გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7631-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ი-----–--------ე;
მოსარჩელე - ტ------–-------ე;
მოსარჩელეების წარმომადგენელი - ზუ-----–----–--ე;
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო;
მოპასუხის წარმომადგენელი - მ----------------ა;
მესამე პირი - სს მ-----------------------------–-- ,,კრ--------------+“;
წარმომადგენელი - თი-------------------–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის NS----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის - სს მ-----------------------------–-- ,,კრ--------------+“-ის წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სარჩელს და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2018 წლის 13 ივლისს შ-----------------------------------–-- კ-------------------- და მ--–----------------- შორის დაიდო ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #-------------, რომლის თანახმად, მისო გასცემს, ხოლო კლიენტი იღებს კრედიტს და ვალდებულებას დააბრუნოს კრედიტი და მასზე დარიცხული პროცენტი. კრედიტის საპროცენტო განაკვეთია - 3---- კრედიტის მთლიანი ოდენობა ---------–----. ამავე ხელშეკრულების თანახმად, თავდებ პირებად განისაზღვრნენ: ტ------–-------ე და ი-----–--------ე. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის მიხედვით, კლიენტი ვალდებულია დაფაროს კრედიტი და მასზე დარიცხული პროცენტი ხელშეკრულების დანართი #1-ში მოცემული გრაფიკით, ხოლო 2.5. პუნქტის შესაბამისად, თავდები კისრულობს ვალდებულებას კლიენტთან ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე. ამავე ხელშეკრულების 2.12. პუნქტში მიეთითა, რომ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, მისო უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მიმართოს სასამართლოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 13 ივლისის ბიზნეს კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #------------- და ხელშეკრულების დანართი #1 (ს.ფ. 19-23);
4.2. 2018 წლის 31 აგვისტოს შ-----------------------------------–-- კ-------------------- შეტყობინებებით მიმართა თავდებ პირებს: ტ------–-------ეს და ი-----–--------ეს და აცნობა, რომ დაირღვა #------- სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ისინი წარმოადგენენ მსესხებლის სოლიდარულ თავდებებს. მ-----------------------------–--მ თავდებ პირებს ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა -03.09.2018წელი. ამასთან, აცნობა, რომ თუ ამ ვადაშიც ვერ შეასრულებდნენ ხელშეკრულების პირობებს, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით შ-----------------------------------–-- კრ--------------+“ გამოიყენებდა ასეთი შემთხვევისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებებს: სასამართლოში ან აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავის წარმოება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 31 აგვისტოს შეტყობინებები (ს.ფ. 236-237);
4.3. 2018 წლის 10 სექტემბერს შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის წარმომადგენელმა ო-----------–---- დავალიანების გადახდევინების შესახებ N N------------------ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რესპოდენტების: ი-----–--------ეს, ტ------–-------ეს და მ--–----------------- მიმართ და მოითხოვა 2018 წლის 13 ივლისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის 4-------–------ და სარგებლის 2594.1---–----ს რესპოდენტებისთვის დაკისრება. ასევე, გადახდის ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა. განმცხადებელმა წარდგენილ განცხადებას სხვა დოკუმენტაციასთან ერთად თან დაურთო 2018 წლის 20 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
აღნიშნული მინდობილობის თანახმად, მინდობილობის გამცემს წარმოადგენს: შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის დირექტორი გ--------------–---- რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და წესდება, ხოლო მინდობილობის მიმღები პირია: ო-----------–---- ამავე მინდობილობის თანახმად, მინდობილობის მიმღები უფლებამოსილია წარმოადგინოს შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის ინტერესები ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, მათ შორის სანოტარო ბიუროში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აუქციონზე, აუდიტორთან, სამართალდამცავ ორგანოებში, შსს მომსახურების სააგენტოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში. ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოდან კომპანიის სახელით გამოითხოვოს და/ან წარადგინოს ნებისმიერი დოკუმენტაცია, მათ შორის საქმის მასალები, განცხადებები, განჩინებები, გადაწყვეტილებები, სააღსრულებო ფურცლები, სარჩელები, მოპასუხისთვის გადასაცემი მასალები/გზავნილები. მინდობილობა გაცემული იქნა განუსაზღვრელი ვადით, მის გაუქმებამდე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-2018 წლის 10 სექტემბრის N------------------ განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 198-204);
-2018 წლის 20 ივნისის სანოტარო აქტი - მინდობილობა (ს.ფ. 34-35);
4.4. 2018 წლის 11 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების ქეის-მენეჯერმა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ N------------------ შეტყობინებებით მიმართა რესპოდენტებს: ტ------–-------ეს და ი-----–--------ეს და აცნობა, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი: S----------- რესპოდენტებს აღნიშნული შეტყობინებებით განემარტათ, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლოთ განეხორციელებინათ ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარათ აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაეფარათ დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდნენ; განეცხადებინათ წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდნენ მოთხოვნას; წერილობით ეღიარებინათ მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდნენ; წერილობით ეღიარებინათ მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდნენ, წარედგინათ განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდათ აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება.
