–ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 3-.0-.2--- წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით 225 ლარის გადახდა, ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს 50 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, 2017 წლის 16 აპრილის, გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 13 - 26);

 

3.2.2. შპს კ-–---------------ის მიერ 24.10.2018 წელს გაიცა ცნობა ი-–---------–---–ზე (პ/ნ 1----------), რომ იგი მუშაობს შპს „კ--–--------------–-“ რენტგენო - ლაბორანტის თანამდებობაზე და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დარიცხულ ხელფასს შეადგენს - ივნისის თვეში ხელზე ასაღები ოდენობა - 157 ლარი, ივლისის თვეში ხელზე ასაღები ოდენობა - 200 ლარი, აგვისტოს თვეში ხელზე ასაღები ოდენობა - 175 ლარი, სექტემბრის თვეში ხელზე ასაღები ოდენობა - 200 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-24.10.2018 წ. შპს „კ-–---------------ის“ მიერ გაცემული (იხ. ს.ფ.29).

 

3.2.3. შპს კ-–---------------ის მიერ 11.10.2--- წელს გაიცა ცნობა ი-–---------–---–ზე (პ/ნ 1----------), რომ იგი მუშაობს შპს „კ--–--------------–-“ რენტგენო - ლაბორანტის თანამდებობაზე და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში დარიცხულ ხელფასს შეადგენს ოქტომბრის თვეში დარიცხული ოდენობა - 625 ლარი, ნოემბრის თვეში დარიცხული ოდენობა - 625 ლარი, დეკემბრის თვეში დარიცხული ოდენობა - 625 ლარი, იანვრი თვეში დარიცხული ოდენობა - 625 ლარი, თებერვლის თვეში დარიცხული ოდენობა - 625 ლარი, მარტის თვეში დარიცხული ოდენობა - 625 ლარი, აპრილის თვეში დარიცხული ოდენობა - 625 ლარი, მაისის თვეში დარიცხული ოდენობა - 875 ლარი, ივნისის თვეში დარიცხული ოდენობა - 233.33 ლარი, ივლისის თვეში დარიცხული ოდენობა - 233.33ლარი, აგვისტოს თვეში დარიცხული ოდენობა - 233.33ლარი, სექტემბრის თვეში დარიცხული ოდენობა - 233.33 ლარი,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.10.2017 წ. „შპს კ-–---------------ის“ მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ.68).

 

3.2.4. შპს „პ------–------------------“ მიერ, 28.03.2018 წელს გაიცა ცნობა ი-–---------–---–ზე (პ/ნ 1----------), რომ იგი ნამდვილად მუშაობს შპს „ პ------–------------------“ დიაგნოსტიკური განყოფილების კომპიუტერული ტომოგრაფიის ლაბორანტად, ანაზრაურება განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს მიხედვით. 13 თებერვლიდან, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი არის გაუმართავი და ი-–---------–---–ი არ ახორციელებდა საქმიანობას, შესაბამისად ანაზღაურებაც არ გაცემულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „ პ------–------------------“ 28.03.2018 წლის ცნობა (ს.ფ.69).

 

3.2.5. 21.01.2019 წლის შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე ი-–---------–---–ის (პ/ნ 1----------) მიღებულ შემოსავლებს შეადგენს იანვრის თვეში - 1250 ლარს და 821.67 ლარს; თებერვლის თვეში - 250 ლარს და 865.31 ლარს; მარტის თვეში - 1750 ლარს და 871.95 ლარს; აპრილის თვეში - 1290.38 ლარს; მაისის თვეში - 875 ლარს და1067.59 ლარს; ივნისის თვეში - 875 ლარს და928.28 ლარს; ივლისის თვეში - 875 ლარს, სექტემრის თვეში - 233.33 ლარს; ოქტომბრის თვეში - 233.33 ლარს, ნოემბრსი თვეში - 233.34 ლარს; დეკემბრის თვეში - 218.75ლარს. ხოლო 2018 წლიდან იანვრის თვეში - 218.75 ლარს; მარტის თვეში - 218.75 ლარს; აპრილის თვეში - 250 ლარს; მაისი თვეში - 218.75 ლარს; ივნისის თვეში - 250 ლარს; ივლისის თვეში - 218.75 ლარს; აგვისტოს თვეში - 218.75 ლარს; სექტემბრის თვეში - 218.75 ლარს; ოქტომბრის თვეში 218.75 ლარს და 133.2 ლარს; ნოემბრის თვეში - 250 ლარს და 180.65 ლარს; დეკემბრის თვეში - 218.75 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.01.2019 წლის ცნობა (ს.ფ.79-84)

