განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#--------
#(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ნინო მაისაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - დ----- შ----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
კ---- ფ-–--- - დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობა არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ----ს რაიონი, სოფელი პ------–-------ს უ----------------–---ი.
ადვოკატი - დ---- მ-------–---–ი
კვალიფიკაცია:
კ---- ფ-–---ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 18 იანვარს დაახლოებით 15:35 საათზე, თბილისში თ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე კ---- ფ-–--- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე---------- ს-----ის კუთვნილ საფულეს, ღირებულს 5(ხუთ) ლარად. მასში მოთავსებული 5 ლარიანი კუპიურით, აღნიშნული ქმედებით ე---------- ს-----ეს ჯამში მიადგა 10 (ათი) ლარის ზიანი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
2.1. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კ---- ფ-–---მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 18 იანვარს დაახლოებით 15:35 საათზე, თბილისში თ---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე კ---- ფ-–--- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ე---------- ს-----ის კუთვნილ საფულეს, ღირებულს 5 ლარად. მასში მოთავსებული 5 ლარიანი კუპიურით, აღნიშნული ქმედებით ე---------- ს-----ეს ჯამში მიადგა 10 ლარის ზიანი.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები, მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კ---- ფ-–---მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. კ---- ფ-–---ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს საქმეზე უდაოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ე---------- ს-----ის, გ------- წ---–-----ის, ბ------ ჭ----–--ის, ა-–---------- ჟ-------–---–ის, ნ-----–---- ჩ----–---–ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ კ---- ფ-–---ს გამოკითხვის ოქმი, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ---- ფ-–---მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ კ---- ფ-–---ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. კ---- ფ-–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. კ---- ფ-–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. კ---- ფ-–--- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული მდგომარეობით კ---- ფ-–--- მიიჩნევა ნასამართლობის არ მქონე პირად და მას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, მაგრამ საყურადღებოა ფ-–---ს პიროვნება და მისი წარსული, რადგან 3--–ლის კ---- ფ-–--- წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც მიუთითებს, რომ კ---- ფ-–--- არის დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი პირი და მის მიმართ გამოტანილ სასჯელს უნდა ჰქონდეს შემაკავებელი მნიშვნელობა.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, კ---- ფ-–---ს სასჯელის დანიშვნისას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის მიზნის მისაღწევად კ---- ფ-–---ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით გამოსაცდელი ვადით.
6.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა კ---- ფ-–---მ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
7. ნივთმტკიცება:
7.1. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით და ფულადი თანხით, ასევე ყავისფერი ტყავის საფულე, კ---- ფ-–---ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ,,სონი ერიქსონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ორ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ქ, თბილისში ა--–-------–---------------ში მდებარე პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ---- ფ-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2.კ---- ფ-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3.კ---- ფ-–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 18 იანვრიდან - 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით.
4. მსჯავრდებულ კ---- ფ-–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს, კანონით დადგენილი წესით და ვადებში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5. მსჯავრდებულ კ---- ფ-–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის აღსრულების პერიოდში განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6.ნივთმტკიცება:
6.1. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით და ფულადი თანხით, ასევე ყავისფერი ტყავის საფულე, კ---- ფ-–---ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ,,სონი ერიქსონის’’ ფირმის მობილური ტელეფონი, ორ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება ქ, თბილისში ა--–-------–---------------ში მდებარე პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/