აღნიშნული შეტყობინებები ტ------–-------ეს და ი-----–--------ეს გაეგზავნათ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე: ქ------------------------------- და ჩაბარდა ტ------–-------ეს (როგორც ადრესატს პირადად და როგორც ადრესატის - ი-----–--------ეს ოჯახის წევრს - მ----) 2018 წლის 05 ოქტომბერს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გზავნილების მიღებიდან, შეტყობინებებით დადგენილ 10 დღიან ვადაში ტ------–-------ეს და ი-----–--------ეს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პროტესტით არ მიუმართავთ და არც რაიმე პოზიცია ყოფილა დაფიქსირებული მათი მხრიდან.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2018 წლის 11 სექტემბრის N------------------ შეტყობინებები გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ (ს.ფ. 174-175, 178-179);
-საფოსტო დასტურები (ს.ფ. 176, 180);
4.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 26 ოქტომბერს მიღებული იქნა ბრძანება №S----------------- დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმად, ი-----–--------ეს და ტ------–-------ეს დაეკისრათ 5-----.1---–----ს ოდენობით დავალიანების გადახდა, შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის მიმართ. ამავე ბრძანების შესაბამისად, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის NS----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 39).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–--------ეს და ტ------–-------ეს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის NS----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირების - ი-----–--------ეს და ტ------–-------ეს უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
ამავე კანონის XVI1 თავი ითვალისწინებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ფულადი თანხის გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების მომწესრიგებელ ნორმებს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 912-ე მუხლი განსაზღვრავს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპებს, რომლის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა.
ამავე კანონის 913-ე მუხლის თანახმად, მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან აპლიკანტი და რესპონდენტი. აპლიკანტი არის პირი, რომელსაც აქვს დოკუმენტურად დადასტურებული ფულადი სახის ვადამოსული მოთხოვნა და რომელიც მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით, ხოლო რესპონდენტი არის პირი, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია აპლიკანტის მოთხოვნა. გამარტივებულ წარმოებაში დაიშვება მხარეთა თანამონაწილეობა და წარმომადგენლობა.
სასამართლო მიუთითებს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 914-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას, ხოლო მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს) დასახელებას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს; ბ) აპლიკანტის საბანკო რეკვიზიტებს; გ) აპლიკანტის მოთხოვნას; დ) დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელთა მეშვეობითაც აპლიკანტი ასაბუთებს თავის მოთხოვნას და რომლებიც ერთვის დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებას; ე) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი გამარტივებული წარმოებისას გაწეული დამატებითი ხარჯის (რომელიც შედგება სააპლიკაციო და ყადაღის დადებისათვის გათვალისწინებული საფასურებისაგან) ანაზღაურებას; ვ) მითითებას იმის შესახებ, რომ დაყენებული მოთხოვნა არ არის დამოკიდებული აპლიკანტის მიერ რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებაზე, ან რომ მან ასეთი ვალდებულება უკვე შეასრულა; ზ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას; თ) მითითებას იმის შესახებ, ითხოვს თუ არა აპლიკანტი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადებას; ი) აპლიკანტის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული საქმისწარმოება დაიწყო ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ შპს მ-----------------------------–-- ,,კრ--------------+“-ის განცხადების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთ არგუმენტად ასახელებს იმ გარემოებას, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარმდგენ პირს - ო-----------–---- არ გააჩნდა ასეთი განცხადების წარდგენის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილების დასადასტურებლად კრედიტორის მიერ გაცემული უნდა ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების დაცვით შედგენილი მინდობილობა. კერძოდ, მოსარჩელე მხარის პოზიციით, აღნიშნულ მუხლში მითითებული დანაწესი სარჩელის აღძვრის უფლებამოსილების მინდობილობაში სპეციალურად აღნიშვნის შესახებ, ანალოგიის პრინციპით უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული განცხადების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის უფლებამოსილებაზე.
მოსარჩელე მხარე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ განცხადებაზე თანდართული მინდობილობა არ ანიჭებდა ო-----------–---- აღსრულების ქვემდებარე აქტის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის NS----------------- ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის უფლებას, რაც მოსარჩელის მოსაზრებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებულ სააღსრულებო ფურცლის წარდგენის სპეციალურ უფლებამოსილებას უტოლდება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის ამ არგუმენტაციას და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და ეხება მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების ფარგლებში კონკრეტული საპროცესო მოქმედებების მინდობილობაში სპეციალურად აღნიშვნას. ამასთან, სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება წარმოადგენს კონკრეტული პირისთვის მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებას, დარღვეული უფლების აღსადგენად წარადგინოს სარჩელი და დაიწყოს დავა სამართალწარმოების ეტაპზე. ამდენად, სასამართლოში სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება თავისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ გაუტოლდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილებას, რაც თავის მხრივ, არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას.
რაც შეეხება, ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის უფლებას, სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 20 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის დირექტორმა გ--------------–---- ო-----------–---- მიანიჭა უფლებამოსილება ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოდან კომპანიის სახელით გამოეთხოვა და/ან წარედგინა ნებისმიერი დოკუმენტაცია, მათ შორის საქმის მასალები, განცხადებები, განჩინებები, გადაწყვეტილებები, სააღსრულებო ფურცლები, სარჩელები, მოპასუხისთვის გადასაცემი მასალები/გზავნილები. ამდენად, ცალსახაა, რომ მინდობილობა პირდაპირ ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის წარდგენის უფლებამოსილებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ო-----------–---- მიერ ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის უფლების არქონის შესახებ, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ აპლიკანტი ითხოვს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებას და საგარანტიო თანხის სახით შეტანილი აქვს აღსრულების წინასწარი საფასური. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება აპლიკანტსა და რესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის წარმომადგენლის ო-----------–---- მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი განცხადებით მოთხოვნილი იყო ასევე ბრძანების აღსასრულებლად მიქცევა, რისი უფლებამოსილებაც კრედიტორს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გააჩნდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი განსაზღვრავს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაცემის წესს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. ამდენად, მითითებული ნორმა არ ითვალისწინებს მინდობილობის გამცემი პირის მიერ მის მიერ გაცემულ მინდობილობაში კონკრეტული მოქმედებების განხორციელების უფლების მინიჭების სპეციალურ აღნიშვნას. ასეთი დანაწესი კანონმდებელმა მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენისას გაითვალისწინა და ისიც მხოლოდ გარკვეული საპროცესო მოქმედებების განხორციელების უფლების მინიჭების შემთხვევაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის წარმომადგენლის - ო-----------–---- მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა 2018 წლის 20 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმად, შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის დირექტორმა გ--------------–---- ო-----------–---- მიანიჭა უფლებამოსილება წარედგინა შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის ინტერესები ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაცია-დაწესებულებებში, მათ შორის სანოტარო ბიუროში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აუქციონზე, აუდიტორთან, სამართალდამცავ ორგანოებში, შსს მომსახურების სააგენტოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში. ასევე, ნებისმიერი ინსტანციის სასამართლოდან კომპანიის სახელით გამოეთხოვა და/ან წარედგინა ნებისმიერი დოკუმენტაცია, მათ შორის საქმის მასალები, განცხადებები, განჩინებები, გადაწყვეტილებები, სააღსრულებო ფურცლები, სარჩელები, მოპასუხისთვის გადასაცემი მასალები/გზავნილები. მინდობილობა გაცემული იქნა განუსაზღვრელი ვადით, მის გაუქმებამდე. ამასთან, მინდობილობაში მითითებულია, რომ გ--------------–----- როგორც შპს მ-----------------------------–-- ,,კრ--------------+“-ის დირექტორის უფლებამოსილება დასტურდებოდა ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და წესდებით. ამდენად, მინდობილობა გაცემული იქნა ორგანიზაციის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის მიერ და დამოწმებული იქნა სანოტარო წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილ განცხადებაზე თანდართული მინდობილობა შედგენილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და განცხადებაზე ხელმომწერ პირს - ო-----------–---- ანიჭებდა უფლებას წარედგინა შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის ინტერესები აღსრულების ეროვნულ ბიუროში, რაც მოიცავდა დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენისა და ამ განცხადებით ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნის უფლებამოსილებასაც.
7.3. სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს განცხადების და თანდართული დოკუმენტების ფორმალურ და შინაარსობრივ მხარეს და უფლებამოსილია ხარვეზის გამოსასწორებლად აპლიკანტს დაუდგინოს ვადა არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, თუ, ხარვეზის შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი გამოსწორება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ შეუმოწმებია დავალიანების გადახდევინების შესახებ 2018 წლის 10 სექტემბრის განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე და ისე მიიღო ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ განცხადებაზე თანდართული თავდებობის ხელშეკრულება შედგენილი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმის წარმოების სამსახურს უნდა შეესწავლა წარდგენილი ხელშეკრულების შინაარსობრივი მხარე და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შ-----------------------------------–-- კრ--------------+“-ის განცხადებაზე დაედგინა ხარვეზი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შინაარსობრივი შემოწმება არ გულისხმობს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობისა და ამდენად, მისი კანონიერების შემოწმების ვალდებულებას. სასამართლო მიუთითებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოადგენს აღსრულების ქვემდებარე აქტების კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების პროცედურების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს და იგი ვალდებული არ არის იკვლიოს კრედიტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტების კანონიერება. დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენისას დოკუმენტაციის შინაარსობრივი შემოწმების ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიურო ამოწმებს მხოლოდ ვადამოსული მოთხოვნის არსებობას და უფლებამოსილი არ არის გაცდეს მისი კომპეტენციის ფარგლებს და იმსჯელოს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად არსებული დოკუმენტების, მოცემულ შემთხვევაში თავდებობის ხელშეკრულების კანონიერებაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველგვარ ლოგიკურ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულება ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე განიხილოს და გადაწყვიტოს კერძო პირებს შორის დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების კანონიერების საკითხი, რაც სასამართლოს კომპეტენციაა და წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. ამასთან, მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ დავალიანების გადახდის ბრძანების არსებობა მოსარჩელეს ართმევს უფლებას თავდებობის ხელშეკრულების კანონიერებაზე იდავოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, ვერ გახდება ამ ხელშეკრულების კანონიერების შემოწმების აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის დავალების საფუძველი.
7.4. სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადების რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს რესპონდენტს მის წინააღმდეგ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვარვს შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებს. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) გამარტივებული წარმოების ნომერს; ბ) აპლიკანტის დასახელებას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის საფუძველს; გ) მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: გ.ა) დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ბ) განაცხადოს წერილობითი პროეტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; გ.გ) წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; გ.დ) წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; გ.ე) წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ; დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას; ე) გამარტივებული წარმოების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადების წარდგენისას აღსრულების ეროვნული ბიურო არ არის უფლებამოსილი შევიდეს წარდგენილი დოკუმენტაციის შინაარსის კანონიერების კვლევაში, კანონმდებელმა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გაითვალისწინა მოვალე პირების ინტერესების დაცვის მექანიზმი. კერძოდ, მითითებული კანონის 917-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტს უფლება აქვს განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე თუ რესპონდენტი წარადგენს პროტესტს მოთხოვნაზე – გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე მიიღება მოთხოვნის სრულ ოდენობაზე. ამდენად, პროტესტის წარდგენის ფორმა ან მისი დასაბუთების ვალდებულება კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის. ზემოაღნიშნული ნორმით დადგინდა, რომ რესპოდენტის მიერ პროტესტის წარდგენა ყველა შემთხვევაში იწვევს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას, რაც გამარტივებული წარმოების პროცესში მოვალის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან გარანტს წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 11 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების ქეის-მენეჯერმა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ N------------------ შეტყობინებებით მიმართა რესპოდენტებს: ტ------–-------ეს და ი-----–--------ეს და აცნობა, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, წარმოების ნომერი: S----------- რესპოდენტებს აღნიშნული შეტყობინებებით განემარტათ, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეეძლოთ განეხორციელებინათ ერთ-ერთი მოქმედება: სრულად დაეფარათ აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაეფარათ დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდნენ; განეცხადებინათ წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდნენ მოთხოვნას; წერილობით ეღიარებინათ მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევდნენ; წერილობით ეღიარებინათ მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევდნენ, წარედგინათ განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურდათ აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება.
აღნიშნული შეტყობინებები ტ------–-------ეს და ი-----–--------ეს გაეგზავნათ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე: ქ------------------------------- და ჩაბარდა ტ------–-------ეს (როგორც ადრესატს პირადად და როგორც ადრესატის - ი-----–--------ეს ოჯახის წევრს - მ----) 2018 წლის 05 ოქტომბერს, თუმცა შეტყობინებებით დადგენილ 10 დღიან ვადაში ტ------–-------ეს და ი-----–--------ეს აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის პროტესტით არ მიუმართავთ და არც რაიმე პოზიცია დაუფიქსირებიათ, რაც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ თავად დაადასტურა.
სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არც ერთ მოქმედებას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; ბ) თუ რესპონდენტი სრულად აღიარებს მოთხოვნას – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის სრულ ოდენობაზე; გ) თუ რესპონდენტი აღიარებს მოთხოვნის ნაწილს – დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე; დ) მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით დაიწყო და აწარმოა დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული საქმის წარმოება და 2018 წლის 26 ოქტომბერს მიიღო NS----------------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, ი-----–--------ეს და ტ------–-------ეს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელეთა მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მერი გულუაშვილი