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ არ გამოიკვეთა მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმ სახის ცვლილება, რაც გახდებოდა მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას აღარ გააჩნია ორი სამსახური, რაც ჰქონდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის ალიმეტის დაკისრების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების გამოტანამდე. მას ამჟამად აქვს მხოლოდ ერთი სამსახური, საიდანაც შემოსავალი შეადგენს 200 ლარს, ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ი-–---------–---–ს და მოპასუხე ლ---------–----–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ-------------–---–ი. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ლ---------–----–--ე ცხოვრობს შვილთან - მ-------------–---–თან ერთად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ი-–---------–---–ს (პ/ნ 1----------) ლ---------–----–--ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, მ-------------–---–ის (პ/ნ 0----------, დაბადებული 3-/0-/2---წელს) რჩენა-აღზრდისთვის, ალიმენტის სახით, 225 (ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანიდან, 2017 წლის 28 ნოემბრიდან, ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მცირეწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი თუ შენარჩუნებული.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ მ-------------–---–ი წარმოადგენს მცირეწლოვანს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. იგი ცხოვრობს დედასთან, ლ---------–----–--ესთან ერთად. მოპასუხე ლ---------–----–--ე არ იმყოფება ქორწინებაში. იგი დაკავებულია მცირეწლოვანი შვილის აღზრდით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებისას სარჩენ პირთა წრე განისაზღვრება არა სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმით და მასში მოიაზრებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სხვა გზით სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ გააჩნიათ (არიან ქმდუუნაროები, არ ეძლევათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული დახმარება პენსიის ან სხვა გასაცემელის სახით).

 

ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ორივე მშობლის ვალდებულება იზრუნონ შვილზე. ორივე მშობელია ვალდებული, არასრულწლოვანი უზრუნველყონ სულ მცირე სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით.

 

მოსარჩელის კმაყოფაზე სხვა პირი, გარდა არასრულწლოვანი მ-------------–---–ისა, არ იმყოფება. მოსარჩელე არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდის უუნარობაზე მიუთითებდა გამომდინარე იქედან, რომ მას აღარ გააჩნია ორი სამსახური, რაც ჰქონდა არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის ალიმეტის დაკისრების შესახებ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების გამოტანამდე. მას ამჟამად აქვს მხოლოდ ერთი სამსახური, საიდანაც შემოსავალი შეადგენს 200 ლარს, ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი ცნობა (25.10.2018წ.), რომ 01.09.2018 წლამდე მუშაობდა შპს ,,პ------–----------------–-“ და ამ თარიღიდან აღარ ითვლება ამავე საავადმყოფოს თანამშრომლად, მაგრამ სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ი-–---------–---–ს არ უდასტურდებოდა სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალის მიღება, მაგრამ იგი არ უნდა გათავისუფლებულიყო შვილის რჩენის ვალდებულებისაგან, რადგან სასამართლომ გაითვალისწინა ი-–---------–---–ის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, პროფესია, გამოცდილება, მისი უნარები და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

მოპასუხე ლ---------–----–--ე თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი მ-------------–---–ის რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ალექსანდრე ოგანეზოვი მცირეწლოვანია, მას აქვს ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე მხარე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 100 (ასი) ლარი, მცირეა დღეის მდგომარეობით მცირეწლოვანისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით, მით უფრო, რომ უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა.

 

მინიმალური ზღვრის ქვემოთ ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ გამონაკლის გარემოებებში, როდესაც სარწმუნოობის მაღალი სტანდარტით შეფასებისას, მშობლის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობლიობაში ობიექტურად გამორიცხავს მისთვის ალიმენტის თუნდაც მინიმალური ოდენობით გადახდის შესაძლებლობას. ფაქტობრივ გარემოებათა ასეთი ერთობლიობა ი-–---------–---–ს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება დედასთან, და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე ი-–---------–---–ის მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. (ს.ფ.33) შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-855-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. ი-–---------–---–ს უარი ეთქვას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე #2/32921-17) ი-–---------–---–ისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 225 ლარის შემცირებაზე მცირეწლოვანი შვილის, 2--- წლის 3------------ დაბადებული მ-------------–---–ის სასარგებლოდ.

3. ი-–---------–---–ის (პირადი №1----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა